პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“ - შალვა პაპუაშვილი
“აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“ - შალვა პაპუაშვილი

“აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბელს ხდის, რომ ყვე­ლა სა­ელ­ჩომ სა­ჯა­რო გა­ხა­დოს მისი ქვეყ­ნი­დან არ­ჩევ­ნებ­ზე და შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცენ­ტი - მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი კი ბრი­უ­სე­ლი უნდა გახ­დეს“,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

  • მისი თქმით, მა­შინ, რო­დე­საც აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია აღი­ა­რებს, რომ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის ქოლ­გის ქვეშ ამე­რი­კე­ლე­ბის ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბო­და "გა­მო­გო­ნი­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის თავს მოხ­ვე­ვა". ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლის ხარ­ჯვის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას.

“აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია აღი­ა­რებს, რომ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის ქოლ­გის ქვეშ ამე­რი­კე­ლე­ბის ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბო­და გა­მო­გო­ნი­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის თავს მოხ­ვე­ვა, ცენ­ზუ­რა, შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ა.შ.

რო­დე­საც ამას ყვე­ლა­ზე დიდი დო­ნო­რი აღი­ა­რებს, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლის ხარ­ჯვის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას.

ახლა ჯერი და­ნარ­ჩენ დო­ნორ ქვეყ­ნებ­ზეა. მათ უნდა გა­და­ა­მოწ­მონ, რაში იხარ­ჯე­ბა მათი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული. ამ ქვეყ­ნე­ბის ოპო­ზი­ცია და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამით გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ.

მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი კი ბრი­უ­სე­ლი უნდა გახ­დეს. 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე წე­რი­ლით მივ­მარ­თე ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, რომ მას უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დის (EED, რო­მელ­საც კუ­ლუ­ა­რებ­ში NED-ის ევ­რო­პულ ფი­ლი­ალს ეძა­ხი­ან) და­ფი­ნან­სე­ბე­ბის სა­ჯა­რო­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ, ელ­ჩის­გან უარი მი­ვი­ღე, იმ სა­ბა­ბით, რომ EED გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. რა თქმა უნდა, ეს მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყო. EED სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა ბრი­უ­სე­ლის და წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან და მას რამ­დე­ნი­მე ოდი­ო­ზუ­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მარ­თავს.

ცალ­კე სა­კი­თხია 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ბრი­უ­სე­ლი­დან და სხვა დე­და­ქა­ლა­ქე­ბი­დან გა­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო ხარ­ჯვა პარ­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის. ყვე­ლას გვახ­სოვს, სა­გა­რეო ზე­წო­ლის გამო, რო­გორ მო­უ­წია ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მისი კვლე­ვა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი "ენ­ჯე­ო­ბის" უკან კონ­კრე­ტუ­ლი უცხო­უ­რი დო­ნო­რე­ბის კვა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა.

აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბელს ხდის, რომ ყვე­ლა სა­ელ­ჩომ სა­ჯა­რო გა­ხა­დოს მისი ქვეყ­ნი­დან არ­ჩევ­ნებ­ზე და შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცენ­ტი“,- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“ - შალვა პაპუაშვილი

“აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“ - შალვა პაპუაშვილი

“აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი - მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქზე“ წერს.

  • მისი თქმით, მაშინ, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა "გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა". ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ.

როდესაც ამას ყველაზე დიდი დონორი აღიარებს, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.

ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა. მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ.

მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.

ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური "ენჯეობის" უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“,- წერს პაპუაშვილი.