პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ - საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს
“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ - საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საია მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მი­მართ და შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

  • სა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბულ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მიჰ­ყავთ.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ შსს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ კვლავ მი­მარ­თავს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კას, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს და შსს-ს ჩვე­ულ ხელ­წე­რად იქცა.

ამას­თან, საია გან­მარ­ტავს, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსვლე­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა მხო­ლოდ ერთ მა­გის­ტრალ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად, მცი­რე დრო­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა “მა­გის­ტრა­ლის ბლო­კი­რე­ბად” ან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის იმ ხა­რის­ხის შე­ფერ­ხე­ბად, რო­მე­ლიც არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა და, რო­მე­ლიც შსს-ს მიერ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ ზო­მებს ამარ­თლებს.

“თბი­ლი­სი მოლ­თან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, გზის გა­დაკ­ვე­თის პრო­ცეს­ში, სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­და­კეტვი­დან (17:58) რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან დე­მონ­სტრან­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა და მათი და­კა­ვე­ბა და­ი­წყეს.

  • პე­რი­ო­დუ­ლად ად­გი­ლი ჰქონ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ისეთ შე­ვიწ­რო­ე­ბას, რაც ჭყლე­ტის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხეს ქმნი­და. პო­ლი­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­შავ­და ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტო­რი, ნიკო კო­კა­ია, რომ­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩანს პირ­თა და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა. ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის მზარდ სტა­ტის­ტი­კას­თან ერ­თად, სა­გან­გა­შოა, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჰყვე­ბი­ან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხში­რად ქა­ლებს მი­ე­მარ­თე­ბათ.

პირ­ველ რიგ­ში, საია მი­იჩ­ნევს, რომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვა უკა­ნო­ნო იყო. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რის მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ზე გე­ი­ლა­ნი და სხვე­ბი თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში, რო­მელ­შიც დე­მონ­სტრან­ტე­ბი აქ­ცი­ას ერთ-ერთ მთა­ვარ გზა­ზე მარ­თავ­დნენ, პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყო მყი­სი­ე­რად, აქ­ცი­ის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბი­დან 20 წუთ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბი პო­ლი­ცი­ამ მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე გა­აფრ­თხი­ლა, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა არ იყო იმ ხა­რის­ხის, რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სწრა­ფი ჩა­რე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბა შე­საძ­ლოა იწ­ვევ­დეს შე­ფერ­ხე­ბებს, მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბას, რის მი­მარ­თაც სა­ხელ­მწი­ფომ ტო­ლე­რან­ტუ­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი ხა­რის­ხი უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსვლე­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა მხო­ლოდ ერთ მა­გის­ტრალ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად, მცი­რე დრო­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა “მა­გის­ტრა­ლის ბლო­კი­რე­ბად” ან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის იმ ხა­რის­ხის შე­ფერ­ხე­ბად, რო­მე­ლიც არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა და, რო­მე­ლიც შსს-ს მიერ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ ზო­მებს ამარ­თლებს.

  • გარ­და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვი­სა, გრძელ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა - კერ­ძოდ, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი მოწ­მობს, რომ შსს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ კვლავ მი­მარ­თავს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კას, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს და რაც, შსს-ს ჩვე­ულ ხელ­წე­რად იქცა. ტვ პირ­ვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბულ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მიჰ­ყავთ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბა/არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მოწ­მობს მის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბას, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ზემ­დგომ პრო­კუ­რორს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მყი­სი­ე­რად აც­ნო­ბოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ამას­თან, ვი­თხოვთ, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის (ხა­რე­ბას) მი­მართ და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რად­გან, გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის ეფექ­ტი­ან კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა; ასე­ვე, 2024 წლის ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბრის აქ­ცი­ე­ბის კონ­ტექ­სტში გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი და სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი იწ­ვევს მის, რო­გორც მე­თა­უ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ - საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს

“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ - საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად ხარაზიშვილის მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება.

  • საიას ინფორმაციით, კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ.

განცხადებაში აღინიშნება, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა.

ამასთან, საია განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება “მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღიური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს.

“თბილისი მოლთან აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს.

  • პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. პოლიციის აღნიშნული ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამასთან, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს პირთა დაკავების პროცესში პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ასევე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების მზარდ სტატისტიკასთან ერთად, საგანგაშოა, რომ დემონსტრაციის მონაწილეები ჰყვებიან საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებიც ხშირად ქალებს მიემართებათ.

პირველ რიგში, საია მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო. თბილისში მომხდარის მსგავს შემთხვევაში, საქმეზე გეილანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ საქმეში, რომელშიც დემონსტრანტები აქციას ერთ-ერთ მთავარ გზაზე მართავდნენ, პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო მყისიერად, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებიდან 20 წუთზე ნაკლებ დროში. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციამ მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება არ იყო იმ ხარისხის, რომ გაემართლებინა პოლიციის მხრიდან სწრაფი ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება შესაძლოა იწვევდეს შეფერხებებს, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, რის მიმართაც სახელმწიფომ ტოლერანტულობის გარკვეული ხარისხი უნდა გამოიჩინოს. იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება “მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღიური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს.

  • გარდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევისა, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა - კერძოდ, საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და რაც, შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა. ტვ პირველის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები.

ამასთან, ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა; ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას”, - წერია განცხადებაში.