პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს აფრთხილებს ავტობანებზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს - "თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან"
შსს აფრთხილებს ავტობანებზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს - "თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან"

შსს მო­უ­წო­დებს ხვალ და­გეგ­მი­ლი შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბი­სა­გან და სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა მე­დია პლატ­ფორ­მა­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, 2 თე­ბერ­ვალს ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლებ­სა და ავ­ტო­ბა­ნებ­ზე გა­სა­მარ­თი შეკ­რე­ბა- მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ.

გვსურს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს ვაც­ნო­ბოთ, რომ „სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2024 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის №361 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ბლო­კი­რე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ტიმ­რო­ბას 2 წლამ­დე ვა­დით, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით.

  • მო­ვუ­წო­დებთ შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბი­სა­გან და სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია მი­ი­ღებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ზო­მას. აქვე, გვსურს, გან­ვმარ­ტოთ, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი ანდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა მო­ი­ცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებს, ასე­ვე, მა­გის­ტრა­ლებ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლელ და გა­სას­ვლელ ცენ­ტრა­ლურ გზებს. კერ­ძოდ - იმ ტე­რი­ტო­რი­ა­საც სა­დაც 2 თე­ბერ­ვალს აქ­ცი­აა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

შსს აფრთხილებს ავტობანებზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს - "თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან"

შსს აფრთხილებს ავტობანებზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს - "თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან"

შსს მოუწოდებს ხვალ დაგეგმილი შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება- მანიფესტაციის შესახებ.

გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

  • მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას. აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ - იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.