მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის - ამოცანა გვიდგას - ან დავთმოთ სახელმწიფო, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს" - სალომე ზურაბიშვილი
"გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის - ამოცანა გვიდგას - ან დავთმოთ სახელმწიფო, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს" - სალომე ზურაბიშვილი

გაღ­ვი­ძე­ბის დრო დად­გა ყვე­ლას­თვის. სა­კი­თხი არ ეხე­ბა პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვანს, ეს არ არის რო­გორც უნ­დათ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ გუ­შინ­დე­ლი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა „ნაც-ქო­ცე­ბის“ შო­რის. სხვა ამო­ცა­ნა გვიდ­გას ჩვენს წი­ნა­შე: ან დავ­თმოთ სა­ხელ­მწი­ფო, მა­შა­სა­და­მე იდენ­ტო­ბა, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი - ან და­ვუდ­გეთ. წინ, პრო­პა­გან­დის­გან, პი­რად მოკ­ლე­ვა­დი­ან ინ­ტე­რე­სე­ბის­გან, კონ­ფორ­მიზ­მის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ და დავ­დგეთ ქვეყ­ნის მხა­რეს, ვარ­ჩი­ოთ მო­მა­ვა­ლი! - ამის შე­სა­ხებ მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პოს­ტში, მათ შო­რის და­სავ­ლე­თის გრან­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

„ე.წ. დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ჩე­რონ, მაგ­რამ რა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ამ გრან­ტე­ბის­გან, გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი „ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ მეტი? - ეს კი­თხვა, რო­მელ­საც ავ­რცე­ლე­ბენ მე­სე­ჯ­ბოქ­სე­ბით, ავ­ლენს მის ავ­ტო­რე­ბის­გან არა მხო­ლოდ უვი­ცო­ბას, არა­მედ, უმა­დუ­რო­ბას და მო­მა­ვალ­ზე და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბას.

მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რომ არ ფიქ­რობთ და დიქ­ტა­ტუ­რას უმ­ზა­დებთ ეს უკვე გა­ვი­გეთ, მაგ­რამ მათ მო­მა­ვალ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, და­ცუ­ლო­ბა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ხელს რომ იღებთ თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის გუ­ლის­თვის, ამა­ზე რა პა­სუ­ხია?

არა­ვი­თა­რი მი­ლი­არ­დი არა­ბე­თის დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ხელ­ში (რომც შე­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა­ში) არ უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, შშმ პი­რე­ბის და­ცუ­ლო­ბას ან კი­დევ შიდსის, ჰე­პა­ტი­ტის აღ­მო­ფხვრას, არც ჯა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ან პო­ლი­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბას, ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, არც … არც …

მიკ­ვირს კი ამ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ პატ­რი­ო­ტე­ბის ასე­თი აღ­ტა­ცე­ბა ამ არა­ბე­თის ახალ ზღაპ­რით და სას­წა­უ­ლი გა­რი­გე­ბით - რო­დის გვი­ხა­რო­და მი­წე­ბის (თა­ნაც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის) ასე გა­ყიდ­ვა, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ასე გაფ­ლან­გვა, მა­სი­უ­რად უცხო­ე­ლე­ბის არა სტუმ­რად არა­მედ მდგმუ­რად და ხვალ პატ­რო­ნად შე­მოყ­ვა­ნა (აბა, სხვა ვინ იცხოვ­რებს ან უკვე ცხოვ­რობს ამ 2000/3000$ კმ-იან ბა­თუ­მის და თბი­ლი­სის ცა­თამბჯე­ნებ­ში?) რო­დის­ღა გვი­ხა­რო­და ასე სა­ხელ­მწი­ფოს და­ცე­მა, უხერ­ხემ­ლო არ­სე­ბად ქცე­ვა ?

გაღ­ვი­ძე­ბის დრო დად­გა ყვე­ლას­თვის. სა­კი­თხი არ ეხე­ბა პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვანს, ეს არ არის რო­გორც უნ­დათ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ გუ­შინ­დე­ლი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა „ნაც-ქო­ცე­ბის“ შო­რის. სხვა ამო­ცა­ნა გვიდ­გას ჩვენს წი­ნა­შე: ან დავ­თმოთ სა­ხელ­მწი­ფო, მა­შა­სა­და­მე იდენ­ტო­ბა, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, და და­ვე­მო­ნოთ ერ­თსუ­ლო­ვან მე­ზო­ბელს და იმათ, ვი­საც ეს ერთი პატ­რო­ნი შე­მო­უშ­ვებს, რათა ქარ­თუ­ლი სული, ენერ­გია და ჟინი ვერ აღ­დგეს! ან და­ვუდ­გეთ. წინ, პრო­პა­გან­დის­გან, პი­რად მოკ­ლე­ვა­დი­ან ინ­ტე­რე­სე­ბის­გან, კონ­ფორ­მიზ­მის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ და დავ­დგეთ ქვეყ­ნის მხა­რეს, ვარ­ჩი­ოთ მო­მა­ვა­ლი!“ - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის - ამოცანა გვიდგას - ან დავთმოთ სახელმწიფო, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს" - სალომე ზურაბიშვილი

"გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის - ამოცანა გვიდგას - ან დავთმოთ სახელმწიფო, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს" - სალომე ზურაბიშვილი

გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება „ნაც-ქოცების“ შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი - ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან გავთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი! - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სალომე ზურაბიშვილი პოსტში, მათ შორის დასავლეთის გრანტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ, მაგრამ რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული „ენჯეოშნიკების“ მეტი? - ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესეჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ, უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.

მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?

არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას, არც … არც …

მიკვირს კი ამ თვითგამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაული გარიგებით - როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესების ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა, სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000$ კმ-იან ბათუმის და თბილისის ცათამბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა ?

გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება „ნაც-ქოცების“ შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ, ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს, რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს! ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან გავთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.