მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატიმარი იოსებ გორგაძე სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა, აპარატზეა შეერთებული" - ადვოკატი
"პატიმარი იოსებ გორგაძე სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა, აპარატზეა შეერთებული" - ადვოკატი

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ მო­თავ­სე­ბუ­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პა­ტიმ­რის ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

ღურწკა­ი­ას თქმით, „გორ­გა­ძეს სა­ხის ძვლე­ბი აქვს და­ლე­წი­ლი, ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბა ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა, თუმ­ცა, ცი­ხის ექიმ­მა მას ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა“.

"გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მო­უ­ვი­და, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია, ავა­რი­ას 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ საქ­მე­ზე მის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი, უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნია. ის 23 იან­ვარს შე­იყ­ვა­ნეს „ვი­ვა­მედ­ში“ ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბით. რე­ა­ლუ­რად, ადა­მი­ანს სა­ხის ძვლე­ბის არც ერთი ად­გი­ლი მთე­ლი არ აქვს, ნა­კაწ­რე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი ჰქონ­და და ექი­მი არ აღ­წერს არა­ფერს, ინ­სულ­ტი აქვს, ია­ტაკ­ზე ეგდო და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­შიო. რა­ტომ არ აღ­წე­რეს გა­რე­გა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რა­ტომ შე­იყ­ვა­ნეს ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით, როცა ამ კაცს ინ­სულ­ტი არ აქვს? არც ერთ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. მო­ვი­თხო­ვე, რომ კა­მე­რე­ბი და­არ­ქივ­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ვი­თხოვთ, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი. სა­ხის მი­და­მო­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 37 მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს და უმ­ძი­მე­სა­დაა. ვინ და რა­ტომ ცემა, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. არც ერთხელ ცი­ხი­დან არ და­უ­რე­კავთ არც ჩემ­თვის და არც ოჯა­ხის­თვის, თქვე­ნი შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ არის ნა­ცე­მი, ნა­წა­მე­ბი, ეს ფაქ­ტია. ეს ამ­ბა­ვი პა­ტი­მარ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, გორ­გა­ძის თა­ბა­მე­საკ­ნე ვარ, ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, ხომ არ იცი რო­გორ არის, მისი თა­ნა­მე­საკ­ნე ვარო. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მოკ­ვლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"პატიმარი იოსებ გორგაძე სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა, აპარატზეა შეერთებული" - ადვოკატი

"პატიმარი იოსებ გორგაძე სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა, აპარატზეა შეერთებული" - ადვოკატი

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატიმრის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

  • როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, „გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა“.

"გლდანის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ავარიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია, ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საქმეზე მის ინტერესებს ვიცავდი, უპატიოსნესი ადამიანია. ის 23 იანვარს შეიყვანეს „ვივამედში“ ინსულტის ნიშნებით. რეალურად, ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო. რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თაბამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა“, - განაცხადა ღურწკაიამ.