საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან
"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან

ბი­ძი­ნას მთა­ვა­რი კო­ზი­რი არის ის, რომ ოპო­ზი­ცია ცხოვ­რობს ცალ­კე ცხოვ­რე­ბით და პრო­ტეს­ტი ცალ­კე ცხოვ­რე­ბით. ოპო­ზი­ცი­ამ წინა ხაზ­ზე უნდა იპო­ვოს გზე­ბი, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე 64-დღი­ან პრო­ტესტს და მას­ში ოპო­ზი­ცი­ის როლს.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, პრო­ტესტს სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა იპო­ვოს სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი და დად­გნენ „ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე“.

„კარ­გია ერ­თო­ბა და ა.შ. მაგ­რამ პრო­ტესტს სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი. ეს ლი­დე­რი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა. პრო­ტეს­ტი არ იღებს ამ ლი­დე­რებს და ამ ლი­დე­რებ­მა უნდა იპო­ვონ მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი და ოპო­ზი­ცია წინა ხაზ­ზე უნდა ვი­ხი­ლოთ. მა­გის­ტრა­ლე­ბის გა­და­კეტ­ვა რომ არის და­გეგ­მი­ლი, სად იქ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი? - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნდა იყ­ვნენ წინა ხაზ­ზე, რად­გან ეს არის გარ­კვე­უ­ლი გამ­წვა­ვე­ბა და დად­გნენ წინა ხაზ­ზე თუ და­ი­ჭე­რენ ისი­ნი და­ი­ჭი­რონ. გა­მო­ვიდ­ნენ, დაგ­ვა­ნა­ხონ თავი.

აკე­თე­ბენ რა­ღა­ცებს, მაგ­რამ თუ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ამ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რად კონ­ვერ­ტი­რე­ბა, მა­შინ ეს არის ბი­ძი­ნას კო­ზი­რი. ბავ­შვე­ბიც ცო­დო­ე­ბი არი­ან, მათ რომ თავ-ყბას ალე­წა­ვენ, ხოლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სან­თლით სა­ძე­ბა­რი გვიხ­დე­ბი­ან და მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რებ­ში რომ ვხე­დავთ, დამ­თავ­რდეს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ისი­ნი იხი­ლონ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე. მათ უნდა ჩა­იც­ვან რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი, აბ­ჯრე­ბი, ფა­რე­ბი და­ი­ჭი­რონ ხელ­ში და წინა ხაზ­ზე უნდა დად­გნენ“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა 4 თე­ბერ­ვალს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გახ­სნა­ზე და პარ­ლა­მენ­ტის დღის წეს­რიგ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­ა­ხებ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, „წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ვინც და­სა­ჭე­რი დარ­ჩათ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არის ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი“.

„თუ თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ი­ჭე­რენ არ ვიცი. იგი­ვე „ხა­რე­ბას“, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს იგი­ვე საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ან მუ­რუ­სი­ძეს თუ და­ი­ჭე­რენ, რო­მელ­მაც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, სხვა ვისი საქ­მე უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ამ კო­მი­სი­ამ? ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტი უკვე მის­ჯი­ლი აქვს ან გაქ­ცე­უ­ლია, ან უკვე ცი­ხე­ში ნაჯ­დო­მია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის იმის მტკი­ცე­ბა, რომ - „კი, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ ჩემ­ზე წინ ჩემ­ზე უა­რე­სი იყო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ვერ ვი­ტყვი, რომ ის (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა) ამა­ზე (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა) უა­რე­სი იყო. მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­ა­ჭარ­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სი­სას­ტი­კეს ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი, სა­დაც რო­გორც ექ­სპერ­ტი აცხა­დებს 2012 წელს შეს­თა­ვა­ზა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნის სა­კი­თხი.

მი­სი­ვე თქმით, 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აწყობ­და შე­რი­გე­ბა.

"რო­დე­საც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, ერთ-ერთი ბოლო კა­მა­თი უკავ­შირ­დე­ბო­და ამ თე­მას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან ჩვენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტი სჭირ­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვა­ცხა­დოთ ამ­ნის­ტია. ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტი ანუ რე­ჟი­მი უნდა გა­ვა­სა­მარ­თლოთ პო­ლი­ტი­კუ­რად და ამ ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ვა­ცხა­დოთ სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტია, გარ­და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა.

2012 წელსვე და­ვა­ყე­ნე ეს სა­კი­თხი. ბი­ძი­ნას­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად და სუფ­რა­ზე ამა­ზე ვი­კა­მა­თეთ. მან მი­თხრა, რომ ის, რა­საც შენ ახლა ამ­ბობ, მი­შას აწყობ­სო.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აწყობ­და რე­ა­ლუ­რი შე­რი­გე­ბა, პი­რი­ქით მისი პო­ლი­ტი­კა აგე­ბუ­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და სხვის დე­მო­ნი­ზა­ცი­ა­ზე. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გვი­თხრა მა­შინ უარი“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან

"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან

ბიძინას მთავარი კოზირი არის ის, რომ ოპოზიცია ცხოვრობს ცალკე ცხოვრებით და პროტესტი ცალკე ცხოვრებით. ოპოზიციამ წინა ხაზზე უნდა იპოვოს გზები, - ასე აფასებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე 64-დღიან პროტესტს და მასში ოპოზიციის როლს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პროტესტს სჭირდება ლიდერი. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უნდა იპოვოს სამოქალაქო პროტესტამდე მისასვლელი გზები და დადგნენ „ფრონტის წინა ხაზზე“.

„კარგია ერთობა და ა.შ. მაგრამ პროტესტს სჭირდება ლიდერი. ეს ლიდერი უნდა იყოს პოლიტიკა. პროტესტი არ იღებს ამ ლიდერებს და ამ ლიდერებმა უნდა იპოვონ მასთან მისასვლელი გზები და ოპოზიცია წინა ხაზზე უნდა ვიხილოთ. მაგისტრალების გადაკეტვა რომ არის დაგეგმილი, სად იქნებიან პოლიტიკოსები? - პოლიტიკოსები უნდა იყვნენ წინა ხაზზე, რადგან ეს არის გარკვეული გამწვავება და დადგნენ წინა ხაზზე თუ დაიჭერენ ისინი დაიჭირონ. გამოვიდნენ, დაგვანახონ თავი.

აკეთებენ რაღაცებს, მაგრამ თუ მათ ვერ მოახერხეს ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერად კონვერტირება, მაშინ ეს არის ბიძინას კოზირი. ბავშვებიც ცოდოები არიან, მათ რომ თავ-ყბას ალეწავენ, ხოლო პოლიტიკოსები სანთლით საძებარი გვიხდებიან და მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებში რომ ვხედავთ, დამთავრდეს ეს ყველაფერი.

საზოგადოებას სჭირდება ისინი იხილონ ფრონტის წინა ხაზზე. მათ უნდა ჩაიცვან რკინის ქალამნები, აბჯრები, ფარები დაიჭირონ ხელში და წინა ხაზზე უნდა დადგნენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე და პარლამენტის დღის წესრიგში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების შეახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, „წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, ვინც დასაჭერი დარჩათ, ყველა ხელისუფლებასთან არის ჩახუტებული“.

„თუ თავის წარმომადგენლებს დაიჭერენ არ ვიცი. იგივე „ხარებას“, რომელიც მერაბიშვილის დროს იგივე საქმით იყო დაკავებული ან მურუსიძეს თუ დაიჭერენ, რომელმაც გირგვლიანის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სხვა ვისი საქმე უნდა გამოიძიოს ამ კომისიამ? ყველა ფიგურანტი უკვე მისჯილი აქვს ან გაქცეულია, ან უკვე ციხეში ნაჯდომია. აქედან გამომდინარე ეს არის იმის მტკიცება, რომ - „კი, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩემზე წინ ჩემზე უარესი იყო. დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვი, რომ ის (ნაციონალური მოძრაობა) ამაზე (ქართული ოცნება) უარესი იყო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადააჭარბა „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკეს ძალიან ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან საუბარი, სადაც როგორც ექსპერტი აცხადებს 2012 წელს შესთავაზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის საკითხი.

მისივე თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა შერიგება.

"როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთ-ერთი ბოლო კამათი უკავშირდებოდა ამ თემას. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რადგან ჩვენ კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, კოჰაბიტაციას გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი სჭირდება, რომლის საფუძველზე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ამნისტია. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ პოლიტიკური ვერდიქტი ანუ რეჟიმი უნდა გავასამართლოთ პოლიტიკურად და ამ ვერდიქტის საფუძველზე გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, გარდა მძიმე დანაშაულებისა.

2012 წელსვე დავაყენე ეს საკითხი. ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ამაზე ვიკამათეთ. მან მითხრა, რომ ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო.

დღევანდელი გადმოსახედიდან ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა რეალური შერიგება, პირიქით მისი პოლიტიკა აგებულია დაპირისპირებაზე და სხვის დემონიზაციაზე. მას საზოგადოების გაერთიანება არაფერში სჭირდებოდა, ამიტომ გვითხრა მაშინ უარი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.