სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კამერებში ჩანს, სად დებს ნივთებს, თუმცა იმ ადგილიდან მისი გამოსვლა აღარ ჩანს... იმედს ვებღაუჭებით" - რას ჰყვება დედა მოზარდზე, რომელსაც მთელი კვირაა ეძებენ
"კამერებში ჩანს, სად დებს ნივთებს, თუმცა იმ ადგილიდან მისი გამოსვლა აღარ ჩანს... იმედს ვებღაუჭებით" - რას ჰყვება დედა მოზარდზე, რომელსაც მთელი კვირაა ეძებენ

"დე­დას სუნ­თქვა, მე შენ არას­დროს განგსჯი, მე ყო­ველ­თვის მხო­ლოდ მო­გის­მენ და შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი, ჩემო სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რო და ბედ­ნი­ე­რე­ბავ, დეე, ჩემო გუ­ლის ნა­წი­ლო, მე­სამ­ყა­რო­ე­ბი და უსა­ზღვროდ, უკი­დე­გა­ნოდ მე­ნატ­რე­ბი...…გთხოვ, მოდი და ჩა­მე­ხუ­ტე, ჩემო სუნ­თქვა, იცი რო­გორ ენატ­რე­ბი შენს ძმებს, მა­მას და ყვე­ე­ლას. დე მჭირ­დე­ბი, მე­ნატ­რე­ბი, ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბი" - ასე­თი ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს 14 წლის ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს დედა, ნა­თია დი­აკ­ვნიშ­ვი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მერ­ვე დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ბიჭი 16 იან­ვარს 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარდს ყველ­გან ეძე­ბენ. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ბავ­შვის პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე იპო­ვეს, კა­მე­რებ­ში ჩანს, რო­გორ დებს ალექ­სან­დრე სკამ­ზე ამ ნივ­თებს და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ალექ­სან­დრე იმ სა­ღა­მოს ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი­დან მარ­ტო გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ და­ი­კარ­გა. საქ­მე­ში ბუ­ნებ­რი­ვია ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ცია, ჩარ­თუ­ლია სა­ნა­თე­სა­ვო, ყველ­გან ეძე­ბენ მო­ზარდს. პო­ლი­ცი­ა­ში იკი­თხე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­ხე­ბა ჰქონ­და არას­რულ­წლო­ვან­თან, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ ჩანს. ოჯა­ხი ყვე­ლა­ნა­ირ იმედს ებღა­უ­ჭე­ბა და მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა შვი­ლის გა­მო­ჩე­ნას. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ალექ­სან­დრეს დე­დას, ნა­თია დი­აკ­ვნიშ­ვილს:

- ამ დრომ­დე არა­ფე­რი გვაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი. ხელ­ჩა­სა­ჭიდს ვე­რა­ფერს ვპო­უ­ლობთ - ტე­ლე­ფო­ნი, ჩან­თა და ქურ­თუ­კი და­ტო­ვა ზღვის ნა­პი­რას, მეტი არა­ფე­რი ვი­ცით. ერ­თა­დერ­თი "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქვს სტა­ტუ­სად და­წე­რი­ლი სი­ტყვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მეტი არა­ფე­რი ვი­ცით. მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, ვინც კი შეხ­ვდა იმ დღეს ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ალექ­სან­დრე იყო, არა­ნა­ი­რი აღელ­ვე­ბა, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი, არა­ფე­რი მსგავ­სი არ ყო­ფი­ლა. ზო­გა­დად ძა­ლი­ან თბი­ლი, იუ­მო­რის ძა­ლი­ან დიდი გრძნო­ბით სავ­სე ბი­ჭია. სა­მე­გობ­როს­თვის სა­სურ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი, ყვე­ლას უყ­ვარს ალექ­სან­დრე.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არ ჰყავ­და, რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეს თემა არ არის. მას­წავ­ლე­ბელ­თან იყო იმ დღეს, შემ­დეგ კა­მე­რე­ბით ჩანს, რო­გორ დებს ქურ­თუკს, ჩან­თას, ტე­ლე­ფონს, მეტი არა­ფე­რი. სა­დაც დებს ეს ჩანს, მერე გა­მოს­ვლა იქი­დან არ ჩანს. ყველ­გან ვე­ძებთ, პო­ლი­ცია მუ­შა­ობს, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა, ჩვენც აქ ვართ გვი­ა­ნო­ბამ­დე პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ ამ დრომ­დე არა­ნა­ი­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი არ არის.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია

- საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და კარგ გუნდშია, კარ­გად თა­მა­შობ­და, კარ­გი სპორ­ტსმე­ნია, ფეხ­ბურ­თე­ლი. ახლა იწყე­ბა ის აქ­ტი­უ­რი ასა­კი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მხრივ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და, მე­გობ­რებს არა­ფე­რი შე­უ­ტყვი­ათ, ვი­ღა­ცა­ზე რომ ვთქვა კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და ან რამე, მსგავ­სი არა­ფე­რია.

- ამ ასაკ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, რა­მეს ხომ არ გა­ნიც­დი­და?

- ბუ­ნე­ბით არის ძა­ლი­ან საღი ბავ­შვი, ძა­ლი­ან ხა­ლა­სი, მე­გობ­რუ­ლი, არ არის ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შვი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია, რომ არი­ან ბავ­შვე­ბი ჩა­კე­ტი­ლე­ბი, მის სტი­ქი­ა­ში, ასე­თი არ არის. მარ­თლა არა­ფე­რი არ მაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, სა­ში­ნელ დღე­ში ვარ და ვფიქ­რობ, რომ ცუდს არა­ფერს გა­მი­კე­თებ­და. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, ჩვენ დედა- შვი­ლი არა, მე­გობ­რე­ბი ვართ. არა­ფე­რი მაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო. მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, წინა ღა­მეს ვე­სა­უბ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ. მას­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვი­სა­უბ­რე, ფო­ტო­ე­ბი ჩა­მიგ­დო, ვსა­უბ­რობ­დით, ვხარ­ხა­რებ­დით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ალექ­სან­დრე მე­ლა­პა­რა­კა.

- რო­გორც ვი­ცით, ალექ­სან­დრე მა­მას­თან იყო, მამა რას უყ­ვე­ბა?

- მა­მა­მი­სი სახ­ლში იყო, ამ­ბობს, ინ­გლი­სურ­ზე წას­ვლამ­დე შე­ვი­ხე­დე ოთახ­ში, იჯდა და მე­ცა­დი­ნე­ობ­დაო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო მთე­ლი დღე, სკო­ლი­დან მო­ვი­და, მერე ფეხ­ბურ­თი, მერე და­ი­ძი­ნა, მერე ინ­გლი­სუ­რი, ჩა­ვარ­დნა არ ჰქონ­და. ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლიც ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო და არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ ხდე­ბო­დაო.

- ოჯახს მტე­რი ხომ არ ჰყავს, გა­ტა­ცე­ბას გა­მო­რი­ცხავთ?

- არა­ნა­ი­რი მტე­რი არ გვყო­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ვართ. კი ვართ ცალ- ცალ­კე ცოლ-ქმა­რი, მაგ­რამ მტე­რი არ გვყავს. მსგავ­სი არა­ფე­რი. სამი შვი­ლი გვყავს, 24 წლის, 18 წლის და 14 წლის არის ალექ­სან­დრე. ძმე­ბი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ.

P.S. გთხოვთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22.

ავტორი:

"კამერებში ჩანს, სად დებს ნივთებს, თუმცა იმ ადგილიდან მისი გამოსვლა აღარ ჩანს... იმედს ვებღაუჭებით" - რას ჰყვება დედა მოზარდზე, რომელსაც მთელი კვირაა ეძებენ

"კამერებში ჩანს, სად დებს ნივთებს, თუმცა იმ ადგილიდან მისი გამოსვლა აღარ ჩანს... იმედს ვებღაუჭებით" - რას ჰყვება დედა მოზარდზე, რომელსაც მთელი კვირაა ეძებენ

"დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი, მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები, ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერებავ, დეე, ჩემო გულის ნაწილო, მესამყაროები და უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მენატრები...…გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე, ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყვეელას. დე მჭირდები, მენატრები, ყველას გვენატრები" - ასეთი ემოციური სიტყვებით მიმართავს 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

  • საზოგადოებისთვის ცნობილია, მერვე დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ბიჭი 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.

ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ბუნებრივია ჩართულია პოლიცია, ჩართულია სანათესავო, ყველგან ეძებენ მოზარდს. პოლიციაში იკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს. ოჯახი ყველანაირ იმედს ებღაუჭება და მოუთმენლად ელოდება შვილის გამოჩენას. ჩვენ დავუკავშირდით ალექსანდრეს დედას, ნათია დიაკვნიშვილს:

- ამ დრომდე არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობთ - ტელეფონი, ჩანთა და ქურთუკი დატოვა ზღვის ნაპირას, მეტი არაფერი ვიცით. ერთადერთი "ინსტაგრამზე" აქვს სტატუსად დაწერილი სიტყვა თავისუფლება, მეტი არაფერი ვიცით. მისთვის ჩვეულებრივი დღე იყო, ვინც კი შეხვდა იმ დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვეულებრივი ალექსანდრე იყო, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ზოგადად ძალიან თბილი, იუმორის ძალიან დიდი გრძნობით სავსე ბიჭია. სამეგობროსთვის სასურველი მეგობარი, ყველას უყვარს ალექსანდრე.

- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა?

- შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ დაშორებულები იყვნენ, ეს თემა არ არის. მასწავლებელთან იყო იმ დღეს, შემდეგ კამერებით ჩანს, როგორ დებს ქურთუკს, ჩანთას, ტელეფონს, მეტი არაფერი. სადაც დებს ეს ჩანს, მერე გამოსვლა იქიდან არ ჩანს. ყველგან ვეძებთ, პოლიცია მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს ძებნა, ჩვენც აქ ვართ გვიანობამდე პოლიციაში, მაგრამ ამ დრომდე არანაირი ხელჩასაჭიდი არაფერი არ არის.

- როგორც ამბობენ წარმატებული სპორტსმენია

- საკმაოდ წარმატებული და კარგ გუნდშია, კარგად თამაშობდა, კარგი სპორტსმენია, ფეხბურთელი. ახლა იწყება ის აქტიური ასაკი სპორტული კარიერის მხრივ. ყველაფერი კარგად ჰქონდა, მეგობრებს არაფერი შეუტყვიათ, ვიღაცაზე რომ ვთქვა კონფლიქტი ჰქონდა ან რამე, მსგავსი არაფერია.

- ამ ასაკში ახალგაზრდები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რამეს ხომ არ განიცდიდა?

- ბუნებით არის ძალიან საღი ბავშვი, ძალიან ხალასი, მეგობრული, არ არის ჩაკეტილი ბავშვი, ძალიან აქტიური ბავშვია, რომ არიან ბავშვები ჩაკეტილები, მის სტიქიაში, ასეთი არ არის. მართლა არაფერი არ მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცი რა ვიფიქრო, საშინელ დღეში ვარ და ვფიქრობ, რომ ცუდს არაფერს გამიკეთებდა. ძალიან ვუყვარვარ, ჩვენ დედა- შვილი არა, მეგობრები ვართ. არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცი რა ვიფიქრო. მე თბილისში ვიყავი, წინა ღამეს ვესაუბრე ჩვეულებრივ. მასთან ჩვეულებრივად საათნახევარი ვისაუბრე, ფოტოები ჩამიგდო, ვსაუბრობდით, ვხარხარებდით, ჩვეულებრივი ალექსანდრე მელაპარაკა.

- როგორც ვიცით, ალექსანდრე მამასთან იყო, მამა რას უყვება?

- მამამისი სახლში იყო, ამბობს, ინგლისურზე წასვლამდე შევიხედე ოთახში, იჯდა და მეცადინეობდაო, ჩვეულებრივი დღე იყო მთელი დღე, სკოლიდან მოვიდა, მერე ფეხბურთი, მერე დაიძინა, მერე ინგლისური, ჩავარდნა არ ჰქონდა. ინგლისურის მასწავლებელიც ამბობს, რომ ჩვეულებრივი დღე იყო და არაფერი განსხვავებული არ ხდებოდაო.

- ოჯახს მტერი ხომ არ ჰყავს, გატაცებას გამორიცხავთ?

- არანაირი მტერი არ გვყოლია, ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. კი ვართ ცალ- ცალკე ცოლ-ქმარი, მაგრამ მტერი არ გვყავს. მსგავსი არაფერი. სამი შვილი გვყავს, 24 წლის, 18 წლის და 14 წლის არის ალექსანდრე. ძმები ძალიან ნერვიულობენ.

P.S. გთხოვთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდოთ შესაბამის ორგანოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22.