სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა - რას აცხადებს მომღერალი ამ ნაბიჯზე და გაუქმებულ საახალწლო კონცერტებზე?
ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა - რას აცხადებს მომღერალი ამ ნაბიჯზე და გაუქმებულ საახალწლო კონცერტებზე?

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და­ტო­ვა. გა­და­ცე­მა "პრა­იმ­შო­უ­ში“, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ახლა მას ეკო ფან­გა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად რჩე­ბი­ან ნინო ნა­დი­რა­ძე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ფონ­ზე, გა­და­ცე­მა ნი­ნიმ­დე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა, თუმ­ცა მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს, მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ნინი ამ­ბობს, რომ ახლა სიმ­ღე­რის­თვის უფრო მეტი დრო დარ­ჩე­ბა ვიდ­რე აქამ­დე. მომ­ღე­რალს ასე­ვე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბუ­ლინგზე ვე­სა­უბ­რეთ, რო­დე­საც მათ დიდ ნა­წილს, სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე უა­რის თქმამ მო­უ­წი­ათ, ზოგ­მა კი რეს­ტორ­ნებ­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ე­ბი გა­ა­უქ­მა

- ნინი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "იმედ­ზე“ გა­და­ცე­მა "პრა­იმ შოუ“ და­ტო­ვეთ. ახლა ეთერ­ში ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­დის და თე­ბერ­ვლი­დან ეკო ფან­გა­ნი შეგცვლით.

- დიახ, ასეა. ვფიქ­რობ, რომ ერთი ეტა­პი დას­რულ­და, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ეს დრო გა­ვა­ტა­რე. ვფიქ­რობ, სხვა რა­ღაც და­ი­წყოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მუ­სი­კით უფრო მე­ტად დავ­კავ­დე.

- ბოლო დროს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ლა­მის ტე­ლე­წამ­ყვა­ნად გიხ­სე­ნებ­დით...

- თით­ქმის ასე იყო. დიდი ხანი ვი­ყა­ვით ერ­თად, მად­ლო­ბას ვე­ტყვი ნოეს, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამ კუ­თხით მე­ცა­და თავი. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი გვქონ­და, ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია.

- არ უკავ­ში­რებთ ამ წა­მოს­ვლას პო­ლი­ტი­კას?

- ამას ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ.

- "იმედს“ ამის შემ­დეგ რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ეს­ტუმ­რე­ბით?

- ბევ­რი კარ­გი რამ გა­დამ­ხდა იქ და მიყ­ვარს ეს ტე­ლე­ვი­ზია. მხო­ლოდ "პრა­იმ­შოუ“ არა, მა­ნამ­დე სხვა პრო­ექ­ტე­ბიც იყო, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 20 წლის მი­ვე­დი პირ­ვე­ლად ამ არხზე. უბ­რა­ლოდ, ახლა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- ბოლო თვე­ე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი იყო. მო­გი­წი­ათ კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო.

- ვე­რა­სო­დეს ვე­ტყვი რო­მე­ლი­მე მომ­ღე­რალს, რომ სა­დღაც არ იმ­ღე­რონ, მე ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს. მე ვიცი, რო­გო­რი რთუ­ლია მათ­თვის ცხოვ­რე­ბა. ჩვენ არ ვართ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში რომ ბევ­რი კონ­ცერ­ტი გვქონ­დეს. ვიცი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბო­და ზამ­თრის კონ­ცერ­ტებს, მსმე­ნე­ლებს ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ელო­დე­ბო­და ამ კონ­ცერ­ტებს, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­ე­ხა­დათ.

ძა­ლი­ან არ მომ­წონს აგ­რე­სი­უ­ლი შე­ვარ­დნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მი­თი­თე­ბა რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ. რა­ტომ­ღაც მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ისი­ნი ისეთ და­ბალ ხელ­ფას­ზე ცხოვ­რო­ბენ, რომ არ გვაქვს ჩვენ ამის უფ­ლე­ბა.

მე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ვა­უქ­მე. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ფონი იმ­დე­ნად მამ­ძი­მებ­და და იმ­დე­ნად არ ვი­ყა­ვი სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა­ზე, რომ ჩემი ხა­სი­ა­თი­დან და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე არ მემ­ღე­რა, არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ მე ვე­რა­სო­დეს ვე­ტყვი ადა­მი­ანს, რომ შენ არ იმ­ღე­როო, კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ელო­დე­ბო­და ახალ წელს, რომ გა­ზი­სა და სი­ნათ­ლის ფული გა­და­ე­ხა­და.

- ყვე­ლა­ზე მეტი კრი­ტი­კა მა­ინც თქვენს სფე­როს შეხ­ვდა.

- ჩვე­ნი სფე­რო სულ ასეა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე დგას, ცდი­ლობს, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად კაბა შე­ი­კე­როს, იმის იქით რა ხდე­ბა, არ ფიქ­რო­ბენ. ზოგ მომ­ღე­რალს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუმ­რად მი­ვი­დეს, ტაქ­სის ფულ­ზე უწევთ ადა­მი­ა­ნებს ბრძო­ლა. ყვე­ლას მი­მართ თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ, არ ვა­ი­ძუ­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, არ ჩა­ვაგ­დოთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა და არ ვა­ი­ძუ­ლოთ რა­ღაც გა­ა­კე­თონ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა - რას აცხადებს მომღერალი ამ ნაბიჯზე და გაუქმებულ საახალწლო კონცერტებზე?

ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა - რას აცხადებს მომღერალი ამ ნაბიჯზე და გაუქმებულ საახალწლო კონცერტებზე?

ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა. გადაცემა "პრაიმშოუში“, რომლის წამყვანიც რვა წლის განმავლობაში იყო, ახლა მას ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პროცესების გართულების ფონზე, გადაცემა ნინიმდე სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მოდელსა და ტელეწამყვანს, მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

ნინი ამბობს, რომ ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი დრო დარჩება ვიდრე აქამდე. მომღერალს ასევე წინასაახალწლო კონცერტების პერიოდში ქართული ესტრადის მისამართით წამოსულ ბულინგზე ვესაუბრეთ, როდესაც მათ დიდ ნაწილს, სამთავრობო კონცერტებზე უარის თქმამ მოუწიათ, ზოგმა კი რესტორნებში საახალწლო საღამოები გააუქმა

- ნინი, გავრცელებული ინფორმაციით, "იმედზე“ გადაცემა "პრაიმ შოუ“ დატოვეთ. ახლა ეთერში ძველი ჩანაწერები გადის და თებერვლიდან ეკო ფანგანი შეგცვლით.

- დიახ, ასეა. ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე.

- ბოლო დროს, ჟურნალისტები ლამის ტელეწამყვანად გიხსენებდით...

- თითქმის ასე იყო. დიდი ხანი ვიყავით ერთად, მადლობას ვეტყვი ნოეს, რომ მომცა საშუალება ამ კუთხით მეცადა თავი. რვა წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი დღეები გვქონდა, ყველა მათგანი ჩემი მეგობარია.

- არ უკავშირებთ ამ წამოსვლას პოლიტიკას?

- ამას ჩემთვის დავიტოვებ.

- "იმედს“ ამის შემდეგ როგორც მომღერალი ესტუმრებით?

- ბევრი კარგი რამ გადამხდა იქ და მიყვარს ეს ტელევიზია. მხოლოდ "პრაიმშოუ“ არა, მანამდე სხვა პროექტებიც იყო, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 20 წლის მივედი პირველად ამ არხზე. უბრალოდ, ახლა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- ბოლო თვეები მომღერლებისთვის განსაკუთრებულად რთული იყო. მოგიწიათ კონცერტების გაუქმება, პოლიტიკური პროცესების გამო.

- ვერასოდეს ვეტყვი რომელიმე მომღერალს, რომ სადღაც არ იმღერონ, მე ამის უფლება არ მაქვს. მე ვიცი, როგორი რთულია მათთვის ცხოვრება. ჩვენ არ ვართ ფუფუნებაში რომ ბევრი კონცერტი გვქონდეს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდებოდა ზამთრის კონცერტებს, მსმენელებს ვერც წარმოუდგენიათ, რომ ბევრი მომღერალი ელოდებოდა ამ კონცერტებს, რომ ელემენტარულად გადასახადები გადაეხადათ.

ძალიან არ მომწონს აგრესიული შევარდნები ადამიანების გვერდებზე სოციალურ ქსელში და მითითება როგორ უნდა მოიქცნენ. რატომღაც მომღერლები არიან ყველაზე თვალშისაცემები, ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან. ისინი ისეთ დაბალ ხელფასზე ცხოვრობენ, რომ არ გვაქვს ჩვენ ამის უფლება.

მე ჩემი გადაწყვეტილებით გავაუქმე. ქვეყანაში არსებული ფონი იმდენად მამძიმებდა და იმდენად არ ვიყავი საახალწლო განწყობაზე, რომ ჩემი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე არ მემღერა, არ მქონდა ამის სურვილი. მაგრამ მე ვერასოდეს ვეტყვი ადამიანს, რომ შენ არ იმღეროო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბევრი მომღერალი ელოდებოდა ახალ წელს, რომ გაზისა და სინათლის ფული გადაეხადა.

- ყველაზე მეტი კრიტიკა მაინც თქვენს სფეროს შეხვდა.

- ჩვენი სფერო სულ ასეა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც ადამიანი სცენაზე დგას, ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, ელემენტარულად კაბა შეიკეროს, იმის იქით რა ხდება, არ ფიქრობენ. ზოგ მომღერალს იმის საშუალებაც არ აქვს რომ ტელევიზიაში სტუმრად მივიდეს, ტაქსის ფულზე უწევთ ადამიანებს ბრძოლა. ყველას მიმართ თხოვნა იქნება, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, არ ვაიძულოთ ადამიანები, არ ჩავაგდოთ უხერხულ მდგომარეობა და არ ვაიძულოთ რაღაც გააკეთონ...