კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს
ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც  Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი მხო­ლოდ მემ­კვიდ­რე­ო­ბა არ არის – ეს თა­ო­ბებს შო­რის ცო­ცხა­ლი კავ­ში­რია. მას­ში იმა­ლე­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რია, ტკი­ვი­ლი, სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­მო­ნა­ხულ­მა სიმ­ღე­რებ­მა დღემ­დე მო­ი­ტა­ნა.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლია – ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც ფოლკ­ლო­რი მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის. ეს მისი ცხოვ­რე­ბის გზაა, რო­მე­ლიც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან იწყე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ხე­ლო­ვან­მა, დიდ სცე­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლად საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რელ მომ­ღერ­ლად იქცა. მის სიმ­ღე­რებს Youtube-ის არხზე ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დზე მეტი ნახ­ვა აქვს...

დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი თა­ვის მსმე­ნელს ფოლკ­ლო­რის სიყ­ვა­რულს უზი­ა­რებს, ახალ სი­ცო­ცხლეს სძენს ძველ მე­ლო­დი­ებს და ემ­ზა­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის, რო­მე­ლიც სულ მალე, 7 მარტს, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი გზა ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო გან­სა­ზღვრუ­ლი – ეს მის­თვის არც უცხო და არც შემ­თხვე­ვი­თი ყო­ფი­ლა. და­თოს ოჯახ­ში სიმ­ღე­რის ნიჭი და სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლი იყო.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის ის­ტო­რია

ჩემს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და პო­პუ­ლა­რულ სიმ­ღე­რას შო­რის გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბაა. ჩემი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა ლელა თა­თა­რა­ი­ძის სიმ­ღე­რამ - "შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლია“ მო­მი­ტა­ნა. ეს ულა­მა­ზე­სი კომ­პო­ზი­ცია ძა­ლი­ან ბევ­რს უყ­ვარს და მისი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა დიდი ინ­ტე­რე­სით გა­მიც­ნო. მსმე­ნე­ლი და­ინ­ტე­რეს­და – ვინ არის ეს ბიჭი, ასე რომ მღე­რის? ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბის­კენ, თუმ­ცა, თუ ვსა­უბ­რობთ სიმ­ღე­რა­ზე, რო­მელ­მაც უდი­დე­სი რე­ზო­ნან­სი და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა, მა­შინ ეს იყო თეო ქუმ­სი­აშ­ვი­ლის "რამ­დე­ნი მა­ლო­დი­ნე“. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა შო­რის ჩემ­თვის სხვა­დას­ხვა ეტა­პი­ვით იყო – ერ­თმა სიმ­ღე­რამ კა­რი­ე­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­მიხ­სნა, მე­ო­რემ კი ფარ­თო ცნო­ბა­დო­ბა მო­მი­ტა­ნა.

სად გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა? რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, თუ ინ­ტერ­ნეტ­ში?

ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ მისი "პრე­მი­ე­რა“ პა­პას პა­ნაშ­ვიდ­ზე შედ­გა. პა­პას ყო­ველ­თვის გუ­ლის ჯი­ბით დაჰ­ქონ­და CD-დის­კი ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რით - "შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლია“, და სა­დაც არ უნდა მი­სუ­ლი­ყო, სტუმ­რად თუ ახ­ლო­ბელ­თან, ყვე­ლას სი­ა­მა­ყით ას­მე­ნი­ნებ­და. თით­ქოს მთე­ლი გუ­ლით სჯე­რო­და, რომ ეს სიმ­ღე­რა თა­ვის გზას აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვი­და. ასე, კარ­და­კარ, მსმე­ნე­ლი­დან - მსმე­ნე­ლამ­დე მოგ­ზა­უ­რობ­და ჩემი ხმა. სიმ­ბო­ლუ­რი იყო ისიც, რომ სწო­რედ იმ დღეს, როცა სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლად, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაჟ­ღერ­და რა­დი­ო­ში, პა­პას პა­ნაშ­ვი­დი იყო – თით­ქოს მისი სურ­ვი­ლი და მო­ლო­დი­ნი ახდა.

მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ბევრ სირ­თუ­ლეს აწყდე­ბი­ან ახალ­ბე­და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­და­ლა­ხეთ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ კა­რი­ე­რა­ში ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დით?

ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე გზა გა­ვი­ა­რე. ამ გზა­ზე ყვე­ლა­ფერს შევ­ხვდი – ბუ­ლინგს, უარ­ყო­ფას, და­უნ­დობ­ლო­ბას. ბევ­რჯერ მო­მი­წია იმ კედ­ლებს შევ­ჯა­ხე­ბო­დი, რომ­ლე­ბიც ჩემ წინ აღი­მარ­თა, ან სხვებ­მა აღ­მარ­თეს. დაბ­რკო­ლე­ბა ჩემ­თვის უცხო არას­დროს ყო­ფი­ლა, რად­გან ჩემი აზ­რით, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ასეთ რთულ გზას გა­დის. ხში­რად ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ შენი ნა­მუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ ამას ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბო­ბენ. ასე­ვე, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც უბ­რა­ლოდ არ მოს­წონ­ხარ და ამის აფი­ში­რე­ბას აქ­ტი­უ­რად აკე­თე­ბენ. ხე­ლო­ვანს ბევრ სა­კი­თხზე უწევს თავ­შე­კა­ვე­ბა, მოთ­მე­ნა, ზოგ­ჯერ უსა­მარ­თლო­ბის ატა­ნაც კი. ეს გზა ჩემ­თვის ძა­ლი­ან გრძე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუ­ლინ­გის სა­ხით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა ეს სირ­თუ­ლე ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ, რომ თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი უნი­კა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო და თქვე­ნი იდენ­ტო­ბა შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ?

თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემი ქვეყ­ნის გარ­კვე­ულ ნა­წილს ძა­ლი­ან უყ­ვარს და ამას გულ­წრფე­ლად გა­მო­ხა­ტავს. რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­რო დაბ­რკო­ლე­ბა, თუნ­დაც ის ბუ­ლინ­გი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ლი­ე­რებს და იმუ­ნუ­რად ერთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა გწევს. მე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­მეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად ამ ბუ­ლინ­გი­სა, ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს და ვე­რა­ვინ ვერ იტყვის, ყვე­ლამ იცის მა­ილს დე­ვი­სი, ეტა ჯე­იმ­სი, ელა ფი­ცჯე­რალ­დი და ქვინ­სი ჯონ­სი, მაგ­რამ ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მე ჩემს იდენ­ტო­ბა­ზე ავა­გე ეს ყვე­ლა­ფე­რი. ესა თუ ის კო­ლა­ბო­რა­ცია, ნაშ­რო­მი, ამი­ტომ, ჩემი ამო­მა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩემს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არის ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი. მე არ ვარ ფოლკ­ლო­რის­ტი, მე ვერ და­ვიბ­რა­ლებ იმას, რომ ფოლკ­ლო­რის­ტი ვარ, მაგ­რამ ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა და ჩემი ყვე­ლა კო­ლა­ბო­რა­ცია, თუ რა­ი­მე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფოლკ­ლორ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი. ფოლკ­ლო­რი არის მთა­ვა­რი ღერ­ძი. ის, რაც არის ჩვე­ნი იდენ­ტუ­რი, სა­ი­და­ნაც მოვ­დი­ვართ. რაც შე­მოგ­ვი­ნა­ხეს წი­ნაპ­რებ­მა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ეს ფოლკ­ლო­რი სულ მო­დის და ახალ-ახალ სა­ხეს იძენს, ჩემ­თვის ეს ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა, თუნ­დაც ჩემი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბის სა­ხით.

მსმე­ნე­ლე­ბის­გან ბუ­ლინ­გი არა­სო­დეს მიგ­რძნია – პი­რი­ქით, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ძვირ­ფა­სია, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რკო­ლე­ბებს, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­რო, რად­გან სწო­რედ ეს გზას გაძ­ლი­ე­რებს და ახა­ლი სა­ფე­ხუ­რის­კენ გი­ბიძ­გებს. მე ყო­ველ­თვის მქონ­და რწმე­ნა, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­მეძ­ლო, და მი­უ­ხე­და­ვად შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ბუ­ლინ­გი­სა, ვერც ერთი დაბ­რკო­ლე­ბა ვერ მა­ი­ძუ­ლებ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი კურ­სის შეც­ვლას.

ჩემ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ის არის, რომ ჩემი მუ­სი­კა ავა­გე ჩემს იდენ­ტო­ბა­ზე. დიახ, ყვე­ლა იც­ნობს მა­ილს დე­ვისს, ეტა ჯე­იმსს, ევა ფი­ცჯე­რალდს და ქვინ­სი ჯონსს, მაგ­რამ ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის ღერძზე დგას. არ ვამ­ბობ, რომ ფოლკ­ლო­რის­ტი ვარ, მაგ­რამ ჩემი ყვე­ლა კო­ლა­ბო­რა­ცია, ყვე­ლა ნაშ­რო­მი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფოლკ­ლორ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნა. სწო­რედ ესაა ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, ჩვე­ნი ფეს­ვე­ბი, რაც წი­ნაპ­რებ­მა გად­მოგ­ვი­ნა­ხეს. გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ო­ცა­რია ისიც, რომ ფოლკ­ლო­რი დრო­ის მი­უ­ხე­და­ვად ცო­ცხლობს, ვი­თარ­დე­ბა და ახალ სა­ხეს იძენს – ჩემ­თვის კი უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ ამას ჩემი მუ­სი­კაც ემა­ტე­ბა და მისი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლი ხდე­ბა.

kenchiashvili

ვინ არის დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის მსმე­ნე­ლი?

ჩემს მსმე­ნელს ასა­კობ­რი­ვი სა­ზღვა­რი არ აქვს. ბავ­შვე­ბიც მიგ­ზავ­ნი­ან წე­რი­ლებს, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რო­გორ უყ­ვართ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, და იმა­ვეს მიყ­ვე­ბა ასა­კო­ვა­ნი მსმე­ნე­ლიც. გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ამი­ტომ არ შე­მიძ­ლია ვთქვა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ჩემი მსმე­ნე­ლი. მით უმე­ტეს, ახლა, რო­დე­საც ახა­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი მაქვს, სეგ­მენ­ტი კი­დევ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა. სი­ა­მა­ყით და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ახალ პრო­ექ­ტზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ – ეს და­თოს­გან სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა. ამით მინ­და, რომ ფოლკ­ლო­რის სიყ­ვა­რუ­ლი იმ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას გა­დავ­ცე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის რიტ­მში ცხოვ­რობს. ამი­ტო­მაც ვარ­ჩევ კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ისეთ ფორ­მებს, რაც მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვია და ამ გზით ვაც­ნობ ქარ­თულ კულ­ტუ­რას.

თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვას აგ­რო­ვებს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­შია ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო?

რო­დე­საც ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ნახ­ვა­ზე ვსა­უბ­რობ, ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერთ კონ­ცერ­ტზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს, ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟეა. მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის სა­ი­დუმ­ლო ჩვენ­სა­ვე ვიბ­რა­ცი­ებ­ში, ქარ­თულ ფოლკ­ლორ­შია. ჩვენ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ძი გვაქვს – ეს ფოლკ­ლო­რი იმ დიდ სა­ცავს ჰგავს, სა­დაც ოქ­როს ზო­დე­ბი აწყვია, კარი კი ღიაა, შე­გიძ­ლია უბ­რა­ლოდ მიხ­ვი­დე და აიღო. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ განძს ბევ­რად ნაკ­ლე­ბად ვი­ყე­ნებთ, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა.

ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი უნი­კა­ლუ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი სამ­ხმი­ა­ნი ჰარ­მო­ნი­ით. ამი­ერ კავ­კა­სი­ა­ში სამ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ამით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ვართ – ჩვენ­თან მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. სწო­რედ აქ, ჩვენს კულ­ტუ­რულ კოდ­ში, იმა­ლე­ბა ვიბ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ­ში აღ­წევს. ფოლკ­ლო­რი ხომ შეგ­რძნე­ბე­ბი­დან და­ი­ბა­და? მა­შინ ხომ ნო­ტე­ბიც არ არ­სე­ბობ­და? ყვე­ლა­ფე­რი, რაც წარ­სულ­ში მუ­სი­კა­ში იქ­მნე­ბო­და, ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. დღეს ეს ემო­ცი­ე­ბი ისევ ცო­ცხლობს, ბრუნ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და აქე­დან ვრცელ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სწო­რედ ესაა ის სა­ი­დუმ­ლო, რაც ქარ­თულ მუ­სი­კას ასე ძლი­ე­რად აჟ­ღე­რებს და ასე ბევრ ადა­მი­ანს უყ­ვარ­დე­ბა.

ჩემ­თვის მუ­სი­კა მხო­ლოდ საქ­მე არ არის – ეს ჩემი ცხოვ­რე­ბა და სა­არ­სე­ბო წყა­როა. ბევ­რს ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია, რამ­დე­ნად დიდ საქ­მეს აკე­თებს, როცა უბ­რა­ლოდ ერთი ღი­ლაკ­ზე თითს აჭერს. ჩემი მსმე­ნე­ლი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წყა­ლო­ბით, მე შე­მიძ­ლია ვა­კე­თო ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს – ვიმ­ღე­რო, შევ­ქმნა ახა­ლი მუ­სი­კა და გა­ვაგ­რძე­ლო ფოლკ­ლო­რის გზით სი­ა­რუ­ლი. მა­თი­ვე მხარ­და­ჭე­რით არ­სე­ბობს ჩემი სა­ბავ­შვო სტუ­დია "თა­ო­ბა“, სა­დაც ბავ­შვებს ქარ­თულ სიმ­ღე­რას ვას­წავ­ლი, რათა ეს უნი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დავ­ცეთ. ამი­ტომ, თუ გიყ­ვართ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და გსურთ ყვე­ლა სი­ახ­ლე პირ­ვე­ლებ­მა გა­ი­გოთ, შე­მოგ­ვი­ერ­თდით ჩემს YouTube არხზე – ეს თქვენ­თვის ერთი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ ჩემ­თვის უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა!

რო­გორ ემ­ზა­დე­ბით კონ­ცერ­ტის­თვის? რა დე­ტა­ლე­ბია თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვემ­ზა­დე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ის­თვის, 7 მარტს ტარ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ცერ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "დედა ღვთი­საა“, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ჩემს დე­დი­კოს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, 5 წლის წინ ცაში გაფ­რინ­და...

ამ თა­რიღს რა­ი­მე დატ­ვირ­თვა აქვს?

დიახ, 7 რი­ცხვში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ეს თა­რი­ღი ჩემ­თვის სიმ­ბო­ლუ­რია. თუმ­ცა, ამ კონ­ცერტს კი­დევ უფრო ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს – ის დე­დას ეძღვნე­ბა და იმ დე­დებს, რომ­ლე­ბიც კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად მოვ­ლენ. ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვემ­ზა­დე­ბი, რად­გან მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი იყოს ისე­თი­ვე მშვი­დი, თბი­ლი და სიღ­რმი­სე­უ­ლი, რო­გო­რიც დე­დას უყ­ვარ­და. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, კონ­ცერ­ტი იყოს არა უბ­რა­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, არა­მედ ემო­ცი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ხმა­უ­რის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, სუფ­თა და გულ­წრფე­ლი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, კონ­ცერტს ყო­ველ წელს, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ან უფრო პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში ვა­ტა­რებთ – მთა­ვა­რია, რომ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა არ და­ი­კარ­გოს. ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი პი­რო­ბაა – ვიყო მარ­თა­ლი, რო­გორც სა­კუ­თარ თავ­თან, ისე დე­დას­თან, რო­მე­ლიც ზე­მო­დან მი­ყუ­რებს და მგულ­შე­მატ­კივ­რობს.

თქვე­ნი კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­თვის შთამ­ბეჭ­და­ვია და დიდი აუ­დი­ტო­რია იკ­რი­ბე­ბა. რო­გო­რი ემო­ცი­ე­ბი გაქვთ ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას?

ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა – ეს ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი მსმე­ნე­ლია, რის გა­მოც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვემ­ზა­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ჩემი თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტი გა­მოც­დის ტოლ­ფა­სია. თით­ქოს მსმე­ნე­ლი მა­ყე­ნებს სცე­ნა­ზე და ელო­დე­ბა, ჩა­ვა­ბა­რებ თუ არა ამ გა­მოც­დას. თუ წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ჭრი ამ გა­მოწ­ვე­ვას, მერე თით­ქოს ნე­ბას მრთა­ვენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­ვი­დე და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა გა­ვი­ტა­ნო.

სცე­ნა­ზე ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს ჯა­დოს­ნუ­რი – ბგე­რე­ბი, ვიბ­რა­ცი­ე­ბი, სინ­ქრო­ნი. კონ­ცერტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს დრა­მა­ტურ­გია, ემო­ცი­უ­რი მო­ნა­ხა­ზი, რო­მე­ლიც მსმე­ნელს ბო­ლომ­დე ჩა­ით­რევს. მე შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დრა­მა­ტურ­გი­ით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვენ­დო­ბი ჩემს შეგ­რძნე­ბებს და ვიბ­რა­ცი­ებს. სწო­რედ ისი­ნი ქმნი­ან იმ ემო­ცი­ურ სიმ­ძაფ­რეს, რა­საც ჩემი მსმე­ნე­ლი სცე­ნი­დან იღებს და რის­თვი­საც ყო­ველ ჯერ­ზე ბრუნ­დე­ბა.

ავტორი:

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც  Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ქართული ფოლკლორი მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის – ეს თაობებს შორის ცოცხალი კავშირია. მასში იმალება ჩვენი ისტორია, ტკივილი, სიხარული და სიყვარული, რომელიც საუკუნეების მანძილზე შემონახულმა სიმღერებმა დღემდე მოიტანა.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მომღერალი დათო კენჭიაშვილია – ადამიანი, რომლისთვისაც ფოლკლორი მხოლოდ პროფესია არ არის. ეს მისი ცხოვრების გზაა, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვობიდან ქართულ სიმღერაზე შეყვარებულმა ხელოვანმა, დიდ სცენამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზა გაიარა და ბევრისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. მის სიმღერებს Youtube-ის არხზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს...

დათო კენჭიაშვილი თავის მსმენელს ფოლკლორის სიყვარულს უზიარებს, ახალ სიცოცხლეს სძენს ძველ მელოდიებს და ემზადება ტრადიციული კონცერტისთვის, რომელიც სულ მალე, 7 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

დათო კენჭიაშვილის მუსიკალური გზა ბავშვობიდანვე იყო განსაზღვრული – ეს მისთვის არც უცხო და არც შემთხვევითი ყოფილა. დათოს ოჯახში სიმღერის ნიჭი და სიყვარული ძალიან ორგანული იყო.

მოგვიყევით თქვენი პირველი წარმატებული სიმღერის ისტორია

ჩემს ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ სიმღერას შორის გარკვეული განსხვავებაა. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ლელა თათარაიძის სიმღერამ - "შენმა სურვილმა დამლია“ მომიტანა. ეს ულამაზესი კომპოზიცია ძალიან ბევრს უყვარს და მისი შესრულების შემდეგ, ქართველმა მსმენელმა დიდი ინტერესით გამიცნო. მსმენელი დაინტერესდა – ვინ არის ეს ბიჭი, ასე რომ მღერის? ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, თუმცა, თუ ვსაუბრობთ სიმღერაზე, რომელმაც უდიდესი რეზონანსი და პოპულარობა მომიტანა, მაშინ ეს იყო თეო ქუმსიაშვილის "რამდენი მალოდინე“. ამიტომ ვამბობ, რომ წარმატება და პოპულარობა შორის ჩემთვის სხვადასხვა ეტაპივით იყო – ერთმა სიმღერამ კარიერისკენ მიმავალი გზა გამიხსნა, მეორემ კი ფართო ცნობადობა მომიტანა.

სად გახდა პოპულარული სიმღერა? რადიოში, ტელევიზიაში, თუ ინტერნეტში?

ჩემი პირველი სიმღერის პრემიერას განსაკუთრებული და ემოციური ისტორია უკავშირდება. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მისი "პრემიერა“ პაპას პანაშვიდზე შედგა. პაპას ყოველთვის გულის ჯიბით დაჰქონდა CD-დისკი ჩემი შესრულებული სიმღერით - "შენმა სურვილმა დამლია“, და სადაც არ უნდა მისულიყო, სტუმრად თუ ახლობელთან, ყველას სიამაყით ასმენინებდა. თითქოს მთელი გულით სჯეროდა, რომ ეს სიმღერა თავის გზას აუცილებლად იპოვიდა. ასე, კარდაკარ, მსმენელიდან - მსმენელამდე მოგზაურობდა ჩემი ხმა. სიმბოლური იყო ისიც, რომ სწორედ იმ დღეს, როცა სიმღერა პირველად, ოფიციალურად გაჟღერდა რადიოში, პაპას პანაშვიდი იყო – თითქოს მისი სურვილი და მოლოდინი ახდა.

მუსიკალურ სფეროში ბევრ სირთულეს აწყდებიან ახალბედა შემსრულებლები. რა გამოწვევები გადალახეთ ამ წლების განმავლობაში, სანამ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

ძალიან რთული და მძიმე გზა გავიარე. ამ გზაზე ყველაფერს შევხვდი – ბულინგს, უარყოფას, დაუნდობლობას. ბევრჯერ მომიწია იმ კედლებს შევჯახებოდი, რომლებიც ჩემ წინ აღიმართა, ან სხვებმა აღმართეს. დაბრკოლება ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, რადგან ჩემი აზრით, ყველა წარმატებული ხელოვანი ასეთ რთულ გზას გადის. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს მოსწონთ შენი ნამუშევარი, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობენ. ასევე, არიან ისეთებიც, ვისაც უბრალოდ არ მოსწონხარ და ამის აფიშირებას აქტიურად აკეთებენ. ხელოვანს ბევრ საკითხზე უწევს თავშეკავება, მოთმენა, ზოგჯერ უსამართლობის ატანაც კი. ეს გზა ჩემთვის ძალიან გრძელი და მტკივნეული იყო, განსაკუთრებით ბულინგის სახით, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ეს სირთულე ჩემი მუსიკალური სამყაროს ნაწილია.

როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი მუსიკალური სტილი უნიკალური ყოფილიყო და თქვენი იდენტობა შეგენარჩუნებინათ?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ჩემი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ძალიან უყვარს და ამას გულწრფელად გამოხატავს. რაც ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. აუცილებლად უნდა გაიარო დაბრკოლება, თუნდაც ის ბულინგი. ეს ყველაფერი გაძლიერებს და იმუნურად ერთი საფეხურით მაღლა გწევს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო. მიუხედავად ამ ბულინგისა, ვერავინ დამაჯერებს და ვერავინ ვერ იტყვის, ყველამ იცის მაილს დევისი, ეტა ჯეიმსი, ელა ფიცჯერალდი და ქვინსი ჯონსი, მაგრამ ჩემი ღირებულება იმაში მდგომარეობდა, რომ მე ჩემს იდენტობაზე ავაგე ეს ყველაფერი. ესა თუ ის კოლაბორაცია, ნაშრომი, ამიტომ, ჩემი ამომავალი წერტილი ჩემს ხელოვნებაში არის ქართული ფოლკლორი. მე არ ვარ ფოლკლორისტი, მე ვერ დავიბრალებ იმას, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ ჩემი ხელოვნება და ჩემი ყველა კოლაბორაცია, თუ რაიმე მაქვს გაკეთებული, არის მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორზე დაყრდნობილი. ფოლკლორი არის მთავარი ღერძი. ის, რაც არის ჩვენი იდენტური, საიდანაც მოვდივართ. რაც შემოგვინახეს წინაპრებმა. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ეს ფოლკლორი სულ მოდის და ახალ-ახალ სახეს იძენს, ჩემთვის ეს ერთგვარი გამარჯვებაა, თუნდაც ჩემი კოლაბორაციების სახით.

მსმენელებისგან ბულინგი არასოდეს მიგრძნია – პირიქით, ჩემი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძვირფასია, რაც ჩემთვის უდიდესი საჩუქარია. რაც შეეხება დაბრკოლებებს, ისინი აუცილებლად უნდა გაიარო, რადგან სწორედ ეს გზას გაძლიერებს და ახალი საფეხურისკენ გიბიძგებს. მე ყოველთვის მქონდა რწმენა, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, და მიუხედავად შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ბულინგისა, ვერც ერთი დაბრკოლება ვერ მაიძულებდა საკუთარი თავისა და მუსიკალური კურსის შეცვლას.

ჩემთვის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ჩემი მუსიკა ავაგე ჩემს იდენტობაზე. დიახ, ყველა იცნობს მაილს დევისს, ეტა ჯეიმსს, ევა ფიცჯერალდს და ქვინსი ჯონსს, მაგრამ ჩემი ხელოვნება ქართული ფოლკლორის ღერძზე დგას. არ ვამბობ, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ ჩემი ყველა კოლაბორაცია, ყველა ნაშრომი მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორზე დაყრდნობით შეიქმნა. სწორედ ესაა ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები, რაც წინაპრებმა გადმოგვინახეს. გამორჩეული და საოცარია ისიც, რომ ფოლკლორი დროის მიუხედავად ცოცხლობს, ვითარდება და ახალ სახეს იძენს – ჩემთვის კი უდიდესი გამარჯვებაა, რომ ამას ჩემი მუსიკაც ემატება და მისი განვითარების ნაწილი ხდება.

kenchiashvili

ვინ არის დათო კენჭიაშვილის მსმენელი?

ჩემს მსმენელს ასაკობრივი საზღვარი არ აქვს. ბავშვებიც მიგზავნიან წერილებს, სადაც ამბობენ, როგორ უყვართ ჩემი სიმღერები, და იმავეს მიყვება ასაკოვანი მსმენელიც. გულწრფელი ემოციების გაზიარება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამიტომ არ შემიძლია ვთქვა, კონკრეტულად რომელი თაობის წარმომადგენელია ჩემი მსმენელი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ახალი კოლაბორაციები მაქვს, სეგმენტი კიდევ უფრო ფართოვდება. სიამაყით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ პროექტზე აქტიურად ვმუშაობ – ეს დათოსგან სრულიად მოულოდნელი იქნება. ამით მინდა, რომ ფოლკლორის სიყვარული იმ ახალგაზრდა თაობას გადავცე, რომელიც თანამედროვე მუსიკის რიტმში ცხოვრობს. ამიტომაც ვარჩევ კოლაბორაციის ისეთ ფორმებს, რაც მათთვის ბუნებრივია და ამ გზით ვაცნობ ქართულ კულტურას.

თქვენი სიმღერები სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვას აგროვებს. როგორ ფიქრობთ, რაშია ამხელა წარმატების საიდუმლო?

როდესაც ნახევარ მილიარდ ნახვაზე ვსაუბრობ, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინო, ამდენი ადამიანი ერთ კონცერტზე როგორ შეიძლება იყოს, ნამდვილი სიგიჟეა. მაგრამ ამ ყველაფრის საიდუმლო ჩვენსავე ვიბრაციებში, ქართულ ფოლკლორშია. ჩვენ წარმოუდგენელი განძი გვაქვს – ეს ფოლკლორი იმ დიდ საცავს ჰგავს, სადაც ოქროს ზოდები აწყვია, კარი კი ღიაა, შეგიძლია უბრალოდ მიხვიდე და აიღო. სამწუხაროა, რომ ამ განძს ბევრად ნაკლებად ვიყენებთ, ვიდრე შეიძლება.

ქართული ფოლკლორი უნიკალურია, განსაკუთრებით მისი სამხმიანი ჰარმონიით. ამიერ კავკასიაში სამხმიანი სიმღერები იშვიათია, მაგრამ ქართველები ამით დაჯილდოებული ვართ – ჩვენთან მრავალხმიანობა ცხოვრების ნაწილია. სწორედ აქ, ჩვენს კულტურულ კოდში, იმალება ვიბრაციები, რომლებიც სულში აღწევს. ფოლკლორი ხომ შეგრძნებებიდან დაიბადა? მაშინ ხომ ნოტებიც არ არსებობდა? ყველაფერი, რაც წარსულში მუსიკაში იქმნებოდა, შინაგანი განცდების გამოხატულება იყო. დღეს ეს ემოციები ისევ ცოცხლობს, ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში და აქედან ვრცელდება მთელ მსოფლიოში. სწორედ ესაა ის საიდუმლო, რაც ქართულ მუსიკას ასე ძლიერად აჟღერებს და ასე ბევრ ადამიანს უყვარდება.

ჩემთვის მუსიკა მხოლოდ საქმე არ არის – ეს ჩემი ცხოვრება და საარსებო წყაროა. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რამდენად დიდ საქმეს აკეთებს, როცა უბრალოდ ერთი ღილაკზე თითს აჭერს. ჩემი მსმენელისა და მხარდამჭერების წყალობით, მე შემიძლია ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს – ვიმღერო, შევქმნა ახალი მუსიკა და გავაგრძელო ფოლკლორის გზით სიარული. მათივე მხარდაჭერით არსებობს ჩემი საბავშვო სტუდია "თაობა“, სადაც ბავშვებს ქართულ სიმღერას ვასწავლი, რათა ეს უნიკალური მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადავცეთ. ამიტომ, თუ გიყვართ ქართული მუსიკა და გსურთ ყველა სიახლე პირველებმა გაიგოთ, შემოგვიერთდით ჩემს YouTube არხზე – ეს თქვენთვის ერთი პატარა ნაბიჯია, მაგრამ ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა!

როგორ ემზადებით კონცერტისთვის? რა დეტალებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მზადების პროცესში?

მოგეხსენებათ, ვემზადები ფილარმონიისთვის, 7 მარტს ტარდება ტრადიციული კონცერტი, სახელწოდებით - "დედა ღვთისაა“, რომელიც ეძღვნება ჩემს დედიკოს, რომელიც სამწუხაროდ, 5 წლის წინ ცაში გაფრინდა...

ამ თარიღს რაიმე დატვირთვა აქვს?

დიახ, 7 რიცხვში ვარ დაბადებული, ამიტომ ეს თარიღი ჩემთვის სიმბოლურია. თუმცა, ამ კონცერტს კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს – ის დედას ეძღვნება და იმ დედებს, რომლებიც კონცერტზე დასასწრებად მოვლენ. ამ დღისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები, რადგან მინდა, ყველაფერი იყოს ისეთივე მშვიდი, თბილი და სიღრმისეული, როგორიც დედას უყვარდა. ყოველთვის ვცდილობ, კონცერტი იყოს არა უბრალოდ მუსიკალური ღონისძიება, არამედ ემოციური მოგზაურობა, ხმაურისგან თავისუფალი, სუფთა და გულწრფელი. ტრადიციულად, კონცერტს ყოველ წელს, ფილარმონიაში ან უფრო პატარა დარბაზში ვატარებთ – მთავარია, რომ სიმბოლური დატვირთვა არ დაიკარგოს. ეს ჩემთვის ერთგვარი პირობაა – ვიყო მართალი, როგორც საკუთარ თავთან, ისე დედასთან, რომელიც ზემოდან მიყურებს და მგულშემატკივრობს.

თქვენი კონცერტები ყოველთვის შთამბეჭდავია და დიდი აუდიტორია იკრიბება. როგორი ემოციები გაქვთ ფილარმონიის სცენაზე გამოსვლისას?

ქართველი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა – ეს ყველაზე კრიტიკული და პრეტენზიული მსმენელია, რის გამოც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები. შეიძლება ითქვას, რომ ფილარმონიის სცენაზე ჩემი თითოეული კონცერტი გამოცდის ტოლფასია. თითქოს მსმენელი მაყენებს სცენაზე და ელოდება, ჩავაბარებ თუ არა ამ გამოცდას. თუ წარმატებით გადავჭრი ამ გამოწვევას, მერე თითქოს ნებას მრთავენ, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდე და ქართული მუსიკა გავიტანო.

სცენაზე ყველაფერი უნდა იყოს ჯადოსნური – ბგერები, ვიბრაციები, სინქრონი. კონცერტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დრამატურგია, ემოციური მონახაზი, რომელიც მსმენელს ბოლომდე ჩაითრევს. მე შეიძლება არ გამოვირჩეოდე ტრადიციული საკონცერტო დრამატურგიით, მაგრამ ყოველთვის ვენდობი ჩემს შეგრძნებებს და ვიბრაციებს. სწორედ ისინი ქმნიან იმ ემოციურ სიმძაფრეს, რასაც ჩემი მსმენელი სცენიდან იღებს და რისთვისაც ყოველ ჯერზე ბრუნდება.