სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას
"მას არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე:  რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

11 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი, "ჩუ­მად ნათ­ქვა­მი“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის 30-წლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა და მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და.

  • კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის: ლელა წურ­წუ­მია, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, მაია ჯა­ბუა, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, სოფო გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ასე­ვე, ან­სამ­ბლე­ბი: "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“, "თე­ატ­რა­ლუ­რის კვარ­ტე­ტი“, "ფორ­ტე“ და ვაჟ­თა ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეც.

  • კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა 29 ნო­ემ­ბერს იყო და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, 11 თე­ბერ­ვლის­თვის გა­და­ი­დო. სა­ღა­მომ ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა, სა­დაც ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც 15 წლის ასაკ­ში ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ "ხო­რუ­მი“ და­უ­წე­რა და ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პიც გა­და­ი­ღო.

ამ­ჯე­რად ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან სოფო გე­ლო­ვან­მა სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

  • "ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათ­ქმე­ლი, მა­შინ არც ჩემი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არც ჩემი ხმა მარ­თა­ლი. ამ წუ­თას, ამ სცე­ნი­დან მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ არ­თმე­ვენ ხვა­ლინ­დელ დღეს" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

გე­ლო­ვა­ნის გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და მე­დი­ა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვად თე­მად იქცა.

"ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი­და­ნაც სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი სი­ტყვე­ბი ის­მის. იმ ორ შემ­სრუ­ლე­ბელ­საც შე­ვუთ­ვლი ქე­ბას, ვინც შენს უკან მდგარ­მა სო­ლი­და­რო­ბის ტა­შით აგი­ბა მხა­რი. ვინც ხე­ლებ­ჩა­მოყ­რი­ლი დარ­ჩა, მალე ისი­ნიც გამ­ხნე­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ!“ - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი და გე­ლო­ვა­ნის გა­მოს­ვლას აზი­ა­რებს.

"მიყ­ვარ­ხარ შენი ღირ­სე­ბით, სი­მარ­თლით, ადა­მი­ა­ნო­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და მე­გობ­რო­ბით! სოფო, ბრა­ვო! დარ­ბა­ზი და­ინ­გრა ჰქვია ამას!“ - მე­გო­ბარს გამ­ბე­და­ო­ბა შე­უ­ქო ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა.

  • სოფო გე­ლო­ვა­ნის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"თა­ვის სა­ღა­მო გა­ე­მარ­თა და იქ ეთ­ქვა რაც უნ­დო­და და არა სხვის სა­ღა­მო­ზე. არ მგო­ნია, ლი­ლი­კო მისი ამ საქ­ცი­ე­ლით კმა­ყო­ფი­ლი იყოს“ - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მელ­საც არ სურს ღიად გა­მო­ჩე­ნა.

პრო­დი­უ­სე­რი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე წერს, რომ "ეს იყო უკი­დუ­რე­სი უკულ­ტუ­რო­ბის, უზ­რდე­ლო­ბის და სა­მარ­ცხვი­ნო ქცე­ვის მა­გა­ლი­თი...“

  • ambebi.ge დი­ლი­დან ცდი­ლობ­და სოფო გე­ლო­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა მომ­ღე­რალ­მა ჩვენს ზა­რებს და მე­სიჯს არ უპა­სუ­ხა. რო­გორც ჩანს, მას და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურს.

ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ ჩვენს ზარს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

რო­გორც Ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, სოფო გე­ლო­ვანს გან­ცხა­დე­ბა არც კომ­პო­ზი­ტორ­თან და არც შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან არ შე­უ­თან­ხმე­ბია. "მან პი­რა­დი აზრი გა­აჟ­ღე­რა და ეს ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მას არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

"მას არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე:  რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

11 თებერვალს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტი, "ჩუმად ნათქვამი“ გაიმართა. ღონისძიება კომპოზიტორის 30-წლიან შემოქმედებას მიეძღვნა და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შესრულდა.

  • კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მათ შორის: ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, გიორგი მეფისაშვილი და სხვები. ასევე, ანსამბლები: "ქართული ხმები“, "თეატრალურის კვარტეტი“, "ფორტე“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი.

პროექტის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია. ღონისძიებას ესწრებოდა კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც.

  • კონცერტის ჩატარება 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, 11 თებერვლისთვის გადაიდო. საღამომ ანშლაგით ჩაიარა, სადაც ცნობილი კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ჰიტები შესრულდა. როგორც აღვნიშნეთ, მონაწილეებს შორის იყო მომღერალი სოფო გელოვანი, რომელსაც 15 წლის ასაკში ლილიკო ნემსაძემ "ხორუმი“ დაუწერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო.

ამჯერად ფილარმონიის სცენიდან სოფო გელოვანმა სიმღერის დასრულების შემდეგ პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

  • "ამ სიმღერის შემდეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათქმელი, მაშინ არც ჩემი სიმღერა იქნება გულწრფელი და არც ჩემი ხმა მართალი. ამ წუთას, ამ სცენიდან მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ პატიმარს, ვისაც უსამართლოდ ართმევენ ხვალინდელ დღეს" - განაცხადა მომღერალმა.

გელოვანის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მედიაში დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.

"ყველაზე მოულოდნელი სიმაღლეებიდანაც სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი სიტყვები ისმის. იმ ორ შემსრულებელსაც შევუთვლი ქებას, ვინც შენს უკან მდგარმა სოლიდარობის ტაშით აგიბა მხარი. ვინც ხელებჩამოყრილი დარჩა, მალე ისინიც გამხნევებულიყვნენ!“ - წერს ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი და გელოვანის გამოსვლას აზიარებს.

"მიყვარხარ შენი ღირსებით, სიმართლით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით და მეგობრობით! სოფო, ბრავო! დარბაზი დაინგრა ჰქვია ამას!“ - მეგობარს გამბედაობა შეუქო ნოდიკო ტატიშვილმა.

  • სოფო გელოვანის ამგვარი მოქმედება, ჩვენი ინფორმაციით, კოლეგების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

"თავის საღამო გაემართა და იქ ეთქვა რაც უნდოდა და არა სხვის საღამოზე. არ მგონია, ლილიკო მისი ამ საქციელით კმაყოფილი იყოს“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არ სურს ღიად გამოჩენა.

პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე წერს, რომ "ეს იყო უკიდურესი უკულტურობის, უზრდელობის და სამარცხვინო ქცევის მაგალითი...“

  • ambebi.ge დილიდან ცდილობდა სოფო გელოვანთან დაკავშირებას, თუმცა მომღერალმა ჩვენს ზარებს და მესიჯს არ უპასუხა. როგორც ჩანს, მას დამატებით კომენტარის გაკეთება არ სურს.

ქალბატონმა ლილიკო ნემსაძემ ჩვენს ზარს უპასუხა, თუმცა მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება, სოფო გელოვანს განცხადება არც კომპოზიტორთან და არც შემოქმედებით გუნდთან არ შეუთანხმებია. "მან პირადი აზრი გააჟღერა და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო.“.