საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"
ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს.


  • რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკუ­ნი­თი სიბ­ნე­ლით არის მო­ცუ­ლი და საკ­მა­ოდ მო­უ­ხელ­თე­ბე­ლია.

აქამ­დე ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ე­ბის გარ­და, “ზღვის ეშ­მა­კი“ ცო­ცხა­ლი სხვა­გან არ­სად უნა­ხავთ. იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბა ზღვამ მკვდა­რი გა­მო­რი­ყა. თუმ­ცა, ახ­ლა­ხან ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბა მოხ­და, იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სიღ­რმი­დან ზე­და­პი­რის­კენ წა­მო­ვი­და. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი გა­და­ღე­ბა შეძ­ლეს.



სა­ზღვაო ბი­ო­ლოგ­მა კონ­დრიკ ტე­ნე­რი­ფემ, რო­მელ­მა იშ­ვი­ა­თი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა შეძ­ლო, ეს­პა­ნურ გა­ზეთ Marca-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი გუნ­დი თევზს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბო­და.


“ეს ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა­სა­ვით იყო. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მქონ­და წიგ­ნი ღრმა ზღვის არ­სე­ბებ­ზე და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ილუსტრა­ცი­ე­ბი. ჩემ­თვის ისი­ნი რა­ღაც სი­გი­ჟე­ე­ბი იყ­ვნენ,“ - გა­ნუ­ცხა­და National Geographic-ს ჯგუ­ფის ფო­ტოგ­რაფ­მა დე­ვიდ ჯარა ბო­გუ­ნი­ამ.


  • თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “ზღვის ეშ­მა­კი“ სი­ნათ­ლე­ზე ამოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოკ­ვდა.

რა­ტომ იყო ის ასე შორს თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ჰა­ბი­ტა­ტის­გან?

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ თევ­ზის ხე­ტი­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ავად­მყო­ფო­ბის, უჩ­ვე­უ­ლო დი­ნე­ბის ან მტა­ცებ­ლის­გან გაქ­ცე­ვის შე­დე­გი.


ეს უც­ნა­უ­რი არ­სე­ბა ოკე­ა­ნე­ში, ძი­რი­თა­დად 915 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ბი­ნად­რობს. მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ზღვის ეშ­მა­კის 200-ზე მეტი სა­ხე­ო­ბაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.


თევ­ზის პირი სავ­სეა ბას­რი, წვე­ტი­ა­ნი კბი­ლე­ბით; თავ­ზე გა­მო­სუ­ლი აქვს გრძე­ლი, აბ­ზე­კი­ლი ღერო, რომ­ლის ბო­ლო­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ცი­უ­რი ბურ­თუ­ლა; ზღვის ეშ­მა­კი ამ ორ­გა­ნოს ოკე­ა­ნის სიბ­ნე­ლე­ში მსხვერ­პლზე ნა­დი­რო­ბის­თვის იყე­ნებს.


სი­ნამ­დვი­ლე­ში ის საკ­მა­ოდ მცი­რე ზო­მი­საა.


თევ­ზის სუ­პერ­შა­ვი სხე­უ­ლი ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში შე­ნიღბვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ისი­ნი სიბ­ნე­ლეს არის შერ­წყმულ­ნი და ობო­ბას ქსე­ლის მსგავ­სად, ელი­ან, რო­დის მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა საკ­ვე­ბი.


ზღვის ეშ­მა­კი პირ­ვე­ლად 1833 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­დე­საც ის გრენ­ლან­დი­ის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­ი­რი­ყა. 2016 წელს კი, აზო­რის კუნ­ძუ­ლე­ბის მი­და­მო­ებ­ში წყალ­ქვე­შა ექ­სპე­დი­ცი­ი­სას, მეც­ნი­ე­რე­ბი პირ­ვე­ლად და­აკ­ვირ­დნენ მის მშო­ბი­ა­რო­ბას.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:



00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"

ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"

ისტორიაში პირველად, ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს სანაპიროდან დაახლოებით 2000 მეტრში, კანარის კუნძულებზე, მეცნიერებმა “ზღვის ეშმაკი“ წყლის ზედაპირთან ახლოს დააფიქსირეს.


  • როგორც წესი, შემზარავი შესახედაობის თევზი, ოკეანეში ათასობით მეტრის სიღრმეში ბინადრობს. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უკუნითი სიბნელით არის მოცული და საკმაოდ მოუხელთებელია.

აქამდე ოკეანის სიღრმეების გარდა, “ზღვის ეშმაკი“ ცოცხალი სხვაგან არსად უნახავთ. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც აღნიშნული სახეობა ზღვამ მკვდარი გამორიყა. თუმცა, ახლახან ნამდვილი საოცრება მოხდა, იშვიათი სახეობა მოულოდნელად სიღრმიდან ზედაპირისკენ წამოვიდა. მეცნიერებმა მისი გადაღება შეძლეს.



საზღვაო ბიოლოგმა კონდრიკ ტენერიფემ, რომელმა იშვიათი კადრების გადაღება შეძლო, ესპანურ გაზეთ Marca-ს განუცხადა, რომ მისი გუნდი თევზს რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა.


“ეს ახდენილი ოცნებასავით იყო. როცა პატარა ვიყავი, მქონდა წიგნი ღრმა ზღვის არსებებზე და ძალიან მიყვარდა ილუსტრაციები. ჩემთვის ისინი რაღაც სიგიჟეები იყვნენ,“ - განუცხადა National Geographic-ს ჯგუფის ფოტოგრაფმა დევიდ ჯარა ბოგუნიამ.


  • თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ზღვის ეშმაკი“ სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა.

რატომ იყო ის ასე შორს თავისი ბუნებრივი ჰაბიტატისგან?

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თევზის ხეტიალი შეიძლება იყოს ავადმყოფობის, უჩვეულო დინების ან მტაცებლისგან გაქცევის შედეგი.


ეს უცნაური არსება ოკეანეში, ძირითადად 915 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს. მსოფლიოში ამჟამად ზღვის ეშმაკის 200-ზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი.


თევზის პირი სავსეა ბასრი, წვეტიანი კბილებით; თავზე გამოსული აქვს გრძელი, აბზეკილი ღერო, რომლის ბოლოშიც მოთავსებულია ბიოლუმინესცენციური ბურთულა; ზღვის ეშმაკი ამ ორგანოს ოკეანის სიბნელეში მსხვერპლზე ნადირობისთვის იყენებს.


სინამდვილეში ის საკმაოდ მცირე ზომისაა.


თევზის სუპერშავი სხეული ოკეანის სიღრმეში შენიღბვას ემსახურება. ისინი სიბნელეს არის შერწყმულნი და ობობას ქსელის მსგავსად, ელიან, როდის მიუახლოვდება საკვები.


ზღვის ეშმაკი პირველად 1833 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ის გრენლანდიის სანაპიროზე გამოირიყა. 2016 წელს კი, აზორის კუნძულების მიდამოებში წყალქვეშა ექსპედიციისას, მეცნიერები პირველად დააკვირდნენ მის მშობიარობას.


წყარო


იხილეთ ასევე: