მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ არსებობს ბნელი მხარეები" - თაკო კორინთელი თვლის, რომ "მისი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია"
"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ არსებობს ბნელი მხარეები" - თაკო კორინთელი თვლის, რომ "მისი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი თაკო კო­რინ­თე­ლი ცოტა ხნის წინ გა­მომ­წე­რე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით - გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით წარ­სდგა.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე. 32 წე­ლია რაც უშ­ვე­ლე­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭა თმით დავ­დი­ვარ, ამი­ტომ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლამ შე­ამ­ჩნია რომ წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე. გა­და­მა­ყო­ლეს, რამ გა­ა­სუ­ქა ასეო,“ - აცხა­დებ­და მსა­ხი­ო­ბი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მისი ფორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, თაკო კო­რინ­თელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი აუ­რა­ცხე­ლი ბუ­ლინ­გის ატა­ნაც მო­უ­წია. ამის შე­სა­ხებ მან დე­ტა­ლუ­რად გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში" ისა­უბ­რა.

ფოტო თაკო კო­რინ­თე­ლის “ინ­სტაგ­რა­მი­დან“

“ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, ახლა "ძვე­ლი" თაკო ბრუნ­დე­ბა. ყვე­ლას გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც სა­ჭი­როა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი პე­რი­ო­დი იყო. იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­მოც ჰორ­მო­ნა­ლუ­რი წამ­ლე­ბის და­ლე­ვა მი­წევ­და. ამან შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვია. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ ეს წა­მა­ლი გა­სუ­ქე­ბა­სა და შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს. რომ და­ვი­წყე ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა და ნელ-ნელა გავ­ფუვ­დი, შევ­შუპ­დი, მა­ყუ­რე­ბელ­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც და­ი­ნა­ხა, რომ ეს პა­ტა­რა, “ჩხინ­კო­რა“ გოგო გა­სუქ­და, წა­მო­ვი­და ტექ­სტე­ბი... პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შიც მწერ­დნენ და სა­ჯა­რო­დაც წერ­დნენ. აგ­რე­სი­უ­ლად თავს მეს­ხმოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­გან მატ­კი­ნა გული, ძა­ლი­ან მატ­კი­ნა.

ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ეს ჭარ­ბი წონა ჩემი არ იყო. მშვი­დად ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბო­და, ჩემს ფორ­მებს ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი.

პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ისე­თი წე­რი­ლე­ბი მომ­დი­ო­და, რომ თა­ვი­დან მე­ტი­რე­ბო­და. ამის გამო ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ იყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან უტაქ­ტო და ცუდი მე­სი­ჯი იყო: "რას ჭამს ეს გოგო ასეთს?", "რამ­დენს ჭამს?", "რა­ტომ გა­სივ­და?", "ბზიკ­მა უკბი­ნა?"- მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბო­და. დღეს ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში არ გამ­ცი­ნე­ბია,“ - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

  • “თვლით, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჯა­დოს შე­დე­გია?“ - აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ მან გა­ნა­ცხა­და, რომ ადრე ჯა­დოს სა­ქი­ლი­კო თე­მად მი­იჩ­ნევ­და, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში მის არ­სე­ბო­ბა­ში დარ­წმუნ­და.

“ადრე ცოტა ისე ვუ­ყუ­რებ­დი, ჯადო ჩემ­თვის ქი­ლი­კის სა­გა­ნი იყო. სულ მე­ცი­ნე­ბო­და ამ თე­მა­ზე მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეკ­ლე­სი­აც აღი­ა­რებს ამ ყვე­ლა­ფერს და გვინ­და თუ არ გვინ­და, რო­გორც არ­სე­ბობს სი­კე­თე - ასე­ვე არ­სე­ბობს შავი და ბნე­ლი მხა­რე­ე­ბი.

იყო ადრე სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც წა­რი­მარ­თა ისე, რომ ასე არ უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო, სულ სხვა­ნა­ი­რად უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო და შემ­დეგ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ რომ მივ­ყე­ვი, და­ვი­წყე რა­ღა­ცე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რა­ტომ­ღაც მი­ვე­დი ამ დას­კვნამ­დე. თან მე­ცი­ნე­ბო­და, თან მე­ში­ნო­და, ეს არის ისე­თი სა­კი­თხი, რომ­ლი­საც ძა­ლი­ან მე­ში­ნია.

ეჭვი რომ შე­მე­პა­რა და­ვი­წყე რა­ღა­ცე­ბის გარ­კვე­ვა. ჩემი და შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი [მი­მარ­თავს წამ­ყვანს - გი­ორ­გი გას­ვი­ანს], პრო­ფე­სი­უ­ლად და­მეხ­მა­რა ამის გარ­კვე­ვა­ში და და­მი­დას­ტუ­რა. ეჭ­ვე­ბი რომ გა­მიმ­ყა­რა, უფრო მე­ტად შე­მე­შინ­და. არ ვიცი ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლო. ერ­თა­დერ­თი გზა ჩემ­თვის არის, რომ მე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვარ, ვცდი­ლობ რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე და­ვიც­ვა რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ადა­მი­ანს შე­ე­ფე­რე­ბა და ზუს­ტად ვიცი, რომ ეს მი­ცავს,“ - გა­ნა­ცხა­და თაკო კო­რინ­თელ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ არსებობს ბნელი მხარეები" - თაკო კორინთელი თვლის, რომ "მისი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია"

"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ არსებობს ბნელი მხარეები" - თაკო კორინთელი თვლის, რომ "მისი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია"

ტელეწამყვანი და მსახიობი თაკო კორინთელი ცოტა ხნის წინ გამომწერების წინაშე ახალი იმიჯით - გადაპარსული თავით წარსდგა.

“ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. 32 წელია რაც უშველებელი ხუჭუჭა თმით დავდივარ, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი იყო ჩემი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში ყველამ შეამჩნია რომ წონაში მოვიმატე. გადამაყოლეს, რამ გაასუქა ასეო,“ - აცხადებდა მსახიობი.

როგორც აღმოჩნდა, მისი ფორმების ცვლილებების ფონზე, თაკო კორინთელს სოციალურ ქსელში არსებული აურაცხელი ბულინგის ატანაც მოუწია. ამის შესახებ მან დეტალურად გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" ისაუბრა.

ფოტო თაკო კორინთელის “ინსტაგრამიდან“

“ამ თემაზე საუბარი ჩემთვის ამაღელვებელია. სხვათა შორის, ახლა "ძველი" თაკო ბრუნდება. ყველას გვაქვს, სამწუხაროდ, ისეთი პრობლემები, რომელთა გამოც საჭიროა, მედიკამენტები მივიღოთ. ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდი იყო. იყო პატარა პრობლემა, რომლის გამოც ჰორმონალური წამლების დალევა მიწევდა. ამან შეშუპება გამოიწვია. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს წამალი გასუქებასა და შეშუპებას იწვევს. რომ დავიწყე ამ მედიკამენტის მიღება და ნელ-ნელა გავფუვდი, შევშუპდი, მაყურებელმაც და საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს პატარა, “ჩხინკორა“ გოგო გასუქდა, წამოვიდა ტექსტები... პირად შეტყობინებაშიც მწერდნენ და საჯაროდაც წერდნენ. აგრესიულად თავს მესხმოდნენ. ყველაზე მეტად მაგან მატკინა გული, ძალიან მატკინა.

ისედაც ვიცოდი, რომ ეს ჭარბი წონა ჩემი არ იყო. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი რომ დამთავრდებოდა, ჩემს ფორმებს ისევ დავუბრუნდებოდი.

პირად შეტყობინებაში ისეთი წერილები მომდიოდა, რომ თავიდან მეტირებოდა. ამის გამო ძალიან ცუდად ვიყავი. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო რამდენიმე ძალიან უტაქტო და ცუდი მესიჯი იყო: "რას ჭამს ეს გოგო ასეთს?", "რამდენს ჭამს?", "რატომ გასივდა?", "ბზიკმა უკბინა?"- მსგავსი შინაარსის კომენტარები იწერებოდა. დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ იმ მომენტში არ გამცინებია,“ - განაცხადა ტელეწამყვანმა.

  • “თვლით, რომ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია?“ - აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ადრე ჯადოს საქილიკო თემად მიიჩნევდა, თუმცა ბოლო პერიოდში მის არსებობაში დარწმუნდა.

“ადრე ცოტა ისე ვუყურებდი, ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო. სულ მეცინებოდა ამ თემაზე მაგრამ რეალურად ეკლესიაც აღიარებს ამ ყველაფერს და გვინდა თუ არ გვინდა, როგორც არსებობს სიკეთე - ასევე არსებობს შავი და ბნელი მხარეები.

იყო ადრე საკითხები, რომელიც წარიმართა ისე, რომ ასე არ უნდა წარმართულიყო, სულ სხვანაირად უნდა წარმართულიყო და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივყევი, დავიწყე რაღაცების გაანალიზება, რატომღაც მივედი ამ დასკვნამდე. თან მეცინებოდა, თან მეშინოდა, ეს არის ისეთი საკითხი, რომლისაც ძალიან მეშინია.

ეჭვი რომ შემეპარა დავიწყე რაღაცების გარკვევა. ჩემი და შენი საყვარელი ადამიანი [მიმართავს წამყვანს - გიორგი გასვიანს], პროფესიულად დამეხმარა ამის გარკვევაში და დამიდასტურა. ეჭვები რომ გამიმყარა, უფრო მეტად შემეშინდა. არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ უნდა ვებრძოლო. ერთადერთი გზა ჩემთვის არის, რომ მე მართლმადიდებელი ვარ, ვცდილობ რომ ყველაფერი ისე დავიცვა როგორც მართლმადიდებელ ადამიანს შეეფერება და ზუსტად ვიცი, რომ ეს მიცავს,“ - განაცხადა თაკო კორინთელმა.

იხილეთ ასევე: