მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული" - ავარიის შედეგად დაშავებულ დედა-შვილს დახმარება ესაჭიროებათ
"გიორგი ავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული" - ავარიის შედეგად დაშავებულ დედა-შვილს დახმარება ესაჭიროებათ

"ღმერ­თმა იცის, რო­დე­საც სხვე­ბი ითხო­ვენ, ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი­ვით გან­ვიც­დი და ვი­ხარ­ჯე­ბი. ახლა კი თქვენ უნდა გთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ახ­ლობ­ლე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბო თუ უც­ნო­ბე­ბო, მძი­მე, უმ­ძი­მეს გან­საც­დელ­ში მყო­ფი ჩემი დის და დის­შვი­ლის გამო.

ჩვენ უნდა გა­დავ­რჩეთ, უპი­რო­ბოდ უნდა გა­დავ­რჩეთ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე ყვე­ლას ლოც­ვამ მოგ­ვიყ­ვა­ნა. იმედს არ ვკარ­გავთ, არ უნდა და­ვი­ღა­ლოთ. უნდა ვცა­დოთ ყვე­ლა­ფე­რი და ეს თქვენ უნდა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოთ. მხო­ლოდ თქვე­ნი თა­ნად­გო­მით თუ შევ­ძლებთ ამას.

მცი­რე­დი არ არ­სე­ბობს, თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გთხოვთ, რად­გან დრო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ არ მუ­შა­ობს. ალ­ბათ, დაგ­ღა­ლეთ ჩვე­ნი ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბით, მა­ში­ნაც თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით დად­გა მა­ი­კო ფეხ­ზე. ახლა კი ისევ გა­წუ­ხებთ, რად­გან მა­ი­კო ოჯახს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გი­ორ­გი კი - თა­ვის შვი­ლებს და­უბ­რუნ­დეს", - ეს ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნინო ნი­ნი­ძემ დადო და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დის და დის­შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად დახ­მა­რე­ბას სთხოვს. დედა-შვილს, მაია ნი­ნი­ძე­სა და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

  • ისი­ნი 31 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის გზა­ზე, ფო­ნი­ჭა­ლა­ში, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შავ­დნენ და მას შემ­დეგ კლი­ნი­კა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან. ოჯახ­მა უკვე ამო­წუ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და ახლა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე მძი­მეა 37 წლის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე, ენერ­გი­ულ და შრო­მის­მოყ­ვა­რე ბიჭს შინ მე­უღ­ლე და სამი პა­ტა­რა ელო­დე­ბა. თურ­მე, ბავ­შვე­ბი სულ კი­თხუ­ლო­ბენ, მამა სახ­ლში რო­დის მო­ვაო.ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და გი­ორ­გის დას, ლე­ლას, ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, რო­გორ­მე ფეხ­ზე და­ა­ყე­ნოს მის­თვის ძვირ­ფა­სი ორი ადა­მი­ა­ნი - დედა და ძმა.

ლელა კე­კე­ლი­ძე:

- დედა და ჩემი ძმა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში 31 დე­კემ­ბერს მოყ­ვნენ, დედა სოფ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და და ორი­ვე ჩემ­თან, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მო­დი­ო­და. ეს სა­ში­ნე­ლი ავა­რია ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან მოხ­და და ორი­ვე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ჩემს ძმას, გიოს, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რად­გან თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მის გამო შე­შუ­პე­ბა წა­ვი­და და ორი­ვე თხე­მის ძვლის ამო­ღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ბევ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს - თე­ძოს ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, თვალ­ბუ­დის და­ზი­ა­ნე­ბა, გან­ვი­თარ­და ანე­მია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და ამ დრომ­დე, კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. დე­დას უფრო მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს - ქალა-სარ­ქვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ქალა-ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სა­ხის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, გულ­მკერ­დის ტრავ­მა, თა­ვის ტვი­ნის კე­რო­ვა­ნი ტრავ­მა, ბარ­ძა­ყის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. ისიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბი­სა, დედა შე­და­რე­ბით უკე­თე­სად არის, უფრო მძი­მეა ჩემი 37 წლის ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ის ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა. დიდი და ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა გი­ორ­გის, რაც ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებს მო­ი­თხოვს. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის გამო, მას ახლა ტრა­ქე­ოს­ტო­მა აქვს ჩად­გმუ­ლი და ჯერ სა­უ­ბარ­საც ვერ ახერ­ხებს.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა 10 000 ლარი დაჯ­და, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ნევ­რო­ლოგ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა და მერე წინ დიდი ბრძო­ლა გვე­ლო­დე­ბა. ლო­გო­პე­დი, ყლაპ­ვა თა­ვი­დან უნდა ის­წავ­ლოს, ისიც არ ვი­ცით, აღუდ­გე­ბა თუ არა ორ­გა­ნო­ე­ბი, შეძ­ლებს თუ არა სი­ა­რულს.

გი­ორ­გი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვარ­და ავა­რი­ის დროს და მან­ქა­ნა ზე­მო­დან და­ე­ცა, ამი­ტომ, ფე­ხებ­ში ნაკ­ლე­ბად აქვს მგრძნო­ბე­ლო­ბა. ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მის­თვის მთა­ვა­რია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც, თუ კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა მალე გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ამის­თვის ვიბ­რძვით ახლა, რომ რო­გორ­მე გიოს ჰქონ­დეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რად­გან დრო­ში თუ გა­ი­წე­ლე­ბა, არა­ვინ იცის, ეს რას გა­მო­იწ­ვევს.

- თქვე­ნი ძმა კონ­ტაქ­ტუ­რია?

- ყვე­ლა­ფერ­ზე კი-ს რომ გვე­უბ­ნე­ბა, ვერ ვხვდე­ბით ვე­რა­ფერს. შვი­ლე­ბის სა­ხელს რომ ვე­კი­თხე­ბით - რა ჰქვი­აო, უცხო სა­ხე­ლი რომ ვუ­თხა­რი, არაო, თქვა. ეს არის ერ­თა­დერ­თი - კი და არა, რა­საც ამ­ბობს, ჯერ ისევ ნა­ხევ­რად ძილ­შია, რო­გორც კი სა­ძი­ლეს უკ­ლე­ბენ, მა­შინ­ვე ეწყე­ბა შფოთ­ვა.

გი­ორ­გი სამი შვი­ლის მა­მაა, მუ­შა­ობ­და რეს­ტო­რან­ში, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და და ეს ამ­ბა­ვი დაგ­ვარ­ტყა თავს. ახლა ყვე­ლას გვერ­დში დგო­მა გვჭირ­დე­ბა და გვჯე­რა, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით რო­გორ­მე შევ­ძლებთ მათ ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბას.

ჩემს ძმას ავა­რი­ის შემ­დეგ, თა­ვი­დან ჰქონ­და ცნო­ბი­ე­რე­ბა, მერე გა­მო­ი­ხა­ტა შოკი და რო­გორც გა­ირ­კვა, წა­ვი­და არა არ­ტე­რი­უ­ლი სის­ხლდე­ნა, არა­მედ - ვე­ნუ­რი სის­ხლდე­ნა. კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ მოხ­და ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა და წა­ვი­და ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა. ისე სწრა­ფად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, წუ­თე­ბი წყვეტ­და და სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­დე­გად, თხე­მის ძვლე­ბის ამო­ღე­ბა დას­ჭირ­და.

ვიბ­რძვით და ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ ფი­ნან­სუ­რად ეს შევ­ძლოთ და გი­ოს­თან შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დეს. რო­გორც გა­ვი­გეთ, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმე­დი გვაქვს, რო­გორ­მე შე­ვაგ­რო­ვებთ ამ თან­ხებს.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩე­ნია ხალ­ხის გვერ­დში დგო­მას და ახლა ჩვენ ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ დედა და გიო გა­დარ­ჩნენ. ძა­ლი­ან გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შებ­ზე:

აქვე ვუ­თი­თებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

GE92BG0000000606102393 სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

GE30TB7788345061100019 თი­ბი­სი ბან­კი

მიმ­ღე­ბი ლელა კე­კე­ლი­ძე Lela kekelidze

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"გიორგი ავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული" - ავარიის შედეგად დაშავებულ დედა-შვილს დახმარება ესაჭიროებათ

"გიორგი ავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული" - ავარიის შედეგად დაშავებულ დედა-შვილს დახმარება ესაჭიროებათ

"ღმერთმა იცის, როდესაც სხვები ითხოვენ, ყოველთვის საკუთარივით განვიცდი და ვიხარჯები. ახლა კი თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, მძიმე, უმძიმეს განსაცდელში მყოფი ჩემი დის და დისშვილის გამო.

ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უპირობოდ უნდა გადავრჩეთ. დღეის მდგომარეობამდე ყველას ლოცვამ მოგვიყვანა. იმედს არ ვკარგავთ, არ უნდა დავიღალოთ. უნდა ვცადოთ ყველაფერი და ეს თქვენ უნდა შეგვაძლებინოთ. მხოლოდ თქვენი თანადგომით თუ შევძლებთ ამას.

მცირედი არ არსებობს, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ, რადგან დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ალბათ, დაგღალეთ ჩვენი ოჯახის პრობლემებით, მაშინაც თქვენი ძალისხმევით დადგა მაიკო ფეხზე. ახლა კი ისევ გაწუხებთ, რადგან მაიკო ოჯახს, საზოგადოებას, გიორგი კი - თავის შვილებს დაუბრუნდეს", - ეს ემოციური სტატუსი სოციალურ ქსელში ნინო ნინიძემ დადო და ის საზოგადოებას დის და დისშვილის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს. დედა-შვილს, მაია ნინიძესა და გიორგი კეკელიძეს ახლა ყველაზე მეტად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

  • ისინი 31 დეკემბერს, თბილისი-რუსთავის გზაზე, ფონიჭალაში, უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავდნენ და მას შემდეგ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვიან. ოჯახმა უკვე ამოწურა ყველანაირი რესურსი და ახლა ხალხის გვერდში დგომა სჭირდება.

ყველაზე მძიმეა 37 წლის გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ენერგიულ და შრომისმოყვარე ბიჭს შინ მეუღლე და სამი პატარა ელოდება. თურმე, ბავშვები სულ კითხულობენ, მამა სახლში როდის მოვაო.ამ თემაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა გიორგის დას, ლელას, ის ყველანაირად ცდილობს, როგორმე ფეხზე დააყენოს მისთვის ძვირფასი ორი ადამიანი - დედა და ძმა.

ლელა კეკელიძე:

- დედა და ჩემი ძმა ავტოავარიაში 31 დეკემბერს მოყვნენ, დედა სოფლიდან ჩამოვიდა და ორივე ჩემთან, ფონიჭალაში მოდიოდა. ეს საშინელი ავარია ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა და ორივე უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, ძალიან დაშავებულები იყვნენ.

ჩემს ძმას, გიოს, ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან თავის ტვინის ტრავმის გამო შეშუპება წავიდა და ორივე თხემის ძვლის ამოღება გახდა საჭირო. ბევრი დაზიანება აქვს - თეძოს ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის დაზიანება, განვითარდა ანემია, სუნთქვის უკმარისობა და ამ დრომდე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. დედას უფრო მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები აქვს - ქალა-სარქვლის მოტეხილობა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, სახის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის ტრავმა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ბარძაყის მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ისიც რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მიუხედავად უამრავი დაზიანებისა, დედა შედარებით უკეთესად არის, უფრო მძიმეა ჩემი 37 წლის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. დიდი და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება გიორგის, რაც ფინანსური კუთხით საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვს. სუნთქვის უკმარისობის გამო, მას ახლა ტრაქეოსტომა აქვს ჩადგმული და ჯერ საუბარსაც ვერ ახერხებს.

ქირურგიული ჩარევა 10 000 ლარი დაჯდა, რეანიმატოლოგი ამბობს, რომ ნევროლოგმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა და მერე წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ლოგოპედი, ყლაპვა თავიდან უნდა ისწავლოს, ისიც არ ვიცით, აღუდგება თუ არა ორგანოები, შეძლებს თუ არა სიარულს.

გიორგი ავტომობილიდან გადმოვარდა ავარიის დროს და მანქანა ზემოდან დაეცა, ამიტომ, ფეხებში ნაკლებად აქვს მგრძნობელობა. ექიმი გვეუბნება, რომ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან რეანიმაციიდან გამოსვლის შემდეგ, მისთვის მთავარია რეაბილიტაცია, რომელიც, თუ კარგად წარიმართება, მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. ამისთვის ვიბრძვით ახლა, რომ როგორმე გიოს ჰქონდეს გარანტირებული რეაბილიტაცია, რადგან დროში თუ გაიწელება, არავინ იცის, ეს რას გამოიწვევს.

- თქვენი ძმა კონტაქტურია?

- ყველაფერზე კი-ს რომ გვეუბნება, ვერ ვხვდებით ვერაფერს. შვილების სახელს რომ ვეკითხებით - რა ჰქვიაო, უცხო სახელი რომ ვუთხარი, არაო, თქვა. ეს არის ერთადერთი - კი და არა, რასაც ამბობს, ჯერ ისევ ნახევრად ძილშია, როგორც კი საძილეს უკლებენ, მაშინვე ეწყება შფოთვა.

გიორგი სამი შვილის მამაა, მუშაობდა რესტორანში, ბედნიერად ცხოვრობდა და ეს ამბავი დაგვარტყა თავს. ახლა ყველას გვერდში დგომა გვჭირდება და გვჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით როგორმე შევძლებთ მათ ფეხზე დაყენებას.

ჩემს ძმას ავარიის შემდეგ, თავიდან ჰქონდა ცნობიერება, მერე გამოიხატა შოკი და როგორც გაირკვა, წავიდა არა არტერიული სისხლდენა, არამედ - ვენური სისხლდენა. კლინიკაში მიყვანის შემდეგ მოხდა ცნობიერების დაბინდვა და წავიდა ტვინის შეშუპება. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, წუთები წყვეტდა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შედეგად, თხემის ძვლების ამოღება დასჭირდა.

ვიბრძვით და ხალხის დახმარება გვჭირდება, რომ ფინანსურად ეს შევძლოთ და გიოსთან შემდგომი რეაბილიტაცია მოხდეს. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთ კლინიკაში არის ამის საშუალება და იმედი გვაქვს, როგორმე შევაგროვებთ ამ თანხებს.

ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩენია ხალხის გვერდში დგომას და ახლა ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დედა და გიო გადარჩნენ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:

აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს:

GE92BG0000000606102393 საქართველოს ბანკი

GE30TB7788345061100019 თიბისი ბანკი

მიმღები ლელა კეკელიძე Lela kekelidze