მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია" - პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე
"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია" - პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტია საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ეს ეხე­ბა, რო­გორც ბრი­უ­სელს, ასე­ვე სტრას­ბურგს. ამის მო­რი­გი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ვი­ხი­ლეთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, რე­ზო­ლუ­ცია ქვეყ­ნის­თვის სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას ვერ შეც­ვლის.

"უსა­მარ­თლო­ბა­ზე უფრო მე­ტად იყო აბ­სურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­თი რამ გა­ა­კე­თეს: და­ამ­ტკი­ცეს ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია, რი­თაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღი­ა­რეს და იქვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ თუ აპ­რი­ლამ­დე არ ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, გა­ა­უქ­მე­ბენ დე­ლე­გა­ცი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან. ანუ გა­მო­დის, რომ არ­ჩევ­ნებს აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ მა­ინც უნ­დათ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ წა­ა­გო ვი­ღა­ცის ფა­ვო­რიტ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რა­საც „კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჰქვია. ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ევ­რო­პულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ვერ ცვლის სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ "იმე­დი ლა­ივ­ში".

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა სა­ქარ­თვე­ლოს მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

134 დე­პუ­ტა­ტი­დან რე­ზო­ლუ­ცი­ას 114-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 13 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 7-მა თავი შე­ი­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში მუ­შა­ო­ბას წყვეტს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია" - პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია" - პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ეს ეხება, როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ვიხილეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ მიღებული რეზოლუცია.

კობახიძის თქმით, რეზოლუცია ქვეყნისთვის საერთო ვითარებას ვერ შეცვლის.

"უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება. რატომ? - იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ "იმედი ლაივში".

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

წაიკითხეთ ასევე: