ინტერნეტში ჰოლივუდის ვარსკვლავის, უილემ დეფოს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ის ერთ-ერთ ტიკტოკერს ნიუ იორკში ქუჩაში, სპონტანურ ინტერვიუს აძლევს. უცნაური ისაა, რომ ისე ჩანს, თითქოს ტიკტოკერმა დეფო ვერ იცნო.
![](//cdn.ambebi.ge/media/images/2025/01-29/screenshot_208-47554.jpg)
- ცნობილი ტიკტოკერი Khan მასახიობს ნიუ-იორკის ქუჩაში გადაეყარა. ხანი ცნობილია თავისი ინტერვიუების სერიით, სადაც ის ჩვეულებრივ ადამიანებს ეკითხება, "რას საქმიანობთ?"
![](//cdn.ambebi.ge/media/images/2025/01-29/screenshot_209-47571.jpg)
- უილემს ხანმა ჰკითხა თუ რას საქმიანობდა, რაზეც მან მიუგო, რომ მსახიობია.
შემდეგ ხანმა უილემს ჰკითხა, რა უყვარდა თავის პროფესიაში - "ის ყოველთვის სხვადასხვანაირია. არაფერია ერთი და იგივე," - თქვა მან.
![](//cdn.ambebi.ge/media/images/2025/01-29/screenshot_211-47586.jpg)

ტიკტოკერმა მსახიობს პროფესიული რჩევაც ჰკითხამ რაზეც დეფოს პასუხი ასეთი იყო - "მე არ ვიძლევი რჩევებს. ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს. უბრალოდ, ისიამოვნეთ."
![](//cdn.ambebi.ge/media/images/2025/01-29/screenshot_212-47608.jpg)
მსახიობის თქმით, არ ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა დაამახსოვრდეს ხალხს, ან სად ხედავს საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ.
- "ხვალინდელი დღის მიღმა ფიქრი მიჭირს," - თქვა მან.
ინტერვიუს კომენტარებში ძირითადად ყველა იმას აღნიშნავს, თუ როგორ ვერ იცნო ხანმა ჰოლივუდის ვარსკვლავი. ბოლოს და ბოლოს, მსახიობი ისეთ ბლოკბასტერებში თამაშობდა, როგორებიცაა Born on the Fourth of July, Spider-Man და Nosferatu, რომელიც ამჟამად გადის ამერიკის კინოთეატრებში.

@thepeoplegallery Willem Dafoe does a quick fit check #willemdafoe #nycstreetstyle #prada #fyp #thepeoplegallery ♬ original sound - The People Gallery

ვიდეომ TikTok-ზე 12 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
"უილემ დეფოს არცოდნა დანაშაულია",
"ძმაო... მართლა? დეფოს ეკითხები, რა გქვიაო?" - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
როგორც ირკვევა ხანი განგებ მოიქცა ისე, რომ თითქოს დეფო ვერ იცნო ვიდეოს ბოლოში მსახიობს უთხრა: "მიყვარს თქვენი ნამუშევრები".
"თავის მოკატუნება, თითქოს არ იცის, ვინ არის, ცუდი საქციელია", - დაწერეს კომენტარებში.
წყარო