სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გვაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა წუთი-წუთზეც შეიძლება გაუარესდეს“ - შიმშილობის 17-ე დღე: რას აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი
“გვაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა წუთი-წუთზეც შეიძლება გაუარესდეს“ - შიმშილობის 17-ე დღე: რას აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი

“მისი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა წუთი წუთ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს და სი­ტუ­ა­ცია მძი­მე გახ­დეს - ვგეგ­მავთ, მივ­მარ­თოთ ყვე­ლა იმ უწყე­ბას, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა უფრო მეტი პრო­ცე­სის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს“, - ამის შე­სა­ხებ “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და “ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ხიმ­ში­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც “სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა“.

“გუ­შინ შევ­ხვდი მზია ამაღ­ლო­ბელს. გუ­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არის ნორ­მა­ლუ­რად. შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ ეტაპ­ზე ად­ვო­კა­ტე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით და მისი გან­მარ­ტე­ბე­ბით, რაც ცხა­დია, ვერ იქ­ნე­ბა სარ­წმუ­ნო იმის­თვის, რომ ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, რა ხდე­ბა მის ორ­გა­ნიზ­მში. შიმ­ში­ლო­ბის ეს პე­რი­ო­დი ფაქ­ტობ­რი­ვად ნიშ­ნავს იმას, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ცხა­დია, იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ანს აქვს უნა­რი მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა, იძუ­ლე­ბი­თი ფორ­მით, ამ ეტაპ­ზე და­უშ­ვე­ბე­ლია.

მისი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა წუთი წუთ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს და სი­ტუ­ა­ცია მძი­მე გახ­დეს. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, მის მი­მართ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის თვალ­საზ­რი­სით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც ვთვლით, რომ ვერ იქ­ნე­ბა სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლა­დი მო­ნი­ტო­რინ­გი არ ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლურ გა­მოკ­ვლე­ვას. ვგეგ­მავთ, მივ­მარ­თოთ ყვე­ლა იმ უწყე­ბას, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა უფრო მეტი პრო­ცე­სის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ცხა­დია, ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და­ვაკ­ვირ­დეთ, ასე­ვე, და­აკ­ვირ­დეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ეგი­დით ჩარ­თუ­ლი ექი­მიც, რო­მე­ლიც გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას­თან რომ არ გვქონ­დეს საქ­მე, სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შიმ­ში­ლო­ბა იქ­ნე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი, სა­ნამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მის­ცემს“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

“გვაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა წუთი-წუთზეც შეიძლება გაუარესდეს“ - შიმშილობის 17-ე დღე: რას აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი

“გვაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა წუთი-წუთზეც შეიძლება გაუარესდეს“ - შიმშილობის 17-ე დღე: რას აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი

“მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს - ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს“, - ამის შესახებ “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ამაღლობელის მიმართ მონიტორინგი მიმდინარეობს, რაც “სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი ვერ იქნება“.

“გუშინ შევხვდი მზია ამაღლობელს. გუშინდელი მდგომარეობით, არის ნორმალურად. შეუძლია გადაადგილება, კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ადვოკატები ინფორმაციას ვიღებთ ვიზუალური კონტაქტით და მისი განმარტებებით, რაც ცხადია, ვერ იქნება სარწმუნო იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება მის ორგანიზმში. შიმშილობის ეს პერიოდი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული რადიკალური ჩარევის აუცილებლობა, ცხადია, იქნება. თუმცა ვინაიდან ადამიანს აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება, სამედიცინო ჩარევა, იძულებითი ფორმით, ამ ეტაპზე დაუშვებელია.

მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, მის მიმართ სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც ვთვლით, რომ ვერ იქნება სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი, ვინაიდან პირველადი მონიტორინგი არ ნიშნავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ გამოკვლევას. ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს. ცხადია, ამ პროცესში ჩვენი შესაძლებლობაა დავაკვირდეთ, ასევე, დააკვირდეს სახალხო დამცველის ეგიდით ჩართული ექიმიც, რომელიც გუშინ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, პროცესების რადიკალიზაციასთან რომ არ გვქონდეს საქმე, საჭიროა სამედიცინო მანიპულაციები, მაგრამ მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებით, შიმშილობა იქნება შეუქცევადი, სანამ ამის საშუალებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს“,- განაცხადა ადვოკატმა.