პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობა? - ოსტეოპოროზის ნაადრევი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი
როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობა? - ოსტეოპოროზის ნაადრევი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, და­სუს­ტე­ბას იწ­ვევს. შე­დე­გად ხდე­ბა ძვლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ძი­რი­თა­დად 50 + ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ და ძვლე­ბის და­სუს­ტე­ბის შე­დე­გად მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და პრე­ვენ­ცი­ის გზას გვთა­ვა­ზობს. დენ­სი­ტო­მეტ­რია არის კვლე­ვა, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის შე­ფა­სე­ბა და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კის გა­მოთ­ვლა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ დენ­სი­ტო­მეტ­რია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტით Osteosys EXCELLUS-ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც რა­დი­ო­ლო­გი სა­ლო­მე ლა­ლი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და სწრა­ფია. დე­ტა­ლუ­რად დენ­სი­ტო­მეტ­რი­ის შე­სა­ხებ თა­ვად სა­ლო­მე ლა­ლი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის კვლე­ვაა დენ­სი­ტო­მეტ­რია?

დენ­სი­ტო­მეტ­რია არის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის შე­ფა­სე­ბა და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კის გა­მოთ­ვლა. პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და სწრა­ფია. არ სა­ჭი­რო­ებს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას. პა­ცი­ენტს ვაწ­ვენთ დენ­სი­ტო­მეტ­რი­ის სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატ­ზე, სა­დაც ხდე­ბა წე­ლის მა­ლე­ბის, მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრე­ბის გა­და­ღე­ბა, ასე­ვე წი­ნამ­ხრის გა­და­ღე­ბა ჯდო­მით პო­ზი­ცი­ა­ში. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტით, Osteosys EXCELLUS-ით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წა­მებ­ში ხდე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბა და მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. ეს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ისე სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის.

აპა­რა­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს პა­ცი­ენ­ტი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის­გან და­ვიც­ვათ. კვლე­ვის ეს მე­თო­დი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დად­გე­ნის ოქ­როს სტან­დარ­ტია.

ვინ და რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბის დროს უნდა ჩა­ი­ტა­როს დენ­სი­ტო­მეტ­რია? რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის შემ­ცი­რე­ბას?

დენ­სი­ნო­მეტ­რი­უ­ლი კვლე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლას­თვის, ვი­საც ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი აქვს. ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის შემ­ცი­რე­ბას ძვლის დაშ­ლა-აღ­დგე­ნას შო­რის დის­ბა­ლან­სი იწ­ვევს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვე მცირ­დე­ბა. ქა­ლებ­ში ეს პრო­ცე­სი მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რია. და­მა­ტე­ბი­თი რის­კფაქ­ტო­რე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • მო­ტე­ხი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი მცი­რე და­ცე­მით ან და­ზი­ა­ნე­ბით;
  • ქა­ლებ­ში, პოსტ-მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ო­დი;
  • მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ანამ­ნეზ­ში ან ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბის ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია;
  • კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი: მა­ლაბ­სორბცია, ცე­ლი­ა­კია, ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, პანკრე­ა­სის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი (მათ შო­რის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია);
  • ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხან­გრძლი­ვად მი­ღე­ბა რო­გო­რი­ცაა: გლუ­კო­კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი (პრედ­ნი­ზო­ლო­ნი, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი); ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბი (ჰე­პა­რი­ნი); თი­რე­ო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბი; ან­ტი­კონ­ვულ­სან­ტე­ბით ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­რა­პია;
  • ენ­დო­კირ­ნუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი, პირ­ვე­ლა­დი ჰი­პერ­პა­რა­თი­რე­ო­ი­დიზ­მი;
  • რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა;
  • კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი: კალ­ცი­უ­მის, D ვი­ტა­მი­ნი­სა და ცი­ლის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის არა­საკ­მა­რი­სი მოხ­მა­რე­ბა;
  • ნი­კო­ტი­ნის, ალ­კოჰო­ლი­სა და ყა­ვის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა;
  • ნაკ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტო­რიც, რომ, ზო­გა­დად, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ნამ, სა­ნამ პა­თო­ლო­გი­უ­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ ვი­თარ­დე­ბა. ამ დროს პა­ცი­ენტს მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა და ტკი­ვი­ლი აქვს. ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბის დროს კი სი­მაღ­ლე­ში კლე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზრი, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი მხო­ლოდ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში გვხვდე­ბა. რე­ა­ლუ­რად აწუ­ხებთ თუ არა ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­საც?

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის ხში­რი მი­ზე­ზია. თუმ­ცა ეს და­ა­ვა­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­შიც გვხვდე­ბა, რა­საც იუ­ვე­ნი­ლუ­რი ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ეწო­დე­ბა. იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, მა­გა­ლი­თად, ცე­ლი­ა­კია, ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი, კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბა. ასე­ვე, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს: კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბით, დიდ­ხანს უმოძ­რა­ო­ბით, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბით, ზედ­მე­ტად ბევ­რი ვარ­ჯი­შით.

რო­გორ კეთ­დე­ბა დენ­სი­ტო­მეტ­რია „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“?

“ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ რა­დი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია Osteosys ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე Excellus დენ­სი­ტო­მეტ­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ძვლის სიმ­კვრი­ვის დად­გე­ნა წე­ლის მა­ლე­ბის პირ­და­პირ და გვერ­დით პო­ზი­ცი­ა­ში, მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრე­ბის და წი­ნამ­ხრის არე­ში, ამას­თა­ნა­ვე frax კალ­კუ­ლა­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბარ­ძა­ყის ყე­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბის 10 წლი­ა­ნი რის­კის დად­გე­ნა.

სა­ჭი­როა თუ არა პრო­ცე­დუ­რის­თვის წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბა?

დენ­სი­ტო­მეტ­რია სწრა­ფი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რაა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბა წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. სა­სურ­ვე­ლია, ტან­საც­მელს არ ჰქონ­დეს მე­ტა­ლის დე­ტა­ლე­ბი.

რას გვე­ტყვით კვლე­ვის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე? რამ­დე­ნად უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და უსაფრ­თხოა ის?

დენ­სი­ტო­მეტ­რი­ა­ზე ერთი პო­ზი­ცი­ის გა­და­ღე­ბას 1 წუ­თამ­დე დრო სჭირ­დე­ბა. პრო­ცე­დუ­რა სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

დენ­სი­ტო­მეტ­რია რენტგე­ნის სხი­ვებს იყე­ნებს, თუმ­ცა ამ დროს დას­ხი­ვე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია და ძა­ლი­ან უსაფრ­თხო მე­თო­დად ით­ვლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა ტყვი­ის დამ­ცა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და ტექ­ნი­კოს­საც შე­უძ­ლია გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ოთახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის.

რა სიხ­ში­რით არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დენ­სი­ტო­მეტ­რი­ის ჩა­ტა­რე­ბა?

დენ­სი­ტო­მეტ­რი­ის გა­და­ღე­ბა ხდე­ბა მი­ნი­მუმ 6 თვის შუ­ა­ლე­დით. სხვა­დას­ხვა რისკ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს პე­რი­ო­დი გან­სხვავ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბის რის­კი თუ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, გა­და­ღე­ბა ხდე­ბა 6-12 თვე­ში, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი რის­კის დროს 1-3 წელ­ში, და­ბა­ლი რის­კის დროს 3-5 წელ­ში, ძა­ლი­ან და­ბა­ლი რის­კის დროს კი 5-10 წელ­ში.

რო­გო­რია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მათ­თვის ვი­საც, ჯან­მრთე­ლი ძვლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის პრე­ვენ­ცია?

ჯან­სა­ღი ძვლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მზის სხი­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნა, გა­რეთ სე­ირ­ნო­ბა. მა­შინ, როცა დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს შე­ნო­ბებ­ში და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე ვა­ტა­რებთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობა? - ოსტეოპოროზის ნაადრევი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი

როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობა? - ოსტეოპოროზის ნაადრევი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლების დაზიანებას, დასუსტებას იწვევს. შედეგად ხდება ძვლის მასის შემცირება და მოტეხილობების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ოსტეოპოროზი ძირითადად 50 + ასაკის ადამიანებს ემართებათ და ძვლების დასუსტების შედეგად მოტეხილობების რეაბილიტაციაც საკმაოდ რთული პროცესია.

თანამედროვე მედიცინა ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გზას გვთავაზობს. დენსიტომეტრია არის კვლევა, რომლის დროსაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ დენსიტომეტრია მაღალტექნოლოგიური აპარატით Osteosys EXCELLUS-ით ხორციელდება. როგორც რადიოლოგი სალომე ლალიაშვილი განმარტავს, პროცედურა ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და სწრაფია. დეტალურად დენსიტომეტრიის შესახებ თავად სალომე ლალიაშვილი გვესაუბრება.

რა ტიპის კვლევაა დენსიტომეტრია?

დენსიტომეტრია არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა. პროცედურა ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და სწრაფია. არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. პაციენტს ვაწვენთ დენსიტომეტრიის სპეციალურ აპარატზე, სადაც ხდება წელის მალების, მენჯ-ბარძაყის სახსრების გადაღება, ასევე წინამხრის გადაღება ჯდომით პოზიციაში. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატით, Osteosys EXCELLUS-ით, რომლის საშუალებითაც წამებში ხდება გამოსახულების მიღება და მონაცემების დამუშავება. ეს ძალიან კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე სპეციალისტისთვის.

აპარატიდან მიღებული ინფორმაციით ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტი მოტეხილობებისგან დავიცვათ. კვლევის ეს მეთოდი ოსტეოპოროზის დადგენის ოქროს სტანდარტია.

ვინ და რომელი სიმპტომების დროს უნდა ჩაიტაროს დენსიტომეტრია? რა ფაქტორები განაპირობებს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას?

დენსინომეტრიული კვლევა რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი რისკი აქვს. ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას ძვლის დაშლა-აღდგენას შორის დისბალანსი იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად ძვლის მინერალური სიმკვრივე მცირდება. ქალებში ეს პროცესი მენოპაუზის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიურია. დამატებითი რისკფაქტორები კი ასე გამოიყურება:

  • მოტეხილობა, რომელიც გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით;
  • ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი;
  • მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
  • ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი); თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
  • ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
  • კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ, ზოგადად, ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს მანამ, სანამ პათოლოგიური მოტეხილობა არ ვითარდება. ამ დროს პაციენტს მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი აქვს. ხერხემლის მალების მოტეხილობის დროს კი სიმაღლეში კლება აღინიშნება.

საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ოსტეოპოროზი მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. რეალურად აწუხებთ თუ არა ოსტეოპოროზი ახალგაზრდა ადამიანებსაც?

ოსტეოპოროზი ასაკოვან ადამიანებში მოტეხილობების ხშირი მიზეზია. თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც იუვენილური ოსტეოპოროზი ეწოდება. იგი გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად, ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, კვებითი დარღვევები, ცერებრალური დამბლა, თირკმლის დაავადება. ასევე, ახალგაზრდა ასაკში დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს: კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით, დიდხანს უმოძრაობით, არაჯანსაღი კვებით, ზედმეტად ბევრი ვარჯიშით.

როგორ კეთდება დენსიტომეტრია „ნიუ ჰოსპიტალსში“?

“ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია Osteosys ულტრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრი, რომლის საშუალებით ხდება ძვლის სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პოზიციაში, მენჯ-ბარძაყის სახსრების და წინამხრის არეში, ამასთანავე frax კალკულატორის საშუალებით ხორციელდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10 წლიანი რისკის დადგენა.

საჭიროა თუ არა პროცედურისთვის წინასწარ მომზადება?

დენსიტომეტრია სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის ჩატარება წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს. სასურველია, ტანსაცმელს არ ჰქონდეს მეტალის დეტალები.

რას გვეტყვით კვლევის ხანგრძლივობაზე? რამდენად უმტკივნეულო და უსაფრთხოა ის?

დენსიტომეტრიაზე ერთი პოზიციის გადაღებას 1 წუთამდე დრო სჭირდება. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.

დენსიტომეტრია რენტგენის სხივებს იყენებს, თუმცა ამ დროს დასხივება მინიმალურია და ძალიან უსაფრთხო მეთოდად ითვლება. შესაბამისად, პაციენტს არ სჭირდება ტყვიის დამცავების გამოყენებას და ტექნიკოსსაც შეუძლია გადაღების პროცესში ოთახში იმყოფებოდეს. მიუხედავად ამისა, კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული ორსული ქალბატონებისთვის.

რა სიხშირით არის რეკომენდებული დენსიტომეტრიის ჩატარება?

დენსიტომეტრიის გადაღება ხდება მინიმუმ 6 თვის შუალედით. სხვადასხვა რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ეს პერიოდი განსხვავდება. მაგალითად, ძვლის მინერალური სიმკვრივის მოსალოდნელი ცვლილების რისკი თუ ძალიან მაღალია, გადაღება ხდება 6-12 თვეში, საშუალო და მაღალი რისკის დროს 1-3 წელში, დაბალი რისკის დროს 3-5 წელში, ძალიან დაბალი რისკის დროს კი 5-10 წელში.

როგორია რეკომენდაციები მათთვის ვისაც, ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნება სურს? შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის პრევენცია?

ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა, მზის სხივების ქვეშ ყოფნა, გარეთ სეირნობა. მაშინ, როცა დროის უმეტეს ნაწილს შენობებში და ფიზიკური აქტივობის გარეშე ვატარებთ, ეს ყველაფერი შეიძლება რთულად შესასრულებელი მოგვეჩვენოს, თუმცა ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.

R