მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ოქრო, ოქრო, მთელ გზაზე ოქრო...” - რა იმალება გრენლანდიის წიაღში?
“ოქრო, ოქრო, მთელ გზაზე ოქრო...” - რა იმალება გრენლანდიის წიაღში?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, მისი აზ­რით, აშშ გრენ­ლან­დი­ა­ზე კონ­ტროლს მო­ი­პო­ვებს. ის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს თა­ვის მუდ­მივ პრე­ტენ­ზი­ას არ­ქტი­კულ კუნ­ძულ­ზე და ერთხელ ამის მი­ზე­ზად "ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა" და­ა­სა­ხე­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრენ­ლან­დი­ი­სა და და­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა, მუტე ეგე­დემ და მეტე ფრე­დე­რიქ­სენ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ გრენ­ლან­დია არ იყი­დე­ბა.

Ambebi.ge გრენ­ლან­დი­ი­დან BBC-ის რე­პორ­ტა­ჟის თარ­გმანს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვიდ­რე გრენ­ლან­დი­ის სამ­ხრეთ წვერ­ზე, მო­ტო­რი­ა­ნი ნა­ვით აღელ­ვე­ბულ სა­ნა­პი­რო წყლებ­ზე და დრა­მა­ტულ ფი­ორ­დებ­ში მივ­ცუ­რავთ, უეც­რად ჩვენ წინ დაკბი­ლუ­ლი ნაც­რის­ფე­რი მწვერ­ვა­ლე­ბი ჩნდე­ბა.

"ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, წვე­ტი­ა­ნი მთე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოქ­როს სარ­ტყე­ლია," - ამ­ბობს ელ­დურ ოლაფ­სო­ნი, სამ­თო კომ­პა­ნია Amaroq Minerals-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

  • ორ­სა­ა­თი­ა­ნი ცურ­ვის შემ­დეგ ნა­პირ­ზე, შო­რე­ულ ხე­ო­ბა­ში, ნა­ლუ­ნა­ქის მთის ძი­რას გად­მო­ვე­დით, სა­დაც კომ­პა­ნია ოქ­როს მო­პო­ვე­ბას აწარ­მო­ებს.

მას შემ­დეგ, რაც 10 000 კვ.კმ-ზე მეტ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ძი­ე­ბო ლი­ცენ­ზი­ე­ბი მი­ი­ღო, სხვა ძვირ­ფა­სი მი­ნე­რა­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში, კომ­პა­ნია ასე­ვე მიმ­დე­ბა­რე მთა­თა ქედ­სა და ხე­ო­ბებ­საც წმენ­დს.

"სპი­ლენძს, ნი­კელ­სა და იშ­ვი­ათ მი­წის ელე­მენ­ტებს ვე­ძებთ", - ამ­ბობს ის­ლან­დი­ე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, - "ეს აუთ­ვი­სე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და რამ­დე­ნი­მე დიდი სა­ბა­დოს აღ­მო­ჩე­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს".

ბაზა, სა­დაც 100-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ შო­რის გრენ­ლან­დი­ე­ლი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი ყო­ფი­ლი მე­შახ­ტე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მო­ბი­ლუ­რი შე­ნო­ბე­ბი­სა და კაშ­კა­შა ნა­რინ­ჯის­ფე­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კარ­ვე­ბის ნაკ­რე­ბია. ბა­ნა­კი­დან გზა ხე­ო­ბა­ში ადის. ოქ­როს მა­ღა­რო­ში მთის შიგ­ნი­დან, მან­ქა­ნით შევ­დი­ვართ, ბნელ გვი­რაბს ზე­მოთ მი­ვუყ­ვე­ბით.

"აი აქ, ნა­ხეთ!" - ამ­ბობს ოლაფ­სო­ნი და თეთ­რი კვარ­ცის ფე­ნა­სა და თხელ მუქ ზოლ­ზე მი­უ­თი­თებს, - "ოქრო, ოქრო, ოქრო მთელ გზა­ზე. ხომ სა­ო­ცა­რია?"

მა­ღა­რო­ში, რო­მე­ლიც Amaroq-მა 2015 წელს შე­ი­ძი­ნა, წინა ათწლე­უ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ის მა­შინ­დე­ლი ოქ­როს ფა­სე­ბის და­ცე­მი­სა და მა­ღა­ლი სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბის გამო და­ი­ხუ­რა.

Amaroq დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მა­ღა­რო ახლა მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. იგი წელს წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას გეგ­მავს. ამი­ტომ, აქ მად­ნის და­სამ­სხვრე­ვად და ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის ოქ­როს ზო­დე­ბად გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ახა­ლი ქარ­ხა­ნა აა­შე­ნეს.

"შეგ­ვიძ­ლია, ყო­ველ­თვი­უ­რად ტე­რი­ტო­რი­ი­დან ან ოქ­როს ჩე­მოდ­ნე­ბით, ან 30000-ტო­ნი­ა­ნი გე­მით წა­ვი­დეთ", - ამ­ბობს ოლაფ­სო­ნი.

მისი თქმით, გრენ­ლან­დია უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს, რად­გან მისი უზარ­მა­ზა­რი მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რა­გე­ბი ძი­რი­თა­დად ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია.

"ის შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა იმ მი­ნე­რა­ლის მიმ­წო­დე­ბე­ლი იყოს, რაც და­სავ­ლეთ მსოფ­ლი­ოს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბა. ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია”, - ამა­ტებს ოლაფ­სო­ნი.

თუმ­ცა ამ­ჟა­მად, მთელ კუნ­ძულ­ზე მხო­ლოდ ორი აქ­ტი­უ­რი მა­ღა­როა.

გრენ­ლან­დია თვით­მმარ­თვე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც და­ნი­ის ნა­წი­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თარ ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს აკონ­ტრო­ლებს.

მას გა­აჩ­ნია ე.წ. იშ­ვი­ა­თი მი­წის ელე­მენ­ტე­ბის რი­გით მერ­ვე უდი­დე­სი მა­რა­გი. ეს ელე­მენ­ტე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბა­ტა­რე­ე­ბი­სა და ელექტროძ­რა­ვე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას ასე­ვე აქვს სხვა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ტა­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გო­რი­ცაა ლი­თი­უ­მი და კო­ბალ­ტი.

არის ნავ­თო­ბი და გა­ზიც, მაგ­რამ ბურ­ღვა აკ­რძა­ლუ­ლია, ასე­ვე, ღრმა ზღვის წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბაც გა­მო­რი­ცხუ­ლია.

კრის­ტი­ან კი­ელდსე­ნი, გრენ­ლან­დი­ის ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ამ­ბობს, რომ გლო­ბა­ლუ­რი "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კუნ­ძუ­ლის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს აჩენს".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩი­ნეთს მსოფ­ლი­ო­ში იშ­ვი­ა­თი მი­წის მე­ტა­ლე­ბის უდი­დე­სი მა­რა­გი აქვს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კუნ­ძუ­ლით.

გრენ­ლან­დი­ის მი­ნე­რა­ლებ­ზე წვდო­მის მი­სა­ღე­ბად და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სიც მზარ­დია.

Reuters-მა ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-მა მო­უ­წო­და ავ­სტრა­ლი­ურ სამ­თო კომ­პა­ნი­ას, არ გა­ე­ყი­და გრენ­ლან­დი­ის უდი­დე­სი იშ­ვი­ა­თი მი­წე­ბის პრო­ექ­ტი პო­ტენ­ცი­ურ ჩი­ნელ მყიდ­ვე­ლებ­ზე.

გრენ­ლან­დი­ის ბიზ­ნე­სის, ვაჭ­რო­ბი­სა და ნედ­ლე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ნის­ტრი, ნა­ა­ჯა ნა­თა­ნი­ელ­სე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი "ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და".

"კლი­მა­ტის კრი­ზი­სის ცხელ წერ­ტი­ლად ყოფ­ნას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ. გვინ­და, პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის ნა­წი­ლიც ვი­ყოთ..." - ამ­ბობს ის.

ამ­ჟა­მად, ნე­ბარ­თვე­ბი გრენ­ლან­დი­ის 100 ბლოკ­ზეა გა­ცე­მუ­ლი. აქ კომ­პა­ნი­ე­ბი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ან სა­ბა­დო­ებს ეძე­ბენ. ბრი­ტა­ნუ­ლი, კა­ნა­დუ­რი და ავ­სტრა­ლი­უ­რი სამ­თო კომ­პა­ნი­ე­ბი უდი­დე­სი უცხო­უ­რი ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, ამე­რი­კე­ლებს კი მხო­ლოდ ერთი ლი­ცენ­ზია აქვთ.

თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ბევ­რი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გმე­ლი, ვიდ­რე აქ ახა­ლი მა­ღა­რო­ე­ბი გაჩ­ნდე­ბა...

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრენ­ლან­დია მი­ნე­რა­ლურ სიმ­დიდ­რეს ფლობს, "ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბა" კვლავ ნელა მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კა, რომ­ლის წლი­უ­რი მშპ მხო­ლოდ 3 მი­ლი­არდ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა, კვლავ სა­ჯა­რო სექ­ტო­რი­სა და თევ­ზჭე­რის მეშ­ვე­ო­ბით საზ­რდო­ობს. ტე­რი­ტო­რია ასე­ვე ეყ­რდნო­ბა ყო­ველ­წლი­ურ 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სუბ­სი­დი­ას და­ნი­ი­დან.

გრენ­ლან­დი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სამ­თო მო­პო­ვე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი ამ სუბ­სი­დი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ცი­რებს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვას შე­უ­წყობს ხელს. ამა­სო­ბა­ში, გრენ­ლან­დია ტუ­რიზ­მი­და­ნაც მეტ შე­მო­სავ­ლებს შო­უ­ლობს.

ხა­ვი­ერ არ­ნა­უ­ტის, გრენ­ლან­დი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქტი­კუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად სამ­თო მრეწ­ვე­ლო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ნა­თა­ნი­ელ­სე­ნი ამ­ბობს, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-სთან და ევ­რო­კავ­შირ­თან პარტნი­ო­რო­ბა ვი­თარ­დე­ბა, "ჩვენ ჯერ კი­დევ არ გვი­ნა­ხავს ამ სექ­ტო­რი­დან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი". ის იმე­დოვ­ნებს, რომ მომ­დევ­ნო ათწლე­ულ­ში კი­დევ სა­მი­დან ხუ­თამ­დე ახა­ლი მა­ღა­რო ამუ­შავ­დე­ბა.

თუმ­ცა სამ­თო მო­პო­ვე­ბა გრენ­ლან­დი­ა­ში მისი შო­რე­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ამინ­დის გამო ად­ვი­ლი არ არის. ეს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კუნ­ძუ­ლია და მისი 80% ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი. მას­ზე უხეშ მთებს და და­სახ­ლე­ბებს შო­რის გზე­ბის საგ­რძნობ დე­ფი­ციტს ვხვდე­ბით.

ეს მა­ღა­ლი ხარ­ჯე­ბი ცხა­დია, ინ­ვეს­ტო­რებს აფერ­ხებს.

სხვე­ბი სექ­ტო­რის ნელ ზრდა­ში ბი­უ­როკ­რა­ტი­ას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკაც­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი მოქ­მე­დებს, ნე­ბარ­თვე­ბის მი­ღე­ბას კი საკ­მაო დრო სჭირ­დე­ბა.

ნა­თა­ნი­ელ­სე­ნის თქმით, თე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა სამ­თო მო­პო­ვე­ბას მხარს უჭერს, რად­გან ის ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კას აძ­ლი­ე­რებს.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ტრამ­პის უახ­ლე­სი გეგ­მე­ბი გრენ­ლან­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, ტე­რი­ტო­რი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მუტე ეგე­დემ ამ თვის და­სა­წყის­ში გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ აშშ-სთან ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა გვჭირ­დე­ბა... სამ­თო მო­პო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით კარი ღიაა".

კი­ელდსე­ნი ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ი­დან კი აცხა­დებს:

"მე­ო­რე მხრივ, თუ ტრამ­პის სიგ­ნა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, არ­სე­ბობს რის­კი, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე".

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო

ავტორი:

“ოქრო, ოქრო, მთელ გზაზე ოქრო...” - რა იმალება გრენლანდიის წიაღში?

“ოქრო, ოქრო, მთელ გზაზე ოქრო...” - რა იმალება გრენლანდიის წიაღში?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი აზრით, აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს. ის ხაზგასმით აღნიშნავს თავის მუდმივ პრეტენზიას არქტიკულ კუნძულზე და ერთხელ ამის მიზეზად "ეკონომიკური უსაფრთხოება" დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Ambebi.ge გრენლანდიიდან BBC-ის რეპორტაჟის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

"ვიდრე გრენლანდიის სამხრეთ წვერზე, მოტორიანი ნავით აღელვებულ სანაპირო წყლებზე და დრამატულ ფიორდებში მივცურავთ, უეცრად ჩვენ წინ დაკბილული ნაცრისფერი მწვერვალები ჩნდება.

"ეს ძალიან მაღალი, წვეტიანი მთები, ფაქტობრივად, ოქროს სარტყელია," - ამბობს ელდურ ოლაფსონი, სამთო კომპანია Amaroq Minerals-ის აღმასრულებელი დირექტორი.

  • ორსაათიანი ცურვის შემდეგ ნაპირზე, შორეულ ხეობაში, ნალუნაქის მთის ძირას გადმოვედით, სადაც კომპანია ოქროს მოპოვებას აწარმოებს.

მას შემდეგ, რაც 10 000 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიაზე საძიებო ლიცენზიები მიიღო, სხვა ძვირფასი მინერალების ძიებაში, კომპანია ასევე მიმდებარე მთათა ქედსა და ხეობებსაც წმენდს.

"სპილენძს, ნიკელსა და იშვიათ მიწის ელემენტებს ვეძებთ", - ამბობს ისლანდიელი ხელმძღვანელი, - "ეს აუთვისებელი ტერიტორიაა და რამდენიმე დიდი საბადოს აღმოჩენის პოტენციალი არსებობს".

ბაზა, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის გრენლანდიელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი ყოფილი მეშახტეები ცხოვრობენ, მობილური შენობებისა და კაშკაშა ნარინჯისფერი საცხოვრებელი კარვების ნაკრებია. ბანაკიდან გზა ხეობაში ადის. ოქროს მაღაროში მთის შიგნიდან, მანქანით შევდივართ, ბნელ გვირაბს ზემოთ მივუყვებით.

"აი აქ, ნახეთ!" - ამბობს ოლაფსონი და თეთრი კვარცის ფენასა და თხელ მუქ ზოლზე მიუთითებს, - "ოქრო, ოქრო, ოქრო მთელ გზაზე. ხომ საოცარია?"

მაღაროში, რომელიც Amaroq-მა 2015 წელს შეიძინა, წინა ათწლეულის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ის მაშინდელი ოქროს ფასების დაცემისა და მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა.

Amaroq დარწმუნებულია, რომ მაღარო ახლა მომგებიანი იქნება. იგი წელს წარმოების გაზრდას გეგმავს. ამიტომ, აქ მადნის დასამსხვრევად და ძვირფასი ლითონის ოქროს ზოდებად გადასამუშავებლად ახალი ქარხანა ააშენეს.

"შეგვიძლია, ყოველთვიურად ტერიტორიიდან ან ოქროს ჩემოდნებით, ან 30000-ტონიანი გემით წავიდეთ", - ამბობს ოლაფსონი.

მისი თქმით, გრენლანდია უპრეცედენტო შესაძლებლობას წარმოადგენს, რადგან მისი უზარმაზარი მინერალური მარაგები ძირითადად ხელუხლებელია.

"ის შეიძლება ყველა იმ მინერალის მიმწოდებელი იყოს, რაც დასავლეთ მსოფლიოს ათწლეულების განმავლობაში დასჭირდება. ეს უნიკალური ადგილია”, - ამატებს ოლაფსონი.

თუმცა ამჟამად, მთელ კუნძულზე მხოლოდ ორი აქტიური მაღაროა.

გრენლანდია თვითმმართველი ტერიტორიაა, რომელიც დანიის ნაწილია, მაგრამ საკუთარ ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებს.

მას გააჩნია ე.წ. იშვიათი მიწის ელემენტების რიგით მერვე უდიდესი მარაგი. ეს ელემენტები უმნიშვნელოვანესია და მობილური ტელეფონებიდან დაწყებული, ბატარეებისა და ელექტროძრავების დასამზადებლად გამოიყენება. მას ასევე აქვს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მეტალების დიდი რაოდენობა, როგორიცაა ლითიუმი და კობალტი.

არის ნავთობი და გაზიც, მაგრამ ბურღვა აკრძალულია, ასევე, ღრმა ზღვის წიაღისეულის მოპოვებაც გამორიცხულია.

კრისტიან კიელდსენი, გრენლანდიის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი, ამბობს, რომ გლობალური "გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოს უდიდესი კუნძულის მიმართ დიდ ინტერესს აჩენს".

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მსოფლიოში იშვიათი მიწის მეტალების უდიდესი მარაგი აქვს, დაინტერესებულია კუნძულით.

გრენლანდიის მინერალებზე წვდომის მისაღებად დასავლური ქვეყნების ინტერესიც მზარდია.

Reuters-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა მოუწოდა ავსტრალიურ სამთო კომპანიას, არ გაეყიდა გრენლანდიის უდიდესი იშვიათი მიწების პროექტი პოტენციურ ჩინელ მყიდველებზე.

გრენლანდიის ბიზნესის, ვაჭრობისა და ნედლეული მასალების მინისტრი, ნააჯა ნათანიელსენი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არსებული მინერალებისადმი ინტერესი "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა".

"კლიმატის კრიზისის ცხელ წერტილად ყოფნას მიჩვეულები ვართ. გვინდა, პრობლემის გადაწყვეტის ნაწილიც ვიყოთ..." - ამბობს ის.

ამჟამად, ნებართვები გრენლანდიის 100 ბლოკზეა გაცემული. აქ კომპანიები სიცოცხლისუნარიან საბადოებს ეძებენ. ბრიტანული, კანადური და ავსტრალიური სამთო კომპანიები უდიდესი უცხოური ლიცენზიის მფლობელები არიან, ამერიკელებს კი მხოლოდ ერთი ლიცენზია აქვთ.

თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ვიდრე აქ ახალი მაღაროები გაჩნდება...

და მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია მინერალურ სიმდიდრეს ფლობს, "ოქროს ციებ-ცხელება" კვლავ ნელა მატერიალიზდება.

ეკონომიკა, რომლის წლიური მშპ მხოლოდ 3 მილიარდ დოლარს აღემატება, კვლავ საჯარო სექტორისა და თევზჭერის მეშვეობით საზრდოობს. ტერიტორია ასევე ეყრდნობა ყოველწლიურ 600 მილიონი დოლარის სუბსიდიას დანიიდან.

გრენლანდიელი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სამთო მოპოვების შემოსავლები ამ სუბსიდიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს. ამასობაში, გრენლანდია ტურიზმიდანაც მეტ შემოსავლებს შოულობს.

ხავიერ არნაუტის, გრენლანდიის უნივერსიტეტის არქტიკული სოციალური მეცნიერებების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურად სამთო მრეწველობა დამოუკიდებლობისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.

ნათანიელსენი ამბობს, - მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობა ვითარდება, "ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ამ სექტორიდან დიდი შემოსავალი". ის იმედოვნებს, რომ მომდევნო ათწლეულში კიდევ სამიდან ხუთამდე ახალი მაღარო ამუშავდება.

თუმცა სამთო მოპოვება გრენლანდიაში მისი შორეული გეოგრაფიისა და ამინდის გამო ადვილი არ არის. ეს მსოფლიოს უდიდესი კუნძულია და მისი 80% ყინულის საფარითაა დაფარული. მასზე უხეშ მთებს და დასახლებებს შორის გზების საგრძნობ დეფიციტს ვხვდებით.

ეს მაღალი ხარჯები ცხადია, ინვესტორებს აფერხებს.

სხვები სექტორის ნელ ზრდაში ბიუროკრატიას ადანაშაულებენ. ტერიტორიაზე მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები და სოციალური ზემოქმედების მოთხოვნები მოქმედებს, ნებართვების მიღებას კი საკმაო დრო სჭირდება.

ნათანიელსენის თქმით, თემების უმეტესობა სამთო მოპოვებას მხარს უჭერს, რადგან ის ადგილობრივ ეკონომიკას აძლიერებს.

გაურკვეველია, როგორ განვითარდება ტრამპის უახლესი გეგმები გრენლანდიასთან დაკავშირებით. თუმცა, ტერიტორიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ ამ თვის დასაწყისში განაცხადა: "ჩვენ აშშ-სთან ბიზნესის კეთება გვჭირდება... სამთო მოპოვების თვალსაზრისით კარი ღიაა".

კიელდსენი ბიზნეს ასოციაციიდან კი აცხადებს:

"მეორე მხრივ, თუ ტრამპის სიგნალებთან დაკავშირებული გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდება, არსებობს რისკი, რომ ამან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს საინვესტიციო გარემოზე".

იხილეთ ასევე:

წყარო