პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ უარვყოფ, ყავით გავუმასპინძლდი და შემდეგ დამესხნენ თავს - როგორც ექიმებმა თქვეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი" - გახარია
"არ უარვყოფ, ყავით გავუმასპინძლდი და შემდეგ დამესხნენ თავს - როგორც ექიმებმა თქვეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი" - გახარია

არ უარ­ვყოფ, ქა­ღალ­დის ჭი­ქით, დარ­ჩე­ნი­ლი ყა­ვით გა­ვუ­მას­პინ­ძლდი [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს]. ამის შემ­დეგ ისი­ნი თავს ჯგუ­ფუ­რად და­მესხნენ, რის შემ­დე­გაც, რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და სა­ნამ სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დახ­მა­რე­ბა არ გა­მი­წი­ეს, მე უბ­რა­ლოდ გონ­ზე ვერ მო­ვე­დი. მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, სა­დაც ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­ში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მას საქ­მე არა შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, არა­მედ დამ­კვეთ­თან აქვს.

„15 იან­ვარს გან­ხორ­ცი­ელ­და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, ჩა­საფ­რე­ბით, ჩემ­ზე და ჩემ გუნ­დზეც. ამას ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სახე და ამ შუ­რის­ძი­ე­ბის ავ­ტო­რი და დამ­კვე­თი გახ­ლდათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა, დიდი ხა­ნია მე­მუქ­რე­ბა მე და ჩემს ოჯახს სხვა­დას­ხვა ფორ­მით. მათ შო­რის, სა­ჯა­რო­დაც. მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. მე საქ­მე მაქვს დამ­კვეთ­თან, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის მთა­ვარ წყა­როს­თან, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობს ახალ­გაზ­რდებ­სა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე და საქ­მე მაქვს მას­თან, რო­გორც ბო­რო­ტე­ბის მთა­ვარ წყა­როს­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა არის ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მან და­კარ­გოს ფუ­ლიც და ძა­ლა­უფ­ლე­ბაც. მე გპირ­დე­ბით, რომ ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან ერ­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ დღეს, მე ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დი სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­ში“, უკვე შე­სას­ვლელ­ში­ვე დამ­ხვდა ადა­მი­ა­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც შე­სუ­ლი არ ვი­ყავ,ი უკვე ილან­ძღე­ბოდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ თავ­დას­ხმას. ეს იყო ჯგუ­ფუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რა­საც, რა თქმა უნდა, მოყ­ვა ჩემი შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ამა­ვე დროს, იქვე ჩან­და, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლა­ფერს ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და. სას­ტუმ­როს „ლობი“ დაც­ლი­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათ შო­რის სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან. აშ­კა­რა იყო ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ შე­მემ­ჩნია, რომ ისი­ნი იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. მას შემ­დეგ, რაც მე მო­ვახ­დი­ნე რე­აქ­ცია და მე ამას არ უარ­ვყოფ, ქა­ღალ­დის ჭი­ქით, დარ­ჩე­ნი­ლი ყა­ვით გა­ვუ­მას­პინ­ძლდი. ამის შემ­დეგ ისი­ნი თავს ჯგუ­ფუ­რად და­მესხნენ, რის შემ­დე­გაც რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და სა­ნამ სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დახ­მა­რე­ბა არ გა­მი­წი­ეს, მე გონ­ზე ვერ მო­ვე­დი. მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ამ ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა მი­წევს იმი­ტომ, რომ დღეს რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის და რო­გორც ზო­გი­ერ­თი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია იქ­ცე­ვა, ფაქ­ტია, რომ ისი­ნი არ აპი­რე­ბენ ამ საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ძი­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არ უარვყოფ, ყავით გავუმასპინძლდი და შემდეგ დამესხნენ თავს - როგორც ექიმებმა თქვეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი" - გახარია

"არ უარვყოფ, ყავით გავუმასპინძლდი და შემდეგ დამესხნენ თავს - როგორც ექიმებმა თქვეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი" - გახარია

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს.

„15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად.

რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.