პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამის მეუღლე თავს დამტრიალებდა... ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა, შენი ნახვა არ მსურსო" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახზე, რომელიც ახლა იპოვა
"მამის მეუღლე თავს დამტრიალებდა... ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა, შენი ნახვა არ მსურსო" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახზე, რომელიც ახლა იპოვა

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ფილ­მს ჰგავს. გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და­ტო­ვა და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, უკვე იცო­და, რომ ჩვი­ლო­ბი­სას კა­ხე­თის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში იშ­ვი­ლეს, მაგ­რამ არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ. გა­ვი­და წლე­ბი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით ჩა­მო­სულ­მა დე­დის შე­სა­ხებ გა­ი­გო, შეხ­ვდა, მაგ­რამ ამ შეხ­ვედ­რამ ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა.

"დედა მმა­ლავს, რად­გან ეში­ნია... მის­მა მე­უღ­ლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კა­ცის­გან შვი­ლი ჰყავს" - ამ­ბობ­და ცის­ნა­მი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შემ­დეგ იყო მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა, ამე­რი­კელ ბა­რონ­ზე, წლე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა შვილ­თან და უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი დღე­ე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში. გა­ვი­და დრო და ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას და სამ დას შეხ­ვდა, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ერთ თვე­ზე მეტი მა­მის ოჯახ­თან გა­ა­ტა­რა. ახლა როცა ემო­ცი­ე­ბი შე­და­რე­ბით დამ­ცხრა­ლია და ცის­ნა­მი ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­და, მწე­რალ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ბოლო ამ­ბებ­ზე...

- ცის­ნა­მი, შენი ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ჟი­სო­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო სცე­ნა­რია. მოდი, მოგ­ვი­ყე­ვი, პირ­ვე­ლად რო­გორ მის­წე­რე ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას რომ მისი შვი­ლი იყა­ვი?

- გპირ­დე­ბით რომ ერთ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბას დიდ ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე ნა­ხავთ. წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სი­ცო­ცხლე და სიყ­ვა­რუ­ლი. მა­მის­თვის არ მი­მი­წე­რია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი პოს­ტი დავ­დე ფე­ის­ბუქ­ზე და სა­ჯა­როდ დავ­წე­რე დე­დის და მა­მის სა­ხე­ლი და გვა­რი. ჩემ­მა დამ, ქეთი კა­პა­ნა­ძემ ნახა, შოკი მი­ი­ღო, ცუ­დად გახ­და. ჩემი გა­მომ­წე­რი ყო­ფი­ლა ფე­ის­ბუქ­ზე, თუმ­ცა არ იცო­და რომ მე მისი ნა­ხე­ვარ და ვი­ყა­ვი. ცოტა რომ და­ა­მუ­შა­ვა მის­მა გო­ნე­ბამ, რაში იყო საქ­მე, შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­მი­ტო­ვა და მი­თხრა რომ მა­მა­მის­ზე, ბად­რი კა­პა­ნა­ძე­ზე ვსა­უბ­რობ­დი და ჩვენ სა­ერ­თო მამა გვყავს.

დებ­თან ერ­თად

- რო­გორ მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ, ოჯახ­მა დაგ­პა­ტი­ჟა?

- მას შემ­დეგ ონ­ლა­ი­ნით გა­ვი­ცა­ნი მამა, მა­მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე- ნარ­გო დე­ვი­ძე, დები - ქეთი, მა­დო­ნა, ნინო, ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ცო­ლე­ბი. სა­კუ­თარ ოჯახ­ში რა და­პა­ტი­ჟე­ბა მინ­დო­და?! ჩემ­მა მე­უღ­ლემ ალექ­სან­დრემ სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა და ულა­მა­ზესს ბრი­ლი­ანტ-ზურ­მუხ­ტის ყელ­სა­ბამ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ლე­თე­ბი მა­ჩუ­ქა. სა­ერ­თოდ არ ვგეგ­მავ­დი ზამ­თარ­ში ჩა­მოს­ვლას. სი­ცი­ვეს ვერ ვი­ტან და ზამ­თარ­ში მგზავ­რო­ბას. უფრო ზა­ფხუ­ლის­კენ ვგეგ­მავ­დი ვი­ზიტს, მაგ­რამ ალემ ეს ისე­თი ამ­ბა­ვია, დიდი ხანი არ უნდა იცა­დოო. ასე რომ, ეს ალექ­სან­დრეს იდეა იყო. კრე­დი­ტი მას ეკუთ­ვნის.

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ის კად­რე­ბი, რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში მთე­ლი ოჯა­ხი დაგ­ხვდა...

- კი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და ყვე­ლას და­ნახ­ვა. პირ­ვე­ლად ჩემს დის­შვილს, მა­დო­ნას გო­გო­ნას ანას ჩა­ვე­ხუ­ტე, შემ­დეგ მა­მას. მთელ ტან­ში ცხე­ლი სის­ხლის მჩქე­ფა­რე­ბას ვგრძნობ­დი და თავი მი­ხურ­და. თით­ქოს ჩვე­ნი სის­ხლი შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს. სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა იყო. ენით ვერ აღვწერ, უნდა გა­ნი­ცა­დო ადა­მი­ან­მა. შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლით თავ­ბრუ და­მახ­ვი­ეს და მთე­ლი სამი კვი­რა და სამი დღე სიყ­ვა­რულ­ში გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა ნაშ­ვი­ლებ ბავ­შვს ვურ­ჩევ გა­იც­ნოს სა­კუ­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი და ეს “სის­ხლის ყი­ვი­ლი” გა­ნი­ცა­დოს. თავი დან­ტეს სა­მო­თხე­ში მე­გო­ნა, გან­საწ­მენდლი­დან ახ­ლად ამო­სუ­ლი ვი­ყა­ვი.

- მა­მას­თან გა­უ­ცხო­ე­ბა არ გქო­ნია რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­ე­ხუ­ტე?

- არა­ნა­ი­რი გა­უ­ცხო­ე­ბა. სის­ხლს დიდი ძალა აქვს. ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რომ ის ჩემი მა­მაა და მე მისი სის­ხლი და ხორ­ცი ვარ. ამას თქვენ ვერ გა­ი­გებთ თუ ჩემს ად­გი­ლას არ აღ­მოჩ­ნდით. დი­დე­ბუ­ლი გრძნო­ბაა.

- სა­ო­ცა­რი დები გყავს, მათ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი

- ქეთი ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გია, ეკო­ნო­მის­ტი მე­უღ­ლე ჰყავს, სამი ულა­მა­ზე­სი შვი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა აქვს. შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ნას­წავ­ლი, აზ­რზე მო­სუ­ლი. მა­დო­ნა რო­მე­ლიც შუ­ა­თა­ნაა, ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლია, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს მთა­ვარ მე­ნე­ჯე­რად. ორი შვი­ლი ჰყავს, ანა და ან­დრეა. კარგ ქმარს ვე­ძებ მის­თვის. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლდა და მე ხომ ეს გა­მოც­დი­ლი მაქვს. მინ­და ბედ­ნი­ე­რი იყოს. ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს მას­თან სა­ერ­თო. ერთი ჭკუ­ი­სე­ბი ვართ. გვიყ­ვარს გარ­თო­ბა, სი­ცი­ლი, კუ­ლი­ნა­რია. მთე­ლი ეს დრო მას­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე. ერთ ლო­გინ­ში გვე­ძი­ნა და მის სუნ­თქვას ვგრძნობ­დი. აი, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, თან ლა­მა­ზი და პრან­ჭია. იმე­დია და­ნარ­ჩენ ორ დას არ ეწყი­ნე­ბა და მა­დო­ნა ჩემი ფა­ვო­რი­ტია. ორი­ვე ვამ­სხვრევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გვიყ­ვარს სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე­სა­მე დას ნი­ნოს ოჯახ­ში “ნატ­ვრის ხეს” ეძა­ხი­ან. მამა ბიჭს ნატ­რობ­და და “ნატ­ვრის ხე” ნინო გაჩ­ნდა. გა­თხო­ვი­ლია და სამი გოგო ჰყავს. ნი­ნოს სხვა­დას­ხვა ფე­რის თვა­ლი აქვს. ნი­ნოს მამ­სგავ­სე­ბენ მე გა­რეგ­ნო­ბით. ხომ მარ­თლა, არ და­მა­ვი­წყდეს სა­მი­ვე დას სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პლუს მა­გის­ტრა­ტუ­რა. ჩემ­თვის გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მა­მას­თან და დებ­თან ერ­თად

- იმ დღე­ებ­ში როცა დებ­დი ოჯა­ხის ფო­ტო­ებს, წერ­დი ამ­ბებს, ყვე­ლა კი­თხუ­ლობ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რას ფიქ­რობ­და მა­მის ახ­ლან­დე­ლი ცოლი...

- მა­მის მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნარ­გო ჩემ­თან ერ­თად ხა­რობ­და ჩემი სი­ხა­რუ­ლი­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბით. სა­ჩხე­რე­ში 4 დღე ვი­ყა­ვი და თავს დამ­ტრი­ა­ლებ­და. უგემ­რი­ე­ლეს იმე­რულ ხა­ჭა­პუ­რებს მი­ცხობ­და ყო­ველ დღე. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან მე­გობ­რობს. ად­ვი­ლია გა­ნათ­ლე­ბულ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა. მისი მად­ლი­ე­რი ვარ, რომ სა­კუ­თარ ოჯახ­ში ისე მი­მი­ღო, რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა.

- რო­დე­საც ღიად წერ­დი მა­მის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ამ ქალ­ბა­ტონს?

- ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და. თა­ვად შვი­ლებს ასე უხ­სნი­და მა­მის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, მამა ტა­რი­ე­ლია და თა­ვის ნეს­ტან-და­რე­ჯანს ანუ ნა­ნას დას­ტი­რი­სო. არ­შემ­დგა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ზღაპ­რად აწ­ვდი­და შვი­ლებს, რომ მათ­თვის სტრე­სი არ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე იცის ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან მე­გობ­რო­ბამ და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რულ­მა.

- შენ­მა მე­უღ­ლემ ალექ­სან­დრემ, რა გი­თხრა, რო­დე­საც ნახა, რომ შენი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი ასე დაგ­ხვდა?

- ალექ­სან­დრე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია როცა მე ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. მან მი­თხრა რომ ეს არის პრო­ცე­სი ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტრავ­მე­ბის გან­კურ­ნე­ბის. ალე-ბალე ჩემი ნო­მე­რი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, ჩემი გმი­რია. ნელ-ნელა მი­ტო­ვე­ბუ­ლი შვი­ლის სინ­დრო­მიც მიქ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა, ისე რო­გორც ღმერ­თს და სამ­ყა­როს უნდა. ასე რომ, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. დი­დე­ბა უფალს!

- ვერ ნახე ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა, მაგ­რამ შე­გი­რიგ­და, ერ­თა­დერ­თი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი, ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი როლი მა­მამ შე­ას­რუ­ლა.

- დე­დამ შე­მო­მით­ვა­ლა, ამ ეტაპ­ზე შენი ნახ­ვა არ მსურ­სო. მეს­მის, არაა პრობ­ლე­მა. ნა­წყე­ნია, სა­ჯა­როდ რომ დავ­წე­რე მისი სა­ხე­ლი და გვა­რი და მი­სიც მეს­მის. მა­მის, დე­ბის და დის­შვი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა რომ მე და ჩემ­მა შვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვა­ლა­გეთ და ყვე­ლა­ფე­რი ისეა რო­გორც ორი­ვეს გვინ­დო­და. ამის­თვის მათი მად­ლი­ე­რი ვარ. ირაკ­ლის ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ყვე­ლა და მე­გობ­რობს მათ­თან.

- ცის­ნა­მი, მა­მამ რო­გორ აგიხ­სნათ, რომ ამ­დე­ნი წელი არ უძებ­ნი­ხართ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა. ჯერ თქვა არ ვი­ცო­დი შენი არ­სე­ბო­ბაო. შემ­დეგ თქვა, რომ დე­და­ჩემს ისევ ხვდე­ბო­და სა­ნამ ის გა­თხოვ­დე­ბო­და. მას უთ­ქვამს რომ ბავ­შვი არ­სე­ბობ­და. მე­ო­რე დღის­თვის და­უ­ნიშ­ნავთ შეხ­ვედ­რა ერ­თმა­ნე­თის­თვის რომ ერ­თად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ და მო­ე­ძებ­ნათ ჩემი თავი. მე­ო­რე დღეს დედა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მა­მას რომ და­უ­რე­კავს მას უთ­ქვამს, უნდა გვთხოვ­დე და ბავ­შვი ხელს შე­მიშ­ლის გა­თხო­ვე­ბა­შიო. რად­გან დე­დამ ინი­ცი­ა­ტი­ვა არ გა­მო­ი­ჩი­ნა, მა­მა­მაც აღარ გა­აგ­რძე­ლა ჩემი მო­ძებ­ნა. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებ­ში აღარ ჩავღრმა­ვე­ბულ­ვარ. მე ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი მი­ვუ­ტე­ვე. არც ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მი­თხო­ვია მეტი. ახლა მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბის დროა. ყვე­ლა­ფე­რი ცუდი წარ­სულ­ში უნდა დარ­ჩეს.

- ცის­ნა­მი, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა, ეს შენს ცხოვ­რე­ბა­ზეა ნათ­ქვა­მი. რას ეტყო­დი იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც ახლა გა­დის შენს გზას?

- ამ ქვე­ყა­ნა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ყვე­ლა ოც­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა. იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც ჩემ­ნა­ირ გზას გა­დის ვე­ტყო­დი რომ არ შე­წყვი­ტო წინ სი­ა­რუ­ლი, არ შე­წყვი­ტო ბრძო­ლა, რად­გან ბოლო სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­საა. გა­ა­ზი­ა­რეთ სიყ­ვა­რუ­ლი, ამ სი­ტყვებს გი­ტო­ვებთ მთა­ვარ მე­სი­ჯად.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

ზღაპარს გავს მაგრამ კარგი წასაკითხისტატიააა მე ყოველთვის ვკითხულობ ამის სტატიებს ტანაც ჩემი მოგვარე ყოფილა ნეტავი ნათესავებიც ხომ არ ვართ???

ელზა მაჭავარიანი
0

გამეხარდა ნამდვილად ყველაფერი რომ დაგილაგდა ცისნამი.ამის მერე გაიხარეთ ერთად.გმირი ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მამის მეუღლე თავს დამტრიალებდა... ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა, შენი ნახვა არ მსურსო" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახზე, რომელიც ახლა იპოვა

"მამის მეუღლე თავს დამტრიალებდა... ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა, შენი ნახვა არ მსურსო" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახზე, რომელიც ახლა იპოვა

ახალგაზრდა ქართველი მწერლის ცისნამი საყვარლიშვილის ცხოვრება ფილმს ჰგავს. გოგონამ, რომელმაც წლების წინ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მცირეწლოვანი შვილი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, უკვე იცოდა, რომ ჩვილობისას კახეთის სოფელ ვაჩნაძიანში იშვილეს, მაგრამ არ ჰქონდა ინფორმაცია ბიოლოგიური მშობლების შესახებ. გავიდა წლები, როდესაც საქართველოში დროებით ჩამოსულმა დედის შესახებ გაიგო, შეხვდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ემოციების გარეშე ჩაიარა.

"დედა მმალავს, რადგან ეშინია... მისმა მეუღლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს" - ამბობდა ცისნამი ჩვენთან ინტერვიუში.

შემდეგ იყო მეორე ქორწინება, ამერიკელ ბარონზე, წლების შემდეგ შეხვედრა შვილთან და უამრავი ბედნიერი და ტკივილიანი დღეები მის ცხოვრებაში. გავიდა დრო და ბიოლოგიურ მამას და სამ დას შეხვდა, ამისთვის სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა და ერთ თვეზე მეტი მამის ოჯახთან გაატარა. ახლა როცა ემოციები შედარებით დამცხრალია და ცისნამი ამერიკაში დაბრუნდა, მწერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ მის ცხოვრებაში მომხდარ ბოლო ამბებზე...

- ცისნამი, შენი ცხოვრება ალბათ ნებისმიერი რეჟისორისთვის საოცნებო სცენარია. მოდი, მოგვიყევი, პირველად როგორ მისწერე ბიოლოგიურ მამას რომ მისი შვილი იყავი?

- გპირდებით რომ ერთ დღეს ჩემს ცხოვრებას დიდ ტელეეკრანებზე ნახავთ. წითელთმიანი გოგონას ცხოვრებას, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და სიყვარული. მამისთვის არ მიმიწერია, გაბრაზებული პოსტი დავდე ფეისბუქზე და საჯაროდ დავწერე დედის და მამის სახელი და გვარი. ჩემმა დამ, ქეთი კაპანაძემ ნახა, შოკი მიიღო, ცუდად გახდა. ჩემი გამომწერი ყოფილა ფეისბუქზე, თუმცა არ იცოდა რომ მე მისი ნახევარ და ვიყავი. ცოტა რომ დაამუშავა მისმა გონებამ, რაში იყო საქმე, შეტყობინება დამიტოვა და მითხრა რომ მამამისზე, ბადრი კაპანაძეზე ვსაუბრობდი და ჩვენ საერთო მამა გვყავს.

დებთან ერთად

- როგორ მიიღე გადაწყვეტილება ჩამოსვლის შესახებ, ოჯახმა დაგპატიჟა?

- მას შემდეგ ონლაინით გავიცანი მამა, მამის არაჩვეულებრივი მეუღლე- ნარგო დევიძე, დები - ქეთი, მადონა, ნინო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ბიცოლები. საკუთარ ოჯახში რა დაპატიჟება მინდოდა?! ჩემმა მეუღლემ ალექსანდრემ საშობაო საჩუქარი გამიკეთა და ულამაზესს ბრილიანტ-ზურმუხტის ყელსაბამთან ერთად საქართველოს ბილეთები მაჩუქა. საერთოდ არ ვგეგმავდი ზამთარში ჩამოსვლას. სიცივეს ვერ ვიტან და ზამთარში მგზავრობას. უფრო ზაფხულისკენ ვგეგმავდი ვიზიტს, მაგრამ ალემ ეს ისეთი ამბავია, დიდი ხანი არ უნდა იცადოო. ასე რომ, ეს ალექსანდრეს იდეა იყო. კრედიტი მას ეკუთვნის.

- ძალიან ემოციური იყო ის კადრები, როდესაც აეროპორტში მთელი ოჯახი დაგხვდა...

- კი, ძალიან გამიხარდა ყველას დანახვა. პირველად ჩემს დისშვილს, მადონას გოგონას ანას ჩავეხუტე, შემდეგ მამას. მთელ ტანში ცხელი სისხლის მჩქეფარებას ვგრძნობდი და თავი მიხურდა. თითქოს ჩვენი სისხლი შეერწყა ერთმანეთს. სასწაული გრძნობა იყო. ენით ვერ აღვწერ, უნდა განიცადო ადამიანმა. შემდეგ სიყვარულით თავბრუ დამახვიეს და მთელი სამი კვირა და სამი დღე სიყვარულში გავატარე. ყველა ნაშვილებ ბავშვს ვურჩევ გაიცნოს საკუთარი ბიოლოგიური ოჯახი და ეს “სისხლის ყივილი” განიცადოს. თავი დანტეს სამოთხეში მეგონა, განსაწმენდლიდან ახლად ამოსული ვიყავი.

- მამასთან გაუცხოება არ გქონია როდესაც პირველად ჩაეხუტე?

- არანაირი გაუცხოება. სისხლს დიდი ძალა აქვს. ეგრევე ვიგრძენი რომ ის ჩემი მამაა და მე მისი სისხლი და ხორცი ვარ. ამას თქვენ ვერ გაიგებთ თუ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდით. დიდებული გრძნობაა.

- საოცარი დები გყავს, მათზე მოგვიყევი

- ქეთი ბავშვთა ფსიქოლოგია, ეკონომისტი მეუღლე ჰყავს, სამი ულამაზესი შვილი და ბედნიერი ცხოვრება აქვს. შეძლებულები არიან. ნასწავლი, აზრზე მოსული. მადონა რომელიც შუათანაა, ქმარს გაშორებულია, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს მთავარ მენეჯერად. ორი შვილი ჰყავს, ანა და ანდრეა. კარგ ქმარს ვეძებ მისთვის. პირველ ქორწინებაში არ გაუმართლდა და მე ხომ ეს გამოცდილი მაქვს. მინდა ბედნიერი იყოს. ძალიან ბევრი მაქვს მასთან საერთო. ერთი ჭკუისები ვართ. გვიყვარს გართობა, სიცილი, კულინარია. მთელი ეს დრო მასთან ერთად გავატარე. ერთ ლოგინში გვეძინა და მის სუნთქვას ვგრძნობდი. აი, ძალიან საყვარელია, თან ლამაზი და პრანჭია. იმედია დანარჩენ ორ დას არ ეწყინება და მადონა ჩემი ფავორიტია. ორივე ვამსხვრევთ საზოგადოების მიერ დაწესებულ სტერეოტიპებს და თავისუფალი ადამიანები ვართ. გვიყვარს სიცოცხლე და თავისუფლება. მესამე დას ნინოს ოჯახში “ნატვრის ხეს” ეძახიან. მამა ბიჭს ნატრობდა და “ნატვრის ხე” ნინო გაჩნდა. გათხოვილია და სამი გოგო ჰყავს. ნინოს სხვადასხვა ფერის თვალი აქვს. ნინოს მამსგავსებენ მე გარეგნობით. ხომ მართლა, არ დამავიწყდეს სამივე დას სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პლუს მაგისტრატურა. ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

მამასთან და დებთან ერთად

- იმ დღეებში როცა დებდი ოჯახის ფოტოებს, წერდი ამბებს, ყველა კითხულობდა ამ ყველაფერზე რას ფიქრობდა მამის ახლანდელი ცოლი...

- მამის მეუღლე, ქალბატონი ნარგო ჩემთან ერთად ხარობდა ჩემი სიხარულითა და ბედნიერებით. საჩხერეში 4 დღე ვიყავი და თავს დამტრიალებდა. უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურებს მიცხობდა ყოველ დღე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ლიტერატურასთან მეგობრობს. ადვილია განათლებულ ხალხთან ურთიერთობა. მისი მადლიერი ვარ, რომ საკუთარ ოჯახში ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი და სიყვარული მაჩუქა.

- როდესაც ღიად წერდი მამის სიყვარულის ისტორიას, რა რეაქცია ჰქონდა ამ ქალბატონს?

- ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური რეაქცია ჰქონდა. თავად შვილებს ასე უხსნიდა მამის სიყვარულის ისტორიას, მამა ტარიელია და თავის ნესტან-დარეჯანს ანუ ნანას დასტირისო. არშემდგარი სიყვარულის ისტორიას ზღაპრად აწვდიდა შვილებს, რომ მათთვის სტრესი არ მიეყენებინა. ასე იცის ლიტერატურასთან მეგობრობამ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა.

- შენმა მეუღლემ ალექსანდრემ, რა გითხრა, როდესაც ნახა, რომ შენი ბიოლოგიური ოჯახი ასე დაგხვდა?

- ალექსანდრე ძალიან ბედნიერია როცა მე ბედნიერი და გახარებული ვარ. მან მითხრა რომ ეს არის პროცესი ჩემი ცხოვრებისეული ტრავმების განკურნების. ალე-ბალე ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია, ჩემი გმირია. ნელ-ნელა მიტოვებული შვილის სინდრომიც მიქრება. ყველაფერი ლაგდება, ისე როგორც ღმერთს და სამყაროს უნდა. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ. დიდება უფალს!

- ვერ ნახე ბიოლოგიური დედა, მაგრამ შეგირიგდა, ერთადერთი საყვარელი შვილი, ალბათ გარკვეული როლი მამამ შეასრულა.

- დედამ შემომითვალა, ამ ეტაპზე შენი ნახვა არ მსურსო. მესმის, არაა პრობლემა. ნაწყენია, საჯაროდ რომ დავწერე მისი სახელი და გვარი და მისიც მესმის. მამის, დების და დისშვილების დამსახურებაა რომ მე და ჩემმა შვილმა ურთიერთობები დავალაგეთ და ყველაფერი ისეა როგორც ორივეს გვინდოდა. ამისთვის მათი მადლიერი ვარ. ირაკლის ძალიან მოეწონა ყველა და მეგობრობს მათთან.

- ცისნამი, მამამ როგორ აგიხსნათ, რომ ამდენი წელი არ უძებნიხართ?

- ძალიან რთული კითხვაა. ჯერ თქვა არ ვიცოდი შენი არსებობაო. შემდეგ თქვა, რომ დედაჩემს ისევ ხვდებოდა სანამ ის გათხოვდებოდა. მას უთქვამს რომ ბავშვი არსებობდა. მეორე დღისთვის დაუნიშნავთ შეხვედრა ერთმანეთისთვის რომ ერთად უნდა წასულიყვნენ და მოეძებნათ ჩემი თავი. მეორე დღეს დედა არ გამოჩენილა. მამას რომ დაურეკავს მას უთქვამს, უნდა გვთხოვდე და ბავშვი ხელს შემიშლის გათხოვებაშიო. რადგან დედამ ინიციატივა არ გამოიჩინა, მამამაც აღარ გააგრძელა ჩემი მოძებნა. დანარჩენ დეტალებში აღარ ჩავღრმავებულვარ. მე ყველას ყველაფერი მივუტევე. არც ახსნა-განმარტება მითხოვია მეტი. ახლა მხოლოდ სიყვარულის და ტკბილი მოგონებების შეგროვების დროა. ყველაფერი ცუდი წარსულში უნდა დარჩეს.

- ცისნამი, ოცნებები ხდება, ეს შენს ცხოვრებაზეა ნათქვამი. რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ახლა გადის შენს გზას?

- ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია. ყველა ოცნება აუცილებლად რეალობად იქცევა. იმ ადამიანებს ვინც ჩემნაირ გზას გადის ვეტყოდი რომ არ შეწყვიტო წინ სიარული, არ შეწყვიტო ბრძოლა, რადგან ბოლო სიკეთისა და სიყვარულისაა. გააზიარეთ სიყვარული, ამ სიტყვებს გიტოვებთ მთავარ მესიჯად.

წაიკითხეთ ასევე: