მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება
ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება

დარ­ქნეტ პლატ­ფორ­მა Silk Road-ის ("აბ­რე­შუ­მის გზა") დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი როს უი­ლი­ამ ულბ­რიხ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლია. მან 10 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა სა­პა­ტიმ­რო­ში, რო­მე­ლიც ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­წყა­ლე­ბის წყა­ლო­ბით უკვე და­ტო­ვა. დიახ, 40 წლის ულბ­რიხ­ტი, რო­მელ­საც 2015 წელს ორი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, დო­ნალდ ტრამპმა შე­ი­წყა­ლა. ეს მოხ­და აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის მე­ო­რე დღეს.

როს უი­ლი­ამ ულბ­რიხ­ტი ტო­ვებს ცი­ხეს

მან დარ­ქნეტ პლატ­ფორ­მა Silk Road 2011 წელს შექ­მნა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ია­რა­ღი­თა და ნარ­კო­ტი­კე­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ეფ-ბი-აის აგე­ნე­ტებ­მა ულბ­რიხ­ტი 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სან-ფრან­ცის­კო­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ა­კა­ვეს.

"მას ორი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს +კიდე 40 წელი. ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია“, - და­წე­რა ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში Truth Social 21 იან­ვრის სა­ღა­მოს და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტი­მა­რი "სრუ­ლად და უპი­რო­ბოდ" შე­ი­წყა­ლა“.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა და­უ­რე­კა ულბ­რიხ­ტის დე­დას და პი­რა­დად აც­ნო­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ მან შე­ი­წყა­ლა ულბ­რიხ­ტი ნა­წი­ლობ­რივ დე­დი­სა და ნა­წი­ლობ­რივ "ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც მისი დიდი მხარ­დამ­ჭე­რია.

დე­დას­თან ერ­თად

Reuters-ის ცნო­ბით , ულბ­რიხ­ტი არი­ზონoს ფე­დე­რა­ლურ ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც უკვე და­ტო­ვა.

"ათ წელ­ზე მეტი ხნის პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა როსს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ი­წყოს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან, აღად­გი­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და და­დე­ბი­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში“, - თქვა ად­ვო­კატ­მა.

როს ულბ­რიხ­ტის შე­წყა­ლე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი და­პი­რე­ბა იყო. მან "აბ­რე­შუ­მის გზის" დამ­ფუძ­ნებ­ლის სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გეგ­მებ­ზე 2024 წლის მა­ის­ში ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნელ­თა ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრე ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი პარ­ტია მო­ი­თხოვ­და ულბ­რიხ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მის საქ­მეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­და­ჭარ­ბე­ბის მა­გა­ლითს უწო­დებ­და.

Silk Road იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პლატ­ფორ­მა darknet-ში, სა­დაც ბიტ­კო­ი­ნე­ბით იყი­დე­ბო­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ასე­ვე ია­რა­ღი და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ულბ­რიხტმა ის 2011 წელს შექ­მნა, მა­ღა­ზია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და 2013 წლის ჩათ­ვლით, ანუ Silk Road-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და­კა­ვე­ბამ­დე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრირ­და მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი, მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლა 100 ათას­ზე მეტ­მა, რომ­ლებ­მაც ჯამ­ში 214 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ არა­ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში შე­ძე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო, სულ ცოტა, 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

2015 წელს ულბ­რიხტმა სას­ჯე­ლად მი­ი­ღო სა­მუ­და­მო მას შემ­დეგ, რაც დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში, შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში, ჰა­კე­რო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში.

თა­ვად ულბ­რიხტმა თქვა, რომ მას "სურ­და მი­ე­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ არ­ჩე­ვა­ნი, და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მათი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და ანო­ნი­მუ­რო­ბა ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას“.

მისი ად­ვო­კა­ტე­ბი კი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სა­ი­ტის შექ­მნის შემ­დეგ მან მისი მარ­თვა სხვა ადა­მი­ა­ნებს გა­დას­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება

ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება

დარქნეტ პლატფორმა Silk Road-ის ("აბრეშუმის გზა") დამფუძნებელი როს უილიამ ულბრიხტი თავისუფალია. მან 10 წელზე მეტი გაატარა საპატიმროში, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების წყალობით უკვე დატოვა. დიახ, 40 წლის ულბრიხტი, რომელსაც 2015 წელს ორი უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დონალდ ტრამპმა შეიწყალა. ეს მოხდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების მეორე დღეს.

როს უილიამ ულბრიხტი ტოვებს ციხეს

მან დარქნეტ პლატფორმა Silk Road 2011 წელს შექმნა, რომლის მეშვეობითაც იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ეფ-ბი-აის აგენეტებმა ულბრიხტი 2013 წლის ოქტომბერში სან-ფრანცისკოში, ბიბლიოთეკაში დააკავეს.

"მას ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს +კიდე 40 წელი. ეს სრული აბსურდია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social 21 იანვრის საღამოს და აღნიშნა, რომ პატიმარი "სრულად და უპირობოდ" შეიწყალა“.

აშშ-ს პრეზიდენტმა დაურეკა ულბრიხტის დედას და პირადად აცნობა ეს გადაწყვეტილება. ტრამპმა თქვა ისიც, რომ მან შეიწყალა ულბრიხტი ნაწილობრივ დედისა და ნაწილობრივ "ლიბერტარიანული მოძრაობის“ პატივსაცემად, რომელიც მისი დიდი მხარდამჭერია.

დედასთან ერთად

Reuters-ის ცნობით , ულბრიხტი არიზონoს ფედერალურ ციხეში იმყოფებოდა, რომელიც უკვე დატოვა.

"ათ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება როსს აძლევს შესაძლებლობას დაიწყოს ყველაფერი თავიდან, აღადგინოს თავისი ცხოვრება და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში“, - თქვა ადვოკატმა.

როს ულბრიხტის შეწყალება დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. მან "აბრეშუმის გზის" დამფუძნებლის სასჯელის შემსუბუქების გეგმებზე 2024 წლის მაისში ლიბერტარიანელთა ეროვნულ ყრილობაზე ისაუბრა. ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე ლიბერტარიანული პარტია მოითხოვდა ულბრიხტის გათავისუფლებას და მის საქმეს ხელისუფლების ჩარევის გადაჭარბების მაგალითს უწოდებდა.

Silk Road იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი პლატფორმა darknet-ში, სადაც ბიტკოინებით იყიდებოდა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე იარაღი და ყალბი დოკუმენტები. ულბრიხტმა ის 2011 წელს შექმნა, მაღაზია ფუნქციონირებდა 2013 წლის ჩათვლით, ანუ Silk Road-ის დამფუძნებლის დაკავებამდე. ამ ხნის განმავლობაში საიტზე დარეგისტრირდა მილიონამდე ადამიანი, მისი მომსახურებით ისარგებლა 100 ათასზე მეტმა, რომლებმაც ჯამში 214 მილიონი დოლარი დახარჯეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ არალეგალურ სივრცეში შეძენილი ნარკოტიკების გამო, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა.

2015 წელს ულბრიხტმა სასჯელად მიიღო სამუდამო მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელებაში, შეთქმულებაში, ჰაკერობასა და ფულის გათეთრებაში.

თავად ულბრიხტმა თქვა, რომ მას "სურდა მიეცა ადამიანებისთვის საშუალება გაეკეთებინათ არჩევანი, დაცული ყოფილიყო მათი კონფიდენციალურობა და ანონიმურობა ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას“.

მისი ადვოკატები კი ამტკიცებდნენ, რომ საიტის შექმნის შემდეგ მან მისი მართვა სხვა ადამიანებს გადასცა.