პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსმა სამხედროებმა იმ დროს დაგვიჭირეს, როცა საოკუპაციო ხაზთან ახლობლისთვის სამედიცინო კონსულტაციის გასაწევად მივედი" - ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული
"რუსმა სამხედროებმა იმ დროს დაგვიჭირეს, როცა საოკუპაციო ხაზთან ახლობლისთვის სამედიცინო კონსულტაციის გასაწევად მივედი" - ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული

ჩვენს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რა თქმა უნდა, დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ნი­ქო­ზის მიმ­დე­ბა­რედ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ­მა ალექ­სი მა­მუ­ლი­ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ალექ­სი მა­მუ­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში ზე­წო­ლას და ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ზო­გა­დად მო­პყრო­ბა იყო კარ­გი.

„ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ექი­მი ვარ, ახ­ლო­ბელ­თან შე­სახ­ვედ­რად ვი­ყა­ვი, ვის­თვი­საც უნდა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა კონ­სულ­ტა­ცია. ცხინ­ვალ­ში მცხოვ­რე­ბია ეს ადა­მი­ა­ნი, ქარ­თვე­ლია წარ­მო­შო­ბით. ის უნდა მო­სუ­ლი­ყო ახ­ლოს სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან. რა თქმა უნდა, სა­ზღვა­რი, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა არ ვი­ცო­დი, გა­ვი­ყო­ლე ჩემი ნა­თე­სა­ვი ივა­ნე ჯა­ფი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მი­მას­წავ­ლა სა­ზღვა­რი და ის ად­გი­ლი, სა­დაც უნდა შევ­ხა­რო­დი. ჩვე­ნი ფიქ­რით, არ გა­დაგ­ვიკ­ვე­თია სა­ო­კუ­პა­ციო სა­ზღვა­რი, მაგ­რამ რუ­სებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ჩვენ გა­დაკ­ვე­თი­ლი გვქონ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოგ­ვად­გნენ ია­რა­ღე­ბით და ნიღ­ბე­ბით და გან­გვი­ცხა­დეს, რომ ჩვენ და­ვარ­ღვი­ეთ სა­ზღვა­რი. წაგ­ვიყ­ვა­ნეს ცხინ­ვა­ლის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე, სა­დაც და­კი­თხვა ჩა­ტარ­და და შემ­დეგ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც გვამ­ყო­ფეს შვი­დი დღე. მეშ­ვი­დე დღეს სა­სა­მარ­თლო ჩაგ­ვი­ტარ­და.

მო­პყრო­ბა იყო კარ­გი, პი­რო­ბე­ბი იყოს კარ­გი, ცი­ხის პი­რო­ბებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერ­ში არ ვი­ყა­ვით. ზე­წო­ლას და ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, კვე­ბა ნორ­მა­ლუ­რი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სი მა­მუ­ლი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ნი­ქო­ზის მიმ­დე­ბა­რედ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ალექ­სი მა­მუ­ლია და ივა­ნე ჯა­ფი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სი მა­მუ­ლი­ას და ივა­ნე ჯა­ფი­აშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის (EUMM) მიერ ოპე­რი­რე­ბა­დი „ცხე­ლი ხა­ზის“ მე­ქა­ნიზ­მი, ისე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რუსმა სამხედროებმა იმ დროს დაგვიჭირეს, როცა საოკუპაციო ხაზთან ახლობლისთვის სამედიცინო კონსულტაციის გასაწევად მივედი" - ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული

"რუსმა სამხედროებმა იმ დროს დაგვიჭირეს, როცა საოკუპაციო ხაზთან ახლობლისთვის სამედიცინო კონსულტაციის გასაწევად მივედი" - ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული

ჩვენს განთავისუფლებას, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, უსაფრთხოების სამსახურმა, - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულმა ალექსი მამულიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალექსი მამულიამ აღნიშნა, ცხინვალის ციხეში ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ზოგადად მოპყრობა იყო კარგი.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ექიმი ვარ, ახლობელთან შესახვედრად ვიყავი, ვისთვისაც უნდა ჩამეტარებინა კონსულტაცია. ცხინვალში მცხოვრებია ეს ადამიანი, ქართველია წარმოშობით. ის უნდა მოსულიყო ახლოს საოკუპაციო ზოლთან. რა თქმა უნდა, საზღვარი, ადგილმდებარეობა არ ვიცოდი, გავიყოლე ჩემი ნათესავი ივანე ჯაფიაშვილი, რომელმაც მიმასწავლა საზღვარი და ის ადგილი, სადაც უნდა შევხაროდი. ჩვენი ფიქრით, არ გადაგვიკვეთია საოკუპაციო საზღვარი, მაგრამ რუსებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გადაკვეთილი გვქონდა. სრულიად მოულოდნელად მოგვადგნენ იარაღებით და ნიღბებით და განგვიცხადეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ საზღვარი. წაგვიყვანეს ცხინვალის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაკითხვა ჩატარდა და შემდეგ გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გვამყოფეს შვიდი დღე. მეშვიდე დღეს სასამართლო ჩაგვიტარდა.

მოპყრობა იყო კარგი, პირობები იყოს კარგი, ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით. ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, კვება ნორმალური იყო“, - განაცხადა ალექსი მამულიამ.

ინფორმაციისათვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.