პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე
ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე

2025 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტის ეპი­ცენ­ტრში - დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე, ვა­შინგტო­ნის კა­პი­ტო­ლი­უ­მის ავან­სცე­ნა­ზე წი­თელ ზე­და­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მა­ლე­ვე მი­ი­პყრო.

ის არც პო­ლი­ტი­კო­სია, არც მი­ლი­არ­დე­რი!

ბე­ვერ­ლი "ბევი" კე­როლ აი­კინ­სი, ამე­რი­კის ახა­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ჯე­იმს დე­ვიდ (ჯეი დი) ვენ­სის დე­დაა. ბე­ვერ­ლის­თვის ამ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას დგო­მა ცხოვ­რე­ბის წარ­მო­უდ­გენ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი და დიდი სი­ა­მა­ყის მი­ზე­ზი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ოჯა­ხი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ქალი კი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ტი­კებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბე­ვერ­ლი მედ­დად მუ­შა­ობ­და და ნარ­კო­ტი­კულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰე­რო­ი­ნის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რი და ცხოვ­რე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა, შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა აღარ შე­ეძ­ლო.

2016 წელს ჯეი დი ვან­სმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ბესტსე­ლე­რი "ჰილ­ბი­ლის ელე­გია", რო­მელ­შიც აღ­მო­სავ­ლეთ ოჰა­ი­ოს ღა­რიბ ინ­დუსტრი­ულ ქა­ლაქ­ში სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას აღ­წერს და ამე­რი­კის თეთრკა­ნი­ან მუ­შა­თა კლა­სის ბრძო­ლას ასა­ხავს. წიგნ­ში, რომ­ლის გა­მო­ცე­მი­სას ვენ­სი 31 წლის იყო, იგი აღ­წერს თა­ვის ბავ­შვო­ბა­სა და ახალ­გაზ­რდო­ბას ოჰა­ი­ოს შო­რე­ულ კუ­თხე­ში, ჰყვე­ბა დე­და­ზე, რო­მე­ლიც ნარ­კო­მა­ნი იყო და მუდ­მი­ვად იც­ვლი­და პარტნი­ო­რებს. ბიჭს ძი­რი­თა­დად ბე­ბია ზრდი­და.

ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი აღ­წერს ერთ ამ­ბავს, თუ რო­გო­რი სიჩ­ქა­რით მი­აქ­რო­ლებ­და ერთხელ დე­და­მი­სი მან­ქა­ნას და ორი­ვეს მოკ­ვლით იმუქ­რე­ბო­და. ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბე­ვერ­ლი და­ა­კა­ვეს და ვენ­სი ბე­ბი­ას­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

თა­ვად ვენ­სი ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ოდეს­მე მი­აღ­წევ­და ასეთ სი­მაღ­ლე­ებს.

"ყვე­ლას, ვინც სი­ღა­რი­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი და იზ­რდე­ბა ისეთ ოჯახ­ში, სა­დაც ბავ­შვებს ერთი მშო­ბე­ლი ჰყავთ, მარ­თლაც ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ“, - წერს ის.

ის, რომ ვენ­სმა შეძ­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა და ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა, დიდ­წი­ლად მისი ბე­ბი­ი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ის სა­ზღვაო სამ­ხედ­რო და­ნა­ყოფ­ში 2003-დან 2007 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და, ვიდ­რე ოჰა­ი­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და იე­ლის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რებ­და.

”და იყ­ვნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნავ­დნენ ჩემს ბედ­ზე. ამ ადა­მი­ან­თა­გან ერ­თიც რომ ამო­ი­ღო ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­ტო­ლე­ბი­დან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დას­რულ­დე­ბო­და", - წერს ის წიგნ­ში.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვენ­სი ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და თა­ვის ბე­ბი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2005 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ვენ­სის ბე­ბია დე­დის მხრი­დან, წარ­მო­შო­ბით ჯექ­სო­ნი­დან, "სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ კენ­ტუ­კის ქვა­ნახ­ში­რის რე­გი­ო­ნის გუ­ლი­დან იყო“, - წერს Politico.

კად­რი ფილ­მი­დან

2020 წელს ვენ­სის წიგ­ნი Netflix-ის ფილ­მად იქცა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე

ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე

2025 წლის პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის ეპიცენტრში - დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ავანსცენაზე წითელ ზედაში გამოწყობილი პატარა, საყვარელი ქალი გამოჩნდა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება მალევე მიიპყრო.

ის არც პოლიტიკოსია, არც მილიარდერი!

ბევერლი "ბევი" კეროლ აიკინსი, ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ (ჯეი დი) ვენსის დედაა. ბევერლისთვის ამ ისტორიულ ადგილას დგომა ცხოვრების წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მომენტი და დიდი სიამაყის მიზეზი უნდა ყოფილიყო.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ქალი კი კარგა ხნის განმავლობაში ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.

ბევერლი მედდად მუშაობდა და ნარკოტიკულ მედიკამენტებზე ხელი მიუწვდებოდა... მოგვიანებით კი ჰეროინის მოხმარება დაიწყო, შესაბამისად, სამსახური და ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა, შვილებზე ზრუნვა აღარ შეეძლო.

2016 წელს ჯეი დი ვანსმა გამოაქვეყნა თავისი ბესტსელერი "ჰილბილის ელეგია", რომელშიც აღმოსავლეთ ოჰაიოს ღარიბ ინდუსტრიულ ქალაქში საკუთარ ბავშვობას აღწერს და ამერიკის თეთრკანიან მუშათა კლასის ბრძოლას ასახავს. წიგნში, რომლის გამოცემისას ვენსი 31 წლის იყო, იგი აღწერს თავის ბავშვობასა და ახალგაზრდობას ოჰაიოს შორეულ კუთხეში, ჰყვება დედაზე, რომელიც ნარკომანი იყო და მუდმივად იცვლიდა პარტნიორებს. ბიჭს ძირითადად ბებია ზრდიდა.

ბიოგრაფიულ წიგნში ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აღწერს ერთ ამბავს, თუ როგორი სიჩქარით მიაქროლებდა ერთხელ დედამისი მანქანას და ორივეს მოკვლით იმუქრებოდა. ინციდენტის შემდეგ ბევერლი დააკავეს და ვენსი ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.

თავად ვენსი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მიაღწევდა ასეთ სიმაღლეებს.

"ყველას, ვინც სიღარიბით არის გარშემორტყმული და იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვებს ერთი მშობელი ჰყავთ, მართლაც ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვთ“, - წერს ის.

ის, რომ ვენსმა შეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა და ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, დიდწილად მისი ბებიისა და სამხედრო სამსახურის დამსახურებაა.

ის საზღვაო სამხედრო დანაყოფში 2003-დან 2007 წლამდე მსახურობდა, ვიდრე ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იელის სამართლის სკოლაში ჩააბარებდა.

”და იყვნენ მასწავლებლები, შორეული ნათესავები და მეგობრები, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემს ბედზე. ამ ადამიანთაგან ერთიც რომ ამოიღო ჩემი ცხოვრების განტოლებიდან, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა", - წერს ის წიგნში.

წლების განმავლობაში, ვენსი ბევრს ლაპარაკობდა თავის ბებიაზე, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა. ვენსის ბებია დედის მხრიდან, წარმოშობით ჯექსონიდან, "სამხრეთ-აღმოსავლეთ კენტუკის ქვანახშირის რეგიონის გულიდან იყო“, - წერს Politico.

კადრი ფილმიდან

2020 წელს ვენსის წიგნი Netflix-ის ფილმად იქცა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე