პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს" - სალომე ზურაბიშვილი
"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს" - სალომე ზურაბიშვილი

"ვერ­ცერთ ამე­რი­კულ მთავ­რო­ბას ვერ ვხე­დავ, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მსგავ­სი ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ემე­გობ­რე­ბა ხან­და­ხან ჩი­ნე­ლებს, ხან­და­ხან ირანს, ხან­და­ხან ზო­გი­ერთ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფს, და არა­ვი­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Atlantic Council-ის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით აშშ-ის პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის ორ­პარ­ტი­უ­ლი იყო და სა­სან­ქციო ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვნა­ხეთ, უკვე აქვს თა­ვი­სი ეფექ­ტი. შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის რე­აქ­ცი­ით ამის და­ნახ­ვა, ნა­რა­ტი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"MEGOBARI აქტი”, რო­მე­ლიც ხე­ლახ­ლა იქნა წარ­დგე­ნი­ლი კონ­გრეს­მენ უილ­სო­ნის მიერ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას აჩ­ვე­ნებს. ის აჩ­ვე­ნებს, რომ თუ იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა გვსურს - ეს არის იზო­ლა­ცი­ის რის­კე­ბი, ხოლო თუ ჩვენს რე­გი­ო­ნა­ლურ, ევრო-ატ­ლან­ტი­კურ გზას და­ვუბ­რუნ­დე­ბით, მა­შინ არ­სე­ბობს ზო­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­უძ­ლია დაგ­ვაბ­რუ­ნოს აშშ-სთან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას­თან, ეკო­ნო­მი­კურ კავ­ში­რებ­თან და მათ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კურ გაღ­რმა­ვე­ბას­თან. ვფიქ­რობ, ეს ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ეს “MEGOBARI აქ­ტშია” ჩა­წე­რი­ლი.

არა­ღი­ა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან არა მგო­ნია, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შე­უძ­ლია იმ ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად მი­ღე­ბა, რო­მელ­საც აღარ გა­აჩ­ნია არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­თაც აშშ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭერ­და მხარს - არა­ნა­ი­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის არა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ვერ­ცერთ ამე­რი­კულ მთავ­რო­ბას ვერ ვხე­დავ, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მსგავ­სი ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რე­ბად მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ემე­გობ­რე­ბა ხან­და­ხან ჩი­ნე­ლებს, ხან­და­ხან ირანს, ხან­და­ხან ზო­გი­ერთ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფს, და არა­ვი­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნია”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ის შეხ­ვედ­რას შეძ­ლებს აშშ-ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან და აღ­ნიშ­ნა, რომ მას შეხ­ვედ­რა ექ­ნე­ბა სე­ნა­ტო­რებ­თან ჯინ შა­ჰინ­თან ("დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“) და ჯიმ რიშ­თან ("რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს" - სალომე ზურაბიშვილი

"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს" - სალომე ზურაბიშვილი

"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს.

"MEGOBARI აქტი”, რომელიც ხელახლა იქნა წარდგენილი კონგრესმენ უილსონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორივე მიმართულებას აჩვენებს. ის აჩვენებს, რომ თუ იზოლირებულად ყოფნა გვსურს - ეს არის იზოლაციის რისკები, ხოლო თუ ჩვენს რეგიონალურ, ევრო-ატლანტიკურ გზას დავუბრუნდებით, მაშინ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შეიძლება და რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლია დაგვაბრუნოს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ეკონომიკურ კავშირებთან და მათ განვითარებასთან და ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ გაღრმავებასთან. ვფიქრობ, ეს ორმხრივი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეს “MEGOBARI აქტშია” ჩაწერილი.

არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს - არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორებად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ის შეხვედრას შეძლებს აშშ-ის თანამდებობის პირებთან და აღნიშნა, რომ მას შეხვედრა ექნება სენატორებთან ჯინ შაჰინთან ("დემოკრატიული პარტია“) და ჯიმ რიშთან ("რესპუბლიკური პარტია“).