საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს" - ბაჩო ქაჯაია
"მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს" - ბაჩო ქაჯაია

მგო­ნია, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­მი­ძღვის ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი ხალ­ხის წი­ნა­შე და არ ვარ ღირ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია და­მე­კის­როს,- ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

  • რო­გორც ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ გან­მარ­ტა, 9 იან­ვარს ის და მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა კა­ფე­დან აქ­ცი­ა­ზე იმ დროს მი­ვიდ­ნენ, როცა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი უკვე გა­და­კე­ტი­ლი იყო.

"60 დღე გახ­დე­ბა მალე, აქე­დან, ალ­ბათ, ჯამ­ში 12-15 დღე არ ვყო­ფილ­ვარ იქ. ძი­რი­თა­დად, იქ გვი­ან მივ­დი­ვარ ხოლ­მე, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით არ ვსარ­გებ­ლობ, დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლობს, ისი­ნი მალე ტო­ვე­ბენ იქა­უ­რო­ბას და ჩა­ნაც­ვლე­ბის ინ­სტინ­ქტი გა­მო­მი­მუ­შავ­და. იმ დღეს, მე და ანა [ტყე­ბუ­ჩა­ვა] მა­ნამ­დე კა­ფე­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ყავა დავ­ლი­ეთ სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვი­სა­უბ­რეთ და იქი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი უკვე გა­და­კე­ტილ რუს­თა­ველს შე­ვუ­ერ­თდით.

ჩემი გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით ჩემი იქ დგო­მის მი­ზა­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაც­ვაა, ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ყვე­ლა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ნა­წა­მე­ბი არი­ან, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში - ნა­ცე­მე­ბი. რად­გან ჩემი ქმე­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს და ყვე­ლა ჩემს ქმე­დე­ბას სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. არას­დროს მახ­სოვს, ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყოს პო­ლი­ცი­ე­ლი და მი­თი­თე­ბა მო­ე­ცეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მას არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მგო­ნია, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­მი­ძღვის ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი ხალ­ხის წი­ნა­შე და არ ვარ ღირ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია და­მე­კის­როს“,- გა­ნა­ცხა­და ქა­ჯა­ი­ამ.

ბაჩო ქა­ჯა­ი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან. კერ­ძოდ იმას, რომ ის 9 იან­ვარს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს" - ბაჩო ქაჯაია

"მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს" - ბაჩო ქაჯაია

მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს,- ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის საქმეს განიხილავენ.

  • როგორც ბაჩო ქაჯაიამ განმარტა, 9 იანვარს ის და მისი მეგობარი, მსახიობი ანა ტყებუჩავა კაფედან აქციაზე იმ დროს მივიდნენ, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.

"60 დღე გახდება მალე, აქედან, ალბათ, ჯამში 12-15 დღე არ ვყოფილვარ იქ. ძირითადად, იქ გვიან მივდივარ ხოლმე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვსარგებლობ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ისინი მალე ტოვებენ იქაურობას და ჩანაცვლების ინსტინქტი გამომიმუშავდა. იმ დღეს, მე და ანა [ტყებუჩავა] მანამდე კაფეში შევხვდით ერთმანეთს, ყავა დავლიეთ სხვა მეგობრებთან ერთად, ვისაუბრეთ და იქიდან გამოსულები უკვე გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდით.

ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში - ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“,- განაცხადა ქაჯაიამ.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.