საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მორიგი გეგმა, "ფარული ომი"? - "მალე უნდა ველოდოთ ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში": როგორია კრემლის პასუხი ბრალდებებზე
პუტინის მორიგი გეგმა, "ფარული ომი"? - "მალე უნდა ველოდოთ ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში": როგორია კრემლის პასუხი ბრალდებებზე

პუ­ტი­ნის რუ­სე­თი ევ­რო­პულ მი­წა­ზე „ჰიბ­რი­დუ­ლი“ თავ­დას­ხმე­ბის ორ­კესტრი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ექ­სპერ­ტი კეირ ჯა­ილ­სი აცხა­დებს, რომ სა­მო­მავ­ლოდ და­სავ­ლეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა. მისი მტკი­ცე­ბით, პუ­ტი­ნი არ მო­ე­რი­დე­ბა მა­სობ­რი­ვი მსხვერ­პლის გა­მოწ­ვე­ვას რუ­სე­თის "ფა­რუ­ლი ომის" შემ­დეგ ფა­ზა­ში.

გა­სულ წელს ბრი­ტა­ნე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი პო­ლი­ცია იძი­ებ­და რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის ამა­ნათ­ში ცე­ცხლგამ­ჩე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მალ­ვას ეხე­ბო­და. მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­ბო­ლო­ოდ სა­წყობ­ში აფეთ­ქდა და მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

”ჩვენ მალე უნდა ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ზრდას ევ­რო­პა­ში,” - ამ­ბობს ჯა­ილ­სი.

  • მა­ნამ­დე პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი გეგ­მავ­და "სა­ჰა­ე­რო ტე­რო­რის" აქ­ტებს ავი­ა­ხა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აწყობ­და დი­ვერ­სი­ას პო­ლო­ნე­თის მი­წა­ზე და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

რუ­სეთს დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ლატ­ვი­ის, ლიტ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ში - ნო­ემ­ბერ­ში, ლიტ­ვა­ში მომ­ხდარ სა­ბე­დის­წე­რო ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სა­ხელ­მწი­ფოს მკვეთ­რი პა­სუ­ხი მოჰ­ყვა:

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თი უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ბო­ტა­ჟი­სა და ტე­რო­რიზ­მის გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­რი­უს ია­უ­ნიშ­კის­მა.

ეჭ­ვე­ბი გაძ­ლი­ერ­და, რო­დე­საც გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში, ბერ­ლინ­ში ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, რო­გორც გა­ირ­კვა ფირ­მა უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რაღს აწარ­მო­ებ­და. და­სავ­ლე­თის უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ივ­ნის­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ Diehl Metal Applications-ში ცე­ცხლი რუს­მა დი­ვერ­სან­ტებ­მა გა­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ კრი­ტი­კუ­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­და­ზიდ­ვის შე­ფერ­ხე­ბას.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა გუ­შინ, ვარ­შა­ვა­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რის დროს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­ი­მე­ო­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტი­ნი ევ­რო­პის "შეშ­ლას" ცდი­ლობს.

"შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო ამ ში­შე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა. რუ­სე­თი გეგ­მავ­და სა­ჰა­ე­რო ტე­რო­რის აქ­ტებს არა მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ოს ავი­ა­ხა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ."

კრემ­ლი ტუს­კის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს.

"ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ევ­რო­პა მსგავ­სი თავ­დას­ხმის­თვის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია და არ გა­აჩ­ნია რე­სურ­სე­ბი ეფექ­ტუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­წე­ვად.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

პუტინის მორიგი გეგმა, "ფარული ომი"? - "მალე უნდა ველოდოთ ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში": როგორია კრემლის პასუხი ბრალდებებზე

პუტინის მორიგი გეგმა, "ფარული ომი"? - "მალე უნდა ველოდოთ ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში": როგორია კრემლის პასუხი ბრალდებებზე

პუტინის რუსეთი ევროპულ მიწაზე „ჰიბრიდული“ თავდასხმების ორკესტრირებაში დაადანაშაულეს.

ექსპერტი კეირ ჯაილსი აცხადებს, რომ სამომავლოდ დასავლეთში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი გაიზრდება. მისი მტკიცებით, პუტინი არ მოერიდება მასობრივი მსხვერპლის გამოწვევას რუსეთის "ფარული ომის" შემდეგ ფაზაში.

გასულ წელს ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიცია იძიებდა რუსეთის მონაწილეობას საქმეში, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი თვითმფრინავის ამანათში ცეცხლგამჩენი მოწყობილობის დამალვას ეხებოდა. მოწყობილობა საბოლოოდ საწყობში აფეთქდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

”ჩვენ მალე უნდა ველოდოთ რუსეთის სახელმწიფოს ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში,” - ამბობს ჯაილსი.

  • მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავდა "საჰაერო ტერორის" აქტებს ავიახაზების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში, აწყობდა დივერსიას პოლონეთის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთს დიდი ხანია ადანაშაულებენ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის არჩევნებში ჩარევაში - ნოემბერში, ლიტვაში მომხდარ საბედისწერო ავიაკატასტროფას სახელმწიფოს მკვეთრი პასუხი მოჰყვა:

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება. უცხოელი პარტნიორები საბოტაჟისა და ტერორიზმის გარკვეულ საფრთხეზე საუბრობენ“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარიუს იაუნიშკისმა.

ეჭვები გაძლიერდა, როდესაც გასული წლის მაისში, ბერლინში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, როგორც გაირკვა ფირმა უკრაინისთვის იარაღს აწარმოებდა. დასავლეთის უშიშროების ოფიციალურმა პირებმა ივნისში განაცხადეს, რომ Diehl Metal Applications-ში ცეცხლი რუსმა დივერსანტებმა გააჩინეს, რომლებიც ცდილობდნენ კრიტიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის შეფერხებას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გუშინ, ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გაიმეორა და აღნიშნა, რომ პუტინი ევროპის "შეშლას" ცდილობს.

"შემიძლია დავადასტურო ამ შიშების მართებულობა. რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორის აქტებს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელ მსოფლიოს ავიახაზების წინააღმდეგ."

კრემლი ტუსკის ბრალდებებს უარყოფს.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

თავდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპა მსგავსი თავდასხმისთვის მოუმზადებელია და არ გააჩნია რესურსები ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: