პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება
გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, შე­წყდა. მას ახლა ბრა­ლი მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­ში ედე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, ად­ვო­კატ­მა ამ ნა­წილ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნის შე­წყვე­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა და არ­გუ­მენ­ტად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია, რაც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს პირს. აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბის მხა­რეც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ნა­წილ­ში ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მა­ნამ­დე კი, სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა, გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი, ვინც ჩვენ­ზე ძა­ლა­დობ­და, მე არ ვიცი. ვინც იქ პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, იცავ­და წეს­რიგს და ის ხალ­ხი, ვინც ამ წეს­რიგს არ­ღვევ­და, გად­მო­დი­ო­და და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და შე­და­რე­ბით სუსტ დე­მონ­სტრან­ტებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, რომ უნდა და­ვიც­ვა ის ხალ­ხი, ვინც არის ჩემ­ზე სუს­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, იქ, პო­ლი­ცი­ე­ლი იყო ის, თუ ვი­ღაც მო­ძა­ლა­დე, პი­რო­ბი­თად "ნინ­ძა“, ვინც დე­მონ­სტრან­ტებს ძვლებ­ში ამ­ტვრევ­და, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით,[არ ვიცი]. თუ ვი­დე­ო­ებს ნა­ხავთ, და­ი­ნა­ხავთ, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჯგუ­ფად მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ჩვენ­კენ და იწყე­ბო­და ჩვენ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. მერე ისევ უკან წა­ვი­დოდ­ნენ, ჩვე­ნებს წა­იყ­ვან­დნენ, ჩვე­ნებ­ში დე­მონ­სტრანტს ვგუ­ლის­ხმობ და შემ­დეგ იქ ათ­მა­გად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ამ ჯაჯ­გურ­ში, ხე­ლის კვრა­ში, ალ­ბათ, მოხ­და ის ფაქ­ტი, რა­საც ქალ­ბა­ტო­ნი ანა (პრო­კუ­რო­რი) ეძა­ხის ჩუ­მად მი­პარ­ვას და თავ­დას­ხმას. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ზე ოკ­მე­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილს“.

ცნო­ბის­თვის, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილს, პო­ლი­ცი­ელ­ზე, ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კერ­ძოდ, იდაყ­ვის დარ­ტყმით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

ოკ­მე­ლაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7- წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ლი­მო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება

გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.

უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. საბოლოო ჯამში კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ოკმელაშვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

მანამდე კი, სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, გიორგი ოკმელაშვილმა.

"პოლიციელები, იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი. ვინც იქ პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს არღვევდა, გადმოდიოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ის ხალხი, ვინც არის ჩემზე სუსტი. შესაბამისად, იქ, პოლიციელი იყო ის, თუ ვიღაც მოძალადე, პირობითად "ნინძა“, ვინც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,[არ ვიცი]. თუ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, შავებში ჩაცმული ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. მერე ისევ უკან წავიდოდნენ, ჩვენებს წაიყვანდნენ, ჩვენებში დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში, ალბათ, მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა (პროკურორი) ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ოკმელაშვილმა.

სასამართლოზე ოკმელაშვილის ახლობლების მხრიდან ისმოდა შეძახილები: "თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს“.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.