სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით
"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით

53 წლის ფრანგს ქალს, სა­ხე­ლად ანას ეგო­ნა, რომ ბრედ პიტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და თაღ­ლითს, რო­მე­ლიც თავს ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბად ასა­ღებ­და, 850 000 დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა.

თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ ქალი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ფრან­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხის TF1-ის გა­და­ცე­მა­ში - Seven to Eight.

მისი თქმით, თაღ­ლი­თო­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც Facebook-ზე მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა პი­რის­გან, რო­მე­ლიც თავს მსა­ხი­ო­ბის დე­დად ასა­ღებ­და. ერთი თვის შემ­დეგ, ყალ­ბი პი­ტიც და­უ­კავ­შირ­და, სთხოვ­და, ქმა­რი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და. ასე­ვე სთხოვ­და ფულს მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. ქალ­მა თან­ხა თაღ­ლითს მას შემ­დეგ გა­და­უ­რი­ცხა, რაც და­არ­წმუ­ნეს, რომ პიტს თირკმლის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ფული სჭირ­დე­ბო­და და ყალ­ბი ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს, სა­დაც ჩან­და, რომ, თით­ქოს, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წოლ­ზე იწვა.

ფო­ტო­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.

  • ქალი მი­ლი­ო­ნერ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბობს, ყალბ­მა ბრედ პიტ­მა უთხრა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა არ შე­ეძ­ლო, რად­გან მისი თან­ხე­ბი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სის გამო "გა­ყი­ნეს".

"თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ ეს სი­ყალ­ბე იყო, რომ სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვარ და ბო­ლომ­დე ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს", - იხ­სე­ნებს ის.

თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი რომ გახ­და, ამას მხო­ლოდ მა­შინ მიხ­ვდა, რო­დე­საც ბრედ პი­ტის ნამ­დვი­ლი ფო­ტო­ე­ბი ნახა ამ­ჟა­მინ­დელ შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ინეს დე რა­მონ­თან ერ­თად.

ქალ­მა ქმა­რი მი­ა­ტო­ვა , რათა პიტ­თან ჰქო­ნო­და ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ.

"ვე­კი­თხე­ბი სა­კუ­თარ თავს, რა­ტომ ამირ­ჩი­ეს ასე­თი ზი­ა­ნის მო­სა­ყე­ნებ­ლად? არას­დროს არა­ვის­თვის ზი­ა­ნი არ მი­მი­ყე­ნე­ბია. ეს ხალ­ხი ჯო­ჯო­ხეთს იმ­სა­ხუ­რებს", - აღ­ნიშ­ნავს ის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით

"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით

53 წლის ფრანგს ქალს, სახელად ანას ეგონა, რომ ბრედ პიტთან ურთიერთობა ჰქონდა და თაღლითს, რომელიც თავს ცნობილ მსახიობად ასაღებდა, 850 000 დოლარი გადაურიცხა.

თაღლითობის შესახებ ქალი დეტალურად ჰყვება ფრანგული ტელეარხის TF1-ის გადაცემაში - Seven to Eight.

მისი თქმით, თაღლითობა დაიწყო მას შემდეგ, რაც Facebook-ზე მიიღო შეტყობინება პირისგან, რომელიც თავს მსახიობის დედად ასაღებდა. ერთი თვის შემდეგ, ყალბი პიტიც დაუკავშირდა, სთხოვდა, ქმარი მიეტოვებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ასევე სთხოვდა ფულს მკურნალობისთვის. ქალმა თანხა თაღლითს მას შემდეგ გადაურიცხა, რაც დაარწმუნეს, რომ პიტს თირკმლის მკურნალობისთვის ფული სჭირდებოდა და ყალბი ფოტოები გაუგზავნეს, სადაც ჩანდა, რომ, თითქოს, კინოვარსკვლავი საავადმყოფოს საწოლზე იწვა.

ფოტოები ხელოვნური ინტელექტით იყო გაკეთებული.

  • ქალი მილიონერზე იყო დაქორწინებული. როგორც ამბობს, ყალბმა ბრედ პიტმა უთხრა, რომ მკურნალობის დაფინანსება არ შეეძლო, რადგან მისი თანხები ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების პროცესის გამო "გაყინეს".

"თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სიყალბე იყო, რომ სასაცილოა, მაგრამ სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი არ ვარ და ბოლომდე ვერ გავიგე, რა ხდებოდა ჩემს თავს", - იხსენებს ის.

თაღლითობის მსხვერპლი რომ გახდა, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც ბრედ პიტის ნამდვილი ფოტოები ნახა ამჟამინდელ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად.

ქალმა ქმარი მიატოვა , რათა პიტთან ჰქონოდა ურთიერთობა. როგორც ცნობილია, მან პოლიციაში განაცხადა თაღლითობის შესახებ.

"ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ ამირჩიეს ასეთი ზიანის მოსაყენებლად? არასდროს არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია. ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს", - აღნიშნავს ის.

წყარო