პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია? - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ
ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია?  - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ

წიგ­ნი ყვე­ლას­თვის და არა­ვის­თვის - ეს ნიც­შეს „ზა­რა­ტუსტრაა“. ფრიდ­რიხ ნიც­შეს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნო­ვე­ლა 1883-85 წლებ­ში და­ი­წე­რა და ოთხი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ნა­მუ­შევ­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ეხე­ბა ისეთ თე­მებს, რო­გო­რი­ცაა „კვლავ დაბ­რუ­ნე­ბის იდეა“, „ღმერ­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის“ ქა­რაგ­მა, და ზე­ა­და­მი­ა­ნის „წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა“. წიგ­ნი, რო­მელ­საც თა­ვად ნიც­შე „ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ღრმა“ ნა­მუ­შე­ვარს უწო­დებ­და, წარ­მო­ად­გენს ეზო­თე­რულ ტრაქ­ტატს ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და მო­რალ­ზე. წიგ­ნის პრო­ტა­გო­ნის­ტი არის გან­დე­გი­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ზა­რა­თუშ­ტრა, რო­მე­ლიც ას­კე­ტიზმს მი­ა­ტო­ვებს და კა­ცობ­რი­ო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქა­და­გებ­ლად.

„ასე იტყო­და ზა­რა­ტუსტრას“ მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი შე­დევ­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. მას­ში გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი კარ­გად ასა­ხავს მა­შინ­დელ ეპო­ქას, თუმ­ცა დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, რად­გან მკი­თხველს ადა­მი­ა­ნის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სამ­ყა­როს გა­და­ფა­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მას­ში გან­ხი­ლუ­ლი იდე­ე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან ის აჩენს კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­საც აწუ­ხებს: ვინ ვართ ჩვენ? რო­გორ უნდა შევ­ქმნათ სამ­ყა­როს უკე­თე­სი ვერ­სია?

1883-1885 წლებ­ში, როცა ნა­წარ­მო­ე­ბი იწე­რე­ბო­და, ევ­რო­პა ღრმა სო­ცი­ა­ლურ­მა და კულ­ტუ­რულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა მო­იც­ვა. ნიც­შეს ნა­აზ­რე­ვი პა­სუ­ხია XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კრი­ზის­ზე – რე­ლი­გი­ის, მო­რა­ლი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის რღვე­ვა­ზე. ნიც­შე თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში გვთა­ვა­ზობს არა მხო­ლოდ კრი­ტი­კას, არა­მედ ახ­ლე­ბურ ხედ­ვას ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თავს თა­ვი­სუ­ფალ არ­სე­ბად აღი­ა­რებს და სა­კუ­თარ ბედს თა­ვად გან­სა­ზღვრავს. ნა­წარ­მო­ე­ბი მკი­თხველს უფრო ღრმა და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ტექ­სტის ცენ­ტრში „ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის“ თე­მაა. თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფი­ურ რო­მან­ში რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სა­კა­ცობ­რიო იდე­აა გან­ხი­ლუ­ლი. ესე­ნია:

  • „ღმერ­თის სიკ­ვდი­ლი“ - ნიც­შეს ცნო­ბი­ლი ფრა­ზა „ღმერ­თი მოკ­ვდა“ ამ ტექ­სტში მთა­ვა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი თე­მაა. ეს ნიშ­ნავს, რომ ტრა­დი­ცი­ულ­მა რე­ლი­გი­ურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ძალა და­კარ­გა. ავ­ტო­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­რა­ლუ­რი სის­ტე­მა გა­ნად­გურ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში. ზა­რა­ტუსტრა აღი­ა­რებს, რომ ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბამ თავი და­აღ­წია ძვე­ლი ნორ­მე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის ჩარ­ჩო­ებს, რაც სა­ჭი­რო­ებს ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნას.
  • „ზე­ა­და­მი­ა­ნი“ - ზა­რა­ტუსტრა მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, რომ გა­და­ა­ჭარ­ბონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ზღვრებს და გახ­დნენ „ზე­ა­და­მი­ა­ნე­ბი" – ინ­დი­ვი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ძვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან და ქმნი­ან სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მი­ზანს. ნიც­შე გვე­უბ­ნე­ბა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ში­ნა­გა­ნი ძა­ლით გა­და­ლა­ხავს ძველ შე­ზღუდ­ვებს და სა­კუ­თარ თავ­ში ახალ სი­ცო­ცხლეს შექ­მნის.
  • „კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა“ - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თემა ტექ­სტში არის დრო­ის ციკ­ლუ­რო­ბის იდეა. ნიც­შე სვამს კი­თხვას: რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დით, თუ გვეც­დო­ი­ნე­ბო­და, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უსას­რუ­ლოდ გან­მე­ორ­დე­ბო­და? ეს კონ­ცეფ­ცია ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებს, იცხოვ­რონ ისე, თით­ქოს ყო­ვე­ლი მათი ქმე­დე­ბა მუდ­მი­ვად და მა­რა­დი­უ­ლად გან­მე­ორ­დე­ბა.
  • “ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა” - ზა­რა­ტუსტრა ქა­და­გებს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­და­ხე­დონ ტრა­დი­ცი­ულ მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ზედ­მე­ტი სიმ­დაბ­ლე, მორ­ჩი­ლე­ბა და თვით­შე­წირ­ვა. ნიც­შეს მი­ხედ­ვით, ეს მიდ­გო­მა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ნამ­დვილ ბუ­ნე­ბას. ტექ­სტი ხაზს უს­ვამს ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დის ძა­ლა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ას.

თი­თო­ე­უ­ლი ეს სა­კი­თხი ცდი­ლობს, აღად­გი­ნოს ადა­მი­ა­ნის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის აზ­რის ახა­ლი ხედ­ვა. სწო­რედ ეს გახ­ლავთ მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.

„ასე იტყო­და ზა­რა­ტუსტრა“ ქარ­თულ ენა­ზე იყო გა­მო­ცე­მუ­ლი. მის ახალ გა­მო­ცე­მას კი მკი­თხველს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა. ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნო­ვე­ლა სე­რი­ის მე-13 ტო­მია და მისი შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 14 ლა­რად 20 იან­ვრი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია? - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ

ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია?  - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ

წიგნი ყველასთვის და არავისთვის - ეს ნიცშეს „ზარატუსტრაა“. ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნოველა 1883-85 წლებში დაიწერა და ოთხი ნაწილისაგან შედგება. ნამუშევრის უმეტესი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „კვლავ დაბრუნების იდეა“, „ღმერთის გარდაცვალების“ ქარაგმა, და ზეადამიანის „წინასწარმეტყველება“. წიგნი, რომელსაც თავად ნიცშე „ყველა დროის ყველაზე ღრმა“ ნამუშევარს უწოდებდა, წარმოადგენს ეზოთერულ ტრაქტატს ფილოსოფიასა და მორალზე. წიგნის პროტაგონისტი არის განდეგილი წინასწარმეტყველი ზარათუშტრა, რომელიც ასკეტიზმს მიატოვებს და კაცობრიობას დაუბრუნდება საქადაგებლად.

„ასე იტყოდა ზარატუსტრას“ მართლაც შეიძლება ეწოდოს ფილოსოფიური შედევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ნაწარმოებია. მასში განხილული საკითხები კარგად ასახავს მაშინდელ ეპოქას, თუმცა დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან მკითხველს ადამიანის, ღირებულებებისა და სამყაროს გადაფასებისკენ მოუწოდებს. მასში განხილული იდეები დღესაც აქტუალურია, რადგან ის აჩენს კითხვებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანსაც აწუხებს: ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია?

1883-1885 წლებში, როცა ნაწარმოები იწერებოდა, ევროპა ღრმა სოციალურმა და კულტურულმა ცვლილებებმა მოიცვა. ნიცშეს ნააზრევი პასუხია XIX საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ კრიზისზე – რელიგიის, მორალისა და ტრადიციული ღირებულებების რღვევაზე. ნიცშე თავის ნაწარმოებში გვთავაზობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ახლებურ ხედვას ადამიანის შესახებ, რომელიც თავს თავისუფალ არსებად აღიარებს და საკუთარ ბედს თავად განსაზღვრავს. ნაწარმოები მკითხველს უფრო ღრმა და საკუთარ ძალებზე დაფუძნებული პიროვნების შექმნაში ეხმარება.

ტექსტის ცენტრში „ღირებულებების გადაფასების“ თემაა. თუმცა მთლიანობაში ფილოსოფიურ რომანში რამდენიმე ძირითადი საკაცობრიო იდეაა განხილული. ესენია:

  • „ღმერთის სიკვდილი“ - ნიცშეს ცნობილი ფრაზა „ღმერთი მოკვდა“ ამ ტექსტში მთავარი ცენტრალური თემაა. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციულმა რელიგიურმა ღირებულებებმა თანამედროვე სამყაროში ძალა დაკარგა. ავტორი მიანიშნებს, რომ ტრადიციული რელიგიური ღირებულებები და მორალური სისტემა განადგურდა თანამედროვე ეპოქაში. ზარატუსტრა აღიარებს, რომ ადამიანის ცნობიერებამ თავი დააღწია ძველი ნორმებისა და სარწმუნოების ჩარჩოებს, რაც საჭიროებს ახალი ღირებულებების შექმნას.
  • „ზეადამიანი“ - ზარატუსტრა მოუწოდებს ადამიანებს, რომ გადააჭარბონ თავიანთი შესაძლებლობების საზღვრებს და გახდნენ „ზეადამიანები" – ინდივიდები, რომლებიც თავისუფლდებიან ძველი ღირებულებებისგან და ქმნიან საკუთარ ცხოვრებას, მნიშვნელობასა და მიზანს. ნიცშე გვეუბნება, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობებითა და შინაგანი ძალით გადალახავს ძველ შეზღუდვებს და საკუთარ თავში ახალ სიცოცხლეს შექმნის.
  • „კვლავ დაბრუნება“ - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ფილოსოფიური თემა ტექსტში არის დროის ციკლურობის იდეა. ნიცშე სვამს კითხვას: როგორ ვიცხოვრებდით, თუ გვეცდოინებოდა, რომ ჩვენი ცხოვრება უსასრულოდ განმეორდებოდა? ეს კონცეფცია ადამიანებს მოუწოდებს, იცხოვრონ ისე, თითქოს ყოველი მათი ქმედება მუდმივად და მარადიულად განმეორდება.
  • “ღირებულებების გადაფასება” - ზარატუსტრა ქადაგებს, რომ ადამიანებმა უნდა გადახედონ ტრადიციულ მორალურ ღირებულებებს, როგორიცაა ზედმეტი სიმდაბლე, მორჩილება და თვითშეწირვა. ნიცშეს მიხედვით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის ნამდვილ ბუნებას. ტექსტი ხაზს უსვამს ახალი ღირებულებების შექმნის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება ინდივიდის ძალასა და შემოქმედებით ენერგიას.

თითოეული ეს საკითხი ცდილობს, აღადგინოს ადამიანის, ღირებულებებისა და არსებობის აზრის ახალი ხედვა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ნაწარმოები დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

„ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ქართულ ენაზე იყო გამოცემული. მის ახალ გამოცემას კი მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში გამოიცემა. ფილოსოფიური ნოველა სერიის მე-13 ტომია და მისი შეძენა სპეციალურ ფასად, 14 ლარად 20 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

R