პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორან “ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რესტორან “ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან“ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ყვე­ლას, ვის საქ­მე­საც დღეს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავ­და, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა დარ­ბა­ზებ­ში სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის საქ­მე­ებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. არც ერთი მათ­გა­ნის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა არ შემ­წყდა­რა და არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სხვა სა­ხე­ო­ბა არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა გარ­და პა­ტიმ­რო­ბი­სა.

დღეს სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან არ გა­და­დი­ოდ­ნენ, ამას­თან, მა­თი­ვე თქმით, ისი­ნი შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს იყე­ნებ­დნენ, მათ შო­რის, "მო­ნას".

რეს­ტო­რან­ში და­კა­ვე­ბუ­ლებს: ზუ­რაბ მან­ჩხაშ­ვილს - 13- დღი­ა­ნი, დე­ნის ბულ­კაშ­ვილს - 14-დღი­ა­ნი, ბექა პა­პაშ­ვილს -15-დღი­ა­ნი, ტიტე გე­დე­ნი­ძეს, კახა ჯა­ფა­რი­ძეს, გი­ორ­გი ჩა­ჩა­ნი­ძეს და გი­ორ­გი რო­ბა­ქი­ძეს 10-10-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან“ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე 12 იან­ვარს 9 პირი და­ა­კა­ვეს.

ყვე­ლა მათ­გა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან“ აქ­ცია 12 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე, იმ დრო­ი­დან და­ი­წყო, რაც რეს­ტო­რან­ში მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­ი­წყეს შეკ­რე­ბა.

რეს­ტო­რან­ში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, მათ შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლაგ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა რეს­ტო­რა­ნი სა­პო­ლი­ციო კორ­დო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ტო­ვეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რესტორან “ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორან “ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორან “ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა პირების საქმეებს ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ. არც ერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შემწყდარა და არც ადმინისტრაციული სახდელის სხვა სახეობა არ გამოყენებულა გარდა პატიმრობისა.

დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ, ამასთან, მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, მათ შორის, "მონას".

რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს - 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან “ბაბილოსთან“ აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.