მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?!" - არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე
"მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?!" - არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე

მე რომ ავ­დგე და რო­მე­ლი­მე თქვენ­განს ხელი გა­ვარ­ტყა, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ?! - ერთი რომ, ეს მო­რა­ლუ­რად და­საგ­მო­ბია და მე­ო­რე, ჩემს ქმე­დე­ბა­ში კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის ნიშ­ნე­ბი იქ­ნე­ბა! თქვენ თვი­თონ­ვე ად­გე­ბით და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვთ, რა­შიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თლე­ბი იქ­ნე­ბით! კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია! - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე.

  • რო­გორც გორ­დუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე აგებს პა­სუხს“.

"ერთი რამ ყვე­ლამ გა­ი­თა­ვი­სოს - კა­ნონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ვი­თა­რი ინ­დულ­გენ­ცია არ არ­სე­ბობს და კა­ნო­ნი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი რა თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და რა საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას კა­ნო­ნი და პა­ტი­ვი სცეს იმ სა­წყისს, რა­ზეც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა დგას. დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა უნდა იყოს და ეს არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცავს ეს­ხმი თავს, ყვე­ლამ უნდა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია და პა­სუ­ხი ყვე­ლას და­ე­კის­რე­ბა.ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­როს, რომ ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას და გან­ცხა­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­საც ვმოქ­მე­დებთ და რა­საც ვამ­ბობთ, ამა­ზე ჩვენ სრუ­ლად უნდა ვი­ყოთ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

მე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­ფა­სე­ბე­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ არის, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლო შტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამა თუ იმ ფორ­მით შე­ა­ფა­სოს. მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე? - დიახ, მი­ი­ღო! აქვს მხა­რეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა? - დიახ, აქვს! აქვს მხა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას? - დიახ, აქვს! შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს - მი­მარ­თონ სა­სა­მარ­თლოს თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა ორ­გა­ნოს, რათა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­იც­ვან და სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის­თვის პა­სუ­ხი აგონ“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეტ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბელს მზია ამაღ­ლო­ბელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა.

მზია ამაღ­ლო­ბელს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

"მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?!" - არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე

"მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?!" - არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე

მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?! - ერთი რომ, ეს მორალურად დასაგმობია და მეორე, ჩემს ქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნები იქნება! თქვენ თვითონვე ადგებით და ჩემს წინააღმდეგ პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვთ, რაშიც აბსოლუტურად მართლები იქნებით! კანონის წინაშე ყველა თანასწორია! - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

  • როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ეს ადამიანი საკუთარ ქმედებაზე სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“.

"ერთი რამ ყველამ გაითავისოს - კანონთან მიმართებაში არავითარი ინდულგენცია არ არსებობს და კანონისა და სამართლიანობისთვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებს და რა საქმიანობით არის დაკავებული.

ყველა ვალდებულია, დაიცვას კანონი და პატივი სცეს იმ საწყისს, რაზეც დემოკრატიული ქვეყანა დგას. დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს და ეს არის ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც სამართალდამცავს ესხმი თავს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პასუხი ყველას დაეკისრება.ყველამ დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერ ქმედებას და განცხადებას შესაბამისი პასუხისმგებლობა აუცილებლად მოჰყვება. ადამიანები, რასაც ვმოქმედებთ და რასაც ვამბობთ, ამაზე ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი.

მე სასამართლო გადაწყვეტილების შემფასებელი ვერ ვიქნები. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ არის, რომ დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფორმით შეაფასოს. მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე? - დიახ, მიიღო! აქვს მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება? - დიახ, აქვს! აქვს მხარეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვას? - დიახ, აქვს! შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლები არსებობს - მიმართონ სასამართლოს თუ ნებისმიერ სხვა ორგანოს, რათა საკუთარი პოზიცია დაიცვან და საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი აგონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.