პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა -  პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული" - პროკურორი
"მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა -  პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული" - პროკურორი

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბი­სა და ხელ­წე­რი­ლით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ელს შუ­რის­ძი­ე­ბით მიზ­ნით და­ეს­ხა თავს, რაც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ვლა­დი­მერ თურ­მა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა.

„სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ 11 იან­ვარს, როცა მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და­ა­კა­ვეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ის პო­ლი­ცი­ელს თავს და­ეს­ხა.

პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა არის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ის­ჯე­ბა.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხრი­დან ეს იყო პო­ლი­ცი­ელ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმად კვა­ლი­ფი­ცირ­და“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ თურ­მა­ნი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მზია ამაღ­ლო­ბელს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე, ნინო სა­ხე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ამ დრო­ის­თვის, ბა­თუ­მის სა­სა­მარ­თლოს­თან აქ­ცია იმარ­თე­ბა. პრო­ტესტს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

მზია ამაღ­ლო­ბელს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა -  პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული" - პროკურორი

"მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა -  პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული" - პროკურორი

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ, პოლიციელს შურისძიებით მიზნით დაესხა თავს, რაც მძიმე დანაშაულია, - ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა.

  • მისივე თქმით, ჩადენილი დანაშაული ბრალდების მხარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა, რომელიც მოსამართლემ გაიზიარა.

„სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ 11 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, შენობის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ის პოლიციელს თავს დაესხა.

პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება.

მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება და შესაბამისად, ეს პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა“, - განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

ამ დროისთვის, ბათუმის სასამართლოსთან აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.