პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადრები მეგობარმა მანახა, იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე" - ვინ არის და რას ჰყვება ჟურნალისტი, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა
"კადრები მეგობარმა  მანახა, იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე" - ვინ არის და რას ჰყვება ჟურნალისტი, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა

"არ იცი, რამ­დენ­ჯერ ვუ­ყუ­რე,“ "ვა­ი­მე, რა საყ­ვა­რე­ლია,“ "ვი­ნაა? მიყ­ვარს,“ "რაც ამან გუ­შინ ირ­ბი­ნა... კაი ტი­პია,“ "რო­გო­რი სხარ­ტი ბი­ჭია,“ "იუ­მო­რით სავ­სეა,“ "ჩემი ფა­ვო­რი­ტი ვი­დე­ოა", - ეს არის იმ ური­ცხვი რა­ო­დე­ნო­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე, რა­საც "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ. მისი ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კარგ გან­წყო­ბა­ზე და­ა­ყე­ნა.

გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლი 12 იან­ვარს, რეს­ტო­რან "ბა­ბი­ლო­ში“ შეკ­რე­ბი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წვე­უ­ლე­ბას რეს­ტორ­ნის გარე პე­რი­მეტ­რი­დან, კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად აშუ­ქებ­და. ამას­თან, ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბაც შეძ­ლო.

  • ვინ არის ბიჭი, რო­მელ­მაც სა­ყო­ველ­თაო ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, მას Ambebi.ge ახ­ლოს გა­გაც­ნობთ.

"ვარ 20 წლის და შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე­კურ­სე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ,“ - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლი.

- გი­ორ­გი, ორი დღეა, ყვე­ლა შენს ვი­დე­ოს აზი­ა­რებს. ბევ­რმა გა­გიც­ნო და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. რო­გო­რი გრძნო­ბაა ეს?

- სხვა­თა შო­რის, ეგ შეგ­რძნე­ბა არ მაქვს. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ვერც ვი­აზ­რებ სა­ერ­თოდ რა ხდე­ბა. როლ­ში რომ ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი და ვმუ­შა­ობ­დი, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, რას ვამ­ბობ­დი...

- თვი­თონ ნახე შენი კად­რე­ბი?

- მას მერე, რაც ვი­ვახ­შმე, გონ­ზე მო­ვე­დი, მერე ვუ­ყუ­რე.

- 12 იან­ვრის სა­ღა­მო რეს­ტო­რან "ბა­ბი­ლოს­თან“ რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ - შენ­თვის რო­გორ და რო­დის და­ი­წყო?

- ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4:00 სა­ა­თის­თვის მი­ვე­დი. სა­ნამ ოპე­რა­ტო­რი მო­ვი­დო­და, ვი­დე­ქი იმ ხალ­ხთან ერ­თად და იმ უსა­მარ­თლო­ბას, რაც ბოლო პე­რი­ო­დია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, მეც ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან სახ­ლში ავე­დი, რომ სა­მუ­შა­ოდ მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, ტე­ლე­ფო­ნი დავ­ტე­ნე, მოვ­წეს­რიგ­დი და ად­გილ­ზე დავ­ბრუნ­დი. ოპე­რა­ტო­რიც მო­ვი­და. ვი­თა­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლემ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვერ­ცხებს ის­როდ­ნენ.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი რეს­ტორ­ნი­დან ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­დი­ოდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ. ხაზ­ზე ვი­ყა­ვი და მათ გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბო­დი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუს­ვამ­დი იმ კი­თხვებს, რაზე პა­სუ­ხიც იმ დრო­ის­თვის და სა­ერ­თოდ, ახ­ლაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ­გან აინ­ტე­რე­სებს.

- რა­ღაც ეტაპ­ზე ისეთ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდი, რომ იქ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ჩან­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად გქონ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბიც... რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- კი, ერ­თა­დერ­თი იყო ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია, ვი­საც ეგ კად­რე­ბი ჰქონ­და. რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ კორ­დო­ნი გა­კეთ­და, მათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ხალ­ხის ნა­კა­დი ოდ­ნავ წინ წა­მოს­წი­ეს, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს შე­ნო­ბა თა­ვი­სუფ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რომ დის­კომ­ფორ­ტი არ შეჰ­ქმნო­დათ. რო­გორც კი მივ­ხვდი, რომ ეს სცე­ნა­რი ვი­თარ­დე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე იქი­დან სხვა ად­გილ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. დიღ­მის მა­სი­ვი კარ­გად ვიცი და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტარ-პა­ტა­რა ჩი­ხე­ბით ნელ-ნელა გავ­ძვე­რი იქით­კენ, სა­ი­და­ნაც უფრო შევ­ძლებ­დი მათ­თვის კი­თხვე­ბის დას­მას.

იქ არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. აღ­მოვ­ჩნდი ად­გი­ლას, სა­დაც მო­სა­მარ­თლე­ებს მან­ქა­ნე­ბი ეყე­ნათ.

- სა­დაც უკვე კი­თხვე­ბით ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ ისი­ნი გა­გირ­ბოდ­ნენ... ემო­ცი­უ­რად რას გრძნობ­დი?

- მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, რომ ტე­რი­ტო­რი­ას კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვებ­დნენ, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დათ, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის არ უნდა გა­ე­ცათ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასეც მო­იქ­ცა... აქ მთა­ვა­რი იყო, რომ მქონ­და ის კად­რე­ბი, თუ რო­გორ ტო­ვებ­დნენ ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა მათ დევ­ნას და კი­თხვე­ბის დას­მას, ეს ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა, არც გამ­ჭირ­ვე­ბია. საკ­მა­ოდ მშვი­დად ვი­ყა­ვი და ასე­ვე ვსვამ­დი კი­თხვებს.

- რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი გქონ­და, მაგ­რამ მათ­გან ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ის ვი­დეო, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონს ეკი­თხე­ბი - რა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყა­ვით? ვინ იყო ის ქალ­ბა­ტო­ნი?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­სა­მარ­თლე, ან მო­სა­მარ­თლის ცოლი, რად­გან მო­სა­მარ­თლეს­თან ერ­თად იყო. პი­რა­დად ვერ ვი­ცა­ნი... იმ დროს მა­ფერ­ხებ­და ად­გილ­ზე მყო­ფი ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. გა­და­დი ტრო­ტუ­არ­ზე, მან­ქა­ნა არ და­გე­ჯა­ხო­სო, თით­ქოს ის მან­ქა­ნა მარ­ტო ჩემ­თვის იყო საფრ­თხე, როცა იქ ორი ქალ­ბა­ტო­ნი გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე რჩე­ბო­და, სა­დაც მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო. ამი­ტომ ვუ­თხა­რი, რომ აქ მარ­ტო ჩემს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავთ-მეთ­ქი? მერე ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ისევ უკან შებ­რუნ­დნენ და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა გზა გა­და­მი­ღო­ბა, სად მი­დი­ხა­რო? თქვენ არ მი­თხა­რით, ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­დიო - ვუ­პა­სუ­ხე... ეს სი­ტუ­ა­ცია სა­სა­ცი­ლო გა­მო­ვი­და, - მა­ნამ­დე ტრო­ტუ­არ­ზე არ გა­დავ­დი­ო­დი და მერე ტრო­ტუ­არ­ზე ვი­ნაც­ვლებ­დი. ოღონდ, ამას მერე მივ­ხვდი და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, როცა ვი­დეო ვნა­ხე და სი­ცი­ლი ამი­ტყდა. არ მე­გო­ნა, თუ ასე­თი რამ გა­ვა­კე­თე და ასე­თი სა­სა­ცი­ლო თუ გა­მო­მი­ვი­დო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, არა­და, იუ­მო­რი დი­დად არ გა­მომ­დის. ჩემი თავი ამ ჟანრ­ში არ მომ­წონს, თუმ­ცა სხვე­ბი სა­პი­რის­პი­როს ამ­ბო­ბენ ხოლ­მე...

მოკ­ლედ ეს კად­რე­ბი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ნი­კო­ლოზ ადე­იშ­ვილ­მა მა­ნა­ხა და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. მა­ნამ­დე თვი­თონ იგუ­დე­ბო­და სი­ცი­ლით და მერე სი­ცი­ლი მეც ვერ შე­ვი­კა­ვე...

- ახლა შენ­ზე გვი­ამ­ბე...

- 5 წლის ასა­კი­დან მინ­დო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გა­რე­მოც­ვის ბრა­ლია, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მათ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზორ­ში სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მომ­წონ­და ეს საქ­მე და მინ­დო­და, მეც იგი­ვე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სახ­ლში, ბავ­შვს რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა, პა­ტა­რა ნი­უს­რუ­მი­ვით მქონ­და მო­წყო­ბი­ლი. სხვა­დას­ხვა ნივ­თებს მიკრო­ფო­ნის და კა­მე­რის ფუნ­ქცი­ას ვა­ნი­ჭებ­დი. დავ­რბო­დი და ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი მყავ­და, სარ­კეს­თან ვდგე­ბო­დი, რა­ღაც ტექ­სტებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვი­თომ ჩარ­თვა მქონ­და და პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­ყა­ვი.

- სკო­ლა ისე და­ამ­თავ­რე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ფიქ­რი არც შე­გი­წყვე­ტია?

- არა და რომ ჩა­ვა­ბა­რე, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე არ უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სხვა ფა­კულ­ტე­ტი უნდა ამერ­ჩია, თუნ­დაც სა­მარ­თა­ლი, ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, ახლა უფრო გა­მო­გად­გე­ბო­და... ერთი წელი და 3 თვეა, "მთა­ვარ არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ.

თა­ვი­დან­ვე მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი ეგ ჩავ­წე­რე, სა­დაც შიდა გრან­ტით მოვ­ხვდი... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­მო­ვავ­ლი­ნე ჩემი ხა­სი­ა­თი. ლექ­ტო­რებ­მაც ასე თუ ისე და­ი­ნა­ხეს რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მქონ­და და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ვი­ღე. უნ­დო­დათ, მცი­რე მას­შტა­ბის ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა დი­დად არ მზი­დავ­და. ტე­ლე­ვი­ზია მერ­ჩივ­ნა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­გობ­რე­ბი ვინც შე­ვი­ძი­ნე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში მედგნენ, ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, "მთა­ვარ არხში“ სივი გა­მო­ვაგ­ზავ­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ში და­მი­კავ­შირ­დნენ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, რო­გორც შე­ვი­ტყვე, საკ­მა­ოდ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვე და ად­გილ­ზე­ვე მი­თხრეს, რომ სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს მი­წყო­ბენ, რომ ლექ­ცი­ებ­ზე ვი­ა­რო, არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ მაქვს. 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ, ხში­რად დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­შიც მოვ­დი­ვარ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ და ვეხ­მა­რე­ბი, რა­შიც სა­ჭი­როა ხოლ­მე. თუ აქ­ცი­ე­ბია, დას­ვე­ნე­ბის დღე ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. გა­მოვ­დი­ვარ და ვმუ­შა­ობ. როცა ოპე­რა­ტო­რი არ გვყავს, ტე­ლე­ფო­ნით ვი­ღებ და ა.შ.

- როცა არ მუ­შა­ობ, აქ­ცი­ა­ზეც და­დი­ხარ?

- კი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე დავ­დი­ვარ. ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა, და­ვა­ფიქ­სი­როთ სა­კუ­თა­რი მკა­ფიო აზრი და პო­ზი­ცია იმა­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ცუ­დია, როცა ადა­მი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან, ასის­ხლი­ა­ნე­ბენ, აკა­ვე­ბენ, მათ შო­რის, უმი­ზე­ზოდ, ან გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბით, სამ­ხრე კა­მე­რაც არ აქვთ ჩარ­თუ­ლი, რა­ღაც რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. არის მა­რო­დი­ო­რო­ბის ფაქ­ტე­ბიც... რაც მთა­ვა­რია, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გზი­დან გა­დახ­ვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლია. გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლია, რაც 28 ნო­ემ­ბრი­დან თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გან­ვი­თარ­და. ვაპ­რო­ტეს­ტებ იმ სა­ო­ცარ ფაქ­ტებს, რაც სა­სა­მარ­თლო­ში ხდე­ბა, თუნ­დაც ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძი­სა და იმ ბი­ჭე­ბის მა­გა­ლი­თი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ. გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და უნდა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რი პო­ზი­ცია უნდა ჰქონ­დეს. ჩუ­მად ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩუ­მად როცა ვი­ყა­ვით, აქამ­დე იმი­ტომ მი­ვე­დით...

- რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში გინ­და ცხოვ­რე­ბა და რა არის შენი მი­ზა­ნი?

- ისეთ ქვე­ყა­ნა­ში მინ­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, სა­დაც მო­ხუ­ცებს ექ­ნე­ბათ ღირ­სე­უ­ლი პენ­სია, ქუ­ჩა­ში არ იქ­ნე­ბი­ან ხელ­გა­მოწ­ვდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლას ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მშობ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან უცხო ქვეყ­ნებ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­ვე­წი­ლი იმის­თვის, რომ ოჯა­ხე­ბი არ­ჩი­ნონ. ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი, მებ­რძო­ლი ხალ­ხით თა­ვი­სუ­ფა­ლი...

პი­რა­დად ჩემს მი­ზანს რაც შე­ე­ხე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მინ­და, სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ვი­მუ­შაო... გუ­ში­ნაც, მერე სი­ცი­ლის გარ­და, ჩემს ნა­მუ­შე­ვარს რომ და­ვუკ­ვირ­დი, შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვი, რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი არ მო­მე­წო­ნა... ვიცი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად ამა­ზე სა­მუ­შაო მაქვს... ყო­ველ­თვის ასე ვა­კე­თებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, წინა ჯერ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა აღარ გა­ვი­მე­ო­რეო...

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პოლიტიკური კრიზისის ეფექტი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზე
ავტორი:

"კადრები მეგობარმა მანახა, იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე" - ვინ არის და რას ჰყვება ჟურნალისტი, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა

"კადრები მეგობარმა  მანახა, იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე" - ვინ არის და რას ჰყვება ჟურნალისტი, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა

"არ იცი, რამდენჯერ ვუყურე,“ "ვაიმე, რა საყვარელია,“ "ვინაა? მიყვარს,“ "რაც ამან გუშინ ირბინა... კაი ტიპია,“ "როგორი სხარტი ბიჭია,“ "იუმორით სავსეა,“ "ჩემი ფავორიტი ვიდეოა", - ეს არის იმ ურიცხვი რაოდენობის კომენტარებიდან რამდენიმე, რასაც "მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის მისამართით ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ. მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და სტრესულ სიტუაციაში ადამიანები კარგ განწყობაზე დააყენა.

გიორგი მამნიაშვილი 12 იანვარს, რესტორან "ბაბილოში“ შეკრებილი მოსამართლეების წვეულებას რესტორნის გარე პერიმეტრიდან, კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად აშუქებდა. ამასთან, ექსკლუზიური კადრების მოპოვებაც შეძლო.

  • ვინ არის ბიჭი, რომელმაც საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, მას Ambebi.ge ახლოს გაგაცნობთ.

"ვარ 20 წლის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამეკურსელი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ,“ - გვეუბნება გიორგი მამნიაშვილი.

- გიორგი, ორი დღეა, ყველა შენს ვიდეოს აზიარებს. ბევრმა გაგიცნო და პოპულარული გახდი. როგორი გრძნობაა ეს?

- სხვათა შორის, ეგ შეგრძნება არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვიაზრებ საერთოდ რა ხდება. როლში რომ ვიყავი შესული და ვმუშაობდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი...

- თვითონ ნახე შენი კადრები?

- მას მერე, რაც ვივახშმე, გონზე მოვედი, მერე ვუყურე.

- 12 იანვრის საღამო რესტორან "ბაბილოსთან“ რომ აღვიდგინოთ - შენთვის როგორ და როდის დაიწყო?

- ადგილზე დაახლოებით 4:00 საათისთვის მივედი. სანამ ოპერატორი მოვიდოდა, ვიდექი იმ ხალხთან ერთად და იმ უსამართლობას, რაც ბოლო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში ხდება, მეც ვაპროტესტებდი. შემდეგ მეგობართან სახლში ავედი, რომ სამუშაოდ მოვმზადებულიყავი, ტელეფონი დავტენე, მოვწესრიგდი და ადგილზე დავბრუნდი. ოპერატორიც მოვიდა. ვითარება უკვე ძალიან დაძაბული იყო, რადგან რამდენიმე მოსამართლემ ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები კვერცხებს ისროდნენ.

მოსამართლეები რესტორნიდან ეტაპობრივად გამოდიოდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ. ხაზზე ვიყავი და მათ გვერდიდან არ ვშორდებოდი. მაქსიმალურად ვუსვამდი იმ კითხვებს, რაზე პასუხიც იმ დროისთვის და საერთოდ, ახლაც საზოგადოებას მათგან აინტერესებს.

- რაღაც ეტაპზე ისეთ ადგილას აღმოჩნდი, რომ იქ სხვა ჟურნალისტები არ ჩანდნენ. შესაბამისად გქონდა ექსკლუზიური კადრებიც... როგორ მოახერხე?

- კი, ერთადერთი იყო ჩვენი ტელევიზია, ვისაც ეგ კადრები ჰქონდა. როდესაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ კორდონი გაკეთდა, მათ ჟურნალისტები და ხალხის ნაკადი ოდნავ წინ წამოსწიეს, რომ მოსამართლეებს შენობა თავისუფლად დაეტოვებინათ, რომ დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ. როგორც კი მივხვდი, რომ ეს სცენარი ვითარდებოდა, გადავწყვიტე იქიდან სხვა ადგილზე გადავსულიყავი. დიღმის მასივი კარგად ვიცი და შესაბამისად, პატარ-პატარა ჩიხებით ნელ-ნელა გავძვერი იქითკენ, საიდანაც უფრო შევძლებდი მათთვის კითხვების დასმას.

იქ არც ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი არ ყოფილა. აღმოვჩნდი ადგილას, სადაც მოსამართლეებს მანქანები ეყენათ.

- სადაც უკვე კითხვებით ხვდებოდი, მაგრამ ისინი გაგირბოდნენ... ემოციურად რას გრძნობდი?

- მანამდეც ვიცოდი, რომ ტერიტორიას კომენტარის გარეშე დატოვებდნენ, რადგან სავარაუდოდ, ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ კითხვებზე პასუხი ჟურნალისტებისთვის არ უნდა გაეცათ. მათი უმრავლესობა ასეც მოიქცა... აქ მთავარი იყო, რომ მქონდა ის კადრები, თუ როგორ ტოვებდნენ ისინი ტერიტორიას. რაც შეეხება მათ დევნას და კითხვების დასმას, ეს ჩემთვის უცხო არ ყოფილა, არც გამჭირვებია. საკმაოდ მშვიდად ვიყავი და ასევე ვსვამდი კითხვებს.

- რამდენიმე ეპიზოდი გქონდა, მაგრამ მათგან ვირუსულად გავრცელდა ის ვიდეო, როდესაც ქალბატონს ეკითხები - რა ღონისძიებაზე იყავით? ვინ იყო ის ქალბატონი?

- სავარაუდოდ, მოსამართლე, ან მოსამართლის ცოლი, რადგან მოსამართლესთან ერთად იყო. პირადად ვერ ვიცანი... იმ დროს მაფერხებდა ადგილზე მყოფი ე.წ. სამართალდამცველი. გადადი ტროტუარზე, მანქანა არ დაგეჯახოსო, თითქოს ის მანქანა მარტო ჩემთვის იყო საფრთხე, როცა იქ ორი ქალბატონი გზის სავალ ნაწილზე რჩებოდა, სადაც მანქანები მოძრაობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ შერჩევითი სამართლის გამოვლინება იყო. ამიტომ ვუთხარი, რომ აქ მარტო ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ-მეთქი? მერე ის ქალბატონები ისევ უკან შებრუნდნენ და სამართალდამცველმა გზა გადამიღობა, სად მიდიხარო? თქვენ არ მითხარით, ტროტუარზე გადადიო - ვუპასუხე... ეს სიტუაცია სასაცილო გამოვიდა, - მანამდე ტროტუარზე არ გადავდიოდი და მერე ტროტუარზე ვინაცვლებდი. ოღონდ, ამას მერე მივხვდი და გავაანალიზე, როცა ვიდეო ვნახე და სიცილი ამიტყდა. არ მეგონა, თუ ასეთი რამ გავაკეთე და ასეთი სასაცილო თუ გამომივიდოდა, ვერ წარმოვიდგენდი, არადა, იუმორი დიდად არ გამომდის. ჩემი თავი ამ ჟანრში არ მომწონს, თუმცა სხვები საპირისპიროს ამბობენ ხოლმე...

მოკლედ ეს კადრები ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზ ადეიშვილმა მანახა და შოკში ჩავვარდი. მანამდე თვითონ იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე...

- ახლა შენზე გვიამბე...

- 5 წლის ასაკიდან მინდოდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სავარაუდოდ, ეს გარემოცვის ბრალია, რადგან ჟურნალისტების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მათ ჟურნალისტურ საქმიანობას ვაკვირდებოდი, ასევე ტელევიზორში სხვა ჟურნალისტებსაც რომ ვუყურებდი, მომწონდა ეს საქმე და მინდოდა, მეც იგივე გამეკეთებინა. სახლში, ბავშვს როგორც შეეფერება, პატარა ნიუსრუმივით მქონდა მოწყობილი. სხვადასხვა ნივთებს მიკროფონის და კამერის ფუნქციას ვანიჭებდი. დავრბოდი და ჩემი რესპონდენტები მყავდა, სარკესთან ვდგებოდი, რაღაც ტექსტებს ვკითხულობდი, ვითომ ჩართვა მქონდა და პირდაპირ ეთერში ვიყავი.

- სკოლა ისე დაამთავრე, რომ ჟურნალისტობაზე ფიქრი არც შეგიწყვეტია?

- არა და რომ ჩავაბარე, მაშინ მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაზე არ უნდა ჩამებარებინა. სხვა ფაკულტეტი უნდა ამერჩია, თუნდაც სამართალი, ან საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ვფიქრობ, ახლა უფრო გამოგადგებოდა... ერთი წელი და 3 თვეა, "მთავარ არხის“ ჟურნალისტი ვარ.

თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩამებარებინა. პირველი ეგ ჩავწერე, სადაც შიდა გრანტით მოვხვდი... უნივერსიტეტში პირველივე დღეს გამოვავლინე ჩემი ხასიათი. ლექტორებმაც ასე თუ ისე დაინახეს რა შესაძლებლობები მქონდა და სხვადასხვა შემოთავაზებები მივიღე. უნდოდათ, მცირე მასშტაბის ონლაინგამოცემები გამეკეთებინა, მაგრამ ეს მიმართულება დიდად არ მზიდავდა. ტელევიზია მერჩივნა. უნივერსიტეტში, მეგობრები ვინც შევიძინე, მაქსიმალურად გვერდში მედგნენ, ბევრ რამეში მეხმარებოდნენ... ერთ მშვენიერ დღეს, "მთავარ არხში“ სივი გამოვაგზავნე. დაახლოებით 2 კვირაში დამიკავშირდნენ. ტელევიზიაში მოსვლისთანავე, როგორც შევიტყვე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და ადგილზევე მითხრეს, რომ სამსახურში აყვანილი ვიყავი. მაქსიმალურად ხელს მიწყობენ, რომ ლექციებზე ვიარო, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. 5 დღის განმავლობაში ვმუშაობ, ხშირად დასვენების დღეებშიც მოვდივარ, ტელევიზიაში ვარ და ვეხმარები, რაშიც საჭიროა ხოლმე. თუ აქციებია, დასვენების დღე ჩემთვის არ არსებობს. გამოვდივარ და ვმუშაობ. როცა ოპერატორი არ გვყავს, ტელეფონით ვიღებ და ა.შ.

- როცა არ მუშაობ, აქციაზეც დადიხარ?

- კი, როგორც მოქალაქე დავდივარ. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო აზრი და პოზიცია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ცუდია, როცა ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, ასისხლიანებენ, აკავებენ, მათ შორის, უმიზეზოდ, ან გამოგონილი მიზეზებით, სამხრე კამერაც არ აქვთ ჩართული, რაღაც რუსული მეთოდებით უპირისპირდებიან. არის მაროდიორობის ფაქტებიც... რაც მთავარია, ევროპული მომავლის გზიდან გადახვევა განსაკუთრებით გასაპროტესტებელია. გასაპროტესტებელია, რაც 28 ნოემბრიდან თბილისის ქუჩებში განვითარდა. ვაპროტესტებ იმ საოცარ ფაქტებს, რაც სასამართლოში ხდება, თუნდაც ანდრო ჭიჭინაძისა და იმ ბიჭების მაგალითი რომ გავიხსენოთ. გაყალბებულ არჩევნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, ვფიქრობ, ვისაც საქართველო უყვარს, საქართველოს მოქალაქეა და უნდა ევროპული მომავალი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ჩუმად ყოფნა არ შეიძლება. ჩუმად როცა ვიყავით, აქამდე იმიტომ მივედით...

- როგორ ქვეყანაში გინდა ცხოვრება და რა არის შენი მიზანი?

- ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული, იქნება ევროპული ქვეყანა, ევროპული ღირებულებებით, სადაც მოხუცებს ექნებათ ღირსეული პენსია, ქუჩაში არ იქნებიან ხელგამოწვდილი ადამიანები, ყველას ექნება განვითარების საშუალება. მშობლები არ იქნებიან უცხო ქვეყნებში ემიგრაციაში გადახვეწილი იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ. ქვეყანა იქნება თავისი ღირსეული, მებრძოლი ხალხით თავისუფალი...

პირადად ჩემს მიზანს რაც შეეხება, ყოველდღიური განვითარებისთვის მინდა, საკუთარ თავზე მეტად ვიმუშაო... გუშინაც, მერე სიცილის გარდა, ჩემს ნამუშევარს რომ დავუკვირდი, შეცდომები დავუშვი, რამდენიმე დეტალი არ მომეწონა... ვიცი, რომ პროფესიულად ამაზე სამუშაო მაქვს... ყოველთვის ასე ვაკეთებ, მაქსიმალურად ვცდილობ, წინა ჯერზე დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეორეო...