პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული
კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული

არ­სე­ბო­ბენ უკ­ვდა­ვი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა გა­ა­ფე­რა­დეს და სი­კე­თი­სა და სას­წა­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა დაგ­ვა­ჯე­რეს, ზოგ­მაც დაგ­ვა­სევ­დი­ა­ნა და რე­ა­ლო­ბა დაგ­ვა­ნახ­ვა მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­ძაფ­რით. პი­ტერ პენი, მერი პო­პინ­სი, პეპი გრძე­ლი წინ­და, ანე ფრან­კი - ეს მათი არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში ვე­მე­გობ­რე­ბო­დით, ვისი არ­სე­ბო­ბი­საც გვჯე­რო­და და ვისი დახ­მა­რე­ბაც გვსურ­და ხოლ­მე.

ისი­ნი ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან ყვე­ლა ბავ­შვის მე­გობ­რად, რად­გან მათი ის­ტო­რი­ე­ბი ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია, აღ­ძრავს ემ­პა­თი­ას და სხვე­ბის­თვის სი­კე­თის გა­კე­თე­ბის სურ­ვილს. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს გმი­რე­ბი ჩვენ­მა შვი­ლებ­მაც გა­იც­ნონ.

გთა­ვა­ზობთ კლა­სი­კურ და თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი:

თქვენ წი­ნა­შეა მსოფ­ლიო სა­ბავ­შვო კლა­სი­კის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გმი­რი, რო­მე­ლიც წამ­ში გარ­დაქ­მნის მო­სა­წყენ რე­ა­ლო­ბას ჯა­დოს­ნურ დღე­სას­წა­უ­ლად. გა­ე­ცა­ნით მერი პო­პინ­სის და მისი აღ­საზ­რდე­ლე­ბის სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლებს წიგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცე­მა ქარ­თუ­ლად სრუ­ლი სა­ხით: „მერი პო­პინ­სი, მერი პო­პინ­სი ბრუნ­დე­ბა, მერი პო­პინ­სი კარს აღებს, მერი პო­პინ­სი პარკში, მერი პო­პინ­სი ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, მერი პო­პინ­სი და სახ­ლი მე­ზობ­ლად, მერი პო­პინ­სი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მერი პო­პინ­სი A-დან Z-მდე“ .

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ერთ ღა­მეს პი­ტერ პენი დარ­ლინ­გე­ბის სახ­ლში ფან­ჯრი­დან შეფ­რინ­და და ვენ­დი მის ძმებ­თან ერ­თად სიზ­მარ­შო­რე­თის­კენ გა­იხ­მო, სა­დაც მათ უამ­რავ თავ­გა­და­სა­ვალ­თან ერ­თად, მრა­ვა­ლი საფრ­თხეც ელო­დათ. კუნ­ძულ­ზე სა­დაც, ის ბი­ჭე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც არას­დროს გა­იზ­რდე­ბი­ან, ბევ­რი უც­ნა­უ­რი რამ ხდე­ბა.

ეს არის სი­კე­თით სავ­სე წიგ­ნი ბი­ჭუ­ნა­ზე, რო­მე­ლიც არას­დროს გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბებს და­უ­ტო­ვებს ვენ­დის.

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვია წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც.

ჩარლზ დი­კენსს და­წე­რი­ლი აქვს სა­შო­ბაო მო­თხრო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, წარ­მო­ა­ჩენს ადა­მი­ა­ნის მან­კი­ე­რე­ბებს და გვიჩ­ვე­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და მე­ო­რე მხრივ, იმედს გვაძ­ლევს, რომ სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს.

„სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა“ ერთი ძუნ­წი, ყვე­ლას­გან მო­ძუ­ლე­ბუ­ლი კა­ცის ამ­ბა­ვია, რო­მელ­საც მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი სა­კუ­თარ თავს და­ა­ნახ­ვე­ბენ.

თამ­რი ფხა­კა­ძის „ვერ­ცხლის ზან­ზა­ლა­კე­ბი“ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ა­ხალ­წლო ზღაპ­რე­ბი­სა და ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მკი­თხვე­ლის­თვის. ზღაპ­რის სამ­ყა­რო ხომ ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა, მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი და სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის მუდ­მი­ვი ჭი­დი­ლით. თუმ­ცა ამ კრე­ბულ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლად კე­თი­ლი და ბო­რო­ტი გმი­რე­ბი არ გვხვდე­ბა. ეს უფრო ყო­ველ­დღი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ზღაპ­რე­ბია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ვის­წავ­ლოთ, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა არც ისე ძნე­ლია: "თუ გუ­ლა­დი იქ­ნე­ბი, კბი­ლის ტკი­ვილ­საც აჯო­ბებ და სხვა ყვე­ლა­ფერ­საც.

რა ძალა აქვს მშობ­ლი­ურ „იავ­ნა­ნას“, მისი მე­ლო­დი­ის ემო­ცი­ურ გავ­ლე­ნას ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, მის ემო­ცი­ურ მეხ­სი­ე­რე­ბა­სა თუ აღ­ქმის უნარ­ზე? ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა თა­ვის გე­ნი­ა­ლურ მო­თხრო­ბა­ში „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?“ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბით ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გი­ის სიღ­რმე­ში ჩაგ­ვა­ხე­და, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად, ამ­ბა­ვი კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქის ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში წარ­მო­ად­გი­ნა და კა­ხე­თის ერთი ულა­მა­ზე­სი სოფ­ლის - ვაშ­ლო­ვა­ნის მა­გა­ლით­ზე ქარ­თველ­თა ყოფა-ცხოვ­რე­ბას, ჭირ-ვა­რამს, მე­ზო­ბელ მთი­ე­ლებ­თან - ლე­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­უ­ან­სებს მოგ­ვიყ­ვა. და მა­ინც, ეს დე­დის ნამ­ღე­რი „იავ­ნა­ნით“ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ღრმად ჩა­კი­რუ­ლი ხსოვ­ნის გა­მოღ­ვი­ძე­ბის ამ­ბა­ვია, რო­მელ­მაც პა­ტა­რა ქე­თოს მშობ­ლე­ბი და სამ­შობ­ლო და­უბ­რუ­ნა.

1942 წლის 12 ივ­ნი­სი­დან 1944 წლის 1 აგ­ვის­ტომ­დე ანე ფრან­კი დღი­ურ­ში ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და. თა­ვი­დან მხო­ლოდ თა­ვის­თვის წერ­და, სა­ნამ 1944 წლის გა­ზა­ფხულ­ზე რა­დიო „ორა­ნელ­ში“ დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, ბოლ­კეს­ტე­ი­ნის გა­მოს­ვლა არ მო­ის­მი­ნა. მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ომის შემ­დეგ შე­აგ­რო­ვებ­დნენ და გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­დნენ გერ­მა­ნე­ლი ოკუ­პან­ტე­ბის სი­სას­ტი­კის მამ­ხი­ლე­ბელ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტსა და მა­სა­ლას, მათ შო­რის დღი­უ­რებ­საც. ამ გა­მოს­ვლამ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ანე ფრანკზე, რომ გა­და­წყვი­ტა, ომის შემ­დეგ წიგ­ნი გა­მო­ე­ცა. სა­ა­მი­სოდ კი დღი­უ­რი გა­მო­ად­გე­ბო­და. ანე ფრან­კი 1945 წლის მარ­ტში, 15 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბერ­გენ ბელ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში. ოტო ფრან­კმა, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი გა­მო­ვი­და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­დან, აას­რუ­ლა ქა­ლიშ­ვი­ლის ნატ­ვრა და მისი დღი­უ­რი წიგ­ნის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. „უკა­ნა სახ­ლი“ 1947 წელს გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ ის იქცა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წიგ­ნად, გა­მო­ცე­მუ­ლია ოც­და­ათ­ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, გა­ყი­დუ­ლია 16 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი.

დიდი ხნის წი­ნათ დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთი შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტი­დან უნი­კა­ლუ­რი ხო­მალ­დით ჩა­მო­ვიდ­ნენ უც­ნო­ბი მოდ­გმის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ულე­ბი. დრო გა­დი­ო­და, მფრი­ნა­ვი ულე­ბი ნელ-ნელა გა­დაგ­ვარ­დნენ და ურჩხუ­ლე­ბად იქ­ცნენ. ურჩხუ­ლე­ბის ტყე­ქა­ლა­ქი გა­ა­შე­ნეს და იქ და­სახ­ლდნენ. ფრე­ნაც და­ა­ვი­წყდათ და ცა­საც აღარ ას­ცქე­როდ­ნენ _ სა­ოც­რად მი­ე­ჯაჭვნენ მი­წას... მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი შემ­რი­გე­ბე­ლი, დიდი დაგი ულე­ბის მოდ­გმის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ო­ცარ გეგ­მას შე­ად­გენს... ამ წიგნ­ში ნამ­დვილ სი­მარ­თლეს შე­ი­ტყობთ დიდი და­გი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ხებ. მათ მტე­რიც ბევ­რი ჰყავთ და მო­კე­თეც, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი აქვთ. ეს წიგ­ნი ყვე­ლა­ზე დიდ სი­კე­თე­ზე გი­ამ­ბობთ! ერ­თად მივ­ყვეთ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ გზას ულე­ბის ქვეყ­ნის­კენ...

სა­ბავ­შვო კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული

კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული

არსებობენ უკვდავი პერსონაჟები, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა გააფერადეს და სიკეთისა და სასწაულების არსებობა დაგვაჯერეს, ზოგმაც დაგვასევდიანა და რეალობა დაგვანახვა მთელი თავისი სიმძაფრით. პიტერ პენი, მერი პოპინსი, პეპი გრძელი წინდა, ანე ფრანკი - ეს მათი არასრული ჩამონათვალია, ვისაც ბავშვობაში ვემეგობრებოდით, ვისი არსებობისაც გვჯეროდა და ვისი დახმარებაც გვსურდა ხოლმე.

ისინი ყოველთვის დარჩებიან ყველა ბავშვის მეგობრად, რადგან მათი ისტორიები ყველა თაობისთვის აღმაფრთოვანებელი და შთამაგონებელია, აღძრავს ემპათიას და სხვებისთვის სიკეთის გაკეთების სურვილს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს გმირები ჩვენმა შვილებმაც გაიცნონ.

გთავაზობთ კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებს, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული:

თქვენ წინაშეა მსოფლიო საბავშვო კლასიკის განსაკუთრებული გმირი, რომელიც წამში გარდაქმნის მოსაწყენ რეალობას ჯადოსნურ დღესასწაულად. გაეცანით მერი პოპინსის და მისი აღსაზრდელების საოცარ თავგადასავლებს წიგნებში, რომლებიც პირველად გამოიცემა ქართულად სრული სახით: „მერი პოპინსი, მერი პოპინსი ბრუნდება, მერი პოპინსი კარს აღებს, მერი პოპინსი პარკში, მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე, მერი პოპინსი და სახლი მეზობლად, მერი პოპინსი სამზარეულოში, მერი პოპინსი A-დან Z-მდე“ .

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ღამეს პიტერ პენი დარლინგების სახლში ფანჯრიდან შეფრინდა და ვენდი მის ძმებთან ერთად სიზმარშორეთისკენ გაიხმო, სადაც მათ უამრავ თავგადასავალთან ერთად, მრავალი საფრთხეც ელოდათ. კუნძულზე სადაც, ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებიც არასდროს გაიზრდებიან, ბევრი უცნაური რამ ხდება.

ეს არის სიკეთით სავსე წიგნი ბიჭუნაზე, რომელიც არასდროს გაიზრდება, თუმცა დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს ვენდის.

არანაკლებ საინტერესო სანახავია წიგნის ეკრანიზაციაც.

ჩარლზ დიკენსს დაწერილი აქვს საშობაო მოთხრობები, რომელიც ერთი მხრივ, წარმოაჩენს ადამიანის მანკიერებებს და გვიჩვენებს, რომ ყველაფერი წარმავალია და მეორე მხრივ, იმედს გვაძლევს, რომ სიკეთე და სიყვარული წარუშლელ კვალს ტოვებს.

„საშობაო სიმღერა“ ერთი ძუნწი, ყველასგან მოძულებული კაცის ამბავია, რომელსაც მოჩვენებები საკუთარ თავს დაანახვებენ.

თამრი ფხაკაძის „ვერცხლის ზანზალაკები“ თანამედროვე საახალწლო ზღაპრებისა და ლექსების კრებულია ყველაზე პატარა მკითხველისთვის. ზღაპრის სამყარო ხომ ჯადოსნური სამყაროა, მარტივად აღსაქმელი და სიკეთესა და ბოროტებას შორის მუდმივი ჭიდილით. თუმცა ამ კრებულში გამოკვეთილად კეთილი და ბოროტი გმირები არ გვხვდება. ეს უფრო ყოველდღიურ სიტუაციებზე მორგებული ზღაპრებია, რაც საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება არც ისე ძნელია: `თუ გულადი იქნები, კბილის ტკივილსაც აჯობებ და სხვა ყველაფერსაც.

რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვებზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის - ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან - ლეკებთან ურთიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული ხსოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.

1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მინისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი“ 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

დიდი ხნის წინათ დედამიწაზე ერთ-ერთი შორეული პლანეტიდან უნიკალური ხომალდით ჩამოვიდნენ უცნობი მოდგმის წარმომადგენლები, ულები. დრო გადიოდა, მფრინავი ულები ნელ-ნელა გადაგვარდნენ და ურჩხულებად იქცნენ. ურჩხულების ტყექალაქი გააშენეს და იქ დასახლდნენ. ფრენაც დაავიწყდათ და ცასაც აღარ ასცქეროდნენ _ საოცრად მიეჯაჭვნენ მიწას... მსოფლიოს ყველაზე დიდი შემრიგებელი, დიდი დაგი ულების მოდგმის გადასარჩენად საოცარ გეგმას შეადგენს... ამ წიგნში ნამდვილ სიმართლეს შეიტყობთ დიდი დაგისა და მისი მეგობრების შესახებ. მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოკეთეც, თუმცა გამარჯვების იმედი აქვთ. ეს წიგნი ყველაზე დიდ სიკეთეზე გიამბობთ! ერთად მივყვეთ იდუმალებით მოცულ გზას ულების ქვეყნისკენ...

საბავშვო კლასიკური ნაწარმოებების სანახავად მიჰყევით ბმულს.

R