მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის - დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია" - "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი
"ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის - დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია" - "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი

"ნეტ­გა­ზე­თი­სა“ და "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბელს ბრა­ლი ჯერ არ წარ­დგე­ნია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა ჯუბა ქა­თა­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ვიდ­რე ბრალ­დე­ბის მხა­რე დაც­ვის მხა­რეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ გა­დას­ცემს, მა­ნამ­დე ვერ ისა­უბ­რებს, რა პო­ზი­ცია აქვს და­კა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს.

"ჯერ არ არის ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი. საქ­მის მა­სა­ლე­ბი სა­ნამ არ გად­მოგ­ვე­ცე­მა, ვე­რა­ნა­ირ პო­ზი­ცი­ა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ნა­წილ­ში, თუ პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხო­ვენ, ჩვენ ამას არ და­ვე­თან­ხმე­ბით. [და­კა­ვე­ბა], რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რია. ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან ერ­თად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნდა გად­მოგ­ვე­ცეს“-გა­ნა­ცხა­და ჯუბა ქა­თა­მა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, ბა­თუ­მის იზო­ლა­ტორ­თან, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ სა­ხელ­წო­დე­ბით - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზია ამაღ­ლო­ბელს“.

შე­გახ­სე­ნებთ, "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დი­რექ­ტო­რი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის - დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია" - "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი

"ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის - დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია" - "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი

"ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, ვიდრე ბრალდების მხარე დაცვის მხარეს მტკიცებულებებს არ გადასცემს, მანამდე ვერ ისაუბრებს, რა პოზიცია აქვს დაკავებულ ჟურნალისტს.

"ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, თუ პატიმრობას მოითხოვენ, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. [დაკავება], რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ბრალის წარდგენასთან ერთად მტკიცებულებებიც უნდა გადმოგვეცეს“-განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სახელწოდებით - "თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

შეგახსენებთ, "ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.