საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პსჟ" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი"? - სად წავა ხვიჩა კვარაცხელია და რას წერენ სპორტული გამოცემები მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ
"პსჟ" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი"? - სად წავა ხვიჩა კვარაცხელია და რას წერენ სპორტული გამოცემები მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მალე შე­საძ­ლოა, სხვა ევ­რო­პულ გრან­დში ვი­ხი­ლოთ. იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ით "კვა­რას" მი­მართ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს ფრან­გუ­ლი "პარი სენ ჟერ­მე­ნი" და ტრანსფერ­ზე მუ­შა­ობს.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის იან­ვრის სატ­რანსფე­რო ფან­ჯრის კარი ნამ­დვი­ლად ღიაა. პსჟ ტრანსფერ­ზე მუ­შა­ობს. “პარი სენ-ჟერ­მე­ნი” ფა­ვო­რი­ტია და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტშია “ნა­პო­ლის­თან”.

და­ახ­ლო­ე­ბით 80 მი­ლი­ო­ნი ევ­როს პა­კე­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, "კვა­რას" მხა­რე კი პსჟ-სთან პი­რად პი­რო­ბებ­ზე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კი კარ­გად ვი­თარ­დე­ბა", - წერს ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო.

  • მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ითვ, “პსჟ” მზა­დაა, ქარ­თველ ფორ­ვარდს ამ­ჟა­მინ­დელ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე 4-ჯერ მეტი თან­ხა გა­და­უ­ხა­დოს.

კვა­რა­ცხე­ლი­ას მო­მა­ვალ სა­ვა­რა­უ­დო ტრანსფერ­ზე წერს გა­მო­ცე­მა ESPN.

“ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კვლავ სურს “ნა­პო­ლის” და­ტო­ვე­ბა. სე­რია A-ს კლუ­ბი იან­ვარ­ში მისი გაშ­ვე­ბის­თვის მზა­დაა, “ნა­პო­ლი” სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს 80 მი­ლი­ონ ევ­როდ აფა­სებს და ახლა კი­თხვა ის­მის, თუ რო­მე­ლი კლუ­ბი მო­ი­გებს ბრძო­ლას ამ შთამ­ბეჭ­და­ვი თავ­დამ­სხმე­ლის ხელ­მო­წე­რის­თვის.

“პარი სენ-ჟერ­მენ­მა” “ნა­პო­ლის” შეს­თა­ვა­ზა გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფუ­ლად თან­ხას და პლუს მო­თა­მა­შეს კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა L'Équipe-ის ცნო­ბით, პსჟ-ს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია ელის “მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის” სა­ხით, რო­მე­ლიც მზა­დაა მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის მარ­კუს რაშ­ფორ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით”, - ვკი­თხუ­ლობთ ESPN-ზე.

ავტორი:

"პსჟ" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი"? - სად წავა ხვიჩა კვარაცხელია და რას წერენ სპორტული გამოცემები მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ

"პსჟ" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი"? - სად წავა ხვიჩა კვარაცხელია და რას წერენ სპორტული გამოცემები მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ

"ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მალე შესაძლოა, სხვა ევროპულ გრანდში ვიხილოთ. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით "კვარას" მიმართ ინტერესს გამოხატავს ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" და ტრანსფერზე მუშაობს.

"ხვიჩა კვარაცხელიასთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის კარი ნამდვილად ღიაა. პსჟ ტრანსფერზე მუშაობს. “პარი სენ-ჟერმენი” ფავორიტია და უშუალო კონტაქტშია “ნაპოლისთან”.

დაახლოებით 80 მილიონი ევროს პაკეტი განიხილება, "კვარას" მხარე კი პსჟ-სთან პირად პირობებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებები კი კარგად ვითარდება", - წერს ფაბრიციო რომანო.

  • მისივე ინფორმაციითვ, “პსჟ” მზადაა, ქართველ ფორვარდს ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 4-ჯერ მეტი თანხა გადაუხადოს.

კვარაცხელიას მომავალ სავარაუდო ტრანსფერზე წერს გამოცემა ESPN.

“ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ სურს “ნაპოლის” დატოვება. სერია A-ს კლუბი იანვარში მისი გაშვებისთვის მზადაა, “ნაპოლი” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს და ახლა კითხვა ისმის, თუ რომელი კლუბი მოიგებს ბრძოლას ამ შთამბეჭდავი თავდამსხმელის ხელმოწერისთვის.

“პარი სენ-ჟერმენმა” “ნაპოლის” შესთავაზა გარიგება, რომელიც მოიცავს ფულად თანხას და პლუს მოთამაშეს კვარაცხელიას სანაცვლოდ, თუმცა L'Équipe-ის ცნობით, პსჟ-ს სერიოზული კონკურენცია ელის “მანჩესტერ იუნაიტედის” სახით, რომელიც მზადაა მსგავსი შეთავაზებისთვის მარკუს რაშფორდის მონაწილეობით”, - ვკითხულობთ ESPN-ზე.