საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თქვენი მხედველობის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე
თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თქვენი მხედველობის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე

ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ ან შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მო­გიც­დათ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მხედ­ვე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს არა და­ა­ვა­დე­ბა, არა­მედ მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­ხე­ლად პრეს­ბი­ო­პია.

რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი შოთა თა­დუ­მა­ძე გან­მარ­ტავს, პრეს­ბი­ო­პია წარ­მო­ად­გენს მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც თავს იჩენს ასაკ­ში და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ახლო მან­ძილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბით. პრეს­ბი­ო­პი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად თა­ვად შოთა თა­დუ­მა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით, რა პრო­ცე­სია პრეს­ბი­ო­პია?

რო­გორც წესი, პრეს­ბი­ო­პია გა­მოვ­ლინ­დე­ბა 40 წლის ასა­კი­დან და გა­მოწ­ვე­უ­ლია თვალ­ში არ­სე­ბუ­ლი ბრო­ლის გამ­კვრი­ვე­ბით. ამ დროს მცირ­დე­ბა მისი ელას­ტი­კუ­რო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ქვე­ით­დე­ბა ახლო მან­ძილ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის უნა­რი. ეს ეხე­ბა კი­თხვას, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რა ნიშ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს პრეს­ბი­ო­პი­ას?

პრეს­ბი­ო­პი­ის ნიშ­ნე­ბია:

  • პა­ტა­რა შრიფ­ტის გარ­ჩე­ვის გარ­თუ­ლე­ბა;
  • მკა­ფი­ოდ და­სა­ნა­ხად ობი­ექ­ტის თვა­ლი­დან შორს გა­წე­ვის სურ­ვი­ლი;
  • ახლო მან­ძილ­ზე მხედ­ვე­ლო­ბი­თი დატ­ვირ­თვის შემ­დგომ თვა­ლის გა­და­ძაბ­ვა და თა­ვის ტკი­ვი­ლი;
  • ახლო მან­ძილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის ყუ­რე­ბი­სას ბუნ­დო­ვა­ნი მხედ­ვე­ლო­ბა.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, პრეს­ბი­ო­პია თავს იჩენს 40 წლის ასა­კი­დან. რა იწ­ვევს მის პრო­ვო­ცი­რე­ბას?

მის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი. მის ად­რე­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­სა და შემ­დგომ პროგ­რე­სი­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა აქვს მავ­ნე ჩვე­ვებს, ხშირ და ინ­ტენ­სი­ურ სტრესს, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტსა თუ და­ა­ვა­დე­ბას.

არ­სე­ბობს თუ არა რის­კჯ­გუ­ფი, ვი­საც პრეს­ბი­ო­პი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი აქვს?

რის­კჯ­გუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მისი გან­ვი­თა­რე­ბა სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის.

რო­დის უნდა მი­მარ­თოს ადა­მი­ან­მა ოფ­თალ­მო­ლოგს?

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შე­ამ­ჩნევს, რომ უჭირს ახლო მან­ძილ­ზე საგ­ნე­ბის გარ­ჩე­ვა, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბა კი­თხვის დროს და ტე­ლე­ფონს მუდ­მი­ვად შორს წევს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პრეს­ბი­ო­პია აწუ­ხებს მას თუ მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა და­ა­ვა­დე­ბა, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა პრეს­ბი­ო­პი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

ეს გახ­ლავთ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ამი­ტომ მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პრეს­ბი­ო­პი­ის დროს უნდა მოხ­დეს მისი შე­სა­ბა­მი­სი მარ­თვა.

რო­გორ ხდე­ბა პრეს­ბი­ო­პი­ის მარ­თვა და მკურ­ნა­ლო­ბა?

ამ დროს ინიშ­ნე­ბა სა­კი­თხა­ვი სათ­ვა­ლე და კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბი.

პრეს­ბი­ო­პი­ის მარ­თვის უახ­ლე­სი სტან­დარ­ტია PRESBYOND-ის ლა­ზე­რი, რო­მე­ლიც ლა­ზი­კის პრო­ცე­დუ­რის ტი­პია. კლა­სი­კუ­რი ლა­ზი­კის პრო­ცე­დუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მხო­ლოდ ერთ ფო­კუ­სურ მან­ძილ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს, პრეს­ბი­ონ­დი ახ­დენს მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლის კო­რექ­ცი­ას რო­გორც შორ და სა­შუ­ა­ლო, ასე­ვე ახლო დის­ტან­ცი­ა­ზე.

ეს ტექ­ნო­ლო­გია იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას შექ­მნას ე.წ “შე­რე­უ­ლი ზონა” ორ თვალს შო­რის, რო­მელ­თა­გან ერთი შორს მხედ­ვე­ლია, მე­ო­რე კი ახლო მხედ­ვე­ლი. ორი­ვე თვა­ლის შერ­წყმუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მკა­ფიო და ბუ­ნებ­რი­ვი მხედ­ვე­ლო­ბა რო­გორც შორ, ასე­ვე ახლო მან­ძილ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ეს პრო­ცე­დუ­რა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ჩა­ტარ­და.

რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ,„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ პირ­ვე­ლი კლი­ნი­კა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც PRESBYOND-ის ლა­ზე­რით პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­და. დღეს რამ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დია აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცია?

დიახ, „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არ­სე­ბულ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს პრეს­ბი­ო­პი­ის ლა­ზე­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პრეს­ბი­ონ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს მე­თო­დი წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო და სან­დო მე­თოდს, რომ­ლის შე­დე­გიც მორ­გე­ბუ­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის სტილ­სა და მხედ­ვე­ლო­ბი­თი დატ­ვირ­თვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე.

პრეს­ბი­ონ­დის პრო­ცე­დუ­რის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა მა­ღა­ლია 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან. ამ გზით ისი­ნი სათ­ვა­ლე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

გაგ­ვა­ცა­ნით ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჯან­მრთე­ლი თვა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად

მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა, ჯან­სა­ღი დი­ე­ტა, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა და ძი­ლის რე­გუ­ლი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ზო­გა­დი და, მათ შო­რის, თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ყო­ველ­დღი­უ­რად ეკ­რან­თან მუ­შა­ო­ბი­სას უნდა მოხ­დეს თვა­ლის ზე­და­პი­რის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა, თვა­ლის სიმ­შრა­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ასე­ვე, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ გეგ­მუ­რი ვი­ზი­ტი ოფ­თალ­მო­ლოგ­თან 1-2 წე­ლი­წად­ში ერთხელ სკრი­ნინ­გის­თვის და და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თქვენი მხედველობის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე

თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თქვენი მხედველობის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე

ალბათ, ხშირად გსმენიათ ან შეიძლება საკუთარ თავზეც გამოგიცდათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობა უარესდება. საინტერესოა, რომ ეს არა დაავადება, არამედ მდგომარეობაა, სახელად პრესბიოპია.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე განმარტავს, პრესბიოპია წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც თავს იჩენს ასაკში და გამოიხატება ახლო მანძილზე არსებული ობიექტებზე ფოკუსირების გართულებით. პრესბიოპიაზე დეტალურად თავად შოთა თადუმაძე გვესაუბრება.

მოგვიყევით, რა პროცესია პრესბიოპია?

როგორც წესი, პრესბიოპია გამოვლინდება 40 წლის ასაკიდან და გამოწვეულია თვალში არსებული ბროლის გამკვრივებით. ამ დროს მცირდება მისი ელასტიკურობა, რის შედეგადაც ქვეითდება ახლო მანძილზე ფოკუსირების უნარი. ეს ეხება კითხვას, მობილური ტელეფონის გამოყენებას.

რა ნიშნები ახასიათებს პრესბიოპიას?

პრესბიოპიის ნიშნებია:

  • პატარა შრიფტის გარჩევის გართულება;
  • მკაფიოდ დასანახად ობიექტის თვალიდან შორს გაწევის სურვილი;
  • ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის შემდგომ თვალის გადაძაბვა და თავის ტკივილი;
  • ახლო მანძილზე განთავსებული ობიექტის ყურებისას ბუნდოვანი მხედველობა.

როგორც აღნიშნეთ, პრესბიოპია თავს იჩენს 40 წლის ასაკიდან. რა იწვევს მის პროვოცირებას?

მის პროვოცირებას იწვევს ორგანიზმში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებები. მის ადრეულ გამოვლინებასა და შემდგომ პროგრესირებაში გარკვეული გავლენა აქვს მავნე ჩვევებს, ხშირ და ინტენსიურ სტრესს, სხვადასხვა მედიკამენტსა თუ დაავადებას.

არსებობს თუ არა რისკჯგუფი, ვისაც პრესბიოპიის განვითარების მაღალი რისკი აქვს?

რისკჯგუფს მიეკუთვნება ნებისმიერი 40 წელს გადაცილებული ადამიანი. მისი განვითარება სქესთან დაკავშირებული არ არის.

როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ოფთალმოლოგს?

როდესაც ადამიანი შეამჩნევს, რომ უჭირს ახლო მანძილზე საგნების გარჩევა, ადვილად იღლება კითხვის დროს და ტელეფონს მუდმივად შორს წევს, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია. არ აქვს მნიშვნელობა პრესბიოპია აწუხებს მას თუ მხედველობასთან დაკავშირებული სხვა დაავადება, ოფთალმოლოგთან დროული ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

შესაძლებელია თუ არა პრესბიოპიის თავიდან აცილება?

ეს გახლავთ ასაკთან დაკავშირებული მდგომარეობა და ამიტომ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. პრესბიოპიის დროს უნდა მოხდეს მისი შესაბამისი მართვა.

როგორ ხდება პრესბიოპიის მართვა და მკურნალობა?

ამ დროს ინიშნება საკითხავი სათვალე და კონტაქტური ლინზები.

პრესბიოპიის მართვის უახლესი სტანდარტია PRESBYOND-ის ლაზერი, რომელიც ლაზიკის პროცედურის ტიპია. კლასიკური ლაზიკის პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდი ახდენს მხედველობის სიმახვილის კორექციას როგორც შორ და საშუალო, ასევე ახლო დისტანციაზე.

ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას შექმნას ე.წ “შერეული ზონა” ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწყმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე. საქართველოში პირველად ეს პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა.

როგორც თქვენ აღნიშნეთ,„ნიუ ჰოსპიტალსი“ პირველი კლინიკა იყო საქართველოში, სადაც PRESBYOND-ის ლაზერით პროცედურა ჩატარდა. დღეს რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული მანიპულაცია?

დიახ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებულ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტში, შესაძლებელია ჩატარდეს პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა პრესბიონდის საშუალებით. ეს მეთოდი წარმოადგენს უსაფრთხო და სანდო მეთოდს, რომლის შედეგიც მორგებულია ყველა პაციენტის მოთხოვნილებაზე, ცხოვრების სტილსა და მხედველობითი დატვირთვის ინტენსივობაზე.

პრესბიონდის პროცედურის მიმართ დაინტერესება მაღალია 40 წელს გადაცილებული პირებისგან. ამ გზით ისინი სათვალეზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდებიან.

გაგვაცანით ზოგადი რეკომენდაციები ჯანმრთელი თვალის შესანარჩუნებლად

მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ჯანსაღი დიეტა, სტრესის შემცირება და ძილის რეგულირება მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგადი და, მათ შორის, თვალის დაავადებების განვითარების რისკს. ყოველდღიურად ეკრანთან მუშაობისას უნდა მოხდეს თვალის ზედაპირის დამატენიანებელი წვეთების რეგულარული მოხმარება, თვალის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ გეგმური ვიზიტი ოფთალმოლოგთან 1-2 წელიწადში ერთხელ სკრინინგისთვის და დაავადების არსებობის შემთხვევაში, მისი დროული აღმოჩენისა და მკურნალობისთვის.

R