მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე?
ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რას­თან თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კა­ცის პარტნი­ო­რი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ალი­ნას (გვა­რი უც­ნო­ბია) თქმით, მას და მის თა­ნამ­გზავრ მა­მა­კაცს ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტის მუ­ქა­რით და­ეს­ხა თავს. ქალ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია, ბლო­გერ ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა. ამა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ო­ვია.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე წყვილს, ვის­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია 5 იან­ვარს გავ­რცელ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი ცოლ-ქმა­რი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი მა­მა­კაცს არა მე­უღ­ლედ, არა­მედ თა­ნამ­გზავ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს.

ქა­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი 4 იან­ვრის ღა­მეს მოხ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალი და მა­მა­კა­ცი ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ნენ.

“ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით, ეს ამ­ბა­ვი მე და ჩემს თა­ნამ­გზავრ ვიქ­ტორს გა­დაგ­ვხდა თავს", თეთ­ნულ­დის­კენ მივ­დი­ო­დით და და­ი­წყო თოვა. გვი­რა­ბის შემ­დეგ თოვ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გავ­ჩერ­დით, გა­და­ვი­ღეთ ვი­დე­ო­ე­ბი.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც ახ­ლოს ჩაგ­ვი­ა­რეს, შე­ჩერ­დნენ და გვკი­თხეს, დახ­მა­რე­ბა ხომ არ გვჭირ­დე­ბო­და? - ჩვენ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ და ვუ­თხა­რით რომ არა­ფე­რი გვჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დით. ისი­ნი წა­ვიდ­ნენ. შემ­დეგ გა­ვუს­წა­რით, ისი­ნი გზის პი­რას იდ­გნენ.

გზად თოვლში ჩარ­ჩე­ნილ მან­ქა­ნას წა­ვა­წყდით, ვი­ტი­ამ ისი­ნი თო­კით ამო­იყ­ვა­ნა. ამ დროს თეთრმა “სუ­ბა­რუს“ მარ­კის მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლან.

მა­ლე­ვე ვი­ტი­ამ შო­რი­დან და­ი­ნა­ხა, რომ ისი­ნი შუა გზა­ზე იდ­გნენ, ვიქ­ტორ­მა და­ნის ამო­ღე­ბა მთხო­ვა, ვი­ნა­ი­დან ეს ვი­თა­რე­ბა უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, რად­გან მთე­ლი გზის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან გა­დაგ­ვის­წრებ­დნენ, ხან გა­ნა­პი­რას ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­ჩერ­დნენ და ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა გა­დაგ­ვი­ღო­ბეს... ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­სა­კე­ცი დანა, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის სა­თავ­სო­ში გდია ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის. არა­ვინ გა­და­სუ­ლა და და­მუქ­რე­ბია და­ნით, მან ის თა­ვი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აიღო, თავი რომ და­ეც­ვა...

გა­და­ვი­და და ჰკი­თხა, თუ რა მოხ­და. მათ ნა­სო­სი სთხო­ვეს - ამო­ი­ღო და მის­ცა.

შემ­დეგ და­ი­წყო რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი. 3 ტე­ლე­ფო­ნი გვქონ­და, 1 მე და 2 ვი­ტი­ას, მათ მოგვ­თხო­ვეს მიგ­ვე­ცა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, მათი პრე­ტენ­ზია, რაც მათი სა­უბ­რი­დან გა­ვი­გე ასე­თი იყო: "რა­ტომ გა­ჩერ­დით გვი­რაბ­თან და რა­ტომ გვი­ღებ­თო"... ერთ-ერთი მათ­გა­ნი მან­ქა­ნა­ში შე­მოძ­ვრა და ვი­ტი­ას ტე­ლე­ფო­ნი აიღო.

ვი­ტი­ამ მათ სთხო­ვა, მე არ შემ­ხე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ მან მე­ო­რე ტე­ლე­ფო­ნიც აიღო. მათ შო­რის დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც მე მხო­ლოდ ვიქ­ტო­რის სა­უ­ბა­რი მეს­მო­და და მათ სთხოვ­და, არ შე­ხე­ბოდ­ნენ.

შემ­დეგ იყო 2 გას­რო­ლა. ვერ ვხე­დავ­დი, სად ის­როდ­ნენ და ვერც ვიქ­ტორს ვხე­დავ­დი.

ერთ-ერთი ჩემ­კენ მო­მარ­თუ­ლი პის­ტო­ლე­ტით მო­ვი­და და მთხო­ვა მი­მე­ცა ტე­ლე­ფო­ნი... არ დამ­ლო­დე­ბი­ან, ორი­ვე­ნი ჩას­ხდნენ ჩვენს მან­ქა­ნა­ში და პირ­და­პირ და­იძ­რნენ.

შემ­დეგ, რო­მე­ლიც უკან იჯდა, გად­მოხ­ტა. წა­ვე­დით პირ­და­პირ.

შემ­დეგ “სუ­ბა­რუ“ წა­მოგ­ვე­წია. ის, ვინც ჩვენს მან­ქა­ნას მარ­თავ­და, შე­მობ­რუნ­და, გა­და­ვი­და და “სუ­ბა­რუ­ში“ ჩაჯ­და. 10 წუ­თით წა­ვიდ­ნენ, იმ დროს დავ­რე­კე 112-ში. მო­ვა­ხერ­ხე და ავუხ­სე­ნი, რომ მეს­ტი­ამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვა­ლი გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. და­ვა­სა­ხე­ლე ჩვე­ნი მან­ქა­ნის ნო­მე­რი და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი.

მან­ქა­ნა­ში ჩა­ვი­კე­ტე, ამ დროს ისი­ნი დაბ­რუნ­დნენ და და­ი­წყეს შუ­შის მსხვრე­ვა.

მან­ქა­ნა გა­ვა­ღე. მან მი­თხრა, რომ მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­საც ჩუ­მად და­ვე­მორ­ჩი­ლე.

ვთხოვ­დი, რომ გა­ვეშ­ვით და არ მო­ვე­კა­ლით, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ არა­ვინ აპი­რებ­და ჩვენს მოკ­ვლას.

იმ გო­რა­ზე მი­ვე­დით, სა­დაც ას­ვლა უნ­დო­დათ, მაგ­რამ "შკო­დით" ვერ ადი­ოდ­ნენ. “სუ­ბა­რუ“ უკვე წინ იყო წა­სუ­ლი.

მერე უკან და­ი­ხეს. ჩვენ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი “სუ­ბა­რუ­ში“ გა­დახ­ტა და წა­ვიდ­ნენ.

შემ­დეგ ისევ მო­ვა­ხერ­ხე ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბა და ისევ 112-ზე დავ­რე­კე.

გა­ვა­ჩე­რე გზა­ზე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა.

შემ­დეგ პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და. მო­ვიდ­ნენ პი­კა­პე­ბი ავ­ტო­მა­ტე­ბით... ორი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პო­ლი­ცი­ას ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე. ყვე­ლა ფოტო და ვი­დეო, ყვე­ლა გე­ო­ლო­კა­ცია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს იქ", - წერს ქალი.

მეს­ტი­ის მკვიდ­რი კი ambebi.ge-ს შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

"მდი­ნა­რე ნეკ­რას ხიდ­ზე, სა­დაც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რია, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მელ­მაც აღ­ბეჭ­და, რო­გორ გა­დას­ვეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თა­ვის მან­ქა­ნა­ში რუსი მა­მა­კა­ცი, ქალ­ბა­ტო­ნი კი ად­გილ­ზე და­ტო­ვეს. საქ­მე ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით კი და­ი­წყო, თუმ­ცა, აქ ამ­ბო­ბენ, რომ ეს თავ­დას­ხმა ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით არ მომ­ხდა­რა. გა­ავ­რცე­ლეს ჭორი, რომ მა­მა­კა­ცებ­მა ქალ­ზეც იძა­ლა­დეს, ესეც ტყუ­ი­ლია. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სო­ფელ ნაკ­რა­დან არ ყო­ფი­ლან, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ერთი სო­ფელ ეცე­რი­დან არის, მე­ო­რე კი - ლა­ხა­მუ­ლა­დან. სო­ფელ­ში ვრცელ­დე­ბა ასე­თი ვერ­სი­აც, რომ მომ­ხდა­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სა­მი­ვე­ნი ისე აორ­თქლდნენ, პო­ლი­ცია მათ კვალს ვერ აგ­ნებს. არც ისაა ცნო­ბი­ლი, რუსი მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლია, თუ - მკვდა­რი (ად­გი­ლობ­რი­ვებს გას­რო­ლის ხმა გა­უ­გი­ათ)“.

  • შსს აქამ­დე არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აქ­ვეყ­ნებს, მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი გახ­და ის, რომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.
ავტორი:

ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე?

ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე?

სოციალურ ქსელში ვრცელდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალის მონაყოლი მომხდარის შესახებ. ალინას (გვარი უცნობია) თქმით, მას და მის თანამგზავრ მამაკაცს ორი შეიარაღებული ადამიანი პისტოლეტის მუქარით დაესხა თავს. ქალმა ეს ინფორმაცია, ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის "ტელეგრამის" არხზე, კომენტარებში დაწერა. ამა "ტელეგრამარხის" ინფორმაციით დაკარგული მამაკაცი ვიქტორ სოლოვიოვია.

საქმე შეეხება რუსეთის მოქალაქე წყვილს, ვისზე თავდასხმის შესახებაც ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა ქალი მამაკაცს არა მეუღლედ, არამედ თანამგზავრად მოიხსენიებს.

ქალის თქმით, დანაშაული 4 იანვრის ღამეს მოხდა, როდესაც რუსეთის მოქალაქე ქალი და მამაკაცი ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით მიდიოდნენ.

“ყველას მოგესალმებით, ეს ამბავი მე და ჩემს თანამგზავრ ვიქტორს გადაგვხდა თავს,,, თეთნულდისკენ მივდიოდით და დაიწყო თოვა. გვირაბის შემდეგ თოვლის დასათვალიერებლად გავჩერდით, გადავიღეთ ვიდეოები.

პირველად როდესაც ახლოს ჩაგვიარეს, შეჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა? - ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და ვუთხარით რომ არაფერი გვჭირდებოდა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებდით. ისინი წავიდნენ. შემდეგ გავუსწარით, ისინი გზის პირას იდგნენ.

გზად თოვლში ჩარჩენილ მანქანას წავაწყდით, ვიტიამ ისინი თოკით ამოიყვანა. ამ დროს თეთრმა “სუბარუს“ მარკის მანქანამ გაიარა და აღარ გაჩერებულან.

მალევე ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, ვიქტორმა დანის ამოღება მთხოვა, ვინაიდან ეს ვითარება უცნაურად მოეჩვენა, რადგან მთელი გზის განმავლობაში ხან გადაგვისწრებდნენ, ხან განაპირას ჩერდებოდნენ, მითუმეტეს როცა გაჩერდნენ და ავტომანქანით გზა გადაგვიღობეს... ეს იყო ჩვეულებრივი დასაკეცი დანა, რომელიც მანქანის სათავსოში გდია ყოველი შემთხვევისთვის. არავინ გადასულა და დამუქრებია დანით, მან ის თავისივე უსაფრთხოებისთვის აიღო, თავი რომ დაეცვა...

გადავიდა და ჰკითხა, თუ რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს - ამოიღო და მისცა.

შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი. 3 ტელეფონი გვქონდა, 1 მე და 2 ვიტიას, მათ მოგვთხოვეს მიგვეცა ტელეფონები, მათი პრეტენზია, რაც მათი საუბრიდან გავიგე ასეთი იყო: "რატომ გაჩერდით გვირაბთან და რატომ გვიღებთო"... ერთ-ერთი მათგანი მანქანაში შემოძვრა და ვიტიას ტელეფონი აიღო.

ვიტიამ მათ სთხოვა, მე არ შემხებოდნენ. შემდეგ მან მეორე ტელეფონიც აიღო. მათ შორის დიალოგი გაგრძელდა, რა დროსაც მე მხოლოდ ვიქტორის საუბარი მესმოდა და მათ სთხოვდა, არ შეხებოდნენ.

შემდეგ იყო 2 გასროლა. ვერ ვხედავდი, სად ისროდნენ და ვერც ვიქტორს ვხედავდი.

ერთ-ერთი ჩემკენ მომართული პისტოლეტით მოვიდა და მთხოვა მიმეცა ტელეფონი... არ დამლოდებიან, ორივენი ჩასხდნენ ჩვენს მანქანაში და პირდაპირ დაიძრნენ.

შემდეგ, რომელიც უკან იჯდა, გადმოხტა. წავედით პირდაპირ.

შემდეგ “სუბარუ“ წამოგვეწია. ის, ვინც ჩვენს მანქანას მართავდა, შემობრუნდა, გადავიდა და “სუბარუში“ ჩაჯდა. 10 წუთით წავიდნენ, იმ დროს დავრეკე 112-ში. მოვახერხე და ავუხსენი, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთი საათის სავალი გვქონდა დარჩენილი. დავასახელე ჩვენი მანქანის ნომერი და ყველაფერი ვუთხარი.

მანქანაში ჩავიკეტე, ამ დროს ისინი დაბრუნდნენ და დაიწყეს შუშის მსხვრევა.

მანქანა გავაღე. მან მითხრა, რომ მგზავრის სავარძელზე გადავსულიყავი, რასაც ჩუმად დავემორჩილე.

ვთხოვდი, რომ გავეშვით და არ მოვეკალით, რაზეც მიპასუხა, რომ არავინ აპირებდა ჩვენს მოკვლას.

იმ გორაზე მივედით, სადაც ასვლა უნდოდათ, მაგრამ "შკოდით" ვერ ადიოდნენ. “სუბარუ“ უკვე წინ იყო წასული.

მერე უკან დაიხეს. ჩვენ მანქანაში მყოფი “სუბარუში“ გადახტა და წავიდნენ.

შემდეგ ისევ მოვახერხე ტელეფონის ამოღება და ისევ 112-ზე დავრეკე.

გავაჩერე გზაზე მიმავალი მანქანა.

შემდეგ პოლიციაც მოვიდა. მოვიდნენ პიკაპები ავტომატებით... ორი საშინელი ადამიანი იყო, ვინც ეს ჩაიდინა, პოლიციას ყველა ინფორმაცია მივაწოდე. ყველა ფოტო და ვიდეო, ყველა გეოლოკაცია, უამრავი ადამიანი მუშაობს იქ", - წერს ქალი.

მესტიის მკვიდრი კი ambebi.ge-ს შემდეგს უყვება:

"მდინარე ნეკრას ხიდზე, სადაც ჰიდროელექტროსადგურია, დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელმაც აღბეჭდა, როგორ გადასვეს თავდამსხმელებმა თავის მანქანაში რუსი მამაკაცი, ქალბატონი კი ადგილზე დატოვეს. საქმე ყაჩაღობის მუხლით კი დაიწყო, თუმცა, აქ ამბობენ, რომ ეს თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით არ მომხდარა. გაავრცელეს ჭორი, რომ მამაკაცებმა ქალზეც იძალადეს, ესეც ტყუილია. თავდამსხმელები სოფელ ნაკრადან არ ყოფილან, ჩვენი ინფორმაციით, მათგან ერთი სოფელ ეცერიდან არის, მეორე კი - ლახამულადან. სოფელში ვრცელდება ასეთი ვერსიაც, რომ მომხდარი ნარკოტიკების რეალიზაციას უკავშირდება. სამივენი ისე აორთქლდნენ, პოლიცია მათ კვალს ვერ აგნებს. არც ისაა ცნობილი, რუსი მამაკაცი ცოცხალია, თუ - მკვდარი (ადგილობრივებს გასროლის ხმა გაუგიათ)“.

  • შსს აქამდე არანაირ ინფორმაციას არ აქვეყნებს, მხოლოდ ცნობილი გახდა ის, რომ მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"