პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია დღეს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ცე­რე­მო­ნია პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და ბიბ­ლი­ა­ზე და­დებს ფიცს, რის შემ­დე­გაც საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი დებს ფიცს:

„მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა­და ერის წი­ნა­შე ვფი­ცავ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის“.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნია 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მოწ­ვე­უ­ლი არი­ან პრე­ზი­დენ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი, რო­მელ­შიც შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აჭა­რის და აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისი­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი არ არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის სასახლეში გაიმართება.

ცერემონია პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

ყაველაშვილი კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადებს ფიცს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.

კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისადა ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

რაც შეეხებათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ღონისძიებაზე დაპატიჟებული არ არიან.