სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველზე გაბრაზების სუნი ტრიალებს... მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ" - ქართლოს ნატროშვილი
"რუსთაველზე გაბრაზების სუნი ტრიალებს... მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ" - ქართლოს ნატროშვილი

"კო­მო­დი შო­უ­ში" პირ­ვე­ლად 2013 წლის 10 მარტს გა­მოჩ­ნდა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უკვე მო­სუ­ლი იყო და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს თვე­ე­ბი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. მან ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დია შეს­თა­ვა­ზა...

"მერე მიშა წა­ვი­და და ბი­ძი­ნას მიშა მარ­ტო მე შე­ვე­ჭი­დე. 12 წე­ლია, მისი ემო­ცია მაქვს... არა­ვის­თან მე­რი­დე­ბა ჯან­სა­ღი იუ­მო­რით და მი­შას ხმით მის­ვლა, მათ შო­რის, პატ­რულ­თან: "გად­მო­დი მან­ქა­ნი­დან, ჩემი ნა­ყი­დია" - იმ დროს უნდა ნა­ხოთ მათი სა­ხე­ე­ბი.

იქვე იუ­მორ­ში ამიხ­სნია, "კარ­გია ბი­ჭე­ბო, კლი­მატ­კონ­ტრო­ლი? კარ­გად სხედ­ხართ? ეგ უწყე­ბა რომ ჩა­ვი­ბა­რე, მან­ქა­ნა­ში "ატ­ვი­ორ­კას" აძ­რობ­დნენ, რომ ფან­ჯა­რა ჩა­მო­ე­წი­ათ... ასე­თი მან­ქა­ნა მო­გე­ცით და წა­ვე­დი, იმი­ტომ, რომ ეს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­თხო­ვა" - გვიყ­ვე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი.

რას ფიქ­რობს ქარ­თლო­სი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე, რა აბ­რა­ზებს და რა მო­ლო­დი­ნი აქვს 2025 წელს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ კურ­სზე, ამ კი­თხვებ­ზე გულ­წრფე­ლად გვპა­სუ­ხობს (პე­რი­ო­დუ­ლად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტა­ცი­ი­თაც).

- მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, თით­ქმის არც ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გი, 28 ნო­ემ­ბრამ­დეც, არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია... 2014 წლის 15 ნო­ემ­ბერს რუს­თა­ველ­ზე იყო აქ­ცია - "არა ოკუ­პა­ცი­ას!“ ამ დღე­ებ­ში ვფიქ­რობ­დი, 10 წლის მერე კი­დევ იგი­ვე გვი­წევს, გა­იღ­ვი­ძა სა­ქარ­თვე­ლომ. მა­ხა­რებს, როცა აქ­ცი­ა­ზე არც ერთი პარ­ტია არ არის მთა­ვა­რი, მე იქ გაღ­ვი­ძე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­დავ და ვგრძნობ. ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან მო­დის, როცა და­ირ­ღვა პრინ­ცი­პი - წა­ა­გე - წადი, მო­ი­გე - მოდი... ვინც ამ პრინ­ციპს არ იცავს, უკვე სა­ში­შია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს მიშა იქ­ნე­ბა, გრი­შა, პეტ­რე თუ პავ­ლე...

რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, ვი­ტყვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია... თით­ქოს ვი­ღაც მოგ­ვე­პა­რა, ჯი­ბე­ში ხელი ჩაგ­ვი­ყო და რა­ღაც ამოგ­ვა­ცა­ლა, ან მა­ქა­ნა დი­ლით გა­ძარ­ცუ­ლი დაგ­ხვდა და ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დით. ჰოდა, ასეა - აქ­ცი­ა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი დგას. გულს მი­ხა­რებს, რომ ბევრ ახალ, ჯან­საღ ადა­მი­ანს ვხე­დავ. ჰა­ერ­ში გაბ­რა­ზე­ბის სუნი ტრი­ა­ლებს. ახლა რო­გორც მი­შამ, მისი ხმით უნდა გი­პა­სუ­ხოთ - "2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი რომ ვნა­ხე, 5 წუთ­ში მო­ვი­თხო­ვე პირ­და­პი­რი ეთე­რი, მე წა­ვე­დი"... 2012 წელს, შორს რომ არ წა­ვი­დე, სა­კუ­თარ­მა ორმა ბე­ბი­ამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აირ­ჩია...

მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ გულ­ში იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს კაცი ლე­გი­ტი­მუ­რად მო­ვი­და, ხალ­ხმა აირ­ჩია-მეთ­ქი... გა­ვი­და 13 წელი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეუბ­ნე­ბა, წადი - გრი­შას ავირ­ჩევ, პეტ­რეს, თუ პავ­ლეს, ჩემი საქ­მეა... ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ცი­ვი­ლუ­რად გაგ­ვეშ­ვა, 26 ოქ­ტომ­ბერს და­ვე­ლო­დეთ, ამ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვი­რაზ­მეთ. ვი­ღა­ცამ 41 შე­მო­ხა­ზა, ვი­ღა­ცამ 5, 7, 14, მაგ­რამ რო­დე­საც ყუთ­ში არა­ნორ­მა­ლუ­რად "იყრი“ და ეს გაგ­დის, ხახ­ლის ასე­თი გაბ­რა­ზე­ბა აღარ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს...

- კი, 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა მოხ­და...

- 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 26 წლის ვი­ყა­ვი. გული სი­ა­მა­ყით მევ­სე­ბო­და, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა გრუ­ხუ­ნის და ტან­კე­ბის გა­რე­შე მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ბარ­გდა. რო­დე­საც ასე­თი რამ ხდე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას უნდა შენ­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. 2012 წლის 8 ოქ­ტომ­ბე­რი იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ის ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა... მი­შამ რე­ზი­დენ­ცი­ის წინ ხა­ლი­ჩა გა­უ­ფი­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნას პი­როვ­ნუ­ლად ვერ იტანს, მაგ­რამ მის­თვის იმ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით და­მარ­წმუ­ნა, რომ ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია... დღეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ეს კად­რი კარ­გად უნდა შე­ა­ფა­სოს... ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი სიბ­რა­ზე, რაც ქარ­თველ ხალ­ხს აქვს, 2013 წელს უნდა გა­მოგ­ვე­ხა­ტა.

- რა­ტომ?

- პი­როვ­ნუ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე და გი­ორ­გი გა­ხა­რია არა­ვის აურ­ჩე­ვია. ეს კაცი ავირ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც მერე დაგ­ვე­მა­ლა - ფარ­დის უკან გა­ვი­და. ფარ­დის უკან გა­სუ­ლი როცა ამ პერ­სო­ნებს გვა­ჩე­ჩებ­და, ეს თა­ვი­დან­ვე სა­ში­შად მე­ნიშ­ნა. უნდა გვეთ­ქვა - სად წახ­ვე­დი, ხალ­ხმა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მიშა გა­და­ირ­ჩია, შენ აგირ­ჩია... ბი­ძი­ნას­თვის და­მალ­ვა არ უნდა გვე­პა­ტი­ე­ბი­ნა. პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხი უნდა მოგ­ვე­თხო­ვა, შეგ­ვე­ტია... მჯე­რა, აქამ­დე არ მო­ვი­დო­და საქ­მე. მა­შინ გრი­ა­ლით მო­ვი­და და 2024 წელს გე­უბ­ნე­ბა, ახლა უფრო გრი­ა­ლით ამირ­ჩია ხალ­ხმაო - დიდი ტყუ­ი­ლია. გყავს ამომ­რჩევ­ლე­ბი, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა აღარ გყავს... ჩემი სო­ლი­და­რო­ბა რო­გორც ონი­სე ცხა­და­ძეს, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რს, ასე­ვე ამ ერთ თვე­ში ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს.

- აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად არ­ნა­ხუ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს. რო­გო­რი იყო შენი რე­აქ­ცია?

- არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ადა­მი­ა­ნის­გან ყვე­ლა­ფე­რი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მო­დის, რად­გან ზღვა­რი აღარ აქვს. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან გა­სუ­ლია. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს - ექი­მია, ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა, პროგ­რა­მის­ტი, მსა­ხი­ო­ბი თუ სტუ­დენ­ტი - ყვე­ლას დას­დევს, სცემს და აპა­ტიმ­რებს. ბოლო ერთ თვე­ში სა­ოც­რე­ბე­ბი მოხ­და... დი­ლით ტე­ლე­ვი­ზორს რომ ვრთავ და და­ბინ­ტულ ახალ­გაზ­რდებს ვუ­ყუ­რებ, გული მის­კდე­ბა. ეს ქარ­თველ ხალ­ხს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. მი­შა­საც ჰქონ­და გა­დაც­დო­მა, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი რომ წა­ა­გო და წა­ვი­და... 2003 წელს პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ შე­ვარ­და, რომ ხალ­ხს არ უნ­დო­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე - იქ იმ ხალ­ხის ხმა შე­ვი­და და და­უყ­ვი­რა - გა­და­დე­ქი... მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და­ცუ­ლი უნდა იყოს!

- თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი, ონი­სე ცხა­და­ძე ვახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. რას გვე­ტყვი ონი­სე­ზე?

- იმი­ტომ არა, რომ ვიც­ნობ, მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ზუს­ტად ესაა ამა­თი გა­უ­გე­ბა­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გი. ონი­სე ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნო, გარ­და იმ ად­გი­ლი­სა, სა­დაც დღეს არის. ბო­რო­ტე­ბა გო­ნე­ბა­ში გა­ელ­ვე­ბი­თაც არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ასეთ ადა­მი­ა­ნებს სჯის ჩარ­ჩო­დან გა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც ერთ რუს ჯა­შუშს რომ ვერ და­ი­ჭერ და ონი­სე ცხა­და­ძეს აპა­ტიმ­რებ, ასე­ვე მათ, ვინც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა გა­გიპ­რო­ტეს­ტა. თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ნი­აღ­ვა­რი გა­იზ­რდე­ბა და ხელს ყვე­ლას მოჰ­კი­დებს...

ადა­მი­ა­ნი ეუბ­ნე­ბა, ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვარ, ხალ­ხს ვეხ­მა­რე­ბი და ამის მერე, კი­დევ მე­ტად რომ სცემ. რა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი?! ეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი გა­გე­ბით, ნა­ცე­მი ფრი­ა­დოს­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­ან­თი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­შიც გულს და სულს დე­ბენ, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ამ სი­ცი­ვე­ში წყლით, ცრემ­ლმდე­ნი გა­ზით შლი, არ­ბევ, ძვლებ­ში ამ­ტვრევ, - სი­გი­ჟეა...

სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორს ვერ პო­უ­ლო­ბენ. ერთ-ერ­თმა უთხრა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­აო, და­ი­ჯე­რეს და ილი­ას ეძებ­დნენ - აბ­სურ­დის თე­ატ­რია. "წი­თელ მო­ე­დან­ზე", მოს­კოვ­ში ცა­რი­ე­ლი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი მაღ­ლა რომ აწიო, 5 ომო­ნე­ლი მოგ­ვარ­დე­ბა და ჩვენ­თა­ნაც უკვე ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე მი­დის.

- ხალ­ხი ქუ­ჩა­ში 28 ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის იმ ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და მას მერე გა­რე­თაა...

- ერთი ლიტ­რი ბენ­ზი­ნი 5 ლარი რომ გახ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ეს არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, არც პუ­რის გაძ­ვი­რე­ბა, მაგ­რამ გა­რუ­სე­ბა­ზე ბი­ძი­ნას ქარ­თველ­მა ხალ­ხმა წი­თე­ლი აუნ­თო... არა­და, ლუ­დო­ვი­კო XIV-ის მერე „ამ კარ­ზე“ ვა­კა­კუ­ნებთ... იქ­ნებ იმ არ­ჩევ­ნებს ალა­ლად იგებ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 41 გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა, ხელი უნდა ჩა­მო­გარ­თვა?! ერთი ხმი­თაც თუ მა­ჯო­ბე, კი, მიდი, მარ­თე. ასეთ დროს ყვე­ლა და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა.

- რო­გო­რია შენი პროგ­ნო­ზი?

- ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ბი­ძი­ნას ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა შე­არ­ჩი­ნოს. თუ შერ­ჩა, შემ­დეგ­ში მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ცეს­კო კი­დევ სა­ში­ნელ არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რებს (წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და). პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვამ­ბობ, ზო­გა­დად ხომ ვი­ცო­დი, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ რო­დე­საც სცე­ნა­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა, ამა­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი... ყა­ვე­ლაშ­ვილს პი­როვ­ნუ­ლად არ ვიც­ნობ. დიდი ამ­ბა­ვი თუ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი არ მომ­წონს, ეგ კი არა, მე­სის ფა­ნე­ბი რო­ნალ­დოს აკ­რი­ტი­კე­ბენ... ფეხ­ბურ­თი იქით იყოს, ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად მას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ.

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბას რო­გორ აფა­სებ?

- 2018 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არც პირ­ველ ტურ­ში და არც მე­ო­რე ტურ­ში არ ამირ­ჩე­ვია, მაგ­რამ ამ "ოც­ნე­ბის" შემ­ხედ­ვა­რე, ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტია... გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა, მაგ­რამ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის მიერ ხელ­დას­ხმუ­ლი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი რომ მახ­სენ­დე­ბა, ამ ფონ­ზე ყვე­ლა, რო­გორც ვთქვი, გე­ნი­ო­სია. კა­ლენ­დარს რომ შევ­ხე­დოთ, - „ოც­ნე­ბამ“ 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ი­ბა­რა და წე­სით, ახლა "ლა­ზი­კის პორ­ტში“ ევ­რო­პა შე­მოვ­ლი­ლი კრუ­ი­ზი უნდა შე­მო­დი­ო­დეს. რა სი­მაღ­ლე­ზე ვი­ყა­ვით და სად და­ვეშ­ვით... კრუ­ი­ზი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო და გავ­რი­ლო­ვი შე­მო­იყ­ვა­ნეს... 29 დე­კემ­ბერს მეც მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი... ერ­თა­დერ­თი გულს ის მი­ხა­რებს, რომ რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხს არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი არ ეტყვის, რომ დღეს და­ვი­შა­ლოთ და ზეგ შე­ვიკ­რი­ბო­თო. გაბ­რა­ზე­ბის სუნი ტრი­ა­ლებს იქ და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა თა­ო­ბის და სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი...

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში 2025 წელი?

- ბი­ძი­ნა ახა­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა წა­მო­ვი­დეს, - ეს მო­უ­წევს. თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რე­ბი არი­ან, რაც აშ­კა­რად ეტყო­ბათ. სხვას ლა­პა­რა­კო­ბენ და მათი სხე­უ­ლის ენა სხვას ამ­ბობს. ასე რომ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. თო­რემ, ვი­მე­ო­რებ, ამა­თი ცეს­კო­თი დათ­ვლი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი მო­მა­ვალ­ში უა­რე­სი და უა­რე­სი იქ­ნე­ბა. 28 ნო­ემ­ბრამ­დე ეს ინ­ტერ­ვიუ რომ ჩაგ­ვე­წე­რა, შე­იძ­ლე­ბა ასე ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ოპ­ტი­მიზ­მი იმან შემ­მა­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­იღ­ვი­ძა. ყვე­ლა, ვინც იქ დგას, აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. ამ ხალ­ხს ვერ გა­ა­ჩე­რებ - ქვე­ყა­ნა გვაქვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა. პატ­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხომ გი­თხა­რით - რომ მა­ჩე­რე­ბენ, მი­შას ხმით და ჯან­სა­ღი იუ­მო­რით ვე­უბ­ნე­ბი, - „ეხლა ეს ფორ­მა რომ გაც­ვია, ხვა­ლე იხდი თუ არა?!“ - პატ­რუ­ლი მი­ყუ­რებს და ამ­ბობს: „ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ვიხ­დი ფორ­მას“.

მერე უფრო ახ­ლოს მივ­დი­ვარ და მო­გუ­დუ­ლი ხმით ვე­უბ­ნე­ბი - „ბი­ძი­ნა ფორ­მას რა­ტომ არ იხ­დის?! ფორ­მა მე შე­გი­კე­რეთ, მე ჩა­გაც­ვით და გახ­დაც უნდა ვის­წავ­ლოთ“. ასე რომ, რომ „ოც­ნე­ბას“ ლე­გი­ტი­მა­ცია „გა­სახ­დე­ლი“ აქვთ. ამ პრინ­ცი­პით სხვა მთავ­რო­ბა გვე­ყო­ლე­ბა - წა­ა­გე - წადი, მო­ი­გე - მოდი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ თუ არ მო­მე­წო­ნე­ბა, ჩემს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­თა­ვე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, სიბ­რა­ზეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში მი­ვი­ტან. ძალა-უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ რად­გან მიშა მო­ი­შო­რე, 100 წელი სა­თა­ვე­ში უნდა იყო?! ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ გა­ა­ტა­რებს. ვა­და­გა­სუ­ლი არა­ვინ მინ­და. მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დას ხომ ვუ­ყუ­რებთ, რომ ვა­და­გა­სულ­მა არ გვავ­ნოს. აგერ მთავ­რო­ბა გვყავს ვა­და­გა­სუ­ლი, რო­მე­ლიც გვნებს. რო­გორც ბი­უ­ლე­ტენ­ზე გა­ჟო­ნა, ყვე­ლა სფე­რო­ში თა­ვი­ან­თი არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბით ისე გა­ჟო­ნეს.

ავტორი:

"რუსთაველზე გაბრაზების სუნი ტრიალებს... მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ" - ქართლოს ნატროშვილი

"რუსთაველზე გაბრაზების სუნი ტრიალებს... მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ" - ქართლოს ნატროშვილი

"კომოდი შოუში" პირველად 2013 წლის 10 მარტს გამოჩნდა. "ქართული ოცნება" უკვე მოსული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილს თვეები ჰქონდა დარჩენილი. მან ტელემაყურებელს მიხეილ სააკაშვილის პაროდია შესთავაზა...

"მერე მიშა წავიდა და ბიძინას მიშა მარტო მე შევეჭიდე. 12 წელია, მისი ემოცია მაქვს... არავისთან მერიდება ჯანსაღი იუმორით და მიშას ხმით მისვლა, მათ შორის, პატრულთან: "გადმოდი მანქანიდან, ჩემი ნაყიდია" - იმ დროს უნდა ნახოთ მათი სახეები.

იქვე იუმორში ამიხსნია, "კარგია ბიჭებო, კლიმატკონტროლი? კარგად სხედხართ? ეგ უწყება რომ ჩავიბარე, მანქანაში "ატვიორკას" აძრობდნენ, რომ ფანჯარა ჩამოეწიათ... ასეთი მანქანა მოგეცით და წავედი, იმიტომ, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოითხოვა" - გვიყვება პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი.

რას ფიქრობს ქართლოსი ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე, რა აბრაზებს და რა მოლოდინი აქვს 2025 წელს ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე, ამ კითხვებზე გულწრფელად გვპასუხობს (პერიოდულად პრეზიდენტ სააკაშვილის იმიტაციითაც).

- მე, როგორც მოქალაქეს, თითქმის არც ერთი ოპოზიციური მიტინგი, 28 ნოემბრამდეც, არ გამომიტოვებია... 2014 წლის 15 ნოემბერს რუსთაველზე იყო აქცია - "არა ოკუპაციას!“ ამ დღეებში ვფიქრობდი, 10 წლის მერე კიდევ იგივე გვიწევს, გაიღვიძა საქართველომ. მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ და ვგრძნობ. ყველაფერი კი იქიდან მოდის, როცა დაირღვა პრინციპი - წააგე - წადი, მოიგე - მოდი... ვინც ამ პრინციპს არ იცავს, უკვე საშიშია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს მიშა იქნება, გრიშა, პეტრე თუ პავლე...

როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ არჩევნები გაყალბებულია... თითქოს ვიღაც მოგვეპარა, ჯიბეში ხელი ჩაგვიყო და რაღაც ამოგვაცალა, ან მაქანა დილით გაძარცული დაგხვდა და ძალიან გავბრაზდით. ჰოდა, ასეა - აქციაზე გაბრაზებული ხალხი დგას. გულს მიხარებს, რომ ბევრ ახალ, ჯანსაღ ადამიანს ვხედავ. ჰაერში გაბრაზების სუნი ტრიალებს. ახლა როგორც მიშამ, მისი ხმით უნდა გიპასუხოთ - "2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ეგზიტპოლები რომ ვნახე, 5 წუთში მოვითხოვე პირდაპირი ეთერი, მე წავედი"... 2012 წელს, შორს რომ არ წავიდე, საკუთარმა ორმა ბებიამ ბიძინა ივანიშვილი აირჩია...

მაშინ შეიძლება მას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ გულში იმასაც ვფიქრობდი, რომ ეს კაცი ლეგიტიმურად მოვიდა, ხალხმა აირჩია-მეთქი... გავიდა 13 წელი და მოქალაქეები ეუბნება, წადი - გრიშას ავირჩევ, პეტრეს, თუ პავლეს, ჩემი საქმეა... ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცივილურად გაგვეშვა, 26 ოქტომბერს დაველოდეთ, ამ დღისთვის სპეციალურად დავირაზმეთ. ვიღაცამ 41 შემოხაზა, ვიღაცამ 5, 7, 14, მაგრამ როდესაც ყუთში არანორმალურად "იყრი“ და ეს გაგდის, ხახლის ასეთი გაბრაზება აღარ უნდა გაგიკვირდეს...

- კი, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა...

- 2012 წლის ოქტომბერში 26 წლის ვიყავი. გული სიამაყით მევსებოდა, რომ ძალაუფლება გრუხუნის და ტანკების გარეშე მშვიდობიანად გადაბარგდა. როდესაც ასეთი რამ ხდება, მსოფლიოში ყველას უნდა შენთვის ხელის ჩამორთმევა. 2012 წლის 8 ოქტომბერი იმიტომ მიყვარს, რომ ის ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი და უმნიშვნელოვანესი დღეა... მიშამ რეზიდენციის წინ ხალიჩა გაუფინა, დარწმუნებული ვარ, ბიძინას პიროვნულად ვერ იტანს, მაგრამ მისთვის იმ ხელის ჩამორთმევით დამარწმუნა, რომ ნამდვილი პოლიტიკოსია... დღეს პოლიტიკოსების უმრავლესობამ ეს კადრი კარგად უნდა შეაფასოს... ჩემი აზრით, დღევანდელი სიბრაზე, რაც ქართველ ხალხს აქვს, 2013 წელს უნდა გამოგვეხატა.

- რატომ?

- პიროვნულად შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გიორგი კვირკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია არავის აურჩევია. ეს კაცი ავირჩიეთ, რომელიც მერე დაგვემალა - ფარდის უკან გავიდა. ფარდის უკან გასული როცა ამ პერსონებს გვაჩეჩებდა, ეს თავიდანვე საშიშად მენიშნა. უნდა გვეთქვა - სად წახვედი, ხალხმა წინა ხელისუფლება, მიშა გადაირჩია, შენ აგირჩია... ბიძინასთვის დამალვა არ უნდა გვეპატიებინა. პოლიტიკურად პასუხი უნდა მოგვეთხოვა, შეგვეტია... მჯერა, აქამდე არ მოვიდოდა საქმე. მაშინ გრიალით მოვიდა და 2024 წელს გეუბნება, ახლა უფრო გრიალით ამირჩია ხალხმაო - დიდი ტყუილია. გყავს ამომრჩევლები, მაგრამ უმრავლესობა აღარ გყავს... ჩემი სოლიდარობა როგორც ონისე ცხადაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, ასევე ამ ერთ თვეში ყველა დაკავებულს.

- აქციის დასაშლელად არნახული ძალა გამოიყენეს. როგორი იყო შენი რეაქცია?

- არალეგიტიმური ადამიანისგან ყველაფერი არალეგიტიმური მოდის, რადგან ზღვარი აღარ აქვს. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს - ექიმია, ხალხს ეხმარება, პროგრამისტი, მსახიობი თუ სტუდენტი - ყველას დასდევს, სცემს და აპატიმრებს. ბოლო ერთ თვეში საოცრებები მოხდა... დილით ტელევიზორს რომ ვრთავ და დაბინტულ ახალგაზრდებს ვუყურებ, გული მისკდება. ეს ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია. მიშასაც ჰქონდა გადაცდომა, მაგრამ არჩევნები რომ წააგო და წავიდა... 2003 წელს პარლამენტში იმიტომ შევარდა, რომ ხალხს არ უნდოდა ედუარდ შევარდნაძე - იქ იმ ხალხის ხმა შევიდა და დაუყვირა - გადადექი... მისი აღმატებულება ქართველი ხალხის ნება დაცული უნდა იყოს!

- თქვენი გუნდის წევრი, ონისე ცხადაძე ვახსენეთ, რომელიც ახლა დაკავებულია. რას გვეტყვი ონისეზე?

- იმიტომ არა, რომ ვიცნობ, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია და ზუსტად ესაა ამათი გაუგებარი ქმედების შედეგი. ონისე ყველგან შეიძლება წარმოვიდგინო, გარდა იმ ადგილისა, სადაც დღეს არის. ბოროტება გონებაში გაელვებითაც არ ჰქონია, მაგრამ ასეთ ადამიანებს სჯის ჩარჩოდან გასული ხელისუფლება. ამ 13 წლის განმავლობაში ვერც ერთ რუს ჯაშუშს რომ ვერ დაიჭერ და ონისე ცხადაძეს აპატიმრებ, ასევე მათ, ვინც არჩევნების გაყალბება გაგიპროტესტა. თუ ასე გაგრძელდა, ეს არალეგიტიმურობის ნიაღვარი გაიზრდება და ხელს ყველას მოჰკიდებს...

ადამიანი ეუბნება, ტრავმატოლოგი ვარ, ხალხს ვეხმარები და ამის მერე, კიდევ მეტად რომ სცემ. რაზეა საერთოდ საუბარი?! ეს დაზარალებული ადამიანები, ადამიანური გაგებით, ნაცემი ფრიადოსნები არიან. თავიანთი საქმით არიან დაკავებული, რაშიც გულს და სულს დებენ, მათ შორის, სტუდენტები, მსახიობები, რომლებსაც ამ სიცივეში წყლით, ცრემლმდენი გაზით შლი, არბევ, ძვლებში ამტვრევ, - სიგიჟეა...

სასიხარულო ისაა, რომ ორგანიზატორს ვერ პოულობენ. ერთ-ერთმა უთხრა, ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძეაო, დაიჯერეს და ილიას ეძებდნენ - აბსურდის თეატრია. "წითელ მოედანზე", მოსკოვში ცარიელი თაბახის ფურცელი მაღლა რომ აწიო, 5 ომონელი მოგვარდება და ჩვენთანაც უკვე ყველაფერი აქამდე მიდის.

- ხალხი ქუჩაში 28 ნოემბერს პრემიერ მინისტრის იმ ცნობილი განცხადების შემდეგ გამოვიდა და მას მერე გარეთაა...

- ერთი ლიტრი ბენზინი 5 ლარი რომ გახდეს, შეიძლება ეს არ გავაპროტესტოთ, არც პურის გაძვირება, მაგრამ გარუსებაზე ბიძინას ქართველმა ხალხმა წითელი აუნთო... არადა, ლუდოვიკო XIV-ის მერე „ამ კარზე“ ვაკაკუნებთ... იქნებ იმ არჩევნებს ალალად იგებ და მიუხედავად იმისა, რომ 41 გულზე არ მეხატება, ხელი უნდა ჩამოგართვა?! ერთი ხმითაც თუ მაჯობე, კი, მიდი, მართე. ასეთ დროს ყველა დაგელაპარაკება.

- როგორია შენი პროგნოზი?

- ქართველმა ხალხმა ბიძინას ეს ყველაფერი არ უნდა შეარჩინოს. თუ შერჩა, შემდეგში მისი ხელმძღვანელობით ცესკო კიდევ საშინელ არჩევნებს ჩაატარებს (წარმოდგენაც არ მინდა). პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე ვამბობ, ზოგადად ხომ ვიცოდი, რომ ქართველი ხალხი არ უყვარდა, მაგრამ როდესაც სცენაზე მიხეილ ყაველაშვილი გამოიყვანა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი... ყაველაშვილს პიროვნულად არ ვიცნობ. დიდი ამბავი თუ როგორც ფეხბურთელი არ მომწონს, ეგ კი არა, მესის ფანები რონალდოს აკრიტიკებენ... ფეხბურთი იქით იყოს, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტად მას ვერ წარმოვიდგენ.

- სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას როგორ აფასებ?

- 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი არც პირველ ტურში და არც მეორე ტურში არ ამირჩევია, მაგრამ ამ "ოცნების" შემხედვარე, ლეგიტიმურ პრეზიდენტია... გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გულზე არ მეხატება, მაგრამ არალეგიტიმური მთავრობის მიერ ხელდასხმული ყაველაშვილი რომ მახსენდება, ამ ფონზე ყველა, როგორც ვთქვი, გენიოსია. კალენდარს რომ შევხედოთ, - „ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლება ჩაიბარა და წესით, ახლა "ლაზიკის პორტში“ ევროპა შემოვლილი კრუიზი უნდა შემოდიოდეს. რა სიმაღლეზე ვიყავით და სად დავეშვით... კრუიზი უნდა შემოსულიყო და გავრილოვი შემოიყვანეს... 29 დეკემბერს მეც მოუთმენლად დაველოდები... ერთადერთი გულს ის მიხარებს, რომ რუსთაველზე ხალხს არც ერთი პოლიტიკოსი არ ეტყვის, რომ დღეს დავიშალოთ და ზეგ შევიკრიბოთო. გაბრაზების სუნი ტრიალებს იქ და გაბრაზებულია ყველა თაობის და სტატუსის მქონე ადამიანი...

- როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკურ ჭრილში 2025 წელი?

- ბიძინა ახალი არჩევნებზე უნდა წამოვიდეს, - ეს მოუწევს. თვითონაც იციან, რომ არალეგიტიმურები არიან, რაც აშკარად ეტყობათ. სხვას ლაპარაკობენ და მათი სხეულის ენა სხვას ამბობს. ასე რომ, აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. თორემ, ვიმეორებ, ამათი ცესკოთი დათვლილი არჩევნების შედეგები მომავალში უარესი და უარესი იქნება. 28 ნოემბრამდე ეს ინტერვიუ რომ ჩაგვეწერა, შეიძლება ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ ვყოფილიყავი. ოპტიმიზმი იმან შემმატა, რომ საქართველომ გაიღვიძა. ყველა, ვინც იქ დგას, აქციების ორგანიზატორია. ამ ხალხს ვერ გააჩერებ - ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. პატრულთან ურთიერთობაზე ხომ გითხარით - რომ მაჩერებენ, მიშას ხმით და ჯანსაღი იუმორით ვეუბნები, - „ეხლა ეს ფორმა რომ გაცვია, ხვალე იხდი თუ არა?!“ - პატრული მიყურებს და ამბობს: „ბატონო პრეზიდენტო, ვიხდი ფორმას“.

მერე უფრო ახლოს მივდივარ და მოგუდული ხმით ვეუბნები - „ბიძინა ფორმას რატომ არ იხდის?! ფორმა მე შეგიკერეთ, მე ჩაგაცვით და გახდაც უნდა ვისწავლოთ“. ასე რომ, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაცია „გასახდელი“ აქვთ. ამ პრინციპით სხვა მთავრობა გვეყოლება - წააგე - წადი, მოიგე - მოდი. იმედს ვიტოვებ, რომ თუ არ მომეწონება, ჩემს სახელმწიფოში სათავეში მყოფი ადამიანი, სიბრაზეს საარჩევნო ყუთში მივიტან. ძალა-უფლების დათმობა ძნელია, მაგრამ რადგან მიშა მოიშორე, 100 წელი სათავეში უნდა იყო?! ამას ქართველი ხალხი არ გაატარებს. ვადაგასული არავინ მინდა. მაღაზიაში პროდუქტების ვადას ხომ ვუყურებთ, რომ ვადაგასულმა არ გვავნოს. აგერ მთავრობა გვყავს ვადაგასული, რომელიც გვნებს. როგორც ბიულეტენზე გაჟონა, ყველა სფეროში თავიანთი არალეგიტიმურობით ისე გაჟონეს.