საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როგორც იქნა!“ - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას: ვინ რას აცხადებს?
“როგორც იქნა!“ - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას: ვინ რას აცხადებს?

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა.

  • შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს".

სი­ახ­ლის კვალ­დაკ­ვალ აშშ-ის, კერ­ძოდ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აფა­სე­ბენ.

  • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი:

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სან­ქცი­ებს უწე­სებს ბი­ძი­ნა გრი­გო­რის ძე ივა­ნიშ­ვი­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის. ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბებ­მა წა­შა­ლეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, და­უშ­ვეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და შე­ზღუ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე­ტიც, მათ გა­და­ახ­ვე­ვი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზი­დან, მო­მავ­ლი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს და რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მო­ი­თხოვს. შე­დეგ­მა სა­ქარ­თვე­ლო მო­წყვლა­დი გა­ხა­და რუ­სე­თის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ზე მე­ტის ოკუ­პა­ცი­ას.

ჩვენ მკაც­რად ვგმობთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ქმე­დე­ბებს ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბის ქვეშ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, დე­მონ­სტრან­ტე­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­უ­რი ფი­გუ­რე­ბის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე და ძა­ლა­დობ­რივ რეპ­რე­სი­ას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი შე­მარ­თუ­ლია მო­ი­თხო­ვოს მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს უთხრის ძირს,” - ნათ­ქვა­მია ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი და ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ჯო უილ­სო­ნი:

“მი­ვე­სალ­მე­ბი დიქ­ტა­ტუ­რის მომ­ლო­დი­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას. “რეს­პუბ­ლი­კელ­თა კვლე­ვის კო­მი­ტეტ­თან” ერ­თად ამის­კენ 2020 წელს მო­ვუ­წო­დებ­დი. ივა­ნიშ­ვილს ამე­რი­კა სძულს და ჩი­ნე­თი და ირა­ნი უყ­ვარს. ის სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას გეგ­მავს. სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სჭირ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი,” - წერს უილ­სო­ნი X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

  • ლი­ე­ტუ­ვის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი:

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბით. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ [სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის] “უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტო­ლის ოფისს” მე­ო­რა­დი სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ღე­ბა შე­უძ­ლია მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ივა­ნიშ­ვილ­თან ბიზ­ნესს აწარ­მო­ე­ბენ.”

  • ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, კი­ას­ტუ­ტის ბუდ­რი­სი:

“რო­გორც იქნა! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აშშ-ის მიერ იქნა და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი. მი­ვე­სალ­მე­ბი აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ის უკ­ვეა ლი­ე­ტუ­ვის, ლატ­ვი­ის, ეს­ტო­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­სან­ქციო სი­ებ­ში. სა­უ­კე­თე­სოა დროა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­მა და წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა იგი­ვე ნა­ბი­ჯი გა­დად­გან. ლი­ე­ტუ­ვა გვერ­დში უდ­გას ქარ­თველ ხალ­ხს!”

  • ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მარ­გუს ცაჰკნა:

“ეს­ტო­ნეთ­მა ის და 27 სხვა პი­როვ­ნე­ბა და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტე­ბის ჩახ­შო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. გვი­ხა­რია, რომ სხვე­ბიც მოგ­ვყვე­ბი­ან.”

  • ჰელ­სინ­კის კო­მი­სია:

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის ორ­პარ­ტი­უ­ლი წევ­რე­ბი გან­გაშს აცხა­დებ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­ა­ზე და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვა­ზე, მო­ეხ­დი­ნა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ბო­ტა­ჟი, ძა­ლა­დობ­რი­ვად თავს დას­ხმო­და მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს და სა­ქარ­თვე­ლო ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი გზი­დან გა­და­ეგ­დო.

დღეს, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გა­მო­ა­ცხა­და რუ­სე­თის­კენ და რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს მით­რე­ვა­ში მისი წამ­ყვა­ნი რო­ლის­თვის.

ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ქარ­თვე­ლებს გვერ­დში უდ­გას ივა­ნიშ­ვი­ლის ტი­რა­ნი­ის­გან ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად მათ მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლა­ში,” - ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი რი­ჰარდს კოლ­სი:

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­სან­ქცი­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რუ­სე­თის მა­რი­ო­ნე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის­თვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ღა­ლა­ტის­თვის. ევ­რო­კავ­შირ­მა იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თოს (რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მო­უ­წო­და), რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს ქარ­თველ ხალ­ხსა და მათ ბრძო­ლას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ლე­გი­ტი­მუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში.”

  • ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი, ტომ ტი­ლი­სი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია):

“რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ძა­ლის­ხმე­ვე­ბი, მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და მა­რი­ო­ნეტ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა, უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. პუ­ტი­ნი და სი თითო-თითო ქვეყ­ნით ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი მავ­ნე გავ­ლე­ნის გავ­რცე­ლე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას.”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“როგორც იქნა!“ - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას: ვინ რას აცხადებს?

“როგორც იქნა!“ - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას: ვინ რას აცხადებს?

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება.

  • შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

სიახლის კვალდაკვალ აშშ-ის, კერძოდ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, ორგანიზაციები და წარმომადგენლები აფასებენ.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი:

“შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

  • ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი:

“მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” - წერს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე.

  • ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი:

“შეერთებულმა შტატებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ [სახაზინო დეპარტამენტის] “უცხოური აქტივების კონტოლის ოფისს” მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ.”

  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი:

“როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში. საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!”

  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა:

“ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან.”

  • ჰელსინკის კომისია:

“წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო.

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის.

ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდინარე ბრძოლაში,” - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

  • ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი:

“შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში.”

  • ამერიკელი სენატორი, ტომ ტილისი (რესპუბლიკური პარტია):

“რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია. პუტინი და სი თითო-თითო ქვეყნით ცდილობენ საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებას და დემოკრატიის განადგურებას.”