სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს - არ შეიძლება რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით“ - ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე
“არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს - არ შეიძლება რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით“ - ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე

ან­სამ­ბლ “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ დი­რექ­ტორ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი შე­ა­ფა­სა და წუ­ხი­ლი გა­მო­ხა­ტა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდე­ბის გამო.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი “გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

“მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა პა­ტიმ­რის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, ნა­ცე­მის, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ასე უმო­წყა­ლოდ გა­ი­მე­ტა ჩვენ­მა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც ქუ­ჩებ­ში დგა­ნან უკვე თით­ქმის ერთი თვეა, შიში არ აქვთ. მათ ვე­რა­ვინ შე­ა­ში­ნებს. ეს რის­კი­ა­ნი თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც იბ­რძვის თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის, მო­მავ­ლის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხომ მხო­ლოდ სი­ტყვა არაა, მას მო­პო­ვე­ბა უნდა, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო და ეს ის თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც არ გა­ჩერ­დე­ბა, არა­ვის და­ე­მო­ნე­ბა. მათ არ უნ­დათ რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად გა­და­აქ­ცი­ონ სა­ქარ­თვე­ლო, მათ უნ­დათ მო­მა­ვა­ლი.

ეს ის თა­ო­ბაა, რო­მელ­შიც პი­რი­ქით, უნდა ჩა­დონ ინ­ვეს­ტი­ცია, გვერ­დში და­უდ­გნენ და მო­უს­მი­ნონ. რა­ტომ არის დღეს გახ­ლე­ჩი­ლი სა­ქარ­თვე­ლო? - ეს ხომ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა? რო­დე­საც ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ის არ არის შენი მო­ქა­ლა­ქე. მთავ­რო­ბაა დამ­ნა­შა­ვე რომ დღეს ერი შუ­ა­ზეა გახ­ლე­ჩი­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი მთე­ლი ღა­მით დგა­ნან ქუ­ჩა­ში. ეს ხომ 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, მარ­თლა 300 და 400 კაცი ხომ არ არის.

უსას­რუ­ლო­დაც რომ გაგ­რძელ­დეს, მჯე­რა რომ ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ვის სათ­ქმელს იტყვი­ან. იცი­ან, რომ მათი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა­ში, მათი მო­მა­ვა­ლი არის დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც იქ­ნე­ბა აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­დაც პა­ტივს სცე­მენ გან­სხვა­ვე­ბულ აზრს. თუ ჩვენ პრე­ტენ­ზია გვაქვს რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, არ შე­იძ­ლე­ბა ასე უმო­წყა­ლოდ მო­ექ­ცე შენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს,“ - გა­ნა­ცხა­და “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, ან­სამ­ბლში არა­სო­დეს ჰქო­ნია კა­მა­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კუთ­ვნი­ლო­ბის გამო.

“მე პი­რა­დად ან­სამ­ბლში 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მყავს. იქაც არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი. და­ახ­ლო­ე­ბით 65-60% უფრო ოპო­ზი­ცი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, სა­დღაც 35 -40% შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ასე გან­წყო­ბი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე იყოს, მაგ­რამ არას­დროს არ არის ჩვენ­თან ამა­ზე არც პო­ლე­მი­კა, არც ჩხუ­ბი, არც კა­მა­თი. სა­ერ­თოდ არც ვიცი ვის რა აზრი აქვს და არც მა­ინ­ტე­რე­სებს.

  • არ მინ­და რომ ჩემი ქვე­ყა­ნა დაბ­ნელ­დეს, პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი გახ­დეს ჩემი ხალ­ხი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის გად­მო­ღე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­გან. ამით ხალ­ხს ვერ მო­ა­ტყუ­ებ, მი­თუ­მე­ტეს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას.

არ შე­იძ­ლე­ბა რომ მი­ვი­დეთ სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე, არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­თა­ვებ­ლად გვა­ტყუ­ებ­დნენ ხან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით, ხან ომით... ეს არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი. მე თავს ვთვლი პატ­რი­ო­ტად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეროვ­ნულ საქ­მეს ვა­კე­თებ და მინ­და რომ ჩემს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პის­კენ ჰქონ­დეს გეზი და არა შავ-ბნე­ლი რუ­სე­თის­კენ,“ -აღ­ნიშ­ნა ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა.

ქო­რე­ოგ­რაფ­მა გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე მის ახ­ლობ­ლებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ:

“მე პი­რა­დად ვიცი შემ­თხვე­ვე­ბი რო­მე­ლიც გა­შუ­ქე­ბუ­ლიც არ არის. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი რა დღე­ში ჩა­აგ­დეს, რო­გორ სცე­მეს არაფ­რის გუ­ლის­თვის. არა რუს­თა­ველ­ზე, არა­მედ პა­ტა­რა, მიხ­ვე­ულ ქუ­ჩებ­ში. სახ­ლებ­ში მი­მა­ვა­ლი ხალ­ხი, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა,“ - ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა აქ­ცი­ა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი “ხო­რუ­მი“ შე­ა­ფა­სა.

“ხო­რუ­მი“ არ არის მარ­ტო საბ­რძო­ლო ცეკ­ვა, ეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის ცეკ­ვა, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ წინსვლის ცეკ­ვა. ვთვლი, რომ ბა­ბუ­ა­ჩემ­მა, ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა ძეგლი და­იდ­გა ამ ცეკ­ვის შექ­მნით და ის ხაზი, რო­მე­ლიც მან გა­მო­ი­გო­ნა ყვე­ლა ქარ­თველ­მა იცის. იმი­ტო­მაც ჩა­ე­ბა მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. ყვე­ლა ჩა­ე­ბა ხო­რუ­მის ხაზ­ში.

ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ მძი­მე დღე­ებ­ში,“ - აღ­ნიშ­ნა სუ­ხიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს - არ შეიძლება რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით“ - ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე

“არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს - არ შეიძლება რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით“ - ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე

ანსამბლ “სუხიშვილების“ დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა “ტელეკომპანია პირველთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და წუხილი გამოხატა აქციაზე დაკავებული, ნაცემი ახალგაზრდების გამო.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული “გახლეჩილი საზოგადოება“ მთავრობის პასუხისმგებლობაა.

“მინდა სოლიდარობა გამოვხატო ყველა პატიმრის, დაზარალებულის, ნაცემის, დასახიჩრებული ადამიანის მიმართ, რომელიც ასე უმოწყალოდ გაიმეტა ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ. იმ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩებში დგანან უკვე თითქმის ერთი თვეა, შიში არ აქვთ. მათ ვერავინ შეაშინებს. ეს რისკიანი თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.

  • თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, მას მოპოვება უნდა, ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, არავის დაემონება. მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო, მათ უნდათ მომავალი.

ეს ის თაობაა, რომელშიც პირიქით, უნდა ჩადონ ინვესტიცია, გვერდში დაუდგნენ და მოუსმინონ. რატომ არის დღეს გახლეჩილი საქართველო? - ეს ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა? როდესაც ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის არ არის შენი მოქალაქე. მთავრობაა დამნაშავე რომ დღეს ერი შუაზეა გახლეჩილი. ახალგაზრდები მთელი ღამით დგანან ქუჩაში. ეს ხომ 100 ათასობით ადამიანია, მართლა 300 და 400 კაცი ხომ არ არის.

უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა რომ ახალგაზრდები თავის სათქმელს იტყვიან. იციან, რომ მათი მომავალი არის ევროპაში, მათი მომავალი არის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც იქნება აზრის თავისუფლება, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს. თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს რომ ადამიანები ვართ, არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს,“ - განაცხადა “სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ანსამბლში არასოდეს ჰქონია კამათი პოლიტიკური მიკუთვნილობის გამო.

“მე პირადად ანსამბლში 100-ზე მეტი ადამიანი მყავს. იქაც არის განსხვავებული აზრი. დაახლოებით 65-60% უფრო ოპოზიციურად არის განწყობილი, სადღაც 35 -40% შეიძლება არ იყოს ასე განწყობილი და “ქართული ოცნების“ მომხრე იყოს, მაგრამ არასდროს არ არის ჩვენთან ამაზე არც პოლემიკა, არც ჩხუბი, არც კამათი. საერთოდ არც ვიცი ვის რა აზრი აქვს და არც მაინტერესებს.

  • არ მინდა რომ ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი, რომელიც აბსოლუტურად არის გადმოღებული რუსული პროპაგანდისგან. ამით ხალხს ვერ მოატყუებ, მითუმეტეს ახალგაზრდა თაობას.

არ შეიძლება რომ მივიდეთ სამოქალაქო ომამდე, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით... ეს არ არის სერიოზული. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა რომ ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავ-ბნელი რუსეთისკენ,“ -აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

ქორეოგრაფმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც მისი თქმით, აქციაზე მის ახლობლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ:

“მე პირადად ვიცი შემთხვევები რომელიც გაშუქებულიც არ არის. ჩემი ახლობლები რა დღეში ჩააგდეს, როგორ სცემეს არაფრის გულისთვის. არა რუსთაველზე, არამედ პატარა, მიხვეულ ქუჩებში. სახლებში მიმავალი ხალხი, სადარბაზოებიდან გამოიყვანეს. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება,“ - ნინო სუხიშვილმა აქციაზე შესრულებული “ხორუმი“ შეაფასა.

“ხორუმი“ არ არის მარტო საბრძოლო ცეკვა, ეს არის ერთიანობის ცეკვა, გამარჯვებისკენ წინსვლის ცეკვა. ვთვლი, რომ ბაბუაჩემმა, ილიკო სუხიშვილმა ძეგლი დაიდგა ამ ცეკვის შექმნით და ის ხაზი, რომელიც მან გამოიგონა ყველა ქართველმა იცის. იმიტომაც ჩაება მთელი მოსახლეობა. ყველა ჩაება ხორუმის ხაზში.

ძალიან ამაღელვებელი, სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ამ მძიმე დღეებში,“ - აღნიშნა სუხიშვილმა.