საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 წელია, დაისვენა ქვეყანამ - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!" - რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან
"12 წელია, დაისვენა ქვეყანამ - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!" - რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან

12 წე­ლია და­ის­ვე­ნა ქვე­ყა­ნამ, არც ომში ხარ და არც უკ­რა­ი­ნის სი­ტუ­ა­ცია არ გვაქვს - ამ ქვეყ­ნის აწი­ო­კე­ბა გინ­და? არ გა­მო­გი­ვა! - ასე მი­მარ­თა “ვრ ჰოლ­დინ­გის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე.

"12 წე­ლია და­ის­ვე­ნა ქვე­ყა­ნამ, არც ომში ხარ და არც უკ­რა­ი­ნის სი­ტუ­ა­ცია არ გვაქვს. მოგ­წონს, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა? უკ­რა­ი­ნა მოგ­წონს? გე­კი­თხე­ბი, მოგ­წონს უკ­რა­ი­ნა­ში რაც ხდე­ბა? რა უქ­ნეს ქვე­ყა­ნას, ნა­ხეთ? იგი­ვე გინ­და, რომ აქ იყოს? აწი­ო­კე­ბა გინ­და ამ ქვეყ­ნის? არ გა­მო­გი­ვა,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

  • ნა­მო­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე არ არის, „მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა“.

"ზუს­ტად ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლად მოხ­და იმი­სათ­ვის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ იქ. და­ტო­ვეს სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად... არ ვარ ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და ყვე­ლა­ფერს აქვს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა. ახლა ავალ პრე­მი­ერ­თან. რომ ჩა­მო­ვალ, გე­ტყვით ჩემს სათ­ქმელს,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­მო­რა­ძემ.

  • თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბის ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია TAV Georgia-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, თეა ზა­ქა­რა­ძემ პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ასე გაგ­რძელ­და ინ­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ბიზ­ნეს­ზე აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა.

"ჩვე­ნი ყვე­ლას პო­ზი­ცია ის არის, რომ რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­კე­თოს, უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი იმის­კენ, რომ ყვე­ლა დამ­შვიდ­დეს და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, რომ კომ­პრო­მი­სუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას - ესეც უნდა გა­და­იდ­გას.

მე ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აე­რო­პორ­ტს სტა­ბი­ლუ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამ პლატ­ფორ­მას იმის­თვის, რომ ჩვე­ნი აზრი და­ვა­ფიქ­სი­როთ ბიზ­ნეს­მა. ხომ იცით რომ და­ვა­ფიქ­სი­რებთ? ბიზ­ნეს­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. ჩემს გარ­და 80-100 კა­ცია, თუ მო­მე­ცა აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ფიქ­სი­რებ.

მე პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვი. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ქვე­ყა­ნას და ჩვენს ბიზ­ნესს - ავი­ა­ცი­ას სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ამის­თვის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი, ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას.თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და ინ­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ბიზ­ნეს­ზე აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თეა ზა­ქა­რი­ძემ.

  • არ­სის" დი­რექ­ტო­რის ბესო ორ­თო­ი­ძის თქმით, მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი პრე­მი­ე­რის­გან პა­სუ­ხებს მი­ი­ღებს.

„ბიზ­ნესს, 2000-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის ჩვენს კომ­პა­ნი­ა­საც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სას­წრა­ფოდ დე­ეს­კა­ლა­ცია. ამის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი გვაქვს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. მო­ვუს­მენთ და ალ­ბათ, მათ­გა­ნაც მი­ვი­ღებთ პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ბესო ორ­თო­ი­ძემ.

ბიზ­ნეს­მენ­მა, ირაკ­ლი იაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ უერ­თდე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ნა­წი­ლის პე­ტი­ცი­ას.

„დამ­პა­ტი­ჟეს და მო­ვე­დი. 30 წე­ლი­წა­დია, ასეთ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს ეს ქვე­ყა­ნა, ჩვენც მათ შო­რის. ახლა მინ­და, გა­ვი­გო, მო­მა­ვალ­ში ჩვენ რა გვე­ლო­დე­ბა, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, რო­გორ მივ­ხე­დოთ ეკო­ნო­მი­კას. ლა­რის კურ­სზე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ტე­ვა, ეს სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ თქვენ? - ეს ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, 30 წელი ნა­კუწ-ნა­კუწ ვაგ­რო­ვეთ ეს ქვე­ყა­ნა, ეკო­ნო­მი­კა და ლარი. ჩა­მო­ვაქ­ცი­ოთ ლარი - მეს­მის მო­თხოვ­ნე­ბი და არ ვუ­ერ­თდე­ბი ამ მო­თხოვ­ნას, რომ ლარი ჩა­მო­ვაქ­ცი­ოთ.

მე არ ვიცი პო­ლი­ტი­კა ბიზ­ნეს­მენ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის საქ­მეს უნდა მი­ხე­დოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმა­ყო­ფი­ლი. მე არ ვუ­ერ­თდე­ბი პე­ტი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი იაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"12 წელია, დაისვენა ქვეყანამ - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!" - რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან

"12 წელია, დაისვენა ქვეყანამ - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!" - რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! - ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.

"12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა,“ - განაცხადა მან.

  • ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.

"ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად... არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს,“ - განაცხადა ნამორაძემ.

  • თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა ინვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება.

"ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას - ესეც უნდა გადაიდგას.

მე ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს სტაბილურობა გვჭირდება ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა. ხომ იცით რომ დავაფიქსირებთ? ბიზნესზე ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება. ჩემს გარდა 80-100 კაცია, თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას.თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა ინვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება“, - განაცხადა თეა ზაქარიძემ.

  • არსის" დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს.

„ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია. ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მათგანაც მივიღებთ პასუხს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა განაცხადა, რომ ის არ უერთდება ბიზნესმენების ნაწილის პეტიციას.

„დამპატიჟეს და მოვედი. 30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, მომავალში ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? - ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი - მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.

მე არ ვიცი პოლიტიკა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა თავის საქმეს უნდა მიხედოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. მე არ ვუერთდები პეტიციას“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.