საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100-მდე გარდაცვლილი, მიწასთან გასწორებული სკოლის შენობები და 700-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები მოზამბიკიდან, რომელსაც ციკლონმა “ჩიდომ“ გადაუარა
100-მდე გარდაცვლილი, მიწასთან გასწორებული სკოლის შენობები და 700-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები მოზამბიკიდან, რომელსაც ციკლონმა “ჩიდომ“ გადაუარა

ციკ­ლონ­მა “ჩი­დომ“, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას მო­ზამ­ბიკს და­ა­ტყდა თავს, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 94 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

რის­კე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (INGD) ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად 768 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ზა­რალ­და 622 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

სტი­ქი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. და­ზა­რალ­და 110 ათა­სი მოს­წავ­ლე, მი­წას­თან გას­წორ­და სკო­ლე­ბი.

INGD-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ან­და 52 სა­ნი­ტა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მას. მდგო­მა­რე­ო­ბა გამ­წვა­ვე­ბუ­ლია ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ციკ­ლო­ნამ­დეც შე­ზღუ­დუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე წვდო­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 1300-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი გაგ­ზავ­ნეს.

თუმ­ცა, ციკ­ლო­ნი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ ბევრ მა­ცხოვ­რე­ბელს ჯერ კი­დევ აკ­ლია პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი. დე­და­ქა­ლა­ქის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ციკ­ლონ­მა “ჩი­დომ“ თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ი­ო­ტის ტე­რი­ტო­რი­ას და­არ­ტყა, შემ­დეგ კი მო­ზამ­ბიკს, მა­ლავს და ზიმ­ბაბ­ვეს გა­და­უ­ა­რა.

ციკ­ლონ­მა მო­ზამ­ბიკ­ში 15 დე­კემ­ბერს მი­აღ­წია. ქა­რის სიჩ­ქა­რე 260 კმ/სთ-ს შე­ად­გენ­და.

წყა­რო

ავტორი:

100-მდე გარდაცვლილი, მიწასთან გასწორებული სკოლის შენობები და 700-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები მოზამბიკიდან, რომელსაც ციკლონმა “ჩიდომ“ გადაუარა

100-მდე გარდაცვლილი, მიწასთან გასწორებული სკოლის შენობები და 700-ზე მეტი დაშავებული - ბოლო ცნობები მოზამბიკიდან, რომელსაც ციკლონმა “ჩიდომ“ გადაუარა

ციკლონმა “ჩიდომ“, რომელიც გასულ კვირას მოზამბიკს დაატყდა თავს, ბოლო მონაცემებით 94 ადამიანი იმსხვერპლა.

რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული ინსტიტუტის (INGD) ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 768 ადამიანი დაშავდა, გარკვეულწილად დაზარალდა 622 000-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას. დაზარალდა 110 ათასი მოსწავლე, მიწასთან გასწორდა სკოლები.

INGD-ს ინფორმაციით, დაზიანდა 52 სანიტარული დაწესებულება, რაც კიდევ უფრო ართულებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას. მდგომარეობა გამწვავებულია ისეთ ადგილებში, სადაც ციკლონამდეც შეზღუდული იყო სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომა.

ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად 1300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს.

თუმცა, ციკლონიდან ერთი კვირის შემდეგ ბევრ მაცხოვრებელს ჯერ კიდევ აკლია პირველადი მოხმარების ნივთები. დედაქალაქის წყალმომარაგება თანდათან უმჯობესდება.

ციკლონმა “ჩიდომ“ თავდაპირველად მაიოტის ტერიტორიას დაარტყა, შემდეგ კი მოზამბიკს, მალავს და ზიმბაბვეს გადაუარა.

ციკლონმა მოზამბიკში 15 დეკემბერს მიაღწია. ქარის სიჩქარე 260 კმ/სთ-ს შეადგენდა.

წყარო