მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული - აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია" - ირაკლი კობახიძე
"ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული - აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია" - ირაკლი კობახიძე

ევ­რო­პულ­ზე და ამე­რი­კულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დი შსს და­ა­სან­ქცი­რეს, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, სა­ერ­თოდ არ და­უ­სან­ქცი­რე­ბი­ათ. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, და­ნარ­ჩენ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სჯე­ლებს. ეს არის აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ "ნაც­მა­ი­და­ნი“, ეს მცდე­ლო­ბა იყო სან­ქცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის მხრი­დან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, აშშ-ს სჭირ­დე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია და ამა­ზე სრუ­ლი თან­ხვედ­რა აქვთ პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან.

"ცოტა ხნის წინ, გავ­რცელ­და ბა­ტო­ნი ჯეფ­რი საქ­სის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­მაც აშშ-ს მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცია და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა­ში.ეს არის, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბა. ჩვენ, ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის და შსს-ს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სან­ქცი­რე­ბას შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ გარ­კვე­უ­ლი შე­ფა­სე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი ეს ფაქ­ტი, რო­გორც მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თგვა­რი აღი­ა­რე­ბა. თქვენ იცით,რომ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ბა­ტო­ნი დო­ნალდ ტრამ­პი ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რობს, ე.წ. "დიფ სთე­ით­ზე“, რო­მე­ლიც მისი გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს მარ­თვა­ზე აშშ-ში. მა­გა­ლი­თად, ბა­ტონ­მა დო­ნალდ ტრამპმა მას­ზე ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე გა­ა­კე­თა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ე.წ. დიფ სთე­ი­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან გა­ნა­ცხა­და ასე­თი რამ, რომ "დიფ სთე­ი­თი“ და­ან­გრევს აშშ-ს ან აშშ და­ან­გრევს და მოშ­ლის "დიფ სთე­ითს“. თქვენ ხე­დავთ, რომ ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ "დიფ სთე­ი­თი“ან­გრევ­და აშშ-ს და სწო­რედ ამის შე­დე­გია ის უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ასე ხში­რად ვის­მენთ ხოლ­მე ამე­რი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან. აშშ-ს სჭირ­დე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია, რა­ზეც ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია და ამა­ში ჩვენ გვაქვს სრუ­ლი თან­ხვედ­რა პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან. ისიც მი­იჩ­ნევს, რომ აშშ-ს სჭირ­დე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა შშს-ს და ამე­რი­კუ­ლი მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა თქმა უნდა, ეს არის მო­რი­გი ან­ტი­ქარ­თუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აქაც ჩანს "დიფ სთე­ი­თის“ ხელი და ჩანს არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი, რაც იდგა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან. თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შსს მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ აქ­ცი­ე­ბის მი­მართ მოქ­მე­დებ­და ამე­რი­კულ­ზე და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ძა­ლი­ან უხე­ში მცდე­ლო­ბა მო­ე­წყოთ "მა­ი­და­ნი“, "ნაც.მა­ი­და­ნი“ და იცით, რო­გორ სრულ­დე­ბა ხოლ­მე ასე­თი პრო­ცე­სე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ "მა­იდ­ნის“პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა 120-ზე მეტი და და­შავ­და 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

"სა­ი­დან იყო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ეს მა­ი­და­ნი, ესეც ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მან, ასე­ვე, გა­იხ­სე­ნა საფ­რან­გე­თის ე.წ.ყვი­თე­ლი ჟი­ლე­ტის პრო­ტეს­ტი. კო­ბა­ხი­ძის თქმით, ამ პრო­ტეს­ტის მსვლე­ლო­ბის დროს და­ი­ღუ­პა 11 და და­შავ­და 4 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი,მათ შო­რის შსს-ს ბრუ­ტა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად.

"ასე­ვე, გახ­სოვთ,რო­გორ წა­რი­მარ­თა პრო­ცე­სე­ბი აშშ-ში, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი შე­იჭ­რა კა­პი­ტო­ლი­უმ­ში. კაცს პირ­და­პირ ტყვია ეს­რო­ლეს და მოკ­ლეს ად­გილ­ზე.

ჩვენ, როცა ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შსს ამე­რი­კულ­ზე და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დებს, ამი­სათ­ვის გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამე­რი­კა­ში ისე გა­ი­ა­რა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი ამას არ მოჰ­ყო­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ გა­იხ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს 2011 წლის 26 მა­ი­სის შემ­თხვე­ვა, რა დრო­საც მის­ვე თქმით, მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე 4 კაცი მოკ­ლეს.

"იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია, მოკ­ლეს 4 კაცი. 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს გა­ა­კე­თა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟიმ­მა. თქვენ გახ­სოვთ, ასე­ვე რო­გორ მოქ­მე­დებ­და მათი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი გი­ორ­გი გა­ხა­რია 2019 წლის ივ­ნის­ში. მა­შინ იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცია, რო­მელ­საც ვი­ღა­ცე­ბი მა­ში­ნაც მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ად ნათ­ლავ­დნენ და გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში შვიდ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობ­და. და­შა­ვე­ბამ კვა­ლი და­ტო­ვა მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, აქე­დან ორმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა თვა­ლი“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"მე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ არც იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­ზეც მე ვი­სა­უბ­რე და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვის დრო­ზე, 2011 წელს ან 2019 წელს, გა­ხა­რი­ას ვგუ­ლის­ხმობ, არა­ვინ და­უ­სან­ქცი­რე­ბი­ათ, ასე­თი არა­ვი­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი. დღეს ევ­რო­პულ­ზე და ამე­რი­კულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დი შსს და­ა­სან­ქცი­რეს, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი სა­ერ­თოდ არ და­უ­სან­ქცი­რე­ბი­ათ. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, და­ნარ­ჩენ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სჯე­ლებს. ეს არის აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ "ნაც­მა­ი­და­ნი“, ეს მცდე­ლო­ბა იყო სან­ქცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის მხრი­დან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული - აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია" - ირაკლი კობახიძე

"ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული - აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია" - ირაკლი კობახიძე

ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, საერთოდ არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოება იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის და შს სამინისტროს სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.

კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ამაზე სრული თანხვედრა აქვთ პრეზიდენტ ტრამპთან.

"ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ბატონი ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში.ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ, ბატონი ვახტანგ გომელაურის და შსს-ს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით,რომ არჩეული პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობს, ე.წ. "დიფ სთეითზე“, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, ბატონმა დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება, ე.წ. დიფ სთეითან დაკავშირებით. მან განაცხადა ასეთი რამ, რომ "დიფ სთეითი“ დაანგრევს აშშ-ს ან აშშ დაანგრევს და მოშლის "დიფ სთეითს“. თქვენ ხედავთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ "დიფ სთეითი“ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან.

რაც შეეხება შშს-ს და ამერიკული მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს "დიფ სთეითის“ ხელი და ჩანს არაფორმალური გავლენები, რაც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ შსს მთლიანობაში ამ აქციების მიმართ მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. საქართველოში იყო ძალიან უხეში მცდელობა მოეწყოთ "მაიდანი“, "ნაც.მაიდანი“ და იცით, როგორ სრულდება ხოლმე ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "მაიდნის“პროცესების შედეგად უკრაინაში დაიღუპა 120-ზე მეტი და დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი.

"საიდან იყო კოორდინირებული ეს მაიდანი, ესეც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მან, ასევე, გაიხსენა საფრანგეთის ე.წ.ყვითელი ჟილეტის პროტესტი. კობახიძის თქმით, ამ პროტესტის მსვლელობის დროს დაიღუპა 11 და დაშავდა 4 400-ზე მეტი ადამიანი,მათ შორის შსს-ს ბრუტალური მოქმედებების შედეგად.

"ასევე, გახსოვთ,როგორ წარიმართა პროცესები აშშ-ში, როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა კაპიტოლიუმში. კაცს პირდაპირ ტყვია ესროლეს და მოკლეს ადგილზე.

ჩვენ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში შსს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ამისათვის გვაქვს კონკრეტული მაგალითები. ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში. ამერიკაში ისე გაიარა ამ ყველაფერმა, რომ განსაკუთრებული პროტესტი ამას არ მოჰყოლია“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ გაიხსენა საქართველოს 2011 წლის 26 მაისის შემთხვევა, რა დროსაც მისვე თქმით, მშვიდობიან დემონსტრაციაზე 4 კაცი მოკლეს.

"იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, მოკლეს 4 კაცი. 2011 წელს საქართველოში ეს გააკეთა "ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ, ასევე როგორ მოქმედებდა მათი ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი გახარია 2019 წლის ივნისში. მაშინ იყო ძალადობრივი აქცია, რომელსაც ვიღაცები მაშინაც მშვიდობიან აქციად ნათლავდნენ და გახარიას მინისტრობის პერიოდში შვიდმა ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა. დაშავებამ კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე, აქედან ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი“ - განაცხადა კობახიძემ.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ არც იმ ქვეყნებში, რომლებზეც მე ვისაუბრე და არც საქართველოში, თავის დროზე, 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ, ასეთი არავითარი გადაწყვეტილება არც კი განიხილებოდა იმიტომ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი. დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული საერთოდ არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოება იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ "ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული“, - განაცხადა კობახიძემ.