პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად" - 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
"გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად" - 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” აგ­რძე­ლებს რეპ­რე­სი­უ­ლი ტაქ­ტი­კე­ბის, მათ შო­რის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, კრი­ტი­კო­სე­ბის გა­სა­ჩუ­მებ­ლად , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ეუ­თოს ფარ­გლებ­ში 17 ქვე­ყა­ნა ავ­რცე­ლებს.

ხელ­მომ­წერ ქვეყ­ნებს შო­რის არი­ან: აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ბელ­გია, კა­ნა­და, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, ფი­ნე­თი, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნორ­ვე­გია, პო­ლო­ნე­თი, რუ­მი­ნე­თი და შვე­დე­თი.

ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში ქვეყ­ნე­ბი მკაც­რად გმო­ბენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” „სას­ტიკ და გა­უ­მარ­თლე­ბელ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ”.

“ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი სამ ათწლე­ულ­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ქარ­თველ ხალ­ხთან პარტნი­ო­რო­ბის ერ­თგულ­ნი არი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მთავ­რო­ბებ­თან ვმუ­შა­ობ­დით, რათა მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, გან­გვე­ვი­თა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბა გაგ­ვე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე ერ­თგუ­ლე­ბა ურ­ყე­ვი რჩე­ბა, ჩვენ მკაც­რად ვგმობთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სას­ტიკ და გა­უ­მარ­თლე­ბელ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნად შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბი­თა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” აგ­რძე­ლებს რეპ­რე­სი­უ­ლი ტაქ­ტი­კის, მათ შო­რის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, კრი­ტი­კო­სე­ბის გა­სა­ჩუ­მებ­ლად”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში მო­წო­დე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რომ შე­წყვი­ტოს რეპ­რე­სი­უ­ლი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნად შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის და თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის ეუ­თოს სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, შე­წყვი­ტოს რეპ­რე­სი­უ­ლი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ.

ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს დე­მონ­სტრან­ტე­ბი, მე­დი­ის წევ­რე­ბი, ოპო­ზი­ცი­უ­რი ფი­გუ­რე­ბი და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად სარ­გებ­ლო­ბის­თვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და­ა­კა­ვეს.

პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან ძა­ლის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, ასე­ვე უნდა აგონ პა­სუ­ხი.

რო­გორც ეუ­თოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ამი­ე­რი­დან ეუ­თოს კონ­ტექ­სტში ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს გა­მო­ვიკ­ვლევთ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუ­წო­დებთ, და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, რაც ქარ­თვე­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს.

ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ ქარ­თველ ხალ­ხსა და მათ დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს. ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ჩვენს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას ” , - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად" - 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

"გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად" - 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს.

ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.

ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები მკაცრად გმობენ “ქართული ოცნების” „სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ”.

“ჩვენი ქვეყნები სამ ათწლეულზე მეტია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. საქართველოს ყველა მთავრობებთან ვმუშაობდით, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ბავშვებისთვის განათლება გაგვეუმჯობესებინა. მაშინ, როდესაც ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მიმდინარე ერთგულება ურყევი რჩება, ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ.

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება და გაათავისუფლოს დაკავებულები.

"სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წევრები, ოპოზიციური ფიგურები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს.

პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, ასევე უნდა აგონ პასუხი.

როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. საქართველოს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხსა და მათ დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ” , - ნათქვამია განცხადებაში.