საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ... მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს" - კალაძე
"დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ... მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს" - კალაძე

არ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა, ყვე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა - სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ვყოფთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. ყვე­ლას­თვის კეთ­დე­ბა - მო­გი­წო­დებთ, მობ­რძან­დეთ 21 დე­კემ­ბერს, სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია მთავ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა „პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს“.

„დე­და­ქა­ლა­ქი ემ­ზა­დე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩა­მო­სულ სტუმ­რებს ვა­ჩუ­ქოთ ლა­მა­ზი დღე­ე­ბი. იცით, რომ 2 დღის წინ ქა­ლა­ქი სა­ა­ხალ­წლოდ გა­ნათ­და. ყვე­ლა ილუ­მი­ნა­ცია ჩარ­თუ­ლია, აინ­თო სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სია და ჯა­დოს­ნუ­რად არის მორ­თუ­ლი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი.

მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 21 დე­კემ­ბრი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ა­ხალ­წლო სო­ფელს ეწ­ვი­ოს, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ შევ­ქმნათ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა. ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან შე­მო­ვი­ტა­ნეთ სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის სა­ხით, პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რა თქმა უნდა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს რომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც აპ­რო­ტეს­ტებს. არ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა, ყვე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ვი­ღა­ცას, შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე. მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აპ­რო­ტეს­ტოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და არა ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით, რა­საც ვხე­დავ­დით რამ­დე­ნი­მე დღის წინ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ვყოფთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ეს ყვე­ლას­თვის კეთ­დე­ბა. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ მობ­რძან­დეთ 21 დე­კემ­ბერს, სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია, ნა­წყე­ნია მთავ­რო­ბა­ზე, ჩვენ­ზე. ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ის პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. უპირ­ვე­ლე­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა.

ხე­დავთ, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მსოფ­ლი­ო­ში. ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, ბევ­რი რამ გა­და­ლაგ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა გვექ­ნე­ბა“,-აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ... მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს" - კალაძე

"დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ... მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს" - კალაძე

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა - საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება - მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, თუმცა „პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

„დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. იცით, რომ 2 დღის წინ ქალაქი საახალწლოდ განათდა. ყველა ილუმინაცია ჩართულია, აინთო საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ულამაზესია და ჯადოსნურად არის მორთული ჩვენი დედაქალაქი.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ საახალწლო სოფლის სახით, პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს რომ ფუნქციონირებდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც აპროტესტებს. არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვიღაცას, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა თემაზე. მთავარია, ეს ყველაფერი გააპროტესტოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში და არა ძალადობრივი გზით, რასაც ვხედავდით რამდენიმე დღის წინ.

საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო, ეს ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება. შეიძლება ვიღაც განაწყენებულია, ნაწყენია მთავრობაზე, ჩვენზე. ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. უპირველესი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა.

ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვექნება“,-აღნიშნა კალაძემ.