საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით?! თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები?" - რა ხდებოდა ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებისას: ვინ რა თქვა
"ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით?! თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები?" - რა ხდებოდა ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებისას: ვინ რა თქვა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ზე­დი­ზედ რვა­ჯერ გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ჩვენ არ ვა­ტა­რებთ კენ­ჭისყრას რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნე­თა­ნი­აჰუს მიერ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის მა­სობ­რივ ხოც­ვა-ჟლე­ტას გმობს, - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, და­ნი­ლო დელა ვა­ლემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომში ვეშ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ზე­დი­ზედ რვა­ჯერ გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ჩვენ არ ვა­ტა­რებთ კენ­ჭისყრას რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნე­თა­ნი­აჰუს მიერ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის მა­სობ­რივ ხოც­ვა-ჟლე­ტას გმობს. დროს ვკარ­გავთ, მაგ­რამ რისი აღი­ა­რე­ბაც ჩვენ არ გვინ­და არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხმას თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აძ­ლე­ვენ და არა იმის, რაც კა­ლას­სა და ფონ დერ ლა­ი­ენს სურთ“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ლო დელა ვა­ლემ.

  • მისი თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მთელ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­მო­დი­ან და მეტ უფ­ლე­ბებ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხო­ვენ.

"ევ­რო­კავ­ში­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ახ­ლა­ხან არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა სხვა ინ­ტე­რე­სებს ატა­რებს და ვინც ნატო-ზე ზრუ­ნავს ამას აპ­რო­ტეს­ტებს. ჩვენ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრო მეტი დრო უნდა და­ვუთ­მოთ და არა სხვებ­ზე ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რას“, - აღ­ნიშ­ნა იტა­ლი­ელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • ფრან­გმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ნა­ტა­ლი ლუ­ა­ზომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ს აქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა აპ­რო­ტეს­ტებს იმას, რომ მათ არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რეს და გა­ა­ყალ­ბეს.

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, თუ არ გეს­მით, რას ამ­ბო­ბენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი თბი­ლის­ში ყო­ველ ღა­მით, ნება მო­მე­ცით, გი­თხრათ, მე მი­ვე­დი მათ­თან შე­სახ­ვედ­რად. მათ არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რეს, გა­ა­ყალ­ბეს, მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბას პა­რა­ვენ. ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით იმე­ო­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა და არა რუ­სე­თი. ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, დავ­ბრმავ­დით და ვერ ვხე­დავთ რეპ­რე­სი­ებს ამ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? მათ და­პა­ტიმ­რე­ბას, ცე­მას. ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს ცი­ხე­ში უშ­ვე­ბენ, ვხე­დავთ ღრუ­ბელს ქვე­ყა­ნა­ზე, მოს­კოვ­თან და­კავ­ში­რე­ბას. ვართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? არ და­ვუ­წე­სებთ სან­ქცი­ებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დო­ნო­რებს, ვი­საც სურთ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თად გა­და­აქ­ცი­ონ? პრე­ზი­დენ­ტმა მე­ცო­ლამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მო­იწ­ვია. ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის. მან პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უნდა ისა­უბ­როს. სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­კუთ­ვნე­ბა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სახ­ლს. მათ ვი­საც ჩვე­ნი სჯე­რა ევ­რო­პის, ჩვე­ნი უნდა და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თლე­ბი არი­ან, რომ ჩვე­ნო სჯე­რათ“, – გა­ნა­ცხა­და ლუ­ა­ზომ.

ფრან­გმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის, ტი­ე­რი მა­რი­ა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­მი­ნეთ­ში ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნის უარ­ყო­ფას აქვს ად­გი­ლი.

  • მისი თქმით, ამას მოწ­მობს ღა­მის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ „წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახ­დენს.

"ამას მოწ­მობს ღა­მის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, სა­დაც თქვენს მიერ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც უდა­ვოდ ის­წრაფ­ვი­ან ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და "მა­ი­და­ნის" სტი­ლის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­კენ. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო და მისი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მტკი­ცედ დგა­ნან, ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ ძა­ლა­დო­ბას. ვინც არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, ახლა თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით ცდი­ლობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ძა­ლით ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ აღი­ა­რა და პრე­ზი­დენ­ტი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად აირ­ჩი­ეს. ხალ­ხს, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც რუ­მი­ნეთ­ში, აღარ სურს, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი წა­არ­თვან. ევ­რო­კავ­ში­რი აცხა­დებს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­რან­ტია, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ახ­დენს. ეს ამ ქვეყ­ნის ქა­ოს­ში ჩა­ძირ­ვის საფრ­თხეს ქმნის“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

ნი­დერ­ლან­დელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რა­ი­ნიე ვან ლან­შოტ­მა თქვა, რომ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუ­სულ კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა.

"ამ კოშ­მა­რის ლი­დე­რებ­მა ხალ­ხის ხმა მო­ი­პა­რეს არ­ჩევ­ნე­ბით, რო­მე­ლიც არც თა­ვი­სუ­ფა­ლი და არც სა­მარ­თლი­ა­ნი ყო­ფი­ლა და ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზის გა­და­კეტვით ხალ­ხს იმე­დი მო­პა­რეს. ისი­ნი არა­ლე­გი­ტი­მუ­რე­ბი და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ნიღ­ბე­ბი ჩა­მოხ­სნი­ლია და მათ ნამ­დვი­ლი სახე აჩ­ვე­ნეს. სახე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კარ­გად იცის, რუ­სუ­ლი ჩაგ­ვრის სახე“, - გა­ნა­ცხა­და რა­ი­ნიე ვან ლან­შოტ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა.

"მო­სახ­ლე­ო­ბის 7% ყო­ველ­დღი­უ­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­დის. გა­სულ ხუთ­შა­ბათს ამ აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე და ისი­ნი ახალ არ­ჩევ­ნებს ითხო­ვენ. ერთი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა არა მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ ხალ­ხის გამო და ეს ხალ­ხი დღეს ჩვენ­გან მოქ­მე­დე­ბას ელის, მაშ რო­გორ და­ვეხ­მა­როთ მათ?! სან­ქცი­ე­ბი და­ვუ­წე­სოთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს, მათ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიმ­დიდ­რე აინ­ტე­რე­სებთ, და­ვა­ფი­ნან­სოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია და დე­მოკ­რა­ტი­ის სხვა დამ­ცვე­ლე­ბი, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც 29 დე­კემ­ბრის შემ­დე­გაც ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბა. რო­გორც ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი ოც­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

გერ­მა­ნელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ჰანს ნო­იჰოფ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და:

"თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტში, ოპო­ზი­ცი­ას ოფი­სებ­ში არ და­უშ­ვებ­დნენ, თუ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს თავს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ, მათ სახ­ლებ­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლებს და­ა­ზი­ა­ნებ­დნენ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა იქ­ნე­ბო­და ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, თუ სა­ხელ­მწი­ფო მე­დია ოპო­ზი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას მო­ახ­დენ­და, თუ ოპო­ზი­ცი­ას პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აუკ­რძა­ლავ­დნენ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას უთ­ვალ­თვა­ლებ­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ეს დარ­ბა­ზი სა­მარ­თლი­ა­ნად მი­ვი­დო­და იმ დას­კვნამ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ვერ შეძ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ჰანს ნო­იჰოფ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით?! თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები?" - რა ხდებოდა ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებისას: ვინ რა თქვა

"ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით?! თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები?" - რა ხდებოდა ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებისას: ვინ რა თქვა

საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს, - ამის შესახებ იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მაშინ, როდესაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვეშვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს. დროს ვკარგავთ, მაგრამ რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხმას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აძლევენ და არა იმის, რაც კალასსა და ფონ დერ ლაიენს სურთ“, - განაცხადა დანილო დელა ვალემ.

  • მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელ ევროპაში მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები ქუჩებში გამოდიან და მეტ უფლებებსა და პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვას ითხოვენ.

"ევროკავშირი ორიენტირებულია საქართველოზე, ახლახან არჩეული მთავრობა სხვა ინტერესებს ატარებს და ვინც ნატო-ზე ზრუნავს ამას აპროტესტებს. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და არა სხვებზე ზეწოლასა და მუქარას“, - აღნიშნა იტალიელმა ევროპარლამენტარმა.

  • ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ ს აქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს.

"ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გითხრათ, მე მივედი მათთან შესახვედრად. მათ არჩევნები მოპარეს, გააყალბეს, მათ თავისუფლებას პარავენ. ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი. ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას. ვართ მნიშვნელოვანი? არ დავუწესებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორებს, ვისაც სურთ საქართველო რუსეთად გადააქციონ? პრეზიდენტმა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი იქნა ევროპარლამენტში მოიწვია. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. მან პლენარულ სხდომაზე უნდა ისაუბროს. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ ვისაც ჩვენი სჯერა ევროპის, ჩვენი უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან, რომ ჩვენო სჯერათ“, – განაცხადა ლუაზომ.

ფრანგმა ევროპარლამენტარის, ტიერი მარიანის თქმით, საქართველოსა და რუმინეთში ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას აქვს ადგილი.

  • მისი თქმით, ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ევროკავშირის მიერ „წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.

"ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს, რომლებიც უდავოდ ისწრაფვიან ესკალაციისა და "მაიდანის" სტილის პროვოკაციებისკენ. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ძალადობას. ვინც არჩევნები წააგო, ახლა თქვენი მხარდაჭერით ცდილობს ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდებას. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, არც საქართველოში და არც რუმინეთში, აღარ სურს, სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატიის და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების წახალისებას ახდენს. ეს ამ ქვეყნის ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს ქმნის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა თქვა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა.

"ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე“, - განაცხადა რაინიე ვან ლანშოტმა.

  • მისივე თქმით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ ნებდება.

"მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"თუ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც გერმანიის პარლამენტში, ოპოზიციას ოფისებში არ დაუშვებდნენ, თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს დაესხმებოდნენ, მათ სახლებსა და ავტომობილებს დააზიანებდნენ, თუ საქართველოში, ისევე როგორც გერმანიაში, სახელმწიფო პროგრამა იქნებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუ სახელმწიფო მედია ოპოზიციის დისკრედიტაციას მოახდენდა, თუ ოპოზიციას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას აუკრძალავდნენ, თუ საქართველოში, ისევე როგორც გერმანიაში, სახელმწიფო სამსახური იქნებოდა, რომელიც ოპოზიციას უთვალთვალებდა, ასეთ შემთხვევაში, ქალბატონებო და ბატონებო, ეს დარბაზი სამართლიანად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.