საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს?
რაზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს?

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ევ­რო­პის სა­კი­თხებ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, სტი­ვენ და­უ­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს ესა­უბ­რა.

ამის თა­ო­ბა­ზე ბრი­ტა­ნელ­მა მი­ნის­ტრმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე და­წე­რა. ის მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს და აცხა­დებს, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა დად­გეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას დღეს კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვი, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა და უკა­ნო­ნო და თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი. დიდი ბრი­ტა­ნე­თი გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა დად­გეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხი“, - წერს სტი­ვენ და­უ­თი X-ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სა­უბ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ნის­ტრებ­მა მი­მო­ი­ხი­ლეს ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­ნა­მი­კა.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პო­ზი­ცია და წუ­ხი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­უბ­რი­სას წა­მოჭ­რილ სა­კი­თხებ­ზე და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მო­ხა­ტა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ შო­რის ით­ვა­ლის­წი­ნებს სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტის მო­რი­გი რა­უნ­დის გა­და­დე­ბას და ქვეყ­ნის­თვის პროგ­რა­მუ­ლი მხარ­და­ჭე­რის შე­ჩე­რე­ბას. მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ნახ­ლდე­ბა.

მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, მის შე­დე­გებ­სა და პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ზეც, რო­მე­ლიც დღე­საც გრძელ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხო ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს, რა დრო­საც კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა აქ­ცი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად და კა­ნო­ნის დაც­ვით წარ­მარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ქარ­თულ­მა მხა­რემ ბრი­ტა­ნულ მხა­რეს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ კა­ნონ­დარ­ღვე­ვებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ. ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც მჭიდ­რო და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რის როლს რე­გი­ონ­ში, რაც არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან დი­ა­ლო­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

რაზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს?

რაზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს?

ცნობილი გახდა, რომ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა.

ამის თაობაზე ბრიტანელმა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ის მაკა ბოჭორიშვილს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე.

მოგვიანებით ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა.

"გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.