საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, მაპოვნინეთ შვილი..." - დედა 16 წლის გოგონას ეძებეს: რა ხდება ცნობილი?
"გთხოვთ, მაპოვნინეთ შვილი..." - დედა 16 წლის გოგონას ეძებეს: რა ხდება ცნობილი?

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქალ­ბა­ტონ­მა თეა ტო­გო­ნი­ძემ ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ 16 წლის ქა­ლიშ­ვილს ეძებს. რო­გორც გა­ირ­კვა, ემიგ­რან­ტი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ოჯა­ხი 4 დღეა უშე­დე­გოდ ეძებს.

ambebi.ge გო­გო­ნას დე­დას თეა ტო­გო­ნი­ძეს შე­ეხ­მი­ა­ნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს:

"მე-6 წე­ლია ოჯა­ხით სა­ბერ­ძნეთ­ში ვცხოვ­რობ, ჩემი გო­გო­ნა - ანას­ტა­სია სკო­ლი­დან და­ი­თხო­ვეს და 9 დე­კემ­ბერს არ­და­დე­გებ­ზე გა­მო­ვუშ­ვი ქუ­თა­ის­ში. და­დას­ტურ­და, რომ ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით არის წაყ­ვა­ნი­ლი. ბავ­შვი 16 წლი­საა და პო­ლი­ცია მე­უბ­ნე­ბა, კა­ნო­ნი არ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, მას­შტა­ბუ­რად ვე­ძე­ბოთ იმი­ტომ, რომ 16 წლი­სას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია გა­თხოვ­დე­სო. ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მივ­დი­ვართ, ასე და­მა­რი­გეს... იქ­ნებ რა­მე­ში და­მეხ­მა­როთ. ეს ბიჭი 25 წლი­საა, პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი, არც ვიცი, სად გა­იც­ნო ჩემ­მა შვილ­მა, მაგ­რამ უყ­ვარს. პო­ლი­ცი­ამ და ბი­ჭის და-ძმამ და­მი­დას­ტუ­რეს, რომ მან წა­იყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ არ ჩნდე­ბი­ან, რომ ბიჭს ეში­ნია, წა­ვარ­თმევ ან და­ვა­ჭე­რი­ნებ. მარ­თლა არ მა­ინ­ტე­რე­სებს მისი და­ჭე­რა, შვი­ლებს ვფი­ცავ, ოღონდ გა­მოჩ­ნდნენ, ოღონდ ჩემი შვი­ლი ვნა­ხო. იქი­დან რას გავ­ხდე­ბო­დი და ჩა­მოვფრინ­დი, წუ­ხელ ჩე­მით და­ვი­წყე ძებ­ნა და ერთი ად­გი­ლი გა­ვარ­კვიე - წყალ­ტუ­ბოს სას­ტუმ­რო, სა­დაც მი­სუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, ეტყო­ბა ფასს ვერ შესწვდნენ. ჩემს გო­გო­ნას ჰქონ­და თან­ხა, რაც გა­მო­ვუგ­ზავ­ნე, რამ­დე­ნი­მე დღე რომ ჰყოფ­ნო­და. ამ თან­ხით არი­ან წა­სუ­ლე­ბი, გა­მო­ე­ლი­ათ ეტყო­ბა. პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვე, სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ და მი­თხრეს, ქალ­ბა­ტო­ნო, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არ არის თქვე­ნი შვი­ლი, ნე­ბით გაჰ­ყო­ლი­აო. სო­ცა­გენ­ტიც ვერ მეხ­მა­რე­ბა, მარ­ტო იმას მე­უბ­ნე­ბა, მაგ ბიჭს ვიც­ნობ, ჩემი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყოო. სა­ბერ­ძნეთ­ში მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი - მე­უღ­ლე და 2 შვი­ლით. ანას­ტა­სია გა­მო­ვუშ­ვი დე­დამ­თილ­თან, დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმე­რე­თის მხა­რე­ში არი­ან. არა­ფე­რი მინ­და გარ­და იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხოს და ჩა­ვი­ხუ­ტო ბავ­შვი. იცის ჩემ­მა შვილ­მა, რომ მის გა­რე­შე ვერ ვძლებ. თუ სად­მე სას­ტუმ­რო­ში არი­ან გვა­რებს გე­ტყვით - ანას­ტა­სია ტო­გო­ნი­ძე და გი­ორ­გი ვი­ჩი­გი­ნი. გთხოვთ, მა­პოვ­ნი­ნეთ ჩემი შვი­ლი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ცუ­დად ვარ (ტი­რის)... ოღონდ გა­მოჩ­ნდეს, არა­ფე­რი მინ­და სხვა, არა­ვინ არა­ვის არა­ფერს ერ­ჩის. თუ რა­მეს შე­ი­ტყობთ, და­მი­რე­კეთ: 595 09 56 30".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გთხოვთ, მაპოვნინეთ შვილი..." - დედა 16 წლის გოგონას ეძებეს: რა ხდება ცნობილი?

"გთხოვთ, მაპოვნინეთ შვილი..." - დედა 16 წლის გოგონას ეძებეს: რა ხდება ცნობილი?

დღეს სოციალურ ქსელში ქალბატონმა თეა ტოგონიძემ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ის გაუჩინარებულ 16 წლის ქალიშვილს ეძებს. როგორც გაირკვა, ემიგრანტი გოგონა საქართველოში არდადეგებზე იმყოფებოდა. მის ადგილსამყოფელს ოჯახი 4 დღეა უშედეგოდ ეძებს.

ambebi.ge გოგონას დედას თეა ტოგონიძეს შეეხმიანა, რომელიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

"მე-6 წელია ოჯახით საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი გოგონა - ანასტასია სკოლიდან დაითხოვეს და 9 დეკემბერს არდადეგებზე გამოვუშვი ქუთაისში. დადასტურდა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით არის წაყვანილი. ბავშვი 16 წლისაა და პოლიცია მეუბნება, კანონი არ გვავალდებულებს, მასშტაბურად ვეძებოთ იმიტომ, რომ 16 წლისას თავისუფლად შეუძლია გათხოვდესო. ახლა პროკურატურაში მივდივართ, ასე დამარიგეს... იქნებ რამეში დამეხმაროთ. ეს ბიჭი 25 წლისაა, პრობაციონერი, არც ვიცი, სად გაიცნო ჩემმა შვილმა, მაგრამ უყვარს. პოლიციამ და ბიჭის და-ძმამ დამიდასტურეს, რომ მან წაიყვანა. სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩნდებიან, რომ ბიჭს ეშინია, წავართმევ ან დავაჭერინებ. მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, შვილებს ვფიცავ, ოღონდ გამოჩნდნენ, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო. იქიდან რას გავხდებოდი და ჩამოვფრინდი, წუხელ ჩემით დავიწყე ძებნა და ერთი ადგილი გავარკვიე - წყალტუბოს სასტუმრო, სადაც მისულები ყოფილან, ეტყობა ფასს ვერ შესწვდნენ. ჩემს გოგონას ჰქონდა თანხა, რაც გამოვუგზავნე, რამდენიმე დღე რომ ჰყოფნოდა. ამ თანხით არიან წასულები, გამოელიათ ეტყობა. პოლიციას ვთხოვე, სასტუმროები გადაემოწმებინათ და მითხრეს, ქალბატონო, ძალადობის მსხვერპლი არ არის თქვენი შვილი, ნებით გაჰყოლიაო. სოცაგენტიც ვერ მეხმარება, მარტო იმას მეუბნება, მაგ ბიჭს ვიცნობ, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყოო. საბერძნეთში მთელი ოჯახი ვიყავით წასულები - მეუღლე და 2 შვილით. ანასტასია გამოვუშვი დედამთილთან, დედმამიშვილებთან. სავარაუდოდ, იმერეთის მხარეში არიან. არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ ჩემი შვილი მანახოს და ჩავიხუტო ბავშვი. იცის ჩემმა შვილმა, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ. თუ სადმე სასტუმროში არიან გვარებს გეტყვით - ანასტასია ტოგონიძე და გიორგი ვიჩიგინი. გთხოვთ, მაპოვნინეთ ჩემი შვილი, ძალიან ვნერვიულობ, ცუდად ვარ (ტირის)... ოღონდ გამოჩნდეს, არაფერი მინდა სხვა, არავინ არავის არაფერს ერჩის. თუ რამეს შეიტყობთ, დამირეკეთ: 595 09 56 30".